Category: ახალი ამბები

  • საგარეო უწყება მოქალაქეებს იტალიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

    იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, მგზავრობისგან – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ შემდეგ ქალაქებში მოგზაურობისგან: ლომბარდია, ვენეტო, ემილია-რომანია და ასევე იმ რეგიონებში მგზავრობისგან, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, ბაზილიკატა, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია.

    „მოქალაქეებს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავია მიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.

    იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123.

    საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომების და მათ შორის არსებული შეზღუდვების შესახებ“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

  • ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ

    ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ. სამივე მამაკაცი სატვირთო მანქანის მძღოლია, ისინი ირანიდან ბრუნდებოდნენ.

    ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსი. ნელი ხიზანიშვილის თქმით,არცერთ მათგანს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა ირანის საზღვარი ერთი კვირის წინ გადაკვეთეს და დღეს საქართველოში ბრუნდებოდნენ.

    საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე მათ საკარანტინო სივრცეში მოათავსებენ. დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება, საგანგებო რეჟიმით მუშაობს.სატვირთო მანქანების გადმოყვანა კი, დეზინფექციას ჩატარების შემდეგ მოხდება.

  • კორონავირუსით ირანის პარლამენტის წევრი გარდაიცვალა

    ირანის პარლამენტის წევრი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.

    მოჰამედ ალი რამზანი რასტაკი დღეს დილით გარდაიცვალა. ექიმების ცნობით, მას ირან-ერაყში ომის დროს მიყენებული ტრავმები ჰქონდა, რამაც დააჩქარა ვირუსის განვითარება.

    ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 45 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 593-ს აღწევს.

  • საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონა ვირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა.კორონავირუსი  საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

    მოქალაქე, რომელსაც ვირუსული ინფექცია დაუდასტურდა საქართველოში ირანიდან შემოვიდა. 

    „ირანიდან იმგზავრა აზერბაიჯანის გავლით. საზღვარზე დაუფიქსირდა ტემოპერატურა 38, გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. ჩაუტარდა ანალიზები და რამდენჯერმე გადამოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ მას ჰქონდა კორონავირუსი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

  • ყოფილი ცოლის მიმართ მუქარის ბრალდებით დუშეთში კაცი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
    ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.

    შსს–ს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

  • მეორე მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია

    მეორე მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია. 

    31 წლის ქალი საქართველოში 26 თებერვალს იტალიიდან ჩამოფრინდა.

    “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ  ბანკში.

    შეგახსენებთ, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. ორივე შემთხვევაში ვირუსი საქართველოს მოქალაქეებს დაუდგინდათ, რომლებმაც საზღვარგარეთ იმოგზაურეს.

  • მარიამ კუბლაშვილის ძმა დააკავეს

    ადვოკატ მარიამ კულბაშვილის ძმა კარლო კუბლაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ზაზა დავითაია ავრცელებს.

    „მარიამ კუბლაშვილის ძმა დააკავეს, უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ იძულებით სამკურნალოდ გადაჰყავთ… ეს ფაქტი მარიამის ოჯახის ტკივილი და გასაჭირია.

    მარიამმა ია ფარულავასთან ინტერვიუს დროს მოკრძალებით დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის (ფსიქიკური) მდგომარეობა არ იყო დამაკმაყოფილებელი. ბევრად ადრე, პირადად ჩემთან ინტერვიუში მარიამმა ისაუბრა მისი ოჯახის წინააღმდეგ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე, სასტიკ რეჟიმზე, რაც მისმა ძმამ ორთაჭალის “ციხის ბუნტის” დროს გადაიტანა.

    რატომ მოხვდა ციხეში? – მოჭიდავეების ქუჩის აქციის გამო. 3 წელი – უსამართლო სასჯელიც მოიხადა.

    მან დაკარგა ოჯახი, სამსახური და მისი ფსიქიკური პრობლემები სწორედ ნაცების, სააკოვის რეჟიმის მხრიდან რეპრესიის შედეგია!!!

    კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა წლები, ჰქონდა მწვავე დეპრესია, მიეძალა მარიხუანას, დაკარგა მომავლის იმედი. აგრესიული იყო, როცა იხსენებდა, რა ნახა საკუთარი თვალით ციხეში, როგორ კლავდნენ და აწამებდნენ მის წინ ადამიანებს. საბოლოოდ მწვავე დეპრესია და სიმარტოვე უფრო მძიმე მდგომარეობაში გადაიზარდა.

    ძმის მდგომარეობიდან გამომდინარე, მარიამი გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხეს. გადაცემაში აღიარა, რომ ძმა არ იყო კარგად. თაკო ჩარკვიანმა მარიამი ამ პასუხის გამო უკიდურესად გალანძღა, დაამცირა და პროვინციელი უწოდა. მას აჰყვნენ ნაციონალური მოძრაობის სხვა, უზნეო წევრებიც!

    მთავარზე საუბარი კი არავის სურს – თუ როგორი გამწარებულია ეს გოგო!

    ძმის ერთადერთი პატრონი და მარჩენალი მხოლოდ მარიამია…

    ახლახან კი, აი, რა მოხდა:

    რამდენიმე დღის წინ, მოულოდნელად, კარლო კუბლაშვილი გამოვიდა ეზოდან (მანამდე ის სულ ჩაკეტილი იყო და არც არავის უშვებდა სახლში), გამოავლინა აგრესია, მეზობლის ავტომანქანის ფარი, დაამსხვრია, რის გამოც, მეზობელმა დარეკა პოლიციაში.

    სხვა მეზობლებმაც დაადასტურეს მისი მდგომარეობა და კარლო კუბლაშვილის მიმართ წარდგენილ იქნა ბრალდება საკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების, ნივთის განზრახ დაზიანებას ნიშნავს. ამჟამად დაკავებულის ფსიქიკურ მდგომარეობაზე პროკურორის დადგენილების საფუძველზე ტარდება ექსპერტიზა, დადებით შემთხვევაში მას გადაიყვანენ ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, იძულებითი მკურნალობისათვის.

    მე პირადად ვესაუბრე მარიამს და მან დეტალურად მომიყვა ძმის დაკავების შესახებ!

    ნაცებს, ხომ სხვისი ტრაგედია არ ადარდებთ! არც ზნეობრივი ნორმები აკავებთ!!! პირიქით – თავად არიან სხვისი ტრაგედიის წყარო და გაჭირვებულ ადამიანს ჭრილობაზე მარილს აყრიან!!!

    ერთი ბინძური არსება, ელისო კილაძე ამჯერადაც იყენებს მარიამის ოჯახის ტრაგედიას, თავისი ყალბი გვერდებით, საკუთარი პოსტის ქვეშ წერს, რომ ყველაფერი მარიამმა მოაწყო და დააჭერინა საკუთარი ძმა! ასეთი გამოხდომები კანონით უნდა ისჯებოდეს, თორემ, ამ არსებას მორალი და ზნეობა რომ ფეხზე ჰკიდია, ეს დიდი ხანია, საზოგადოებამ იცის!

    მარიამ, სოლიდარობას გიცხადებ!

    მჯერა, ყველაფერს მოაგვარებს ეს მაგარი გოგო!“, – წერს დავითაია სოციალურ ქსელში.

  • უბედური შემთხვევა გარდაბანში – მამაკაცს თბომავალი დაეჯახა

    გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურ ველის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით,  მამაკაცი ტერიტორიაზე მუშაობდა და მას ლიანდაგებზე გადასვლისას თბომავალი დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

    გამოძიება სსკ-ის 275 მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • ვინ არის კორონა ვირუსით მეორე ინფიცირებული

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, 31 წლის ახალგაზრდა ქალბატონია.

    როგორც ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მასზე დაკვირვება მიმდინარეობს.
    “ინფიცირებულია 31 წლის ქალი, რომელიც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც ეპიდემიის მაღალი რისკი არაა. როგორც ჩანს, მას აღმოაჩნდა ახალი ვირუსი. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კარგია. არანაირი ჩივილი და ტემპერატურის მატება არ აქვს. მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია ამ ვირუსით”,-აცხადებს ცერცვაძე.

    ცერცვაძის თქმით, “მიუხედავად იმისა, არსებობს წარმოდგენა, რომ კორონავირუსი აუცილებლად სასიკვდილო ინფექციაა, სიმართლეს არ შეესაბაება”.

    მიისვე თქმით, კორონავირუსი გართულებებს 20% შემთხვევში იწვევს, დანარჩენი შემთხვევები სტაბილურად მიმდინარეობს.

    საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.ინფიცირებული ადამიანი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.

    პირველი შემთხვევა, 26 თებერვალს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა.