Category: ახალი ამბები

  • 20/30-იანელებმა ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

    20/30-იანელებმა რუსთაველის თეატრთან ბიძინა ივანიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. 

    “ივერიამ საკმარისად იძინა, საქართველოს გააღვიძებს ბიძინა”-წერია ვარსკვლავზე.

    “შეხედეთ რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა იმიტომ, რომ დღეს ბატონი ბიძინას დაბადების დღეა. მინდა მივულოცო დაბადების დღე, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და დღეგრძელობა. როგორც იცით, ქართული კულტურა ბატონი ბიძინას წყალობით ცოცხლობს, ის უხდის მსახიობებს ხელფასებს, გაზის ფულს, დენის ფულს, ისინი კი მხოლოდ ერთმანეთს უხსნიან ვარსკვლავებს და ბატონი ბიძინა სულ დაივიწყეს, ამიტომ ჩვენ დღეს გავუხსენით ბატონ ბიძინას ვარსკვლავი, რადგაბ ის ამას ისევე იმსახურებს, როგორც მთაწმინდაზე დაკრძალვას” – ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ნადარაია.

    პერფორმანსს ადგილზე ხმაური მოჰყვა. ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, ადგილზე, რუსთაველის თეატრის წარმომადგენელი მივიდა, ბიძინა ივანიშვილის სახელობის ვარსკვლავი ააძრო და გადააგდო.

    ცნობისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა. აქტივისტების საჩუქარიც სიმბოლურად სწორედ ამ დღეს ეძღვნებოდა.

    შეგახსენებთ, მანამდე 20/30–იანელებმა  ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს.

  • საქართველოს რაგბის კავშირი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

    საქართველოს რაგბის კავშირი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს იუბილეს ულოცავს.

    „საქართველოს რაგბის კავშირი და სრულიად საქართველოს სარაგბო თემი, რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მსოფლიო რაგბის მიერ გამორჩეულ მეცენატს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავს დაბადების დღეს“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

  • ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს მოხსენებისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩაურთო (ვიდეო)

    პარლამენტში, სადაც თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს ოპოზიციამ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართო.

    “სიმბოლურად შემოვიდნენ და მოვუსმინოთ”-თქვა თალაკვაძემ.

    “ნახეთ საწამლავიც არ ქონდეთ შემოტანილი სკუნსებს”-განაცხადა გია ვოლსკიმ ჰიმნის ფონზე.

    ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელში მეგაფონები  ეჭირათ, საიდანაც საბჭოთა ჰიმნი ისმოდა.მათ შორის იყო ელენე ხოშტარია. მას და სხვა აქტივისტებს სხდომათა დარბაზი მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

  • ერთ მომიტინგეზე 1 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის-მამუკა მდინარაძე

    “ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის”-ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლდიერი   მამუკა მდინარაძე პარლამენტტან მიმდინარე აქციებს.

    “თუმცა მათ, როგორც ჩანს, ამის პასუხისმგებლობა არ აქვთ აღებული. ვერ რიგდებიან ერთმანეთში, ვერ ლაგდებიან და ავითარებენ რევოლუციურ სცენარს. გარეთ როცა მართავენ აქციებს, თავადვე კადრებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ თავებს ვიღაცა ითვლის და მართლაც ერთ მომიტინგეზე ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და რამდენიმე პოლიციელი მოდის, ამ ფონზე უნდათ ილუზიის შექმნა რომ საზოგადოება რაღაცას აპროტესტებს. საზოგადოება პასუხს მოსთხოვს როგორც „ქართულ ოცნებას”, ასევე ყველა პოლიტიკურ ძალას, თითოეულ მის გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯზე. ჩვენ დაველოდოთ არჩევნებს, სადაც თუ ძალაში დარჩა 73 /77, უდიდესი ალბათობით მიიღებს „ქართული ოცნება“ საკონსტიტიუციო უმრავლესობას”, – განაცხადა მდინარაძემ.

  • ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის 23 წლის ბიჭი დააკავეს

    სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის სამართალდამცავებმა 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, დაკავებულმა პირმა ტაქსის მძღოლს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მანქანას ცეცხლი წაუკიდა და ადგილიდან მიიმალა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის მძღოლს – 1956 წელს დაბადებულ დ.შ.-ს სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი, ცხედარი მოკლულის ავტომობილში მოათავსა, კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო მასწავლებელი სამსახურიდან გაუშვეს

    თელავის პირველ საჯარო სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობაში დადანაშაულებული მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    არსებული ინფორმაციით, მასწავლებელმა სავარაუდოდ მოსწავლეზე გასულ თვეში საგაკვეთილო პროცესის დროს იძალადა. მას შემდეგ მოსწავლის მამამ სამართალდამცავებს მიმართა.

    გამოძიება საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს-ციხელაშვილი

    ცხინვალის რეგიონში ქართული წარწერებით მედიკამენტების ამოღება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა  ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა. 

    „საუბედუროდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიზანმიმართულად მიმდინარეობს იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაცია და ზოგადად ამ რეგიონების იზოლაცია დანარჩენი საქართველოდან. ეს ახალი არაა, მაგრამ საუბედუროდ ახალი გამოვლინებები აქვს , რომლესაც ასობით და ათასობით ადამიანებზე აქვს გავლენა. ის, რომ ქართული წარწერებით მედიკამენტებს ამოღება დაიწყეს რამდენიმე დღის წინ და დღესაც გრძელდება, პირდაპირაა მიმართული ადამინების წინააღმდეგ და არა მხოლოდ ქართველები არამედ ძალიან ბევრი ეთნიკური ოსი მოსახლე ზარალდება. ეს წამლები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთლიანად ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის. ამ პრინციპით იქ მცხოვრები ადამინების სასიცოცხლო ინტერესების და საჭიროებების უგულებელყოფა და მათი გაწირვა ხდება“,-აღნიშნა ციხელაშვილმა.

  • სოფელ ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ცხედარი იპოვეს

    გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის ტყეში დამწვარ მანქანაში ცხედარი იპოვეს. ცხედარი სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლს ეკუთვნის და ის ექსპერტიზაზეა გადატანილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის უწყება სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.

  • თელავში 900 წლოვანი ჭადრის სამკურნალოდ უცხოელ სპეციალისტებს ჩართავენ

    თელავში ცხრაასწლოვანი ჭადრის მკურნალობაში, თურქი და გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

    თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი თამილა ნადირაძე განმარტავს, რომ ჭადრის ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაახლოებით ათასი წელია და ხეს დამატებით დიაგნოზის დასმა სჭირდება.

    „თვითონ ხე, უკვე ასაკოვანია, მაგრამ ჭადარი თელავის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და სწორი მოვლით, რაღაც დროით მისი შენარჩუნება,კიდევ შესაძლებელია. მე ჩართული ვიყავი პროცესებში და ხის მოვლის გერმანელი სპეციალისტები გვყავდა ჩამოყვანილი. ამ ცოტა ხნის წინ ვესაუბრე თურქ მეცნიერს, რომელსაც შეუძლია ხეს დიაგნოზი დაუსვას. ვმუშაობთ აპრილის თვეში მის ჩამოსაყვანად, რადგან გარეთა მერქანი ჯერ კიდევ ცოცხალია და ნივთიერებათა ცვლის პროცესი მიდის“, – თქვა ნადირაძემ.

    თელავის მერიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის, გიორგი თავბერიძის ინფორმაციით, თელავთან დამეგობრებულ ქალაქში, ბიბერახში მცხოვრებ სპეციალისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

    „ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია თელავთან დამეგობრებულ ქალაქ, ბიბერახის სპეციალისტებთან. გერმანელების ერთი ჯგუფი, გასულ წლებში უკვე იყო და დახმარება გაგვიწია. ახლაც მიმოწერა გვაქვს, ჩამოვლენ და კონსულტაციებს გაგვიწევენ, როგორ შევინარჩუნოთ ის კიდევ დიდი ხნით“, – განაცხადა თავბერიძემ.

    ჭადარი ქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბანში, ერეკლე II-ს მონუმენტის წინ დგას. ის საქართველოში ყველაზე დიდი ჭადარია. მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს. 3.6 მეტრი დიამეტრის ჭადარის სიმაღლე 40 მეტრია.

  • “რისი შემცვლელი ხართ?6 წელი ვის ემსახურებოდით? ვის პორკურატურაში მუშაობდით?”-გოგიჩაიშვილი შოთაძეს (ვიდეო)

    “6 წელი ვის ემსახურებოდით? ვის პორკურატურაში მუშაობდით?”-დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს მიმართა.

    “ჩემს გამოსვლაში სინაზის კომპონენტი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვირჩევთ გენერალურ პროკურორს და არ ვთამაშობთ სახელმწიფოებრიობანას, რასაც თქვენ გვთავაზობთ, ჩვენ გვჭირდება პასუხები, ადამიანი უნდა იყოს ყველაფერზე პასუხისმგებელი, ასე რომ ვთქვათ სახელმწიფოს მახვილი და არა ინტერესჯგუფის პროკურორი.

    როგორ იფუთება ეს კანდიდატი, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში ხართ თქვენ მთავარი გმირი? ყველანი ვზრახავთ 9-წლიან რეჟიმს. 6 წელი ვის ემსახურებოდით? ვის პორკურატურაში მუშაობდით? შემთხვევით ადეიშვილის პროკურატურაში ხო არ მუშაობდით? ამ ხალხზე რომ საუბრობთ ის ხალხი არ იყო თქვენი დავალების მომცემი”-მიმართა გოგიჩაიშვილმა.