დიდუბეში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახნენ.
დიდუბეში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა – ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახნენ.
თელავში, სოფელ ვანთაში ორსული ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ორსული ქალი, 31 წლის ვიკა ლიუბომივი იყო.მას სამი წლის ტყუპი დარჩა. გარდაცვლილი ქალი დედამთილმა ნახა.
არსებული ინფორმაციით, ქალი ახველებდა, თუმცა მძიმე მდგომარეობა მას არ ჰქონია.
მეზობლების აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსი მცირეწლოვან ბავშვებს ჰქონდათ.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაანოსნებულ პენსიიის გაზრდის თემას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, ლარის კურსის გათვალისწინებით 2012 წლიდან პენსია მკვეთრად შემცირდა.
“დღეს ივანიშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ პენსია იზრდება 220 ლარამდე. 220 ლარი ეს არის 76 დოლარი, ამაზე ცოტათი მეტი იყო პენსია მაშინდელი კურსით 2012 წელს, ესეიგი 2012 წლის მერე პენსია არათუ არ გაზრდილა, არამედ ფასების გათვალისწინებით, პენსია ხალხს მკვეთრად შეუმცირდა. ამას ქვია არა წინსვლა, არამედ უკუსვლა. საქართველოში პენსია უნდა იყოს მინიმუმ ორჯერ, სამჯერ მეტი”-განაცხადა სააკაშვილმა.
აშშ-ში, ალასკაზე გადაარჩინეს მამაკაცი, რომელმაც 22 დღე ყინვაში გაატარა. მას გადარჩენაში ნიშანი “SOS“ დაეხამრა.
როგორც უცხოური მედია წერს, 30 წლის ტაისონ სტილს დაეწვა სახლი, მისი ძაღლი კი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ის მოწყდა საკომუნიკაციო საშუალებებს. მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს დაკავშირება ტაისონთან, მათ განაცხადეს პოლიციაში, რის შემდეგადაც დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
მამაკაცის თქმით, იგი შიმშილს დაკონსერვებულმა საკვებმა გადაარჩინა.
{{VIDEO}}
პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცა. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა. წერეთელმა განაცხადა, რომ 19-დან 30 იანვრის ჩათვლით ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
ცნობილია, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგანმა რვა თვის შვილთან, არჩისთან ერთად საშობაო არდადეგები კანადაში გაატარეს, რის შემდეგაც ყველასთვის მოულოდნელად განაცხადეს, რომ სურვილი აქვთ უარი თქვან სამეფო ოჯახის უფროსი წევრებისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე. მედიაში სულ უფრო მეტი ინფორმაცია და დეტალები ჩნდება მათი კანადური არდადეგების შესახებ. ბრიტანული გაზეთის, The Times –ის ინფორმაციით სასექსის ჰერცოგმა და მისმა მეუღლემ შობა–ახალი წელი 14 მილიონ დოლარად შეფასებულ ვილა Mille Fleurs–ში გაატარეს, რომელიც ვანკუვერის კუნძულზე დახურულ რაიონში მდებარეობს. მედია ვარაუდობს, რომ ამ სახლის პატრონი რუსი–ებრაელი მილიარდერი, 58 წლის იური მილნერია.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უარს ამბობს დაასახელოს იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ჰარის და მეგანს დღესასწაულების დროს საკუთარი სახლი დაუთმო. ვანკუვერის დახურულ რაიონში მდებარე უძრავი ქონების მფლობელთა ვინაობა საერთოდ არ საჯაროვდება. მედიის ინფორმაციით საცხოვრებელი კომპლექსის სახლები დახურულ კლუბ Towner Bay–ს ეკუთვნის. მისი წევრები კლუბის წილის ფლობის თანხას იხდიან. სანდო წყაროს ინფორმაციით იმ ვილის მფლობელი, სადაც ჰარი და მეგანი ცხოვრობდნენ DST Global–ის მფლობელი, Mail.Ru Group–ს ყოფილი თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე,იური მილნერია. თუმცა ბიზნესმენთან დაახლოებული წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფენ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვილის მფლობელი ჰარის და მეგანს 70 წლის კანადელმა პროდიუსერმა, დევიდ ფოსტერმა გააცნო. ფოსტერი 35 წლის მომღერალზე, კეტრინ მაკფიზეა დაქორწინებული, რომელიც მეგან მარკლის სკოლის მეგობარია.

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის გზის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. ინფორმაციას bpn ავრცელებს.
„შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის 185 კმ-ზე და სრულდება იმავე საავტომობილო გზის 200 კმ-ზე, არგვეთაში. აღნიშნული მონაკვეთი პირდაპირ უერთდება არგვეთას კვანძს, რომელიც წარმოადგენს ზესტაფონი-ქუთაისის საავტომობილო გზის გაგრძელებას და ნაწილობრივ გადაფარავს E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის კორიდორს.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით, მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი,“- აღნიშნულია ბრძანებაში.
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ რადენიმე მოქალაქეესთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. საუბარია ზესტაფონის რაიონში, სოფელ ქვედა საქარაში მდებარე გიორგი ნებიერიძის, დავით, თამარ ნებიერიძეებისა და ნანა კვანტრიშვილის თანასაკუთრებაში არსებულ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 482 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შეთანხმების არარსებობის გამო, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.
ავარია თბილისში- გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.
მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი პირი.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი საჭეს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შალვა რადიანის სახელობის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონისძიებას “კალანდა 2020”-ს დაესწრო, მოსახლეობას კალანდობა მიულოცა და ჩიჩილაკისა და კალანდობის დღესასწაულის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოვიდა: „გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენს ჩიჩილაკს და კალანდობას მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი“. პრეზიდენტის განცხადებით, უნდა ვიფიქროთ მომავალში იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ჩიჩილაკისა და კალანდობის წარდგენაზე.
მუზეუმი, სადაც პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის კალანდობის უძველესი ტრადიცია გაცოცხლდა სოფელ დვაბზუში, 1985 წლის 20 ოქტომბერს აკადემიკოს შალვა რადიანის (შეწირულის) სახლში დაარსდა.
შენობა წარმოადგენს ძველებურ ოდა- სახლს ჩუქურთმებიანი მოაჯირით. რადიანის მუზეუმის ბაზაზე კი, 2009 წელს ეთნოგრაფიული მუზეუმი დაფუძნდა.
მუზეუმში წარმოდგენილია გურული კარ- მიდამოსათვის დამახასიათებელი დამხმარე ნაგებობები: სამზადი სახლი, ბეღელი, ნალია. ოდა- სახლი, მარანი და ჭა. ექსპონატებად კი წარმოდგენილია გურიისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული და ყოფითი კულტურის ამსახველი მასალა: საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები: ოჯინჯალა, ჩეჩო, კერია, კეცი, ფილი, სპილენძის თუნგი, კარდალა, ხის გობი, ხის ჯამები, აკვანი, საჩეჩელი, ორშიმო, გოდორი, კალათი, სკამ-ლოგინა, შუაცეცხლზე ჩამოსაკიდი ჯაჭვი, კოპე, ორკოპე, ხის მაგიდა სამფეხა სკამებით, ჩამური და სხვ.