Category: ახალი ამბები

  • “ოცნების” დეპუტატები პარლამენტში დაგეგმილზე ადრე შევიდნენ

    დეპუტატები პარლამენტში  დროზე ადრე შეიკრიბნენ. ამის მიზეზი კი  სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილი აქციაა.

    ამ წუთებში პარლამენტში უმრავლესობის ფორმატში სხდომა მიმდინარეობს. 

    უმრავლესობის წევრების თქმით, სირცხვილის კორიდორის მათ არ ეშინიათ. მათი განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე წინასაარჩევნო საკითხებს განიხილავენ.

  • ორთაჭალაში, გვირაბში ავტომობილი ამოტრიალდა

    ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში -გვირაბში ავტომობილი ამოტრიალდა.

    არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად  არავინ დაშავებულა.

  • თბილისში სოლარიუმი გაძარცვეს

    თბილისის ერთ-ერთი სოლარიუმი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, თანხასთან ერთად წაღებულია სათვალთვალო კამერის მეხსიერების ბარათი.

    სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ქუჩაში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც დანაშაულის ჩამდენი ორი პირი ფიქსირდება.  დამნაშავეები,სავარაუდოდ,  არასრულწლოვნები არიან.

    ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

  • ჯოჯოხეთს გადიოდე სიცოცხლეშივე და მერე მართლა ჯოჯოხეთურად კვდებოდე?!-ნანუკა ჟორჟოლიანი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიაზე

    ტელეწამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ეს რა უბედურება მოხდა. ფეხმხიმე დედა, ოთხ შვილთან ერთად დაიწვა შენობაში სადაც უკიდურესი გაჭირვების გამო შესახლებულები იყვნენ. ჯერ გშიოდეს, გციოდეს, ჯოჯოხეთს გადიოდე სიცოცხლეშივე და მერე მართლა ჯოჯოხეთურად კვდებოდე?! უსამართლობა რომ სასოწარკვეთილს გხდის ზუსტად ისეთი ტრაგედიაა!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

    ეს რა უბედურება მოხდა. ფეხმხიმე დედა, ოთხ შვილთან ერთად დაიწვა შენობაში სადაც უკიდურესი გაჭირვების გამო შესახლებულები იყვნენ:(! ჯერ გშიოდეს, გციოდეს, ჯოჯოხეთს გადიოდე სიცოცხლეშივე და მერე მართლა ჯოჯოხეთურად კვდებოდე?! უსამართლობა რომ სასოწარკვეთილს გხდის ზუსტად ისეთი ტრაგედიაა!

  • შოთაძემ მსუყე აღიარებითი ჩვენება მისცა ქართული ოცნების წინააღმდეგ-ნიკა მელია (ვიდეო)

    ნიკა მელია ირაკლი შოთაძის დღევანდელ განცხადებას “აღიარებით ჩვენებას” უწოდებს. 

    “მთელი ამ სამი საათის განმავლობაში შოთაძე ძალიან ღელავდა. თავდაპირველად მას წამოცდა ის, რაც არ უნდა ეთქვა. შემდეგ უბრალოდ სიტყვები უკან ვერ წაიღო და შეეცადა კუთხეები დაემრგვალებინა. საბოლოო ჯამაში, შოთაძემ კარგი, მსუყე აღიარებითი ჩვენება მისცა საზოგადსოებას. გადაჭარბების გარეშე, ამ აღიარებით დადასტურდა არაფორმალური მმართველობა ამ ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირის მიერ.
    ერთია ოპოზიცია რაზე საუბრობს, მეორე საერთაშორისო საზოგადოება რაზე საუბრობს, მათი ნათქვამი რა თქმა უნდა ყირადსაღებია, მაგრამ სულ სხაა, როცა არაფორმალური მმართველობის მთავარი ფიგურანტი იძლევა აღიარებით ჩვენებას. ვულოცავ “ქართულ ოცნებას”, რეალურად მათ დღეს ჩვენება მისცეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მომდევნო ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს”- განაცხადა მელიამ.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის არსებულ შეხვედრას ესწრებოდა. შოთაძემ განაცხადა, რომ ის შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა. 

  • ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ მამუკა ხაზარაძეს, ვანო ჩხარტიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

    გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

    ამის შესახებ  შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გასაუბრებისას , „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    „დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. მეც ვიცი, რომ ეს ინფორმაცია გაჟღერდა, მოვისმინე, ასევე მოვისმინე არაადეკვატური პოზიციონირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ამ შეხვედრაზე არ უნდა ვყოფილიყავი. შემთხვევით დაემთხვა ისე, რომ იმ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ყოფილიყო ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ, შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი ამ შეხვედრას. შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი გარემოება, ან მომხდარიყო ისეთ ფაქტი, რასაც მე მივიჩნევდი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. ეს შეხვედრა მიმდინარეობდა საკმაოდ მშვიდობიან, მეგობრულ გარემოებაში, საუბარი იყო კონკრეტულ დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე

    მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ შეხვედრაზე, რაც დასტურდება თვითონ მამუკა ხაზარაძის მონაყოლიდან, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მე იქ ხმა საერთოდ არ ამომიღია, არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არავინ მიწამებია. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არ მახსოვს, რა თანამდებობაზე იყო , ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, ამ შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, – აღნიშნა შოთაძემ.

  • ინფექციურში მოთავსებული პაციენტების ანალიზის პასუხები ცნობილია

    ინფექციურში მოთავსებული პაციენტების ანალიზის პასუხები ცნობილია-ორ მოქალაქეს, რომელთა ანალიზები საქართველოდან როტერდამში იყო გაგზავნილი, ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამის შესახე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    ანალიზები ნიდერლანდებში, იყო გაგზავნილი, ქართულმა მხარემ პასუხი დღეს მიიღო. კორონა ვირუსი არ დაადასტურა საქართველოში არსებულმა  ლუგარის ლაბორატორიამაც.

    ცნობისთვის, ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში დაკვირვება ოთხ ადამიანზე მიმდინარეობს.

  • შოთაძის დაბრუნება „ქართული ოცნების“ საკადრო შიმშილს ნიშნავს-ანა დოლიძე

    “ეს არის კიდევ ერთი აღმნიშვნელი რომ „ქართული ოცნება“ განიცდის საოცარ საკადრო შიმშილს”,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „რაც ვნახეთ ჩვენ აქამდე საპროკურორო საბჭოს გასაუბრებები, ეს იყო ძალიან უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი.

    არავითარი სერიოზული დებატი, დისკუსია, სიღრმისეული კითხვები ხედვაზე, რეფორმებზე, რომელიც არ გვქონია. ხალხნო, ჩვენ გვაქვს პროკურატურა, სადაც 8 წლის განმავლობაში სკამი არ გადადგმულა. ხალხი გადადგმულა სკამებიდან, მთავარი პროკურირები თანამდებობიდან თანამდებობაზე, მაგრამ სკამი არ გადადგმულა. ეს არის პროკურატურა, რომელიც არ ექვემდებარება და არ დაქვემდებარებულა პროგრესს. აქ იგულისხმება ასევე ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ დღემდე.

    ამიტომ, თუ გამოვრიცხავთ ოპოზიციურ დეპუტატს კახიძეს, რომელიც იქ არის, არ ველი, რომ რაიმე დისკუსია და სერიოზული მსჯელობა იქნება საპროკურორო საბჭოში. როგორც ყველაფერი ვითომ არის – ვითომ პრემიერი, ვითომ პარლამენტის თავმჯდომარე, ესეც არის ვითომ კონკურსი. რაც შეეხება შოთაძის შესაძლო დაბრუნებას, თუ ეს მოხდება, ეს არის კიდევ ერთი აღმნიშვნელი რომ „ქართული ოცნება“ განიცდის საოცარ საკადრო შიმშილს. სულ 5-6 ადამიანი ჰყავთ, რომელსაც დაარბენინებენ თანამდებობიდან თანამდებობაზე. თადუმაძე გადაიყვანეს მდივნობიდან პროკურორობამდე, პროკურორობიდან უზენაესში. ასევე დააბრუნეს ღარიბაშვილი. ეს არის გაგრძელება იმისა, რომ პოლიტიკური ძალა დასრულებულია. მას არავითარი პოტენციალი წინსვლის, რეფორმისა და პროგრესის არა აქვს“,- განაცხადა დოლიძემ.

  • მიხეილ სააკაშვილი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა

    საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაღდათში მომხდარ საზარელ შემთხვევევას გამოეხმაურა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძიმრა.

    “ძალიან ვწუხვარ ბაღდათში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორსული დედა და ოთხი ბავშვი ემსხვერპლა.
    გულწრფელად თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
    მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა, რომ მთელი გულით ვიზიარებ მათ განუზომელ მწუხარებას”-წერს სააკაშვილი.

  • ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ-“ოცნების” დეპუტატი

    მმართველი პარტიის დეპუტატი პარლამენტში, რევაზ არველაძე ამტკიცებს, რომ საქართველოში არცერთი ბავშვი არ შიმშილობს.

    ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა მთავარი არხის შეკითხვას, რომელიც ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს შეეხებოდა.

    “ჩვენს ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ… მე ვერ ვიჯერებ, რომ … თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა”, — განაცხადა არველაძემ.

    გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბოლო მონაცემებით, ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ეს კვლევა 2016 წელს გახდა საჯარო.