Category: ახალი ამბები

  • შეშფოთებული ვარ უგულავას და ოპოზიციონერების დევნით – ტუსკი

    ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე დონალდ ტუსკი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელ ეხმაურება.

    „შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებითა და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნით. მართლმსაჯულების სისტემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. მმართველმა ელიტამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი კონკურენცია. კანონის უზენაესობა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისთვის არსებითი საკითხია“,- წერს დონალდ ტუსკი.

  • ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან – მივესალმები მის მზაობას, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდეს-ხაზარაძე

    გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ მას მარგველაშვილთან კონსულტაციები არ ჰქონია.  

    „ჩვენ ჯერ არანაირი კონსულტაცია არ გვაქვს გიორგი მარგველაშვილთან, მე მივესალმები მის მზაობას, რომ იგი შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. მინდა გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილი იყო ის პრეზიდენტი, რომელმაც უფლება და საშუალება არ მისცა ბიძინა ივანიშვილს, ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუცია იღლიის ქვეშ ამოედო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, მის პოლიტიკაში დაბრუნებას მივესალმები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

  • “7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს. 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით “–ირაკლი ოქრუაშვილი

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი  გიგი უგულავას დაპატიმრებას სოციალურ ქსელში  ეხმაურება. 

    „7 თვის თავზე უგულავა დამაწიეს. 3 კვირაში ხაზარაძე-ჯაფარიძესაც მოგვისვამენ გვერდით და მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი მატროსოვზე გაიმართება. ოღონდ, გარეთ 130/20-ზე არ უნდოდა ამ ვირიშვილს (ბიძინას) ლაპარაკი და მარტოსოვზე შაში-ბეში-დუშაშით თუ უნდა გველაპარაკოს არ ვიცი“, – წერს ოქრუაშვილი.

  • ამბროლაურში 13,300 ლარად ნაყიდი 600 ხიდან 500 გახმა – ფლანგვის დეტექტორი

    ამბროლაურში 13,300 ლარად ნაყიდი 600 ხიდან 500 გახმა – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

    ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამუშოების დასრულებიდან 5 თვის თავზე 600-დან 492 ნერგი გახმა. 2019 წლის აპრილში მიმწოდებელმა გამხმარი ხეები ჩაანაცვლა, თუმცა აუდიტის სამსახურის ცნობით, დარგული ხეების უმრავლესობა კვლავ გამხმარია.

    „2017 წლის მაისში ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა ქ. ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქუჩის გამწვანების სამუშაოების შესყიდვაზე, შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 25,149 ლარი იყო, საბოლოოდ ხელშეკრულება დადიო შპს „ელიტ ბილდერ გრუპთან“ და საბოლოო ღირებულებად განისაზღვრა 13,299 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით მიმწოდებელს უნდა დაერგო 600 ძირი კვიპაროსის ნერგი.

    თავდაპირველად კომპანიას კვიპაროსის ნერგები 2017 წლის ივნისისთვის უნდა დაერგო, თუმცა მან ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და მუნიციპალიტეტმა სამუშაოები 6 თვის დაგვიანებით, 2018 წლის 8 იანვარს ჩაიბარა.

    საბოლოოდ, სამუშოების დასრულებიდან 5 თვის თავზე 600-დან 492 ნერგი გახმა. 2019 წლის აპრილში მიმწოდებელმა გამხმარი ხეები ჩაანაცვლა, თუმცა აუდიტის სამსახურის ცნობით დარგული ხეების უმრავლესობა კვლავ გამხმარია.

    2018 წლის მონაცემებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 11,000 ადამიანი ცხოვრობს, მათგან თითქმის ყოველი მეორე ადამიანი სოციალურად დაუცველია. 2018 წელს 4,019 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებდა, მათგან 1,868 ოჯახია. ამ პირობებში ამბროლაურის მერიამ 10,905 ლარი გამხმარ ნერგებში გადაიხადა.

    ცნობისთვის, იმავე წელს შშმ 0 დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი ფინანსური დახმარებისა და შშმ პირთა ზრუნვის ხელშეწყობის პროგრამისთვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 12,000 ლარი დახარჯა, დაახლოებით იმდენი, რამდენიც გამხმარ ნერგებში.

    თანხა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ გამხმარ კვიპაროსებზე დახარჯა, საკმარისი იქნებოდა ერთი წლის მანძილზე 15 ბავშვისათვის სოციალური დახმარების უზრუნველსაყოფად“ – წერია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    ამავე საავტომობილო გზის კმ52-კმ62 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • ჩემგან დანდობა აღარ იქნება, ომი გინდათ? მიიღებთ – სოსო გოგაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერზე

    სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში საპატრიარქოს ახალ სკანდალურ ჩანაწერს ეხმაურება.

    „სამწუხაროდ არ მშვიდდებიან ტერორისტული პარტიის მიერ ეკლესიაში ჩანერგილი და განდევნილი ე.წ. სასულერო პირები. აგრძელებენ ეკლესიის და უწმინდესი პატრიარქის მიმართ ცილისწამებას და დისკრედიტაციას. აგრძელებენ ეკლესიის ნგრევას. ის რამაც გადაარჩინა და დღევანდლამდე მოიყვანა ჩვენი საქართველო.

    ვფიქრობდი დიდხანს… გულწრფელად, რომ მართლა მიხვდებოდნენ და შეინანებდნენ ამ ცოდვას,დაიხსნიდნენ თავს ამ ტყვეობიდან, მაგრამ გამოდის, რომ ვცდებოდი. როგორც ჩანს მომიწევს ისევ მე ვამხილო ისინი ყველაფერში,თან კარგად იციან “თავებმა”, რომ ვიცი დეტალურად მთელი ამ გეგმის შესახებ.

    …. მეცოდებით მართლა, ცოტახანს გაცდით კიდევ,იქნებ გონს მოეგოთ, შეინანოთ , აღარ გააგრძელოთ, მაგრამ დიდხანს ვერ….მაშინ ჩემგან დანდობა აღარ იქნება, ომი გინდათ? მიიღებთ“, – წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც „მთავარმა არხმა“ მოიპოვა. სკანდალური ჩანაწერის მიხედვით,  სინოდის წევრი მონაზონთან სექსუალურ კავშირშია დადანაშაულებული.

  • სინოდის წევრი მონაზონთან სექსუალურ კავშირშია მხილებული-სკანდალური ჩანაწერი საპატრიარქოდან (აუდიო)

    მორიგი სკანდალი საპატრიარქოში-სინოდის წევრი მონაზონთან სექსუალურ კავშირშია დადანაშაულებული.

    გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია “მთავარმა” მოიპოვა.

    ჩანაწერში მოსაყდრე შიოსთან გამართულ აუდიენციაში მონაწილე ერთ-ერთი მსახურებაშეჩერებული მღვდელმსახური აცხადებს, რომ მისი დასჯის ერთ-ერთი მიზეზი ის სკანდალური ფაქტები გახდა, რომლებიც სინოდის წევრებს გააცნო.

    მამა ანდრია სარია ყვება, რომ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.  მამა ანდრია სარია დაიბარეს შეხვედრაზე და განუცხადეს, რომ ის არის დასჯილი სწორედ იმ განცხადებების, გამო რომელსაც იგი მეუფე პეტრესთან ერთად აკეთებს.

  • ქუთაისში გარდაცვლილ ორსულ ქალს B ტიპის ვირუსი დაუდგინდა

    ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაცვლილ 5 თვის ორსულ ქალს B ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა.

    გარდაცვლილის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში 24 სხვადასხვა ვირუსზე შემოწმდა, მათ შორის კორონავირუსზე. ანალიზის მიხედვით, გარდაცვლილს B ტიპის გრიპის ვირუსი დაუდასტურდა.

  • სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა არაა მიზანშეწონილი – “ოცნების” დეპუტატი

    “ქართული ოცნების” დეპუტატი  კობა ლურსმანაშვილი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა მიზანშეწონილი არ არის. ეს განცხადება ლუსრმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

    “ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან შეშფოთება პირადად ჩემთვისაც არის შემაშფოთებელი, როდესაც ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამოიხატება მათი კრიტიკა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასთან თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა ასეთი ინტენსივობით არ არის მიზანშეწონილი. მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული, ჩემი უფლებებიდან გამომდინარე მივიღო გადაწყვეტილებები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით” ,- განაცხადა ლურსმანაშვილმა.

  • ბერა ივანიშვილი შვილთან ერთად ახალ ფოტოებს აქვეყნებს

    რამდენიმე დღის წინ ბერა ივანიშვილმა შვილის ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ამჯერად კი ის  შვილთან ერთად აქვეყნებს  ახალ ფოტოებს.  როგორც ბერა აღნიშნავს ბერუკა პირველ ფოტოში 1 თვის არის ხოლო მეორე ფოტოში 2 თვის.  

    ცნობისთვის, ბერამ ახლახანს გამოაჩინა ბავშვის სახე და “ინსტაგრამზე” პატარას ფოტოები გამოაქვეყნა. ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს შვილი 2019 წლის მიწურულს შეეძინათ 

    ბერა ივანიშვილი შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს