Category: ახალი ამბები

  • თსუ-ს ლექტორმა თვითმკვლელობა სცადა- მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლება გახდა

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა  თვითმკვლელობა სცადა. მიზეზი სამსახურიდნა გათავისუფლება და რამდენიმე ასეულ ათასიანი ჯარიმის დაკისრება გახდა. საქმე მის სხვა სასწავლო დაწესებულებაში საქმიანობას ეხება, რის გამოც მას უნივერსიტეტმა ჯარიმა დააკისრა.

    ასოცირებული პროფესორის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

    სტუდენტები ადასტურებენ, რომ  თვითმკვლელობის მიზეზი სამსახურიდან გათავისუფლება გახდა.

    თავად ლექტორმა ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადგან ფაქტის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ.

    ლექტორმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

  • ნოდარ მელაძემ საკუთარი ტყუპების ახალი ფოტო გამოაქვეყნა

    ნოდარ მელაძემ თავისი ულამაზესი ტყუპების ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ბედნიერმა მამამ ფოტოს შემდეგი წარწერა გაუკეთა: „კოვზით ჭამაზეც გადავედით“.

    დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, ტელეწამყვანი კარგი მამაა და თავისუფალ დროს ხშირად ბავშვებთან ატარებს.

    ბავშვების ფოტოებს მოჰყვა კომენტარები ინგა გრიგოლიასგან, დიანა ტრაპაიძისგან და სხვა ცნობილი სახეებისგან.

    რასაკვირველია, ყველა აღნიშნავს, რომ პატარები ძალიან ლამაზები არიან.

    „გაგლახავთ“, სწერს ინგა გრიგოლოია ნოდარ მელაძეს, რაზეც ტელესახე პასუხობს: „ვერ მოგვერევით, მსუქნები ვართ…“ 

  • ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა

    „მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა“, – ამის შესახებ  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაშია ნათქვამია. ოფიციალური დოკუმენტი  20 იანვრით თარიღდება და მას ხელს პატრიარქი ილია მეორე აწერს.

    საპატრიარქოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ანდრია სარიას საპატრიარქოში დაბარება. სასულიერო პირი ამბობდა, რომ საპატრიარქოს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება ცალმხრივია და მას სადამსჯელო ხასიათი აქვს.

    მამა ანდრია სარია, რომელიც ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქიიდან გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მღვდელ-მონაზონი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მიიღო.

  • “ვაშაძე ის კაცია, რომელიც ზაფხულში ჩვენმა დაცვამ სცენის უკანაც არ შემოუშვა” – დიღმელაშვილი

    მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი შოთა დიღმელაშვილი გრიგოლ ვაშაძეს “მთავარი არხის” ეთერში გაკეთბული განცხადების გამო აკრიტიკებს.

    “გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს კვესიტაძესთან უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო” – ამბობს დიღმელაშვილი.

    შეგახსენებთ, განხეთქილება გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა. 

    ვაშაძემ “ღამის აქცენტებში” განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებზე საუბარი ენმ-მ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიწყო.

    “ ახალგაზრდები და ეს ყველაფერი შესანიშნავია, დიდი მადლობა ყველას ვინც ამ მოძრაობაში მონაწილეობას იღებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ, ჩვენმა პარტიამ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, კოალიციურ მთავრობაზე და პროპორციულ არჩევნებზე საუბარი, ეს კაციშვილს არ უხსენებია და ამის დოკუმენტური მტკიცებულება ძალიან ადვილად მოიპოვება”, – თქვა ვაშაძემ.

  • „ქართული ოცნების” მინისტრებს შორის მწვავე კონკურენციაა, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა-გიორგი კანდელაკი

    „ქართული ოცნების” მინისტრებს შორის მწვავე კონკურენციაა, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა-გიორგი კანდელაკი- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

    „საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა „ქურდული სამყაროს” გავლენის ზრდა. შევარდნაძის დროს, რომელსაც ასე მისტირის ქალბატონი წულუკიანი, ქურუდული სამყარო შეზრდილი იყო სახელმწიფოსთან. ეს „ვარდების რევოლუციამ” დაამარცხა და აღმოფხვრა. საზოგადოების დაკვეთა ის კი არ იყო, რომ ბავშვები „კანონიერ ქურდობაზე” ოცნებობდნენ, არამედ ის, რომ ციხეებში სიტუაცია გაუმჯობესებულიყო. ადმინისტრაცია რომ „მაყურებლებს” პატიმრებს აკვლევინებს, ეს არ არის გაუმჯობესება და უკეთესობა. მწვავე კონკურენციაა „ქართული ოცნების” მინისტრებს შორის, ვინ უფრო სამარცხვინო იქნება, მაგრამ მაინც თეა წულუკიანი დამაჯერებლად დაწინაურდა. დარწმუნებული ვარ, ამ გვერდს ღირსეულად გადაშლის ჩვენი საზოგადოება,”- განაცხადა კანდელაკმა.

  • “ოთარასი” – პროკურატურასთან ბოტასის ძეგლი დადგეს

    პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის  შესაძლო დაბრუნება პერფომანსი გააპროტესტეს. 

    ზვიად კუპრავამ და სამოქალაქო აქტივისტებმა უწყებასთან ბოტასის ძეგლი დადგეს სახელწოდებით “ბოტასი”. 

  • “რა ნახეს აქ დაზიანებული,კალაძე არაადეკვატურ მდგომარეობაშია”-ხაბეიშვილი

    “ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრი დილიდან შემოღობილი პარლამენტის შენობასთან იმყოფებოდა და ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ მას ამის საშუალება არ მისცა. ხაბეიშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დოკუმენტაცია არ არსებობს, ამიტომ გაურკვეველია რა სამუაშოებს ატარებს დედაქალაქის მერია.

    “კალაძე არაადეკვატურ მდგომარეობაშია, ღორე რომ აქვს შემოვლებული შენობას, არანაირი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი რა სამუშაოები მიმდინარეობს, ტენდერში მსგავსი ხელშეკრულება არ იძებნება. რატომ არ არის ბანერი გამოტანილი რომელი კომპანია ასრულებს სარემონტო სამუშაოებს, როდის უნდა დასრულდეს, რის გამო დაიწყო რეაბილიტაცია, რა ნახეს აქ დაზიანებული”-აცხადებს ხაბეიშვილი.

  • იციან, რომ ამათი საქმე წასულია და ყველაფერს აკეთებენ-მაჩალიკაშვილი პარლამენტთან პროტესტს გააგრძელებს

    პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩლიკაშვილის მამა აცხადებს, რომ პარლამენტთან  ჯებირების აღმართვის მიუხედავად, პროტესტს არ შეწყვეტს.

    “შუაღამისას აიღეს ატრაქციონები. ესენი ღამით ნადირობენ. გეგონება ჩინეთის კედელია, ისე აღმართეს, მწვანე ხალიჩა გადაფარეს და იმდენად როგორ ეშინია ხელისუფლებას, კი ეშინია, იციან, რომ ამათი საქმე წასულია და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანებმა თავიანთი მშვიდობიანი პროტესტი არ გამოხატონ, ამას უყურებს მთელი მსოფლიო,”-აცხადებს მაჩალიკაშვილი.

    შეგახსენებთ, თბილისის მერიამ დღეს  ტერიტორია რეაბილიტაციის მოტივით შემოღობა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთთან 14კმ-ში, სოფელ ხინოსთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

  • ახალგაზრდა, რომელსაც “სპართან” თავს დაესხნენ, გარდაიცვალა – თავდამსხმელები თავისუფლები არიან

    “სპართან” თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა. მათე ჯომიდავას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხდა.

    ჯომიდავა “სპარში” კონსულტანტად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ჯომიდავას უცნობი პირები სუპერმარკეტთან დაესხნენ თავს.  პოლიციამ ისინი დააკავა, თუმცა გარდაცვლილის ახლობლის ინფორმაციით, ბრალდებულებს მსუბუქი მუხლი წაუყენეს, რის გამოც ისინი დღეს თავისუფლები არიან. სასამართლომ  თავდამსხმელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.