Category: ახალი ამბები

  • დღემდე ვიცი პოლიციელები ვინც მერაბიშვილის სადღეგრძელოებს სვამენ-ელისო კილაძე

    “მერაბიშვილს აქვს პლიუსები და ეს არის კრიმინალის დამარცხება ქვეყანაში”- ჟურნალისტი ელისო კილაძე მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან თავის დროზე პოლიცის რეფორმის განხორციელება და ქვეყანაში კრიმინალის დამარცხება შეძლო.

    “მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვანო მერაბიშვილს აქვს პოლიციაში ძალიან დიდი ავტორიტეტი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. დღემდე ვიცი პოლიციელები ვინც მერაბიშვილის სადღეგრძელოებს სვამენ”-აცხადებს ელისო კილაძე.

  • აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ-გიორგი კვირიკაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნებას გამორიცხავს.

    კვირიკაშვილმა ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.  

    „გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების დროს ქვეყნის ინტერესებით ვხელმძღვანელობდი და დღეს პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც კონკრეტულად ძალიან ბევრი გადაწყვეტილების მიღების დროს გამაჩნდა, მათ შორის ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ, როგორც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს მომავალი ათწლეულებისთვის, საქართველოს ეკონომიკური და სტრატეგიული პოზიციონირების კუთხით. აღნიშნულის გათვალიწინებით, არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს ის მოტივაცია, რომელიც გამაჩნდა და რომელიც იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერსების დაცვა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

  • ვანო მერაბიშვილი არის „მეტრუპე“, არ შეიძლება „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს – თეა წულუკიანი

    ვანო მერაბიშვილი არის „მეტრუპე“ შესაბამისად, არ შეიძლება, რომ მეტრუპე ვინმეს უნდოდეს თავიოსთვის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

    „როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, მას რეალობის​ დეფორმირებული განცდა აქვს. არ მგონია, რომ მერაბიშვილის განცხადება რაიმე სერიოზული კომენტარია ჩემგან საჭირო, თუმცა ვიტყვი ერთს, რომ ვანო მერაბიშვილს დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად მერაბიშვილი  ნახავს, რომ „ნაციონალური მოძრობა“ სულაც აღარ არის ერთიანი, ეს არის დაქსაქსული ძალა და შემდეგ ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიაზროს, რომ რეალურად ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც ალბათ არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. ის რეალურად არის პრობლემა, რადგან როგორც თავად ეს ტერმინი გამოიყენა ერთ-ერთ ვიდეოში, არის „მეტრუპე“, შესაბამისად, არ შეიძლება, „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს თავისთან, თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა. მას ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. ვაცადოთ, ეს სამუშაო ჩაატაროს, შეაფასოს, თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მისი პოლიტიკურ ძალას, შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს”, – აცხადებს წულუკიანი.

    შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შსს-ს ყოფილი მინისტრი საპატიმროდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა.

    ვანო მერაბიშვილმა საპატიმროში   6 წელი და 9 თვე გაატარა.

  • “მერაბიშვილს ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ”-თეა წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს ცოხეში ყოფნის პერიოდში მისი თანაგუნდელები და ადვოკატები ატყუებდნენ. 

    „”რაკი ის უკვე თავისუფალია, უფრო მწვავედ შევაფასო მისი ადვოკატების საქმიანობა საერთაშორისო დონეზე.მას შემდეგ, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სისტემას შეუერთდა, ვარ მოწმე როგორ იქცევიან პატიმართან მიმართებაში, როდესაც მას ატყუებენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს, მერაბიშვილს, ბატონი ბოკერიადან დაწყებული, მისი პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ, ის გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სასჯელი სრულად მოიხადა“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

    ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. ვანო მერაბიშვილი, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. იგი ციხეში 6 წელი და 9 თვე იმყოფებოდა.

  • ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა

    შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტმა ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

    სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

  • უწყებების თანამშრომლები, ქართული ოცნების პარტიული აქტივი – ვინ არიან პირები,რომლებიც კაფეში ელენე ხოშტარიასთან შეიჭრნენ

    გუშინ საღამოს ერთ-ერთ კაფეში,სადაც ელენე ხოშტარია ვახშმობდა, ახალგაზრდების ჯგუფი შეიჭრა. აქტივისტები ხოშტარიასგან დეპუტატის მანდატის დატოვებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ისინი არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან და მათი გულწრფელი პროტესტი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებამ გამოიწვია.

    თუმცა ორგანიზაციამ “გხედავ” ამ პირების იდენტიფიცირება შეძლო. გაირკვა, რომ მატი უმეტესოა “ქართული ოცნების” პარტაქტივს ეკუთვნის, რამდენიმე მათგანი კი სხვადასხვა უწყების თანამშრომელია. 

    {{PHOTOGALLERY}}

  • უკრაინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

    უკრაინაში 27 წლის საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შემთხვევა 3 დღის წინ 17 თებერვალს, სუმის ოლქის ქალაქ შოსტკაში მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება.  25 წლის მამაკაცმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. 

    დამნაშავე ადგილიდან მიიმალა, თუმცა მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.

  • „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ” – ეკა კვესიტაძე

    ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ევროპული საქართველოს” ოფისთან გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    „ეს ბარბაროსი ტიტუშკები ყველა სახელით და გვარით უნდა დავიმახსოვროთ, არც ერთს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რუსი ოლიგარქის წასვლის შემდეგ რუხ მასას შეერევიან და გადარჩებიან”, –წერს  კვესიტაძე.

    შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქტივისტები შეიკრიბნენ, ისინი მოითხოვდნენ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატები დატოვონ. ამის მიზეზად ისინი გუშინ პარლამენტში მათ მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას ასახელებენ.

  • 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

    2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    ცენტრის ცნობით, გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.

    ჯანდაცვის და საგანმანათლებლო მიმართულებებზე სავალდებულოა 4 საგნის ჩაბარება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ბიოლოგია ხოლო მეოთხე საგანი უნდა აირჩიონ შემდეგი სამი საგნიდან : მატემატიკა, ქიმია, ფიზიკა.

    სახელოვნებო-შემოქედებით/ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად აბიტურიენტისთვის სავალდებულოა, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შიდა ტურის გავლა, ასევე გამოცდების ჩაბარება შემდეგ საგნებში: უცხოური ენა და ქართული ენა და ლიტერატურა.

    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დააწესოს დამატებითი გამოცდა შემდეგ საგანში/საგნებში: ისტორია ან/და მათემატიკა.

    გრანტი სამი საგნის შედეგების მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი ითხოვს მეორე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა.

    რაც შეეხება გრანტის გაცემის პირობებს და წესს, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრანტი სამი საგნის შედეგები მიხედვით გაიცემა. თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებას, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორჯერ მიიღებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, საგრანტო ქულა კი გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსის აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგების მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს. გრანტის გაცემის დროს მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა სხვა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.

    2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგიერთი საგნის ტესტში ცვლილება შევიდა. როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, წინა წლების მსგავსად ცვლილებები საცდელი ტესტირების, მისი შედეგების გაანალიზებისა და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა.

    ისტორიის გამოცდაში – გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება. საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“. „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ – აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი. „ისტორიული მოვლენის შეფასება“ – აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი – შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი. ამასთან, ისტორიის გამოცდა მაქსიმალური 70 ქულის ნაცვლად, 60 ქულით შეფასდება.

    მათემატიკაში – აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

    2020 წელს უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება : მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი. ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.

    რაც შეეხება მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სხვადასხვა საგანში, ცენტრში ინფორმაციით, აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში – მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

    გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება. რეგისტრაციის დაწყებამდე ასევე გამოქვეყნდება აბიტურიენტის ცნობარი, რომელიც წელს მხოლოდ ელექტრონული ფორმით იქნება. დეტალური ინფორმაციის მიღება აბიტურიენტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეეძლებათ.

  • “როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა”- ზურაბიშვილი

    “საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას,”  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

    “შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ როდესაც ქალს კლავენ, იმიტომ რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა. სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება განათლებას, კულტურას და საზოგადოებრივ კონსოლიდაციას. აუცილებელია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ძალადობის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა. საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც მომავალ კვირას, ორბელიანების სასახლეში გაიმართება და სადაც განხილული იქნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი საჭიროებები და შესაძლო ინიციატივები”.- ნათქვამია განცხადებაში.