Category: ახალი ამბები

  • თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში იძულებით ჯამში 190 ადამიანია გადაყვანილი

    შსს-ს ინფორმაციიით, 21 მარტს სხვადასხვა რეგიონებიდან თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 10 ადამიანი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს, ჯამში ამ დროისთვის 190 ადამიანია გადაიყვანილი.

    ,,21 მარტს, იმერეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამ დროისთვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 190 ადამიანია გადაყვანილი”,- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

  • საგანგებო მდგომარეობის დროს მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა ტარდება

    დღეს, 22 მარტს მართლმადიდებელ ეკლესიებში პირველი წირვა ტარდება მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

    საკვირაო წირვა ტარდება სამების ტაძარშიც, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე მივიდა.

    სამებასთან არ დამონტაჟებულა ხმის გამაძლიერებლები, რაზეც სინოდის განჩინებაში იყო საუბარი.

    გუშინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სასულიერო პირების ნაწილმა განაცხადა, რომ ლოცვები მაინც ჩატარდება. დეკონოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მრევლს აუხსნან, რომ ტაძარში დისტანცია დაიცვან. მისივე განცხადებით, პრემიერი გუშინ საპატრიარქოში იმყოფებოდა და თქვა, რომ  ეკლესიის მსახურებებთან დაკავშირებით 10 კაციანი შეკრების პრინციპი არ არის ბუკვალურად გასაგები.

    საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება.

  • ვინ არიან კორონავირუსით ინფიცირებულები- დეტალები ბოლო 5 შემთხვევაზე

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტიდან 1 ბავშვი, ხოლო 1 ახალი წყაროდან არის შემოტანილი.

    ,, ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენრტში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა, არასრულწლოვანია. მისი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის და იმედი გვაქვს, რომ არ იქნება. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- ამბობს ეზუგბაია.

    ბოლო ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.

  • კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა- ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ თქმით, კორონავირუსისგან ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა.

    ,,მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტამ დატოვა ჩვენი ცენტრი“,- განაცახდა ეზუგბაიამ.

    მთლიანობაში საქართველოში კორონავირუსისგან 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    ბოლო ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 პაციენტი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 49–ე პაციენტი ფრანგია

    დღეს საღამოს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა სტატისტიკას კიდევ ერთი პაციენტი დაემატა, თუმცა როგორც ირკვევა ის საქარველოს მოქალაქე არ არის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული 49-ე პაციენტი საფრანგეთის მოქალაქეა.

    “რატომ მოუნდა სეირნობა ამ დროს, ცოტა გაუგებარია, მაგრამ რატომღაც ამ დროს გადაწყვიტა მოგზაურობა. იყო საბერძნეთში, საიდანაც შემოვიდა საქართველოში. ეს მოხდა რამდენიმე დღის წინ. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს, აეროპორტში იყო, მაგრამ ასეთი ადამიანების უკან გამგზავრებაც უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, რადგან ფრენები, პრაქტიკულად, არსად აღარ არის. დახმარების გარეშე ხომ ვერ დარჩებოდა ადამიანი. რა თქმა უნდა, ის გადაყვანილი იქნა ჯერ კარანტინში და შემდგომ, როგორც კი სიმპტომები გაუჩნდა, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. ასე ვთქვათ, ეს ახალგაზრდა ფრანგი, მექსიკური წარმოშობის, ამჟამად საქართველოში მკურნალობს”, — თქვა იმნაძემ გადაცემა “ღამის ამბებში“.

  • სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა

    პრეზიდენტმა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა.
    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

  • საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. შესაბამისი განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

    “საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”, – განაცხადა გახარიამ.

    საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

  • კორონავირუსით ინფიცირებულ ბენო ქაშაკაშვილის მეუღლე იხსენებს რა ვითარებშიც გადაედოთ ვირუსი

    კორონავირუსით ინფიცირებულ ბენო ქაშაკაშვილის მეუღლე იხსენებს რა ვითარებშიც გადაედოთ ვირუსი

    კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა შორის “ქართული ოცნების” წევრი, სასტუმრო “ვინოტელის” მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან. ამის შესახებ მისი მეუღლე თეა ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს.

    “მეგობრებო, ალბათ ბევრმა უკვე იცით, რომ მე და ჩემი მეუღლე კორონავირუსის დიაგნოზით ვიმყოფებით საავადმყოფოში. ეს რამდენიმე დღეა, გასაგები მიზეზების გამო არ მქონდა საშუალება ჩართული ვყოფილიყავი სოციალურ ქსელებში. მინდა, ნათელი მოვფინო მოვლენებს, რადგან ვიცი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია.

    11 მარტს რესტორან “ვინოტელში” ჩვენი მეგობრის გარდაცვალებიდან 40 დღის თავთან დაკავშირებით გაიმართა სადილი. სტუმრებს შორის ვიყავით მე და ჩემი ოჯახის წევრები. ჯამში, სადილს ესწრებოდა 20 ადამიანი, მათ შორის 16 ქართველი (ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჩათვლით) 3 რუსი და ერთი შვეიცარიელი. კვირას, 15 მარტს დამირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და მაცნობეს რომ ჩვენ ქართველ მეგობარს, რომელიც ესწრებოდა ამ სადილს, ლუგარის ლაბორატორიის ტესტირების თანახმად დაუდგინდა კორონავირუსი – SARS-COV2. მე ვიყავი მისი „მჭიდრო კონტაქტი“, რადგან ახლო დისტანციაზე ვისაუბრეთ ნახევარი საათის განმავლობაში, თუმცა არ გადამიკოცნია და არც ხელი ჩამომირთმევია. მე მაშინვე, დაუყოვნებლივ გადავედი თვითიზოლაციაში.

    ბენოზე (ჩემს მეუღლეზე) თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ ვრცელდებოდა. მე, იმავე დღეს განმივითარდა სიმპტომები, კერძოდ დაბალი სიცხე და მსუბუქი ხველება, რის გამოც გამოვიძახე გენეტიკის ლაბორატორიის კერძო ტესტი, რომელიც ორშაბათს, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვიდა და სამშაბათს უკვე შევიტყვე, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო. თავდაპირველად, ბენოს პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა განმეორებითმა ტესტმა, რომელიც სამშაბათს გაკეთდა უკვე დადებითი პასუხი დააფიქსირა.

    რაც შეეხება სტუმრებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და მინდა ავღნიშნო, რომ მათ არ შემოუტანიათ მიმდინარე ვირუსი. კორონავირუსი ჩვენ გადაგვედო ქართველი მეგობრისგან, რომელიც ასევე არ ყოფილა უცხოეთში. ბენოს, ჩემს მეუღლეს, კი მე გადავდე. ჩემი და ბენოს შემდგომ კონტაქტებს შორის, მადლობა ღმერთს ჯერ არავის დაუდგინდა აღნიშნული ვირუსი.

    ვინოტელშიც და საქართველოს თანაინვესტირების ფონდშიც დაუყოვნებლივ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები და ამ ეტაპზე ორივე დაწესებულება დაკეტილია.

    მე და ბენო თავს კარგად ვგრძნობთ და ძალიან მადლობელი ვართ იმ თანადგომისთვის რომელსაც ბევრი თქვენგანისგან ვგრძნობთ.”- წერს თეა ჯოხაძე სოციალურ ქსელში.

  • ინდოეთში გაუპატიურებაში ბრალდებული 4 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

    ინდოეთში გაუპატიურებაში ბრალდებული 4 მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

    დელიში სიკვდილით დასაჯეს ოთხი მამაკაცი, რომლებმაც 2012 წელს ავტობუსში ახალგაზრდა გოგო გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. ისინი ინდოეთის დედაქალაქში მდებარე ტიხარის ციხეში ჩამოახრჩეს. ეს არის პირველი სიკვიდილით დასჯის ფაქტი ინდოეთში 2015 წლის შემდეგ.
    ეს მამაკაცები დამნაშავედ 2013 წელს სცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა განაჩენის სისრულეში მოყვანა აპელაციების გამო გაჭიანურდა.

    სტუდენტი გოგო, რომელიც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა ექვსმა მამაკაცმა ავტობუსში მგზავრობისას გააუპატიურა. რამდენიმე დღეში გოგო მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. ამ დანაშაულმა მთელ ინდოეთში აღშფოთების უზარმაზარი ტალღა გამოიწვია და სათავე დაუდო მოძალადეების წინააღმდეგ ახალი კანონების მიღებას.

    ინდოეთის კანონის მიხედვით გოგოს სახელი გასაიდუმლოებულია. მას პრესაში ნირბხაიად მოიხსენიებენ, რაც თარგმანში “უშიშარს“ ნიშნავს.
    პოლიციამ ექვსი ეჭვმიტანილი დააკავა. თუმცა ერთ–ერთი მათგანი, რამა სინგხა 2013 წელს ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა.

    მეორე დაპატიმრებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის 17 წლის იყო. მან სამი წელი გაატარა ციხეში, რაც არასრულწლოვანისთვის ინდოეთში პატიმრობის მაქსიმალური ვადაა.

    ყველა სიკვდილმისჯილმა განაჩენი ინდოეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ისინი სიკვდილით დასჯის სამუდამო პატიმრობით შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს.

    განაჩენის აღსრულების შემდეგ მსხვერპლის დედამ განაცხადა: “ჩემი შვილის ფოტოს ჩავეხუტე და ვუთხარი, რომ სამართალმა ბოლოს და ბოლოს იზეიმა“.

    ციხეს, სადაც სიკვდილით დასჯა შედგა წესრიგის შესანარჩუნებლად სამოქალაქო და სამხედრო პოლიციის გაძლიერებული რაზმები იცავდნენ.

    ციხესთან პლაკატიანი ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ კმაყოფილებას გამოხატავდნენ და მოძალადეების დასჯას ზეიმობდნენ. ქვეყნის პრემიერმა, ნარენდრა მოდიმ ტვიტერში დაწერა, რომ სამართლიანობა აღდგა და დასძინა, რომ ინდოეთში ქალთა ემანსიპაციას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს.

    რა მოხდა 8 წლის წინ?

    გოგონა და მისი შეყვარებული 2012 წლის 16 დეკემბერს კინოთეატრიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდნენ. ავტობუსში მამაკაცების ჯგუფმა გოგონას დაცინვა დაუწყო, რაზეც მისმა შეყარებულმა მამაკაცებს შენიშვნა მისცა. ამის შემდეგ კაცების ჯგუფი წყვილს თავს დაესხა.

    პოლიციის მონაცემებთი გოგონას თითქმის ერთი საათი აუპატიურებდნენ. მისი შეყვარებული კი რკინის ჯოხებით სცემეს და ავტობუსიდან გზაზე გადააგდეს. გოგონა საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.