Category: ახალი ამბები

  • მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება-ნათია თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. 

    „ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართულები ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და ჩვენც ვართ ამაში ჩართულები, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ,” – განაცხადა თურნავამ.

  • 22 ათასი ლარის ოდენობის, არადეკლარირებული მედიკამენტები აზერბაიჯანში გადაჰქონდათ-დაკავებულია 1 პირი

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 22 ათასი ლარის, არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირი, საბაჟო – გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გამოყენებით, შეეცადა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით მედიკამენტი.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი, რომლის საბაჟო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით,“- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • პოლიციამ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავა

    თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს.

    შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ „სპარის“ თანამშრომელი, 24 წლის მამაკაცი  დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ავარიის დროს დაღუპული 8 წლის ბავშვია-დეტალები შემთხვევის ადგილიდან

    ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე  ცოტა ხნის წინ მომხდარ ავარიას  8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ბავშვის ბაბუა.

    თვითმხილველების მონაყოლის მიხედვით, ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და იქვე მყოფ ბაბუას და შვილიშვილს დაეჯახა.

    როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • კობი ბრაიანტის ავიაკატასტროფა წლების წინ იწინასწარმეტყველეს (ვიდეო)

    სიმფსონებმა ლეგენდარული კალათბურთელის ავტოკატასტროფა რამდენიმე წლის წინ იწინასწარმეტყველეს.პოპულარული  ამერიკული ანიმაციური  სერიალის ეპიზოდი, რომელიც 2017 წელს არის ეკრანებზე გამოსული, სწორედ კობი ბრაიანტის შვეულმფრენის კატასტროფას ასახავს. ინფორმაცია და კადრები youtube-ზე გავრცელდა. 

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამერიკულ ანიმაციურ სერიალში მოვლენები წინმსწრებად ხდება და “წინასწარმეტყველება” უცნაურად ემთხვევა. მაგალითად, სე­რი­ა­ში, რო­მე­ლიც 2000 წელს გა­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტად დო­ნალდ ტრამ­პი დასახელდა.2017 წლის იან­ვარ­ში ტრამპმა მარ­თლაც მო­ი­გო ამე­რი­კის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი.

    შეგახსენებთ, რომ ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდარული კალათბურთელი, NBA – ის ვარსკვლავი კობი ბრაიანტი 41  წლის ასაკში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა მისი 13 წლის ქალიშვილი. კალათბურთელის მფლობელობაში არსებული ვერტმფრენი ლოს-ანჯელესთან ახლოს ჩამოვარდა.

  • გრიპის ვირუსის მორიგი მსხვერპლი საქართველოში-22 წლის გოგონა ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა

    გრიპის ვირუსის მორიგი მსხვერპლი საქართველოში-22 წლის გოგონა ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.  უცნობია, რომელი ტიპის გრიპის ვირუსით გარდაიცვალა პაციენტი.

  • „საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა, სინამდვილეში სუს-მა ამოიღო“-ოქრუაშვილი

    საჩივარი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილმა სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა გზაში დაიკარგა. სარჩელი საქართველოს ფოსტის საშუალებით 14 ნოემბერს გაიგზავნა, თუმცა ადრესატამდე არ მისულა. ოქრუაშვილი ვარაუდობს, რომ ფაქტთან კავშირი აქვს სუს-ს და  პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მიზნით, გზავნილი აღარ გაიგზავნა.

    „სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო.
    21-ე საუკუნეში ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ყველაზე დებილი ქოცის თავში შეიძლება მოიხარშოს.
    ორი კვირის წინ ხელახლა ამოვაბეჭდინე, ჩემს ერთ მეგობარს სტრასბურგის ბილეთი ავუღე და საბუთებიანად გავგზავნე.
    ხანდახან მგონია, რომ ბიძინაც და მისი გარემოცვაც ჰომო სოვიეტიკუსის გარდა , ჰომო საპიენსებიც არიან და დროს ასცდნენ, “ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

  • ნინო შუბლაძემ ინფარქტი გადაიტანა

    ჟურნალისტმა ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი და, სოფო შუბლაძე ავრცელებს.

    მისი თქმით, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა.

    “ყველაფერი გაივლის, ესეც ჩაივლის-მეთქი, მაგრამ არ გადის უკვალოდ არც ერთი სტრესი…. ჰოდა, დღეს ხელმეორედ დაბადებას გილოცავ. მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი დროულად მოვასწარით“ – წერს სოფო შუბლაძე.

  • გლდანში ერთოთახიანი ბინა დაიწვა

    გლდანში ერთოთახიანი ბინა დაიწვა. შემთხვევა გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა. 

    დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი.

  • მატყუარაა, როგორც მისი მეუფე პეტრე – მეუფე იაკობი ანდრია სარიაზე

    “მატყუარაა, როგორც მისი მეუფე პეტრე” – ეს განცხადება მეუფე იაკობმა მამა ანდრია სარიაზე ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის შემდეგ გააკეთა.

    “მამა ანდრია სარიას სამართლიანად ექცევიან, რადგან ჭორებს ავრცელებს. ეგ მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია სხვა არაფერი. მაგათ შეუძლიათ მოვიდნენ საპატრიარქოში და ყველა საკითხი განხილული იქნება. მე ადრე დავეხმარე მაგას და თვითონაც გაიხსენოს. მატყუარაა, როგორც მისი მეუფე პეტრე. გიორგი მამალაძეზე რაღა უნდა განვიხილოთ. მეუფე პეტრე რომ წესიერად მოქცეულიყო და არ აეტეხა არასწორი ამბავი, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.