Category: ახალი ამბები

  • საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს მოვუწოდებ, გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმზე – პაატა იმნაძე

    საქართველოში საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, მოვუწოდებ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში დარჩნენ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ  განაცხადა.

    „გვაქვს შემთხვევა, როცა ესპანეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქე არის ინფიცირებული კორონავირუსით და მკურნალობს, ოფიციალურად სახელმწიფო შეზღუდვები არის გამოცხადებული იტალიაზე, ჩინეთზე, სამხრეთ კორეასა და ირანზე. მაგრამ უკვე დღეს მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დაბრუნდნენ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან სადაც არის შიდაგადაცემა. იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად და თვითონ დაიცვან თავიანთი ოჯახები, პირველ რიგში. თავიანთი თანამშრომლები და გადავიდნენ თვითიზოლაციის რეჟიმზე“, – განაცხადა იმნაძემ. 

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56.

  • “ინფექციურ კლინიკაში მყოფი კორონავირუსის მქონე 14 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილური”-ინფორმაცია ინფექციურიდან

    ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

    „ერთი პაციენტი არის მძიმე მდგომარეობაში. საბედნიეროდ, გუშინდელი დღის განმავლობაში, მისი მდგომაროება სტაბილურია, განსაკუთრებული პროგრესირება არ შეიმჩნევა, მკურნალობას ექვემდებარება და იმედი გვაქვს, ასე გაგრძელდება, არ გაგვიუარესდება მისი მდოგმაროება. სამ პაციენტთან არის საშუალო სიმძიმით მიმდინარეობა, მათთან დაფიქსირებულია ვირუსული პნევმონია, მართვა გრძელდება შესაბამისად და მათი მდგომაროება სტაბილურია. დანარჩენ პაციენტებთან არის მსუბუქი მიმდინარეობა, მათთან გამოხატულია კლინიკა ხან მხოლოდ დაბალი ცხელების სახით, თითოეულ მათგანს აქვს ხველა, სურდო ან ყელის ტკივილი. მათი მდოგმარეობა დინამიკაში სტაბილურია. ამ დრომდე დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“ ,- განაცხადაა მარინა ეზუგბაიამ.

  • კანადაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    კანადაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

    ვირუსს ვანკუვერში  80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

    ცნობისთვის, კანადაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კანადაში სულ კორონავირუსის 77 შემთხვევა დაფიქსირდა.

  • დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

    დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს 10 მარტს გაზმომარაგება შეუწყდება.

    “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, სხვა სამუშაოების პარალელურად, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა 200 მილიმეტრიანი საშუალო წნევის გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 მარტს, დილის 10:00 საათიდან გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება გლდანის I მ/რ-ში მდებარე ყველა საცხოვრებელი კორპუსის, გლდანის III მ/რ-ში მდებარე კორპ # 79ა, 79ბ, 80, 81, 82, 83, 84, 86, 87, 88, გლდანის IV მ/რ-ში მდებარე კორპ. # 89, 90, 91, 102, 104, ხიზანიშვილის ქ. 41, 57, ვლადიმერ ნანეიშვილის ქ. 23-ში მდებარე შპს ,,არ @& ელ გრუპი”-ს, ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში (კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ), ფ. მოსულიშვილის ქ. 15-ში (მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს ,,მმბ”-ის, ვეკუას ქ. 22-ში (იგივე გლდანის I და II მ/რ-ებს შორის მდებარე სავაჭრო ცენტრის ტერიტორია), ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას.

    “გაზმომარაგება აგრეთვე შეუწყდება ხიზანიშვილის ქუჩაზე – შპს ,,თავთავს”, შპს ,,დიარონს”, შპს ,,მობილს”, ი/მ ხათუნა წიკლაურს, შპს ,,თაველს”, შპს ,,არგო 2009”-ს, სს ,,უძრავი ქონებას”, შპს ,,პლაზა +”-ს, ,,ს. ნონიაშვილს”, შპს ,,სიცილიას”, სამიკიტნო – მაჭახელას, გლდანის I და II მ/რ-ს შორის – შპს ,,ქეთის”, სს ,,ტერაბანკს”, შპს ,,ეჟდაჰა”-ს, შპს ,,კატევე 1”-ს, შპს ,,არტ”-ს, ი/მ ლალი ჭანუყვაძეს, ფ/პ მაია იმერლიშვილს, შპს ,,ს გამბლინგ ჰოლს”, ახმეტელის სახ. თეატრის მიმდებარედ – შპს ,,ყავის სახლი კენინგჰოლს”, შპს ,,ლიდერთრეიდს”, შპს ,,გლდანი მოლს”, ვეკუას ქუჩაზე – შპს ,,მედკაპიტალს”, #23 პოლიკლინიკა – დიაგნოსტიკურ ცენტრს, შპს ,,#55 აფთიაქს”, შპს ,,სქაი ჰოლდინგს”, შპს ,,პრესტიჟს”, შპს ,,ჯეოსელს”, გლდანის “ა” მ/რ-ში – ფ/პ დ. მოდებაძეს, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ – ფ/პ ტაბატაძეს, შეშელიძის ქუჩაზე – შპს “ერა + “-ს და სხვა.

    ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა იმავე დღეს, 12:00 სთ-დან დაიწყება და სრულად 21:00 სთ-მდე დასრულდება.

    ‌კომპანია “თბილისი ენერჯი” ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. აღნიშნული სამუშაოების აუცილებელია თბილისის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • საფრანგეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საფრანგეთის კულტურის მინისტრს, ფრანკ რისტერს კორონავირუსი დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა France 24 ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით,   46 წლის მინისტრმა გასულ კვირაში რამდენიმე დღე გაატარა ქვედა პალატაში, სადაც ვირუსით ინფიცირების შემთხვევები იყო. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ვირუსის წესები ერთნაირად ვრცელდება ყველაზე. 

    ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 108 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 3 800-ზე მეტი გარდაიცვალა.

  • დანიშნავენ თუ არა ამირან გამყრელიძეს ჯანდაცვის მინისტრად- ფარული შეხვედრა ვანო ჩხარტიშვილთან

    ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს ფარულად შეხვდა.

    ფარული აუდიენციის  ამსახველი ფოტო “ტვ პირველმა” გაავრცელა.

    არსებული კულუარული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორს ჯანდაცვის მინისტრობისთვის ამზადებენ, რადგან საზოგადოებას მისდამი ბევრად მეტი ნდობა აქვს ვიდრე არსებული მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიმართ.

    შეხვედრას არ უარყოფს თავად ჩხარტიშვილი.”ტვ პირველთან” მან შეხვედრა არ უარყო, თუმცა მიზეზად მეგობრული შეხვედრა დაასახელა.

  • იწყება ქაჯეთის ციხის აღება – შალვა ნათელაშვილი

    იწყება ქაჯეთის ციხის აღება, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ოპოზიციის ერთიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის შეხვედრებზე, გიორგი მარგველაშვილის ჩართულობას მიესალმება და “მსოფლიო საკონსტიტუციო პრაქტიკით ყოფილი პრეზიდენტი არ არსებობს, პრეზიდენტი პრეზიდენტია“.

    შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს.

    ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ქვეყნის საერთაშორისო მეგობრების მონაწილეობით, შეთანხმება შედგა.

    სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

  • თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა

    თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმდა.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა, გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, დააკმაყოფილა.

    მოსამარათლე დაცვის მხარის დასაბუთებას დაეთანხმა. 

    შეგახსენებთ, თბილისის აეროპორტში 11 დეკემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გიგი უგულავასა და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ, გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

    უგულავა აცხადებდა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ.  უგულავას ამ საქმეზე გირაო ჰქონდა შეფარდებული და პასპორტი ჩამორთმეული.

  • პროკურატურის გენინსპექციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პროკურორი დააკავა

    საქართველოს გენერალური პროკურატურის, გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ., დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ პროკურორმა დ.შ-მ მის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. ამასთან,პროკურორმა დ.შ-მ ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ.შ-მ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს პროკურორი დ.შ. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს.

    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდებულ დ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა მიმართავს, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

    გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურა კორუფციულ დანაშაულზე ახორციელებს მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და შეურიგებელია მსგავსი ხასიათის დანაშაულების, მათ შორის, განსაკუთრებულად პროკურატურის თანამშრომლის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულის მიმართ და ზემოხსენებული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პროკურატურას ექნება უმკაცრესი რეაგირება.

    ასევე, ვთხოვთ საზოგადოებას, მსგავსი ფაქტების და ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულის აღკვეთის და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციას“, – აღნიშნულია მთავარი საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

  • დიდ დიღომში ეკლესია დაარბიეს

    დიდ დიღომში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარი დაარბიეს. დაზიანებულია ხატები და საეკლესიო სხვა ინვენტარი. ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით შაქარიშვილის თქმით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა., ეკლესია სავარაუდოდ ორმა პირმა დაარბია, რომლებმაც კიბის საშუალებით შიგნით სარკმლიდან შეაღწიეს.

    „სარკმელი დიდი ქვით არის ჩამტვრეული. კიბეა მიდგმული და ასე შეაღწიეს ტაძარში. დაზიანებულია ანალოღია (საეკლესიო საწიგნე მაგიდა). ზეთით არის დასვრილი ხატები. წაქცეული იყო შვიდკანდელა. ასეთი ვანდალიზმი 1992 წელს მახსოვს.“ -ამბობს, ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით შაქარიშვილი „მთავართან“ საუბრისას.

    მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობას გულისხმობს.