Category: ახალი ამბები

  • “გადაადგილების თავისუფლებას მიზღუდავენ”-თინა ბოკუჩავა

    ხმაური პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში-დეპუტატი თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძესთან შესვლას ითხოვს, თუმცა დაცვის სამსახური ამის საშუალებას არ აძლევს.

    „წარმოუდგენელია ის უსამართლობა, რასაც ეს ოჯახი განიცდის. ვახა მაჩალიკაშვილს ჯერ შვილი მოუკლეს, მერე ყუმბარა ჩაუდეს, მერე ტერორისტობა დააბრალეს და ახლა ყოველდღიურად აყენებენ შეურაცხყოფას. ხან კარავს ართმევენ ახალი წლის წინა ღამეს, ხან პარლამენტში არ უშვებენ და მიჰყავთ იმ მდგომარეობამდე, სადამდეც მიიყვანეს,” – განაცხადა ბოკუჩავამ.”-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

    მოგვიანებით ბოკუჩავასთან არჩილ თალაკვაძის მდივანი მივიდა, მან განაცხადა რომ თალაკვაძეს შეხვედრები აქვს და დაკავებულია.

    ბოკუჩავა მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში შემოშვებას მოითხოვს.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც პარლამენტში არ შეუშვეს, შეუძლოდ გახდა

    სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაცვამ პარლამენტში არ შეუშვა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა.საუბრისას ის შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

    პარლამენტში შესვლას მაჩალიკაშვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად ცდილობდა.

    ადგილზე პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.

  • პოლიციამ ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 14 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცივი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ტ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა.

    ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

    თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

  • “საკუთარ სახლში ყველაფერს ანგრევს“–ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილს ანიმაციურ პერსონაჟს ადარებს

    “საკუთარ სახლში ყველაფერს ანგრევს“–ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილს ანიმაციურ პერსონაჟს ადარებს

    ამერიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი ბიძინა ივანიშვილს ტვიტრეზე კიდევ ერთ სტატუსს უძღვნის, რომელსაც თან ურთავს კონგრესში მისი გამოსვლის ვიდეოს საქართველოს საკითხთან დაკავშირებით:

    “რა აქვთ საერთო ოსკარ გროუჩს (ანიმაციური პერსონაჟი) და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? ორივე საკუთარ სახლში არეულობას აწყობს და ყველაფერს ანგრევს. დღეს კონგრესში ვილაპარაკე ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და მოვითხოვე საქართველოს კორუმპირებული მთავრობის და მათ ქვეყანაში რუსული გავლენის დასრულება”,- წერს კონგრესმენი ტვიტერზე.

    ოლსონი ერთ–ერთია იმ შვიდი დეპუტატიდან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკას ღიად გამოხატავენ. მას გახარიასთვის წერილი არ გამოუგზავნია, თუმცა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე დაწერა, რომ უერთდება მისი კოლეგების კრიტიკულ წერილებს.

  • ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლის განცხადებით, მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს

    მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან,- ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის წარმომადგენელი აცხადებს.

    „მოგეხსენებათ, ცოტნეზე 19 დეკემბერს ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, სადაც აგრძელებდა მკურნალობას შემდგომი 12 დღის განმავლობაში, და, სადაც მას ყოველდღიურ მეთვალყურეობას მისი მეუღლე (მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი) ანა ჯაბაური უწევდა. გამოიკვეთა რა, თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო სერიოზულ გართულებათა განვითარების შესაძლებლობა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან. ეს მოხდა მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. უკვე სამი კვირაა ამაოდ ვცდილობთ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ. 3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს. ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქ-ნი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრის მოწმე გახდა ცოტნეს ამბის გასაგებად მისული, თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, რომელიც ასევე დაადასტურებს მოსმენილი საუბრის ზემოთ აღნიშნულ შინაარსს. მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, ქ-ნი მანანას გარდა, კატეგორიულად ეკრძალება ცოტნეს ნახვა, მის ექიმებთან გასაუბრება, მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება. ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დაშვების უფლების მისაღებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდამჭერად ცნობის შესახებ. თბილისში დაუყოვნებლივ დაბრუნებულმა ანა ჯაბაურმა სასამართლოს წარუდგინა რა ყველა საჭირო საბუთი და მტკიცებულება, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ კანონით არსებული უფლებამოსილებით, ანას მიანიჭა ჯანმრთელობის დროებითი მხარდამჭერის სტატუსი, რომელიც გულისხმობს, როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებსა და მოვალეობებს ცოტნესთან მიმართებაში. სასამართლოს მიერ გაცემული აღნიშნული დოკუმენტი აპოსტილით დადასტურებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და წარდგენილ იქნა კლინიკის ადმინისტრაციისთვის. კლინიკის ადმინისტრაციამ კვლავ დაუშვა ქ-ნი ანა ცოტნესთან, თუმცა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კვლავ ჩხუბითა და სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია. ჩვენდა გასაკვირად, კლინიკა კვლავ დაემორჩილა ქ-ნი მანანას უკანონო მოთხოვნებს. ხოლო, ჩვენს მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა კი ამ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო – ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას (იხ. თურქი ადვოკატის წერილი ქვემოთ). ჩვენი მცდელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული და ქ-ნი მანანას ხელში არსებული ზემოთ აღნიშნული წერილის მოპოვებისა, რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა, ისევე როგორც ნებისმიერი მცდელობა თურქეთში საქართველოს საკონსულოსგან დახმარებისა მიღებისა და ქმედითი ღონისძიებების გატარებისა, რომელსაც ვალდებულება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კანონიერი უფლებები. აქვე მინდა აღვნიშნო, კანონში მხარდამჭერის მიღების შესახებ, ცალსახადაა მითითებული, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას ერთერთი პირველი რიგის გასათვალისწინებელი ფაქტორი მხარდამჭერისა და მისი მიმღები პირის ურთიერთდამოკიდებულებაა, ხოლო ცოტნესა და ქ-ნი მანანას მკვეთრად კონფრონტაციული ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი თავად ცოტნესგან (იხ. ც.გ.-ს მიერ გამოქვეყნებული წერილი დედის შესახებ ქვემოთ) – ბოლო 9-10 წელია მათ აღარ აქვთ ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო ცოტნეს ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. გადაიფორმა ,,კოლხური კოშკის’’ ეზოს ნაწილი და, რაც მთავარია, სამწლიანი ქონებრივი დავა წამოიწყო 2012 წელს ციხიდან ახალგამოსული, ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილით დასუსტებული და მძიმედ დაავადებული საკუთარი შვილის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სოლიდური ფართობის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვერაზე, მრავალსართულიანი კორპუსის აშენების პერსპექტივით. ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნულმა კანონიერმა მხარდამჭერმა ანა ჯაბაურმა კი საბუთში შეიტანა მხოლოდ ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პუნქტები. ყველა პუნქტი, რომელიც ირიბად მაინც ეხდებოდა ქონებრივ საკითხს, თუნდაც ცოტნესთვის გამოყოფილ მკურნალობის ხარჯებს, მისი მოთხოვნით ამოღებულ იქნა.

    მიგვაჩნია, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის მისი ჯანმრთელობის ფაქტობრივ მეთვალყურედ მისი ქონებით დაინტერესებული და მასთან ქონებრივ სასამართლო დავებში არსებული პირის ყოფნა, (რომელთანაც საყოველთაოდ ცნობილ მკვეთრ კონფრონტაციულ ურთიერთობაშია) ყოვლად დაუშვებელია. მითუმეტეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცოტნე გამსახურდიას დაენიშნა კანონიერი მხარდამჭერი, რომელთანაც ცოტნე ,,კოლხურ კოშკში’’ ცხოვრობდა ბოლო წლების განმავლობაში მისი ჰოსპიტალიზაციის წუთამდე. ისიც აღსანიშნავია, რომ ცოტნეს კანონიერი მხარდამჭერი, ცოტნეს სამოქალაქო მეუღლე ანა ჯაბაური არის ექიმი, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. მაშინ, როცა ცოტნე გამსახურდია მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ მისი მკურნალობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კონტროლს იმ ადამიანების მიერ, რომელთა მიმართაც უნდობლობას თავად საჯაროდ აფიქსირებდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნეს ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება“,-ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არ აქვს საზღვარი — სალომე ზურაბიშვილი

    “თავისუფლებას არ აქვს საზღვარი”-ეს განცხადება  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრისას გააკეთა.

    “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია. მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება: თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს. კონტროლის მექანიზმისა და თვითრეგულირების არქონა კი, როგორც სხვაგან, საქართველოშიც ართულებს სოციალურ გარემოს. როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლება იქაც პასუხისმგებლობის შეგრძნების გარეშე ხორციელდება, იგი ხშირად ანონიმურია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

    ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. რკინის კონსტრუქცია, რომელიც აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების გამო დგას, სავარაუდოდ, ქარის გამო ჩამოიშალა. შემთხვევის დროს ხარაჩოზე არავინ იდგა. 

    შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აეროპორტის ინტერიერის მოწყობაზე 11 661 920 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ამავე თანხით აეროპორტის ძველი და ახალი ტერმინალების მოწყობა დაგეგმილიც. ტენდერი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა.

    სარემონტო სამუშაოების მიუხედვად აეროპორტი მგზავრებს მაინც მოემსახურება. პირველი ეტაპისთვის მგზავრებს შენობის ახალი ნაწილიდან შეეძლებათ ქვეყნის დატოვებადა დაბრუნება. როგორც კი ძველი სივრცე განახლდება, გამოიყოფა ახალი სივრცეები.

    ფოტოს “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.

  • „მწვანე სკოლამ“ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემები დაარღვია – სახელმწიფო ინსპექტორი

    „დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას“, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. გამოძიების დასრულებისთანავე უფრო მეტ დეტალს გეტყვით.

    რაც შეეხება „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, შევისწავლეთ ეს საკითხი და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

    შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძემ დეკემბერში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

    პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერების გაკეთებას ედავებოდა.

    ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანს პოლიციის განყოფილებაში ემუქრებოდნენ და მისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ. საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

  • ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ ლევან იზორიას ძმას ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ადასტურებს, რომ ლევან იზორიას ძმას ე.წ. ნარუშილოვკა ჰქონდა. ამის შესახებ შს მინსიტრმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    თუმცა გომელაური აცხადებს, რომ ე.წ. “ნარუშილოვკა” იზორიას ძმისთვის მას არ მიუცია და არც სხვა დეტალების შესახებ იცის რამე.

    “უკაცრავად მე მივეცი?”-ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე გომელაურმა.