Category: ახალი ამბები

  • ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად – გიორგი გახარია

    “როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

    “ჩვენ ვმოქმედებდით პანდემიის რეჟიმის რეჟიმში,ჩვენ შევქმენით უწყებათაშორისი საბჭო ეს იყო 28 იანვარს როცა ჯერ შემთხვევა არ გვქონია. გუშინ ჩვენ ვებრძოდით იმპორტირებულ შემთხვევებს, დღეს ჩვენ აშკარად გვაქვს რისკი შიდაგადაცემის.რაც ნიშნავს,რომ ჩვენ ახალ რეჟIმზე უნდა გადავიდეთ.აქ სხვა მენეჯმენტია ჩასართავი.

    როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ამისთვის ჩვენი ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, მოქალაქეებს არ უნდა შევუქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. შიდა გავრცელება ნიშნავს, რომ არსებობს  რისკი, თუ დღეს მაგალითად გვაქვს 35 შემთხვევა ინფიცირებული მოქალაქეების, ეს ციფრი გაიზრდება გეომეტრიულად, ეს სულ სხვა რეალობაა, შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც მთავრობას უნდა ჰქონდეს, იქნება სულ სხვა იქნება ბევრად უფრო მკაცრი“, – განაცხადა გახარიამ.

  • დასავლეთის კრიტიკა ნაწილობრივ უსამართლო იყო, რაღაც კრიტიკის მომენტები გასათვალისწინებელი და გავითვალისწინეთ – გახარია

    “ნაწილობრივ,”- ასე უპასუხა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ “ღამის კურიერის” პირდაპირ ეთერში კითხვას იმის შესახებ, სამართლიანი იყო თუ არა ის კრიტიკა, რომელიც დასავლეთიდან წამოვიდა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნების მომხრეა, თუმცა “მოხდა ის, რაც მოხდა.”

    “თუ შენ თვლი, რომ კრიტიკა მომდინარეობს პარტნიორებისგან, ამაში ცუდი არაფერია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კრიტიკა რაც უფრო მკაცრი იქნება, თუ ის სამართლიანია, ჩვენთვის მისაღებია, მაგრამ ყველა უსამართლო კრიტიკაზე, ასევე მკაცრი პასუხი გვექნება.

    მათი კრიტიკა ნაწილობრივ უსამართლო იყო, ეს პოლიტიკაა, აქ ასეთი ერთმნიშვნელოვანი შეფასებები არ არსებობს. მაგალითად, უაღრესად უსამართლო იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესის თავისუფლების რაღაც შეზღუდვები არსებობს. იყო რაღაც კრიტიკის მომენტები, რომლებიც გასათვალისწინებელი იყო და რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ, მათივე ფასილიტაციის შედეგად მოხდა იმ კონსესუსის მიღწევა, რომელიც იქნა მიღწეული.

    მე ყოველთვის ვემხრობოდი პროპორციულ სისტემას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი გუნდის გარკვეული წევრების აზრის გამო მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამას ხომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. საერთოდ არ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ იმაზე, რაც იყო გუშინ, მთავარია, რა იქნება ხვალ,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

    წამყვანის კითხვას, თუ რატომ თქვა უარი მმართველმა გუნდმა უარი პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დანაპირების შესრულებაზე, გახარიამ ასე უპასუხა:

    “პოლიტიკა არის პროცესი. პოლიტიკაში არ შეიძლება ვინმე იყოს გამარჯვებული და ვინმე დამარცხებული. პოლიტიკა არის მაქსიმალური შედეგის მიღების ხელოვნება ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიიღო. ამ მოკლევადიან პროცესში ზიანი, ან ვინ დარჩა მოგებული და ვინ დარჩა წაგებული, უბრალოდ შეუძლებელია რომ შეაფასო. მოიგო თუ წააგო “ქართულმა ოცნებამ” ამ პროცესში, საქართველოს მოქალაქე გადაწყვეტს, რომელიც მივა საარჩევნო ყუთთან და მისცემს ხმას ან “ქართულ ოცნებას”, ან ვინმე სხვას,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • აფგან მუხტარლი თავისუფალია

    აზერბაიჯანელი უფლებადამცველი აფგან მუხტარლი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ მუხტარლის ძმა ავრცელებს.

    აფგან მუხტარლი თბილისიდან 2018 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მუხტარლიმ ამ ფაქტს უკანონო გატაცება უწოდა და მაშინდელი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა.

  • პატარა გოგონებმა განსაცდელის ჟამს, შექმნეს ჯგუფი და დაიწყეს თანხის შეგროვება მოხუცებულთა დასახმარებლად-დეკანოზი ალექსანდრე

    წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, სოციალურ ქსელში მადლობის პოსტს აქვეყნებს და სამი გოგონას მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო საქმიანობას ეხმაინება.

    „დიდი საქმეები პატარა წამოწყებით იწყება… ამ პატარა და საყვარელმა სამმა გოგომ, სამმა მაირიამმა, დღეს, განსაცდელის ჟამს, შექმნეს ჯგუფი და დაიწყეს თანხის შეგროვება მოხუცებულთა დასახმარებლად. სულ რაღაც, 3-4 დღეში 56 000 ლარი შეაგროვეს. გუშინ, ჩვენ გვეწვივნენ და 10 000-ლარიანი ვაუჩერი გადმოგვცეს სასადილოსთვის. ღმერთმა შეუწიროთ და აავსოს სიხარულით მათი მომავალი“ – წერს მამა ალექსანდრე.

  • კოხის ინსტიტუტი: კორონავირუსის პანდემია შეიძლება ორი წელი გაგრძელდეს

    კოხის ინსტიტუტი: კორონავირუსის პანდემია შეიძლება ორი წელი გაგრძელდეს

    რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექორი, ლოტარ ვილერი, რომელიც გერმანიის ჯანდაცვის სტრუქტურასაც წარმოადგენს და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასებას ახდენს, აცხადებს, რომ კორონავირუს COVID-19–ის პანდემია შესაძლოა ორი წელი გაგრძელდეს.

    ამჟამად ინსტიტუტის მონაცემებით კორონავირუსით დაინფიცირების 8000 შემთხვევაა დარეგისტრირებული, 20 ადამიანი გარდაიცვალა.

    “პანდემია ტალღებად ვითარდება. ეს ზუსტად ვიცით. რამდენად სწრაფია ეს ტალღები? და როდის დაინფიცირდება პლანეტის მოსახლეობის 60–70% როგორც ამას პროგნოზირებენ? ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს. ჩვენ ორ წელს ვვარაუდობთ“– განაცხადა ვილერმა პრეს კონფერენციაზე.

    მისი თქმით, სასარგებლო იქნება ვაქცინის გამოჩენა და პანდემიის მიმდინარეობაში ნებისმიერ ინტერვენცია.

    “რაც უფრო სწრაფად იქნება ვაქცინა, მით ადრე იქნება შესაძლებელი პანდემიის შეზღუდვა. თუმცა, ვაქცინის გამოჩენაც არ ნიშნავს, რომ ყველა იქნება ვაქცინირებული, რაც ვაქცინის რაოდენობასთან არის დაკავშირებული“– ამბობს კოხის ინსტიტუტის დირექტორი.

  • “თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

    კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    „ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც გამოწვეულია კორონავირუსის COVID 19-ის გავრცელების რისკით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაიწყოს ქვეყანამ გავრცელების საშიშროებასთან ბრძოლა. ამ დროისთვის გადაწყდა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების დროებით გაჩერება.

    მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიის მენეჯმენტსა და დედაქალაქის ხელმძღვანელობას შორის რომ კომპანიის თანამშრომლები და მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ მინიმალური შემოსავლების გარეშე. შეგახსენებთ რომ კომპანია “თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებულია 4000-მდე პირი,” – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკროავტობუსები მუშაობას აჩერებს.

  • დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი-ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზეხელოვნური სუნთქვის აპარატების დეფიციტი ქვეყანაში არ არსებობს. 

    როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელოვნური სუნთქვის სულ 150 აპარატია მომზადებული, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება ამ ეტაპზე არ დამდგარა.

    „ჯერჯერობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა სტაციონარში მობილიზებული გვაქვს ხელოვნური სუთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ როგორც პირველადი ჯანდაცის რგოლთან, ასევე ჩვენს სხვა ექიმებთან, რომლებიც ამ პაციენტებს სტაციონარში მკურნალობენ. დღეისთვის მათი რაოდენობა არის საკმარისი, ისინი არიან მზად და ეტაპობრივად გადიან გარკვეულ კონსულტაციებს და ტრენინგებს იმის შესაფერისად, თუ რა საჭიროება დგება ყოველ შემდეგ ნაბიჯზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

  • დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა

    დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო.

    როგორც პროცესის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა. 
    „მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლო მიღებისას დაეყრდნო უშუალოდ მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილს შუამდგომლობას, საიდანაც არ ირკვეოდა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ავადმყოფობა ხელს უშლის მისი სასჯელის მოხდას“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

  • კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის „ევროპაბეთი“ კაზინოების მუშაობას აჩერებს

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის „ევროპაბეთი“ კაზინოების მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გაავრცელა.

    ” ამ ნაბიჯით “ევროპაბეთი” იზიარებს სახელმწიფოს რეკომენდაციას, რომელიც დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციის თავიდან არიდებას ითვალისწინებს.

    „ევროპაბეთის“ ონლაინ კაზინო შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას. ონლაინ ანგარიშიდან მოგებული თანხის გატანას მომხმარებლები თბილისის ყველა უბანსა და საქართველოს მსხვილ ქალაქებში „ნეოლეთის„ ოფისებიდან შეძლებენ.

    COVID-19-ის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები „ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ნაწილია. კომპანია 2015 წლიდან შვედური „ბეთსონ ჯგუფის“ წევრია, რომელიც გემბლინგ ინდუსტრიაში უკვე 55 წელია მოღვაწეობს და ოცამდე ბრენდს აერთიანებს. მისი მთავარი ღირებულება მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვაა”-აღნიშნულია განცხადებაში.

  • “კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება ” – კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება

    “ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას” , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    „მინდა ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩაქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და მე კიდევ ერთელ ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც საჭირო იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.