Category: ახალი ამბები

  • საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ-გახარია

    საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

    „საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღეს, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის მართვის პროცესი, როგორ ვებრძოლოთ ვირუსს. შესაბამისად, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გაგვაჩნია. როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – განაცხადა გახარიამ.

  • “ევროპის ჩემპიონატი 2020” 2021 წელს ჩატარდება

    “ევროპის ჩემპიონატი 2020” 2021 წელს ჩატარდება

    UEFA-ს გადაწყვეტილებით, “ევროპის ჩემპიონატი 2020”, 2021 წელს გაიმართება.მიზეზი ახალი კორონა ვირუსის პანდემიაა. ინფორმაციას CNN აქვეყნებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისსა და 11 ივლისს შორის პერიოდში გაიმართება. რიცხვის დადასტურებას უეფასგან ელოდებიან.

  • ურეკში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

    ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი მათგანი კი მძიმედ დაშავდა.

    ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით დაიწყო.

  • კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის პარლამეტში დეზინფექცია ჩატარდა (ვიდეო)

    სასესიო კვირის დაწყებამდე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაში დეზინფექცია ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა დარბაზები, დერეფნები და სამუშაო ოთახები.

  • სომხეთში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    სომხეთში კორონა ვირუსის შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

    საგანგებო მდგომარეობა 16 მარტიდან 16 აპრილამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის სომხეთში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • ანგარიშზე უკვე შევიტანე 50 000 ლარი -ლევან ვასაძე სახელმწიფოს კორონავირუსთან საბრძოლველად დახმარებას სთავაზობს

    ბიზნესმენი ლევან ვასაძე კორონავირუსთან საბრძოლველად სახელმწიფოს დახმარებას სთავაზობს. მან დაავადებულთა დასახმარებლად 50 ათას ლარი უკვე გადარიცხა, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარ შენობებს სთავაზობს. ამის შესახებ მან სპეციალურ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

    „ერთი ლარი იქნება თუ ასი ლარი, რამდენიც გნებავთ, არ აქვს თანხას მნიშვნელობა, მთავარია გვერდში დგომის სურვილი. მე ამ ანგარიშზე უკვე შევიტანე თანხა, რამდენიც ამ ეტაპზე შემეძლო, კერძოდ 50 000 ლარი. მინდა ვთხოვო ყველა ჩემს ნაცნობ და უცნობ ბიზნესმენს და მოქალაქეებსაც, რომ დავუდგეთ ავადმყოფებს გვერდში. ვიცი, რომ რთული დროა და ყველას უჭირს, მაგრამ ვინც ავადაა, იმათ უფრო უჭირთ. ჩვენი პატარა და ღარიბი სახელმწიფო ყველაფერს ვერ გასწვდება და ასეთ დროს მას გვერდში უნდა დავუდგეთ. გარდა ამისა, მინდა შევთავაზო ბატონ ამირან გამყრელიძეს, თუ მას ეს დასჭირდება, ისარგებლონ ჩვენს საკუთრებაში არსებული შენობების ცარიელი ნაწილით პაციენტთა ჯგუფების იზოლირებისათვის, მათი კარანტინის მიზნით. ჩვენ ორი შენობა გვაქვს ერთი თბილისში და ერთი კიკეთში და საჭიროების შემთხვევაში, ვფიქრობ ისინი თითო მინიმუმ 100-100 ადამიანს დაიტევს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ გათბობას, წყლით და ელექტრო ენერგიით მომარაგებას და ასევე ხსენებულ ანგარიშზე მოგროვილი თანხიდან კარანტინში მოთავსებული ადამიანების სამჯერად კვებას. თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას საჭიროდ მიიჩნევს, ბატონ ამირან გამყრელიძეს ვთხოვ, საჭიროების შემთხვევაში გამოგვეხმაუროს“, – ამბობს ლევან ვასაძე.

    ვასაძე აცხადებს, რომ მითითებულ ანგარიშზე თანხების განკარგვას პირად კონტროლზე აიყვანს და ის სრულიად დაექვემდებარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ასევე, გამოქვეყნდება ანგარიში თანხის დახარჯვის შესახებ.

    ლარის ანგარიშის ნომერი: GE88TB7722736080100011

    მიმღები: მსოფლიო საოჯახო კონგრესი

    გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ „შემოწირულობა“

  • ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაუდასტურდათ-დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი

    ჩეხეთში COVID-19-ის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არიან საქართველოდან ჩასული ჩეხეთის მოქალაქეები, რომლებიც 4-9 მარტს გუდაურში იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი, ანა კასრაძე.

    „დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია.
    ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“-წერს ანა კასრაძე.

  • დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ეზუგბაია

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან – ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაიამ  უარყო, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ჩეხეთის მოქალაქეების ინფიცირებასთან დაკავშირებით.

    „ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან ჩვენს კლინიკაში. ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რადგან ყველა დადასტურებული შემთხვევა მოდის ძირითადად ჩვენს ცენტრში. 28 პაციენტი არის ჩვენთან და თუ არ ვცდები, ხუთი არის სხვა კლინიკებში, მათ შორის ჩეხეთის მოქალაქე არც ერთი არ არის. ჩეხეთის მოქალაქეებთან კორონავირუსზე დასტური არ არის მიღებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    შეგახსენებთ, გუდაურში მდებარე რესტორანმა “მთვრალმა ალუბალმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაურში მყოფ 3 ჩეხ ტურისტს კორონავირუსი გამოუვლინდა,თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა.

  • ნაომი ქემბელი კორონავირუსის გამო აეროპორტში სპეცტანსაცმლით, ლატექსის ხელთათმანით და სათვალით მივიდა

    ნაომი ქემბელი კორონავირუსის გამო აეროპორტში სპეცტანსაცმლით, ლატექსის ხელთათმანით და სათვალით მივიდა

    ცნობილი მოდელი, ნაომი ქემფლები დიდი ხანია ცნობილია იმით, რომ განსაკუთრებით ზრუნავს ბაქტერიებისგან თავის დაცვაზე და ყველას ამისკენ მოუწოდებს მაშინაც კი, როცა მსოფლიოში რაიმე მომეტებული რისკი და ეპიდემია არ არსებობს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამას მოგზაურობის დროს ანიჭებს და მაქსიმალურად ცდილობს თავი დაიცვას.

    გასულ წელს სუპერმოდელმა ვიდეოც კი გამოაქვეყნა, რომელზეც მისი ფრენისწინა ინტენსიური სანიტარული რიტუალია ასახული. მოდელი ყველფერს, რაც თვითმფრინავში მის გარშემოა ანტიბაქტერიული ხელსახოცით წმენდს, სავარძელზე კი საკუთარ პლედს აფარებს.

    ამიტომაც არავის გაკვირვებია, როცა 49 წლის მოდელი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებზე გადავიდა. ამ დღეებში მოდელმა გამოაქვეყნა ლოს ანჯელესის აეროპორტში გადაღებული რამდენიმე ფოტო სპეცკომბინიზონში, დამცავ სათვალეში, ნიღაბში და ლატექსის ხელთათმანებში. ფოტო თვითმფრინავში ჩაჯდომამდეა გადაღებული. მოდელი ლოს ანჯელესიდან სახლში, ნიუ იორკში დაბრუნდა. ცოტა ხანში კი საკუთარ youtube არხზე ამ მოგზაურობის მოკლე ვიდეოც დადო. ამ ეტაპზე მისი ლოზუნგია: “სიფრთხილე უპირველეს ყოვლისა. შემდეგი დონე.“

    მოდელის საქციელმა მისი ინსტაგრამ ხელმომწერების ნაწილის მოწონება დაიმსახურა, ნაწილმა კი ბრალი დასდო, რომ მისი სანახაობით თითქოს მსუბუქად წარმოაჩინა ის ტრაგედია, რაც მსოფლიოს გარშემო ხდება.