Category: ახალი ამბები

  • “მშიერი წვებიან ბავშვები”-ხანძრის შედეგად დაღუპულ ოჯახს, რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს (ვიდეო)

    “მეზობლის დენი მაქვს შემოყვანილი და რატომ თქვენი დენი არ გაქვთო”- ოჯახს, რომელიც გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ ერთადერთი სოციალური დახმარება შეუჩერეს. “ტვ პირველის” სიუჟეტში, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე 2 თვით ადრეა გადაღებული, 4-შვილიანი ოჯახის მძიმე სოციალური პიროებია ასახული.

    4 შვილის დედა ნარგიზა გველესიანი ყვებოდა, რომ ერთადერთი საარსებო წყარო უფასო სასადილო იყო, სადაც ბავშვებს აჭმევდა.

    შეგახსენებთ, გუშინ ბაღდათში აკაკი წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი.

  • ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებისთვის ყალბი დასკვნების გაცემის გამო, ორი პირი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტებზე ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის – ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220 – ე და 362 – ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ოპოზიცია პარლამენტის სხდომის გადადებას ითხოვს

    ოპოზიცია ხელისუფლებას პარლამენტის დღევანდელი სესიის გადადებას სთხოვს. ამის შესახებ განცხადება “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა.

    “ამ მძიმე ტრაგედიის ფონზე ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია-პიკეტი, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაცნია რომ ენით აუწერელი ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება დაფიქრება და გლოვა. ასევე მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, აბსოლუტურად გულწრფელად მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს დღეს გადაიდოს პარლამენტის სხდომა”-განაცხადა გიგი უგულავამ.

  • ოპოზიციის მიერ დაგეგმილი სირცხვილის კორიდორის მოწყობა გადაიდო

    ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი სირცხვილის კორიდორის მოწყობა სავარაუდოდ გადაიდება.

    როგორც ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, ამის მიზეზი ბაღდათში დატრიალებული ტრაგედია გახდა, სადაც  ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა.

    “რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დაგვატყდა თავს.ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახში ხანძარი გაჩნდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანია. პირველ რიგში მსურს მწუხარება გამოვთქვა ამ ამბის გამო. ეს ტრაგედია ყველა ჩვენგანისთვის საზარელი ფაქტია.
    მინდა მწუხარება გამოვთქვა და ოჯახის ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მივუსამძიმრო.როგორც მოგეხსენებათ, ხვალ დილის 10 საათზე ჩვენ საპროტესტო აქციას ვგეგმავდით, თუმცა ამ ამბავმა მიგვაღებინა გადაწყვეტილება, რომ 4 თებერვალს ჩანიშნული საპროტესტო ღონისძიება გაგვეუქმებინა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
    კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს.მართლაც, რომ საზარელი ამბის მომსწრენი გავხდით”-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    სირცხვილის კორიდორის მოწყობაზე უარი მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმაც განაცხადეს.

    „მოძრაობა გაბედე გამოთქვამს უდიდეს მწუხარებას ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო და იზიარებს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების ტკივილს!

    ამ მძიმე წუთებში, არ ვთვლით მიზანშეწონილად პარლამენტის წინ დაგეგმილ ხმაურიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობას,“ – აღნიშნულია “გაბედეს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ცნობისთვის, დღეს, 4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პირველი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა.

  • ახალციხეში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

    ახალციხეში,  59 წლის მამაკაცის ცხედარი მისივე საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

    გარდაცვალების მიზეზი  უცნობია. მამაკაცი გარდაცვლილი მეზობელმა აღმოაჩინა.

    ამ დროისთვის გარდაცვლილს ახალციხის პროზექტურაში სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “ხაზარაძეს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი TBC-ში შემოყავს”-გიორგი ცუცქირიძე

    “მამუკა ხაზარაძეს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი TBC-ში შემოყავს, მაშინ როცა უმსხვლეს საერთაშორისო ბანკებს – ADB-ს და EBRD-ს რუსული პროექტის განხორციელებაში ადანაშაულებს”,- ამ განცხადებას , ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში  გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში აკეთებს.

    ,,მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ TBC BANK GROUP – ში მამუკა ხაზარაძის წილი 9.14%-მდე შემცირდა. წილის შემცირება 2019 წლის ივლისში, რუსული Renaissance Capital-თან დადებულ აქციების დაგირავების შეთანხმებას უკავშირდება. Renaissance Capital-ს ფლობს სკანდალებით ცნობილი რუსი ოლიგარქი, მიხეილ პროხოროვი. მართალია, 2012 წელს პროხოროვი მონაწილეობდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, იყო პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ დამფუძნებელიც, მაგრამ რუსული ოპოზიციისავე მტკიცებით იგი პუტინის პროექტი იყო და ფასადური დემოკრატიის ფუნქცია ჰქონდა. შემთხვევითი არ რის, რომ სწორედ პროხოროვი შედის იმ რუს ოლიგარქებში, რომლებიც დასახელებული არიან აშშ-ის ფედერალურ კანონში ამერიკის მოწინააღმდეგებზე სანქციების შესახებ (Countering America’s Adversaries Through Sanctions Act, CAATSA). სწორედ ეს კანონი აწესებს სანქციებს ირანის, ჩრდილოეთ კორეას და რუსეთის წინააღმდეგ და შევიდა ძალაში 2017 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერით. და ამის ფონზე, მამუკა ხაზარაძის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებაც გვახსენდება ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე, რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობასო. ანუ, საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ პროექტის თანადამფინანსებელი ორი უმსხვილესი საერთაშორისო ბანკი-ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD და აზიის განვითარების ბანკიც (ADB) რუსეთის ინტერესებს ატარებენო… ამას ახლა უკვე პროხოროვის ბიზნესპარტნიორი აცხადებდა. მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მამუკა ხაზარაძეს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი TBC-ში შემოყავს, მაშინ როცა უმსხვლეს საერთაშორისო ბანკებს – ADB-ს და EBRD-ს რუსული პროექტის განხორციელებაში ადანაშაულებს. ქართული “მედასავლეთეობის” და ოპოზიციური პოლიტიკის მთელი პარადოქსიც ეს არის“-წერს ცუცქირიძე.

  • ქალი, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდებოდა, გარდაიცვალა

    ნინო ფრანგულიშვილს, რომელსაც მკურნალობა და გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა დღეს გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჯგუფის „ნინო ფრანგულაშვილის გადასარჩენად“, ერთ-ერთმა წევრმა დაწერა.

    თავდაპირველად დედის დახმარების თხოვნით ადამიანებს მისმა შვილმა, მარიამ იორამიშვილმა სოციალურ ქსელში მიმართა. ნინო ფრანგულისშვილის ოპერაციისთვის  110 000 ლარი იყო საჭირო, თუმცა სამწუხაროდ ოჯახმა ამ თანხის შეგროვება ვერ მოახერხა.

  • “ჩვეულებრივი ცირკის შაპიტო ხარ და ცრუპენტელა”-უგულავა კალაძეს დღის ბოლომდე ვადას აძლევს

    “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა დედაქალაქის მერის კახა კალაძის ბრალდებებს გამოეხმაურა.კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი მოაწერა. 

    კახა კალაძემ განაცხადა, რომ გიგი უგულავამ თვითონ აღიარა, რომ დანაშაული ჩაიდინა და ამაზე ხელი მოაწერა
    ‘ჩემო ძვირფასო კახი, უწიგნური რომ ხარ ეს დადგენილი ფაქტია- ემპირიული მოცემულობაა. ზედ ჩვეულებრივი მატყუარაც ხარ. მარტივად აფერისტი. რადგან ლიტერატურულ ქართულს ვერ ფლობ, შენთვის გასაგები ენით აგიხსნი ტო: მოდი დედაზე დავიგინოთ ( ხომ ძაან გიყვარს კაცობის დასადასტურებლად). დღის ბოლომდე გამოაქვეყნე დოკუმენტი სადაც მე ხელს ვაწერ და ვაღიარებ 50 მილ მოპარვას. თუ ვერ იზამ და ვერ იზამ რადგან ბუნებაში მაგავსი რამ არ არსებობს. ჩვეულებრივი ცირკის შაპიტო ხარ და ცრუპენტელა. დღეს საღამოდან კი შეგეწერება, როგორც @@ს.
    პ.ს. ისე ინფორმაციისთვის რასაც შენი პროკურატურა მედავება – პარტიული ხალხის დასაქმებას, მთელი ცხოვრება ციხე გეკუთვნის-რაც შენ უსაქმური მეოცნებეები გყავს მერიაში შეყრილი. მილიონიანი ნაძვის ხე უკან დაგრჩება’-წერს გიგი უგულავა.

  • ბათუმში, “სანდასუფთავების“ მანქანა ქვეითს დაეჯახა – 80 წლამდე ქალი ადგილზე გარდაიცვალა

    ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 80 წლის ქალს კობალაძის ქუჩაზე ბათუმის შპს „სანდასუფთავების” სამსახურის მანქანა დაეჯახა.

    მძღოლი გამოკითხვაზეა გადაყვანილი, ადგილზე  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

    ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას „სისხლის სამართლის კოდექსის” 276 -ე მუხლით აწარმოებს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.