Category: ახალი ამბები

  • “პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცდომაში შევიყვანეთ” – ინგა გრიგოლია განცხადებას ავრცელებს

    ტვ პირველის” გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია   საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

    მისი თქმით, “ტვ პირველის” ოფიცალურ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელზეც არ იყო მითითბული თუ რომელ ქვეყანაში იყო  გადაღებული, რამაც გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ჟურნალისტის თქმით ფოტო უკრაინაშია გადაღებული, ავტობუსების გაჩერებაზე.

    “რა უბედურებაა ეს დირექტორობა , მაგრამ რას ვიზამთ) მეგობრებო, დღეს ჩვენი ტელეკომპანიის ფბ გვერდზე აიტვირთა ფოტო, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული, რომელი ქვეყანა იყო (საუბარია ავტობუსის გაჩერებაზე), ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო საქართველო, არადა, როგორც ვიცი, ეს იყო უკრაინაში გადაღებული ფოტო, მნიშვნელობა არ აქვს,ვინ ატვირთა. მე , როგორც კომპანიის დირექტორი, პირადად ვუხდი ბოდიშს ყველა ადამიანს, ვინც შეცომაში შევიყვანეთ ამ ფოტოს გავრცელებით. ძალიან ვწუხვარ და ვიღებ პასუხისმგებლობას. რაც კორონავირუსის ამბავს ვაშუქებთ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით ყველა ინფორმაციას,მაგრამ მაინც მოხდა გაუთვალისწინებელი შეცდომა. ძალიან დიდი ბოდიში!!!!!!!P.s-აი, ამ ფოტოზეა საუბარი” – წერს ინგა გრიგოლია.

  • კომუნალური გადასახდების გადავადება ამ ეტაპზე არ იგეგმება – ნათია თურნავა

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკითხი, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, დღის წესრიგში არ დგას.

    „ძალიან კარგად გვესმის, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული. ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი თვით ხდება სესხების რესტრუქტურირება. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინაჩუნონ თავისი მუშა მოსამსახურეები და გადაიხადონ ხელფასი.რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური მომსახურების მომწოდებელი კომპანიები, მაგალითად, „თელასი“, „ენერგო -პრო“ თუ „თბილისის ენერჯი“, ესენი კერძო კომპანიები არიან და მათაც საკმაოდ რთული პერიოდი უდგას, როგორც სხვა ბიზნესს იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“, – განაცხადა თურნავამ.

  • არავითარი სერიოზული საშიშროება კორონავირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით-შალვა ნათელაშვილი

    არავითარი სერიოზული საშიშროება კორონავირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით-შალვა ნათელაშვილი-ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

    „საქართველოს უამრავი ჭირიანობა გადაუტანია, მაგრამ ჩვენ არ გადავშენებულვართ. არავითარი სერიოზული საშიშროება ეს ვირუსი არ არის, ჩვეულებრივი გრიპია, ოღონდ ახალი სახით. ჩვეულებრივი გრიპით მარტო ამერიკაში სეზონზე კვდება 53 000 ადამიანი, ხოლო 49 მილიონმა ამერიკელმა იავადმყოფა გრიპით. ეს არის გრიპებს შორის ყველაზე იოლი ფორმა, ახალი ხილია და ამის გამო არის აჟიოტაჟი წამოსული.ჩვენ არ უნდა გადავაქციოთ ეს რაღაც ტრაგედია, ფსიქოზად და მით უმეტეს, მთავრობამ არ უნდა გამოიყენოს თავისი ეკონომიკური თუ რაღაც სხვა გეგმების შესასრულებლად. ერთი ორი კვირა და აპრილისთვის ეს პანდემია ჩაქრება და ჩვენ დავრჩებით იმ ბოსელში, რომელიც ივანიშვილმა აგვიშენა და ეს ბოსელი ჩვენი დასანგრევია. ვერავითარი პანდემია ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. ბევრი დაავადება არის, რომელიც იწირავს ადამიანებს, იშემიური დაავადებით წელიწადში 16 მილიონი ადამიანი კვდება და საქართველოში პროცენტულად ძალიან ბევრი. ხელისუფლება თუ დაფიქრებულა, რომ დაეხმაროს და დადგას დეფიბრილატორები, გულის ასამუშავებელი აპარატურა ხალხმრავალ ადგილებში, სტადიონებზე, პროსპექტებზე, თეატრებში. კარგად გვახსოვს, მუხრან მაჭავარიანს არითმია დაემართა სცენაზე და იქ რომ ყოფილიყო აპარატი, ეს გენიოსი ცოცხალი იქნებოდა“, – განაცხადა  ნათელაშვილმა.

  • დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია – კახა კალაძე

    თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

    “პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, მაქსიმალურად შეიკავოთ თავი ქალაქში გადაადგილებისგან, დარჩით სახლში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება გადაწყვეტილება მიკროავტობუსებით მომსახურების შეჩერების შესახებ, – განაცხადა  კალაძემ.

    კალაძის თქმით, მიკროავტობუსების აკრძალვაც სწორედ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მოხდა, მატ კი ვისაც გადაადგილების აუცილებლობა აქვს,თბილისის მერი ურჩევს, მეტროთი და ავტობუსებით ისარგებლოს.

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 200 ათასს გადასცდა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 200 ათასს გადასცდა. კორონა ვირუსის შემთხვევათა რიცხვი მსოფლიოში ამ წუთის მონაცემებით 200 099-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების  8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. 

    ყველაზე საფრთხისშემცველი ქვეყნების სათავეებშია იტალია, სადაც სულ კოვიდ 19-ის 31,506  შემთხვევაა რეგისტრირებული. იტალიაში ვირუსის შედეგად 2 503 ადამიანი გარდაიცვალა. 

    ჩინეთში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა და მხოლოდ 13  ახალი შემთხვევა  გამოვლინდა. 

    საგანგაშოა ვითარება ირანში,სადაც ოფიციალურად 16 169 შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ექსპერტების ვარაუდით ეს რიცხვი ბევრად მაღალია. რისკის შემცველი ქვეყნების 5-ეულშია ესპანეთი და გერმანია.

    კორონა ვირუსის შემთხვევები იზრდება მეზობელ თურქეთსა და სომხეთში. სომხეთში კორონა ვირუსის შემთხვევები დრამატულად გაიზარდა და 84 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება თურქეთს,თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულის რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51-ით გაიზარდა და 98 შეადგინა.

  • მე ნოსტრადამუსი ნამდვილად არ ვარ და არც ვანგა-პაატა იმნაძე პროგნოზებზე

    მე ნოსტრადამუსი ნამდვილად არ ვარ და არც ვანგა-ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების პროგნოზებს ეხებოდა.

    “მე ნოსტრადამუსი ნამდვილად არ ვარ და არც ვანგა, ასე რომ სიტუაციისდა მიხედვით, ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება იმისდა მიხედვით, რაც იქნება მოსალოდნელი ეპიდსიტუაცია”-აცხადებს იმნაძე.

  • კორონავირუსით ოთხი ახალი ინფიცირებული პაციენტის კლასტერი ცნობილია-ჯანდაცვის მინისტრი

    ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონა ვირუსის ახალი შემთხვევების წარმომავლობა ცნობილია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

    „დღეისათვის დაგვიფიქსირდა 4 შემთხვევა. ვიცით რომელი კლასტერიდან არიან. ორი ინფექციურშია, ორი საუნივერსიტეტო კლინიკაშია. 38-ე პაციენტი თვითიზოლაციაშია. რამდენიმე დღეში გვეცოდინება მეტი დეტალი“, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

  • მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის-ხუნდაძე

    მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის-ხუნდაძე-ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

    „შიდა გავრცელების ფაქტები იქნება ბევრი, ამიტომ გვჭირდება  მობილიზება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ დავიცვათ ყველა წესი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის, რომ მივიღოთ ნაკლები ზიანი და უკეთესი შედეგი. ბავშვები რისკჯგუფში არ არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათზე არ ვიზრუნოთ. კონტროლიც, რეგულაციებიც და დაცვის მექანიზმებიც, რა თქმა უნდა, ბავშვებზეც გავრცელდება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

    დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

  • საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონა ვირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 1130 პირი იმყოფება.