Category: ახალი ამბები

  • ნინოწმინდაში 19 წლის გოგო გაიტაცეს

    პოლიციამ, ქორწინების მიზნით, ახალგაზრდა ქალის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი: დააკავა 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის
    ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.​

    ​დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „​გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა. ​

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის
    მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

  • “პატრული არსად ჩანდა”- სპარის მაღაზიაში არასრულწლოვნები დანებით შეიჭრნენ

    დღეს დილით,სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე “სპარის” მაღაზიაში დანით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. თვითმხილველების თქმით, 4 არასრულწლოვანიძარცვის მიზნით შეიჭრა. ერთ-ერთი თვითმხილველი solostudio.agency/-სთან აცხადებს, რომ პოლიცია 2-ჯერ გამოიძახეს, თუმცა შემთხვევის ადგილზე დროულად არ მივიდა. დანით შეიარაღებულებთან გამკლავება მაღაზიის თანამშრომლებმა და ადგილზე შემთხვევით მყოფმა პირებმა თავად შეძლეს.

    “დანებით შეუვარდბენ თანამშრომლებს. 2მა მაღაზიიდან გამოქცევა მოასწრო , 2ს თანამშრონლები აკავებნენ იქამდე სანამ პატრული არ მოვიდოდა, მაგრამ პატრული არსად ჩანდა. 8ის ნახევარზე იქ რომ შემთხვევით რამდენიმე ადამიანი არ ვყოფილიყავით არვიცი რითი შეიძლებოდა დამთავრებული ეს ყველაფერი. 10წუთიდ განმავლობაში ორჯერ დავრეკეთ პატრულში , ამასობაში ის დაჭერილი ბავშვებიც გაიქცნენ. 4 არასრულწლოვანი ბავშვი, დანებით გარეთ დარბიან, წარმოგიდგენიათ როგორი საშიშია ყველა ჩვენთაგანისთვის? პატრული რომელმაც დროულად ვერ მოახდინა რეაგირება, ამათმა უნდა დამიცვან? ამათ იმედზე უნდა ვიყოთ?”-აცხადებს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი.

    ამ დროისთვის უცნობია, შეძლეს თუ არა ბოროტმოქმედებმა რამის წაღება. შსს ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს.

  • საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

    საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.

    ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული. საქართველოში სულ ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება. 

    კარანტინში იმყოფება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ 51.

  • ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული

    თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებში ამ დროისთვის 23 პაციენტია მოთავსებული, მათგან 3 ადამიანი გუშინ ღამე  შეიყვანეს.

    23 პაციენტს შორისაა ის 12 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

    2 პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

    ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

  • ანჯელინა ჯოლის თეთრი კაბა ოსკარის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს

    ანჯელინა ჯოლის თეთრი კაბა ოსკარის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს

    ოსკარის პრემიით დაჯილდოების 92–ე ცერემონიამდე სამი დღე დარჩა. ამ ღირშესანიშნავ მოვლენამდე ბრიტანულმა ონლაინ გამოცემამ ქსელში გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც ხუთიათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ასი შეთავაზებული კაბიდან საუკეთესო კაბების ათეული აარჩიეს, რომლებიც ოსკარის ცერემონიალის წითელ ხალიჩაზე სცმიათ ვარსკვლავებს.

    გამოკითხვის გამარჯვებული ანჯელინა ჯოლი გახდა. Marc Bouwer–ის თეთრი კაბა, რომელიც მას 2004 წელს ეცვა ინტერნეტ მომხმარებლებმა ოსკარის ისტორიაში საუკეთესო კაბად აღიარეს. ბევრს დღემდე ახსოვს, რომ იმ საღამოს ანჯელინა ჯოლი ბერძნული ქალღმერთივით გამოიყურებოდა. კაბა მის დახვეწილ ფიგურას უსვამდა ხაზს, ღრმა დეკოლტეს კი ძვირფასი სამკაულები ავსებდა.

    რეიტინგში მოხვდა შარლიზ ტერონიც. Gucc–ს ბრჭყვიალა კაბა, რომელიც მსახიობს 2004 წლის ოსკარზე ეცვა, მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

    ნიკოლ ქიდმანის Balenciaga –ს ხასხასა წითელმა კაბამ კი მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. მართალია მსახიობი ამ კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ გამოკითხვის მონაწილეებმა ნაკლებად მკვეთრ სამოსს მიანიჭეს უპირატესობა.

  • 2020 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    2020 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 2020 წელს სასიყვარულო ფრონტზე:

    ვერძი

    ვერძების პირად ცხოვროვრებაში ბედნიერება 2020 წელს მთლიანად მათზეა დამოკიდებული. სასიყვარულო ფრონტზე წარმატების მოპოვება საკმაოდ ადვილია – ვარსკვლავები მათი კაშკაშა ინდივიდუალობის გაფურჩქვნას უწყბენ ხელს. ნუ მოგერიდებათ, ხაზი გაუსვით საკუთარ ღირსებებს ისე, როგორც გული გიკარნახებთ და სიყვარულში წარმატება გარანტირებული გაქვთ.

    ვარსკვლავები ვერძებს რომენტიულ შეხვედრებს ისეთ ადგილებში უწინასწარმეტყველებენ, რომლებიც სპორტთან და ფიზიკურ აქტივობას თან არის დაკავშირებული, მაგალითად ფიტნეს ცენტრებში ან სპორტულ ღონისძიებებზე. ისინი კი, ვისაც ასეთი ადგილები არ აინტერესებთ, შეიძლება პარკში ან ქუჩაში სწრაფი სიარულისასაც კი შეხვდნენ ბედს.

    კურო

    2020 წელი კუროებისთვის პირადი ბედნიერების საძებნელად არცთუ ყველაზე აქტიური პერიოდია. თუმცა, გულს ნუ გაიტეხთ! ვარსკვლავები ამბობენ,რომ თქვენთვის ეს არის სამსახურეობრივი რომანების პერიოდი. კარგად მიმოიხედეთ გარშემო და ყურადღება მიაქციეთ…. არა, კოლეგებს არა. ხელმძღვანელობას. წელს შანსი გაქვთ თავბრუდამხვევი ურთიერთობა წამოიწყოთ მათთან, ვინც კარიერულ კიბეზე თქვენზე მაღლა დგას.

    გახსოვდეთ, სამსახურეობრივი მივლინებები მხოლოდ იმისთვის არ არის, რომ იმუშაოთ. ეს კარგი შანსია კოლეგებთან ურთიერთობისთვის და შესაძლოა, ბედნიერებასაც გამოჰკრათ ხელი. ყოველ შემთხვევაში, 2020 წელს.

    ტყუპები

    2020 წელს ტყუპებს საპირისპირო სქესზე შთაბეჭდილების მოხდენაში ბადალი არ ეყოლება. ახალი სასიყვარულო ურთიერთობების წამოწყების და ძველის გამყარების უამრავი შანსი მიეცემა. ასეა თუ ისე, საოცარ ვნებებს ნუ ელოდებით. სიყვარული–მეგობრობა – სავარაუდოდ ეს წელი ამ ტიპის სიყვარულს გთავაზობთ და ეს მშვენიერია. ვარდისფერი სათვალეები დაე სხვებმა გაიკეთონ. თქვენ კი სასიყვარულო გრძნობებში ისე იტივტივებთ, რომ თავს არ დაკარგავთ.ყურადღება მიაქციეთ მათ,ვისაც დიდი ხანია იცნობთ და კარგ მეგობად თვლით. სწორედ ამ გარემოში გელით ნამდვილი სიყვარული.

    კირჩხიბი

    ტყუპებისგან განსხვავებით კირჩხიბებს ყველა შანსი აქვთ ძალიან ვნებიანი რომანი ჰქონდეთ. ხანმოკლე, არამყარი, მაგრამ ძალიან კაშკაშა! ასეთი ემოციები და გრძნობები მთელი დარჩენილი ცხოვრება მოგონებად დაგრძებათ. ვარსკვლავები ამ წელს ასეთი ურთიერთობების უამრავ შესაძლებლობას გაძლევენ . ეს შეიძლება იყოს სამსახურეობრივი რომანი, თავგადასავალი მოგზაურობისას, სრულიად მოულოდნელი სიტუაციები და ვნებების აფეთქება.

    შეიძლება გარშემომყოფები გააოცოთ, რადგან ისეთ ადამიანებს მიაქცევთ ყურადღებას, რომლებიც ადრე თქვენს გემოვნებაში არ ჯდებოდა. რას იზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

    ლომი

    2020 წელი კარგი დროა არსებული ურთიერთობების გასამყარებლად და ახლის წამოსაწყებად. როგორ გავაკეთოთ ეს? ვარსკვლავები გვირჩვენ შორეულ მოგზაურობაში წავიდეთ. სწორედ იქ ელოდებათ ლომებს უკვე არსებული ურთიერთობების განახლება ან სასტყვარულო ფრონტზე ახალი იმპულსების მოპოვება. სხვათაშორის, იმ ლომებმა, ვისაც ჯერ კიდევ არ ყავთ ოჯახი უნდა გაითვალისწინონ. 2020 წელი კარგი დროა დაქორწინებისთვის.

    ამ წელს შვილის გაჩენის ან ჩასახვის შანსები თქვენთვის ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. ასე რომ, კარგად შეათვალიერეთ სიყვარულის ობიექტი და გახსოდეთ: დიდი ალბათობით თქვენ თქვენი მომავალი შვილის მშობელს არჩევთ.

    ქალწული

    ცივი გული და საღი გონება– აი, რა დაგჭირდებათ წელს ძვირფასო ქალწულებო პირად ცხოვრებაში. და ეს ცუდი არ არის. თქვენ ხომ სწორედ სასიყვარულო ურთიერთბებზე პრაგმატული შეხედულებების წყალობით შეარჩევთ იმ ადამიანს, რომელსაც შეძლებთ დაეყრდნოთ, პირველ რიგში ფინანსურად. ჩვენს დროში ეს ცოტას არ ნიშნავს. დაე სხვებმა ეძებონ მწველი ვნებები, თქვენი ამოცანაა მაქსიმალური კეთილგონიერების გამოჩენა. ახალი ურთიერთობების წამოწყებისას ნუ იჩქარებთ მის შესახებ ნაცნობ–მეგობრებისთვის მოყოლას. ბედნიერებას სიჩუმე უყვარს. თქვენთვის ეს გამოთქმა განსაკუთრებით 2020 წელს არის მნიშვნელოვანი. გახსოვდეთ და გაუფრთხილდით საკუთარ გრძნობებს.

    სასწორი

    კარგი წელია ახალი, უჩვეულო რომანისთვის. ამავე დროს დიდია უკვე არსებული ან ახლადწამოწყებული ურთიერთობების დანგრევის შანსი. ამის მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ შეგრძნებებზე კონცენტრირებაა. თუმცა, რადგან სასწორები ყველა სხვა დანარჩენ ზოდიაქოს ნიშანზე მეტად მშვიდობისმოყვარეები არიან, მთელი იმედი წელს თქვენს ამ თვისებაზე იქნება. მხოლოდ მას შეუძლია დაგიცვათ თქვენი პარტნიორის მიმართ უხეში გამონათქვამებისა და ნაბიჯებისაგან.

    ვარსკვლავები სასიყვარულო ფრონტზე წარმატებებს უქადიან იმ დაქორწინებულ სასწორებს, რომლებიც პარტნიორს სახლში ყველანაირად გაუფრთხილდებიან და სიმყუდროვეს შეუქმნიან. მარტოხელა სასწორებისთვის რეკომენდირებულია ბედნიერების საძიებლად შორეული მოგზაურობა – სწორედ იქ შეხვდებით სავარაუდოდ ნამდვილ სიყვარულს.

    მორიელი

    ძვირფასო მორიელებო, 2020 წელს თქვენი ქცევა სასიყვარულო ფრონტზე არ იქნება ისეთი, როგორც გჩვევიათ. წელს თქვენი ცნობა გაჭირდება: თქვენი ენერგია და ვნება სადღაც გაქრება. ვარსკვლავები ნერვიულობას და ტანჯვას გიქადიან უკვე არსებულ ან ახალ ურთიერთობებში. ბევრ თქვენგანს მოულოდნელად სამსახურეობრივი რომანიც ექნება. პრინციპში, ცუდი არ არის. თუმცა გახსოვდეთ: კოლეგასთან ურთიერთობების აფიშირება არ არის საჭირო. ჭორებს მოერიდეთ.
    ბევრ ფულს ნუ დახარჯავთ პარტნიორზე ამ წელს. სულ ტყუილად დაიხარჯებით.

    მშვილდოსანი

    სასიყვარულო წარმატებები შორს არ არის. ეს თქვენი წელია მშვილდოსნებო, რათა ბოლოს და ბოლოს გაამყაროთ ოჯახური ურთიერთობები ან ახალ პარტნიორთან მოიპოვოთ ბედნიერება. რა უნდა გააკეთოთ ამისათვის? მეტი ფული იშოვოთ და მოგზაურობაში გაემგზავროთ, ან ბავშვი გააჩინოთ. ეს სცენარები თქვენი მეორე ნახევრის მაქსიმუმ ყურადღებას მოგაპოვებინებთ და მის თვალში განუმეორებლობას მოგანიჭებთ.
    თუ ჯერ კიდევ არ გყავთ პარტნიორი, ყურადღება მიაქციაეთ ნაცნობ–მეგობრების ახლო წრეს. შესაძლოა სწორედ მათ შორის არის თქვენი ნამდვილი სიყვარული.

    თხის რქა

    2020 არ არის საუკეთესო სასიყვარულო პერიოდი თქვენთვის. პირად ფრონტზე ბედნიერების მოპოვების შანსები მცირეა. თუმცა, გულს ნუ გაიტეხთ და გახსოვდეთ: ბედნიერება თქვენს ხელშია. მიზანდასახულობაში ბადალი არ გყავთ. ასე რომ, ეს ენერგია პარტნიორის პოვნისკენ ან ოჯახური ურთიერთობების გამყარებისკენ მიმართეთ. თუმცა მეტისმეტს ნუ მოინდომებთ და პარტნიორზე ზეწოლა არ გინდათ. სიყვარული ერთმანეთის ნებისმიერ სიტუაციაში მხარდაჭერაა და არა დიქტატი. მოკლედ, 2020ში ჯობს ფულის შოვნაზე იპოვნოთ და ბედნიერებაც ადრე თუ გვიან მოვა.

    ვარსკვლავები მერწყულებს ურჩევენ: თუ სასიყვარულო ფრონტზე წარმატება უნდათ, 2020 წელს წინდახედულება მართებთ. შესაძლებლობები წელს ბევრი იქნება და ენერგიაც არ მოგაკლდებათ, თუმცა ყველა ახალ ნაცნობობაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. იმ მერწყულებს, ვისაც უკვე ყავთ პარტნიორი, სიყვარულში გაუმართლებს: წლევანდელი წელი თქვენს ურთიერთობებს მხოლოდ გაამყარებს. მათ კი, ვინც ძიებაშია, ჯერჯერობით მყარი ურთიერთობების პოვნის იმედი ვერ ექნებათ.იფიქრეთ მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობაზე. სწორედ ამ საქმიანობისას გელით საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შეიძლება რომანში გადაიზარდოს.

    თევზები

    მშვიდი, წყნარი ოჯახური ბედნიერიება – აი, რა უნდა ეძებონ წელს თევზებმა. 2020 წელს ვარსკვლავები იმ თევზებს დაეხმარებიან, ვინც ყველაფერს აკეთებს ოჯახური კერის გასამაგრებლად. მათ კი, ვინც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებს, ვარსკვლავები ურჩევენ დედის რჩევას დაუჯერონ. შესაძლოა სწორედ ის ადამიანი გამოგადგეთ ცხოვრების მეგზურად, ვისაც დედა დაჟინებით დიდი ხანია გირჩევთ.
    მოკლედ, 2020 წელს შესაძლოა ძველ ნაცნობებში აღმოაჩინოთ ახალი სიყვარული.

  • “ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია“–ამირან გამყრელიძე მისი შვილის დაინფიცირების შესახებ

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ მის შვილს, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მის შვილს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან.

    “​ჩემმა შვილმა თავად გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს არის მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მისი უფლებაა, მან გაასაჯაროვა თავისი სტატუსი. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია. ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები. ამაში დასამალი არაფერი არაა. ორშაბათ საღამოს ჩემ შვილთან სხდომაზე გახლდნენ და სავარაუდოდ იქ მოხდა გადაცემა. ის ექიმია განათლებით და იყო თვითიზოლირებული. ჩვენ ჩავთვალეთ რამდენიმეჯერადი კვლევა საჭიროდ და დადასტურდა. დაწერა ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ამ კონტაქტების კვლევა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, სანქციების საკითხს განვიხილავთ- EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი

    თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, სანქციების საკითხს განვიხილავთ- EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი

    ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტისა და ევროპარლამენტარის, ზიგფრიდ მურეშანის განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, ევროპარლამენტში სანქციების საკითხი იქნება განხილული.

    მურეშანის თქმით, სანქციებმა არა ქართველი ხალხი, არამედ მხოლოდ ის ადამიანები უნდა დააზარალოს, ვინც ქვეყანაში ვითარებას აუარესებენ.

    „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ევროპარლამენტი ყველაფრის საქმის კურსშია რაც საქართველოში ხდება, ზუსტად ვიცით როდის არ ასრულებენ იმას რაც ჩვენთან შეათანხმეს, როდის არ ფუნქციონირებს კანონის უზენაესობა, როდის ხორციელდება ზეწოლა მოსამართლეებზე და როდის არ არის სასამართლო დამოუკიდებელი, ეს ყველაფერი რეზოლუციის ნაწილია, რეზოლუციის გზავნილი კი ასეთი – ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, მაგრამ ველით მთავრობისგან დაპირებების შესრულებას, თუ ამას არ გააკეთებს გავაკრიტიკებთ, მაგრამ განვაცალკევებთ ქართველ ხალხს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

    თუ მოვლენები ნეგატიურად განვითარდება, სანქციების საკითხი იქნება განხილული, მაგრამ სანქციებმა არასდროს უნდა დააზარალოს ქართველი ხალხი, სანქციებმა უნდა დააზარალოს ის ადამიანები, რომლებიც ვითარებას აუარესებენ. რა თქმა უნდა რეზოლუციის საბოლოო ვარიანტზე ევროპარლამენტის ყველა ჯგუფმა უნდა მოილაპარაკოს, მაგრამ EPP-ის პოზიცია ნათელია, ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირები საქართველოსთან, მაგრამ თუ პროგრესს მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსების გამო საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა ამას შედეგებიც მოჰყვება“,- განაცხადა ზიგფრიდ მურეშანმა.

    რეზოლუციის პროექტში ნახსენებია ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკურ დევნაზეც.

    ევროპარლამენტარის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებზე სამართლებრივი დევნა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

    „არ არის ნორმალური, როდესაც მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკოსებს დევნიან და აპატიმრებენ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები საუბრობენ სასჯელზე, ვიდრე ამას სასამართლო გამოიტანს ეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ეჭვებს აჩენს, სწორედ ამასთან გვაქვს დღეს საქმე საქართველოში, კონკრეტულ საქმეებზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ როდესაც ადამიანი ერთ კონკრეტულ საქმეზე სასჯელს მოიხდის, მეორედ იგივე ბრალდება აღარ უნდა წაუყენო, ეს არის დევნა და ნიშნავს, რომ მთავრობაში მყოფი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემის ოპოზიციის იარაღად იყენებენ“,- აცხადებს ზიგფრიდ მურეშანი ,,ფორმულასთან” საუბრისას.

  • იტალიასთან პირდაპირი ფრენები შეჩერდა

    იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა. ეს გადაწყვეტლება საკორდინაციო საბჭოზე დღეს მიიღეს.

    საკოორდინაციო საბჭოზე სხვა მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის ერთ-ერთი სწორედ იტალაისთან ფრენების შეჩერება იყო.

    საქართველოს მთავრობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) მოგზაურობისგან.

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

    დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული. ცხრავე მოქალაქე ქართველია. უმეტესობას იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ორი კი ირანში იუო ნამყოფი.

  • აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი ტელეკომპანიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    არსებული ინფორმაციით, დღეს დილას აჭარის ტელევიზიაში თათბირი გაიმართა, სადაც ინციდენტი მოხდა. 

    ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ცუდად გახდა და ტელევიზიაში სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

    გიორგი აბაზაძე ამ წუთებში  ბათუმის მედცენტრში სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.