თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მანქანა დაიწვა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი იყო მობილიზებული.
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სადისტრიბუციო მანქანა დაიწვა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი იყო მობილიზებული.
სიახლე სამაგისტრო გამოცდებზე- 2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, – ინფორმაციას ცვლილებების შესახებ გამოცდების ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, მაგისტრობის მსურველები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.
ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება; ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის, ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას.
ტესტის ნიმუში www.naec.ge 15 თებერვლამდე გამოქვეყნდება.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელეთი მარნეულის გზის მონაკვეთზე.
„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი გარდაიცვალა.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ მაუწყებელი დატოვა. ამის შესახებ ზოიძემ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა. როგორც ზოიძე ამბობს, აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ.
“ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რატომ მივდივარ აჭარის მაუწყებლიდან. ძალიან „მარტივადაა“ საქმე – აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა სამსახურიდან წასვლის შესახებ. არ ვიტყვი, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია.
1. იძულებული გავხდი მიმეღო ეს გადაწყვეტილება;
2. ჩემი ახალი ხელშეკრულება საქმის კეთების საშუალებას აღარ იძლეოდა;
3. გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ მივიღე 2019 წლის 16 დეკემბერს, როცა ჩემი შრომითი უფლებები შეიცვალა;
4. აქამდე იმიტომ დავრჩი, რომ არხზე არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, გაუგრძელებდნენ თუ არა შრომით ხელშეკრულებებს მომავალი წლიდან მათ. ამ ეტაპზე, ერთის გარდა (ნათია შავაძე), ყველასთან გააგრძელეს ხელშეკრულება. ის ერთიც უპატიებელია.
5. ჩემი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ;
6. კოხრეიძე არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს, დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას;
7. აღარ შევეხები მრჩეველთა საბჭოს ცალკეულ წევრებს,სისტემის მსახურებზე დროის კარგვა არ ღირს;
8. იმედი მაქვს, არხიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელი დროებით მაინც გათავისუფლდება ზეწოლისა და წნეხისგან;
9. არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიაზე რაც ხდებოდა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიკური პროცესი;
10. ბატონ კოხრეიძეს ვუჩივლე და ამ ამბავს ბოლომდე მივყვები. გამოძიებას ვენდობი-მეთქი რომ ვთქვა, გულუბრყვილო ვიქნები;
11. სისტემა, რომელიც გვებრძვის, გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს, მაინც დამარცხდება.
თავისუფლებაში გატარებული 10 თვეს კი არა, ერთ საათსაც მნიშვნელობა აქვს. დღესაც რომ მისაღები მქონდეს ეს გადაწყვეტილება, მაინც შევიდოდი ამ ომში. მოკლედ, არაფერს არ ვნანობ და წარმატებები ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომელებიც ამ არხზე დარჩნენ და მუშაობენ. ამ არხზე ჟურნალისტიკა დღეს კიდევ თუ კეთდება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა. თანამშრომლებისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, გავაანალიზეთ და შევთანხმდით.
მაინტერესებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ოდესმე პასუხისმგებლობას თუ იგრძნობენ იმაზე, რა შედეგიც დადგა. მგონია, რომ თავს ყოველთვის გაიმართლებენ. აღიარებას სხვა ძალა სჭირდება.
მივდივარ ბათუმიდან. სენტიმენტებით არ შეგაწყენთ თავს.
სავარაუდოდ გაქვთ კითხვა: სად გავაგრძელებ მუშაობას?
აქაც გადამწყვეტი არხის თავიუფლება იყო, კონსულტაციები უკვე მქონდა, გავეცანი ჩემს მომავალ სამუშაოს აღწერილობას, ბიუროკრატიის მოწესრიგების შემდეგ მუშაობას ტვ პირველზე გავაგრძელებ – ბათუმში „გრიგოლიას არხს“ რომ ეძახით აი იქ) „ღამის ამბების“ თანამშრომელი ვიქნები. „ღამის ამბები“ მიჰყავს თამარ ჩიხლაძეს ,ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე”-წერს ზოიძე.
პოლიციამ ბოლნისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, თანასოფლელს – 1949 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ამავე სოფელში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სილამაზე, ფული და სახელი პირადი ბედნიერების გარანტია არ არის. ულამაზესი და ცნობილი ქალებიც აღმოჩენილან მიტოვებული საყვარელი მამაკაცის მიერ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ვარსკვლავ ქალს, რომლებიც 40 წლის ასაკის შემდეგ საყვარელმა მამაკაცებმა უფრო ახალგაზრდა ქალის გამო მიატოვეს.
მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი
მონიკამ და ვენსანმა ერთმანეთი 1996 წელს ფილმ “ბინის“ გადაღებისას გაიცნეს. ზოგი ამტკიცებს, რომ სიყვარული მათ შორის ერთი ნახვით დაიბადა. ზოგი კი ამბობს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობა დროთა განმავლობაში გაუჩნდათ.

ვენსანი სამი წელი არწმუნებდა მონიკას მისი ცოლი გამხდარიყო, თუმცა ის ყოველ ჯერზე უარით პასუხობდა. იტალიელმა მსახიობმა გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც ვენსანი ავტოკატასტროფაში მოყვა. “რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ქვრივობა უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე ყოფილი საყვარლის სტატუსი. ამასთან, შავი ფერი ყველა ქალს ყველაზე მეტად უხდება“ – ასეთი სარკასტული კომენტარი გააკეთა მაშინ მონიკა ბელუჩიმ მისი გათხოვების შესახებ ინფორმაციაზე.
წყვილს ქორწინებაში ორი შვილი შეეძინა, რომლებმაც მათი თქმით მათი ოჯახი გაამყარეს. თუმცა, შვილებმა და 17 წლის ურთიერთობამ ვერ შეძლო მათი ქორწინების გადარჩენა. ისინი 2013 წელს მშვიდობიანად და უხმაუროდ დაშორდნენ. ვენსანი იფიცებოდა, რომ არასოდეს მოიყვადა ცოლს, თუმცა 2015 წელს ახალგაზრდა მოდელი თინა კუნაკი გაიცნო, რომელიც მასზა 31 წლით უმცროსია. 2018 წლის აგვისტოში ცოლად მოიყვანა, ერთი წლის წინ კი შვილიც ეყოლათ.

დემი მური და ეშტონ კატჩერი

ეშტონს დემი მათი ნაცნობობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შეუყვარდა. ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში ნახა ფილმი “მოჩვენება“ და მას შემდეგ ვერ ივიწყებდა მის მთავარ გმირს, რომლის როლს დემი მური თამაშობდა. მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ ის მისი ცოლი გახდებოდა.
წყვილი ერთმანეთს ელიტურ წვეულებაზე შეხვდა. ახალგაზრდა და სიმპატიური მსახიობი დემისაც მოიეწონა და იახტაზე დაპატიჟა. ასაკში 16 წლიან სხვაობას ხელი არ შეუშლია მათი რომანისთვის. ორწლიანი ურთიერთობების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ექვსწლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ კი ეშტონი თითქოს გაგიჟდა. თავიდან დემი მის ღალატს და ლოთობას იტანდა. მაგრამ როცა პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ კატჩერმა ღამე ახალგაზრდა ქერათმიან ქალთან, სარა ლილთან გაატარა, დემი იძულებული გახდა განქორწინება მოეთხოვან.

ვანესა პარადი და ჯონი დეპი

ჯონი დეპის და ვანესა პარადის სიყვარულის ისტორია 14 წელს გაგრძელდა. ფილმ “მეცხრე კარიბჭის“ გადაღებისას მსახიობებს შორის მეგობრობა და ურთიერთობა დაიწყო, სამი თვის შემდეგ კი გაირკვა, რომ ვანესა ფეხმძიმედ იყო. წყვილის ახლობლები აღნიშნავენ, რომ ჯონი დეპი სიხარულისგან ბრწყინავდა, როცა გაიგო რომ მამა გახდებოდა.
1999 წელს ვანესამ გოგონა ლილი გააჩინა, სამი წლის შემდეგ კი ბიჭი – ჯეკ ქრისტოფერი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშობლები გახდნენ, წყვილი არ ჩქარობდა ურთიერთობების დაკანონებას და გაოფიციალურებას. ისინი ამბობდნენ, რომ მათ უფრო მეტი აკავშირებდათ, ვიდრე შტამპიანი ქაღალდი. თუმცა იმ “უფრო მეტმა“ მათი ურთიერთობა ვერ გადაარჩინა. ჯონი დეპმა გადაღებებზე მსახიობი ემბერ ჰერდი გაიცნო, რომელმაც თავი დააკარგვინა და მის გარდა უკვე ვეღარაფერზე ფიქრობდა. ჯონი დეპმა მისი შვილების დედა მიატოვა და 23 უმცროსი ემბერის გულის მოსანადირებლად დაიწყო ბრძოლა.

ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ

მსახიობებმა ერთმანეთი მოწიფულ ასაკში გაიცნეს, როცა ორივეს ურთიერთობების დიდი გამოცდილება ქონდა. ორივემ მძიმე განშორება გადაიტანა და თითქოს ერთმანეთს ძალიან ჭირდებოდნენ. ერთმანეთი 2010 წელს გადაღებების დროს გაიცნეს. თავიდან ურთიერთობებს მალავდნენ და კომენტარებს არ აკეთებდნენ, თუმცა პაპარაცებს ვერ დაემალნენ.2012 წელს ტერუმ საკუთარ დაბადების დღეზე ტერუმ ენისტონს მილიონ დოლარიანი ბეჭედი აჩუქა და ცოლობა სთხოვა. ქორწილი კი 2015 წელს შედგა. მათ რგორც ცოლ–ქმარმა ორი წელი იცხოვრეს. 2018 წელს კი განქორწინების შესახებ ინფრმაცია გავრცელდა. მათი დაშორების შემდეგ ჯასტინის პირადი ცხოვრება პრესის დიდი დაკვირვების საგანი გახდა. მსახიობს სხვადასხვა ქალებთან რომანებს მიაწერდნენ, რომელთა შორის იყვნენ მსახიობი ემა სტოუნი, მომღერალი სელენა გომესი, მხატვარი პეტრა კოლინზი და მოდელი ლორა ჰერიერი. თუმცა ტერუს ცოლად არცერთი მათგანი არ მოუყვანია.
ნაომი ქემფბელი და ვლადისლავ დორონინი

რუსი ოლიგარქის, ვლადისლავ დორონინის გახმაურებული რომანი სუპერმოდელ ნაომი ქემფბელთან ხუთ წელს გაგრძელდა. მილიარდერმა ქემფბელის გამო ცილი მიატოვა, რომელთანაც 22 წელი ცხოვრობდა. ნაომი კი თავის მხრივ მზად იყო კარიერა მიეტოვებინა და რუსეთში გადასულიყო საცხოვრებლად. მათ ურთიერთობებს ბედნიერ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა 2013 წელს წყვილმა დაშორების შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
დორონინს დაშორებაზე დიდხანს არ უდარდია. 2015 წლის დასაწყისში ახალგაზრდა მოდელი კრისტინა რომანოვა გაიცნო, რომელიც მასზე 31 წლის უმცროსია. რამდენიმე თვეში კი ცნობილი გახდა, რომ კრისტინა მისგან შვილს ელოდებოდა. 2016 წლის იანვარში დაიბადა გოგონა ჟასმინი, ერთი წლის შემდეგ კი ცოლად გაყვა.

კეიტ ბეკინსეილი და ლენ უაიზმანი

კეიტმა და ლენიმ ერთმანეთი 2003 წელს ფილმ “სხვა სამყაროს“ გადაღებისას გაიცნეს. რომანი მათ შორის მაშინვე არ დაწყებულა. კეიტს იმ დროისთვის რომანი ქორდა მსახიობ მაკილ შინთან, რეჟისორიც ცოლიანი იყო. თუმცა რამდენიმე თვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. კეიტი ქმარს დაშორდა, 2004 წლის 9 მაისს წყვილი ლოს ანჯელესში დაქორწინდა.
2015 წელს წყვილმა დაშორების შესახებ განაცხადა. იმ დროისთვის მათი ქორწინება 11 წელს ითვლიდან. განქორწინების ოფიციალურ მიზეზად “დაუძლეველი უთანხმოებები“ დაასახელეს, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორს რომანი ქორდა 19 წლით უმცროს მოდელთან, სიჯეი ფრანკოსთან.
მოგვიანებით ლენმა განაცხადა, რომ ახალ სიყვარულს კეიტთან დაშორების შემდეგ შეხვდა, თუმცა საპირისპიროს მეტყველებს რეჟისორისა და მოდელის ერთობლივი ფოტოები, რომლებიც პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის ჯერ კიდევ კეიტზე იყო დაქორწინებული.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, რომლებიც ცოტა ხნის წინ კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად სავარაუდოდ ადგილობრივი კლიმატით დაიღალნენ. ინსაიდერებმა დასავლურ მედიას აცნობეს, რომ წყვილი აპირებს უძრავი ქონება მზიან კალიფორნიაში შეიძინოს, კერძოდ კი ლოს ანჯელესში, რომელიც მეგანის მშობლიური ქალაქია. მედიის მონაცემებით წყვილი უკვე ეძებს შესაფერის სახლს და ურთიერთობა აქვს დაცვის კომპანიებთან. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე აპირებენ კალიფორნიაში მთელი ზაფხული გაატარონ.
“როგორც საცხოვრებელი სახლის ნებისმიერ პოტენციურ მფლობელს, სასექსის ჰერცოგების ოჯახსაც კრიტერიუმების მთელი სია აქვს იდეალური სახლისთვის, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება. მეგანს სურს სახლში შეხვედრები გამართოს, მიიღოს მეგობრები და სტუმრები. ეს არის ორი პუნქტი, რომლებიც მისთვის პრიორიტეტულია. მას დიდი იმედი აქვს რომ იპოვნის სახლს, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“– ამბობს სანდო წყარო, რომლისთვისაც წყვილის გეგმები კარგად არის ცნობილი.
სუპერვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ავიაკატასტროფაში გარდაცვლილ კობი ბრაიანტს ემოციურად დაემშვიდობა. სიტყვით გამოსვლისას ლებრონმა ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა.
41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.

ინტერნეტში ფილმ „ფორსაჟი 9“-ის (Fast & Furious 9) ოფიციალური თრეილერი ვრცელდება, რომელშიც სხვა ქვეყნების გარდა, საქართველოში გადაღებულ კადრებსაც იხილავთ.
პროგრამა გადაიღე საქართველოს ფარგლებში ფილმის გადაღებები 5 კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე.
მეცხრე ნაწილი რეჟისორმა ჯასტინ ლინმა გადაიღო, მასში კი ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, შარლიზ ტერონი, ჰელენ მირენი და ქარდი ბი მონაწილეობენ. ფილმის პრემიერა 22 მაისსაა დაგეგმილი.
{{VIDEO}}

აშშ-ის კონგრესის წევრი უილ ჰარდის თქმით, დემონსტრანტები, რომლებიც ებრძვიან ჩაგვრას რუსეთის მხრიდან და მთავრობისგან დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმას ითხოვენ, თავისუფლებისმოყვარე ადამიანები არიან.
კონგრესმენი Twitter-ზე აზიარებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება კონგრესმენებისგან წერილებს იღებს და წერს, რომ უხარია აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა ქართველი დემონსტრანტების მიმართ.
,,ჩვენ გვესმოდა პროტესტზე ჰონგ-კონგსა და ირანში, მაგრამ პროტესტი მიმდინარეობს საქართველოშიც. ესენი არიან თავისუფლებისმოყვარე ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ჩაგვრას რუსეთის მხრიდან და ითხოვენ, რომ მათმა ხელისუფლებამ განახორციელოს დაპირებული დემოკრატიული რეფორმა. მოხარული ვარ, რომ კონგრესი მათ ორპარტიული გზით მხარს უჭერს”,- აცხადებს უილ ჰარდი.
