Category: ახალი ამბები

  • სენაკში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

    სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

    არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა.

    შინაგან საქმეთა სამინოსტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ეს არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა – ელისაშვილი უგულავაზე

    „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელში  ეხმაურება და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური დევნაა.

    „რაც უგულავას თავს ხდება, არის პოლიტიკური დევნა და უსამართლობა. ყველაზე მეტად წლების განმავლობაში სწორედ გიგი უგულავასთან ვიყავი დაპირისპირებული. მისი კრიტიკა შეწყვეტილი მქონდა მხოლოდ მისი ციხეში ყოფნის დროს.

    ამის მიუხედავად, ერთი და იგივე დანაშაულზე ადამიანის რამდენჯერმე ციხეში ჩასმა არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და მეტი არაფერი“, – წერს ელისაშვილი.

  • მამაკაცმა, რომელმაც ცოლის გაგუდვა სცადა, თავი მოიკლა

    ახალციხეში, რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს. შემთხვევა  დილით მოხდა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

    არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ის მამაკაცია, რომელსაც სამართალდამცავები ცოლზე ძალადობის გამო ეძებდნენ. მან შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • პოლიციამ ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს ყოფილი მეუღლე – თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

    უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

  • ბიძამ 6 წლის დისშვილსა და მეზობლის ბავშვზე სექსუალურად იძალადა – ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

    კახეთში,ბავშვზებზე სექსუალური ძალადობისთვის ერთ-ერთი ბავშვის 33 წლის ბიძა დააკავეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი 6 წლის გოგონებზე ძალადობა. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

    მოძალადეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც ცნობილია, ის წარსულშიც იყო ნასამართლევი გარყვნილი ქმედებისთვის.

  • სროლა თბილისში – ქალს სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ესროლა

    თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, წინასწარი ვერსიით, ქალს ყელის არეში დაზიანება ყოფილმა მეუღლემ მიაყენა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

  • “სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია“–კონგრესმენი კინზინგერი უგულავას დაპატიმრებაზე

    “სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია“–კონგრესმენი კინზინგერი უგულავას დაპატიმრებაზე

    ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი ტვიტერზე ეხმაურება:

    “დღეს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა დაიჭირეს და 38 პატიმრობა მიუსაჯეს დანაშაულისთვის, რომლისთვის სასჯელი უკვე მოიხადა. იმის თქმა, რომ ეს შემაშფოთებელია, ძალიან მსუბუქი ნათქვამი იქნებოდა. სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია“ – წერს კინზინგერი.“

    ადამ კინზინგერი ერთ–ერთია იმ კონგრესმენებს შორის, რომლებიც აქტიურად მუშააობენ საქართველოს საკითხებზე. მას საქართველოდან ჩასულ დელეგაციებთან მუდმივად აქვს შეხვედრები.  მათ შორის ამ დღეებში ამერიკაში ვიზიტით მყოფ პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ქონდა შეხვედრა.

    ადამი კინზინგერის და ჯერალდ კონოლის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილი იყო პირველი, რომელიც საქართველოში გახმაურდა. “შოკში ვართ“ – ასეთი იყო ამერიკელი კონგრესმენების შეფასება საქართველოში განვითარებულ ანტიდემოკრატიულ პროცესებზე. ამ წერილს ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების წერილების მთელი სერია მოჰყვა.

  • “თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში”-ნონა წოწორია

    ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია უზენაესი სასამართლოს მიერ, გიგი უგულავას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას  საკუთარ facebook გვერდზე ეხმაურება. წოწორიას შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ყველა კანონი დაირღვა.

    “რასაც ვხვდები, თუკი რამე შეეძლო, ყველაფერი დაარღვია უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას საქმეში. თუკი რამეს ჰქვია სისხლის სამართლის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, სწორედ ესაა. კი, მეც მეცინება, როცა რომელიმე ევროპულ სტანდარტზე ვაკეთებ ხოლმე კომენტარს. საქართველოს ხელისუფლებას ჩალის ფასად უღირს ეს ყველაფერი” – წერს ნონა წოწორია სოციალურ ქსელში. 

  • “აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში” – გრიგოლ ვაშაძე

    „აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში” –  ეს განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

    “გიგი რომ ციხეში წავა, კიდევ ერთი სტიმული იქნება იმისთვის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მაგიდასთან დაჯდეს, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ ერთმანეთს კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს, ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. აუცილებლად გაგხევთ ნაკერავზე, ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში,“ – განაცხადა ვაშაძემ.

    შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას 3 წლით და  6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

  • “წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან”-ვაშაძე პარტიის დატოვებას უარყოფს

    “ნაციონალურ მოძრაობაში” უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გრიგოლ ვაშაძე პარტიას ტოვებს. ინფორმაციას უარყოფს თავად გრიგოლ ვაშაძეც.

    “წავედი მარტო დალაი ლამას და რომის პაპის თანამდებობებიდან, ყველა სისულელეს რატომ უსმენთ? იმდენი მოცლილი რაღაცას დაწერს, როგორ წარმოგიდგენიათ ჯერ ჩემი და მიშას კონფლიქტი”-პასუხობს ვაშაძე ჟურნალისტებს.