Category: ახალი ამბები

  • კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ- ტიკარაძე

    კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ- ტიკარაძე

    საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს, აპრილის პირველ კვირაში ვარაუდობენ.

    მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პიკი შეიძლება გვქონდეს, მარნეულის შემთხვევაა.

    ,,იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ დღესდღეობით კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი და იმ სტატისტიკით, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით. ჩვენს კარანტინში მყოფი პირების ორკვირიანი პერიოდი გადის სწორედაც რომ აპრილის პირველ კვირაში და შესაბამისად მათი მოცულობიდან გამომდინარე ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს უმაღლესი რიცხვი, რასაც ველოდებით არის აპრილის პირველი კვირა.

    კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შესაძლოა გვქონდეს პიკი, არის მარნეულის რეგიონი. სადაც ჩვენ ვიკვლევთ 150 ათას მოსახლეს და რა თქმა უნდა, აქაც არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ შეიძლება გვყავდეს COVID-19-ით დაინფიცირებული მოსახლეობა. წარმოუდგენელ შრომას დებენ ის ადამიანები ვინც ახლა მარნეულში პირველ ხაზზე მუშაობენ და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იკვლევენ ამ მოქალაქეებს”,- განაცხადა ტიკარაძემ.

    ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კიდევ 10 დღე ვიქნებით პრე-კრიტიკულ ​ფაზაში, ხოლო შემდეგ შეიძლება კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევაა, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252 .

  • ესპანეთის ვიცი-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

    ესპანეთის ვიცი-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

    ესპანეთის ვიცე-პრემიერს, კარმენ კალვოს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

    მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, მან სამშაბათს ტესტზე ნეგატიური პასუხი მიიღო, თუმცა ექიმებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს განმეორებითი ტესტის ჩატარება. ოთხშაბათს ხელახლა ჩატარებულმა ტესტმა ვირუსი დაადასტურა.

    მათივე ცნობით, ამჟამად ვიცე-პრემიერი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობს.

    ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 454 ადამიანი დაიღუპა, 5553 კი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ის მეორე ქვეყანაა მსოფლიოში იტალიის შემდეგ. ჯამში COVID 19-ით ინფიცირების 47 610 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3434-ია.

  • 5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ჩანს- ქადაგიძე

    5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ჩანს- ქადაგიძე

    საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს იმ 5 მიზეზზე, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

    1 . ადგილი აქვს მსოფლიო სამეცნიერო/სამედიცინო საზოგადოების უპრეცედენტო გაერთიანებას ვირუსთან ბროძოლაში. 80-მდე წამყვან ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები 24/7 რეჟიმში. სავარაუდოდ, მაის/ივნისში ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. ამასთან ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები (საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიცია, დავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ.) მზად აღმოჩნდა საგანგებო ვითარებაში ეფექტურად მუშაობისთვის.

    2. 2008 წლის კრიზისთან შედარებით განვითარებული სამყაროს მთავრობები გაცილებით სწრაფად და დიდი მოცულობით სტიმულირების პაკეტს განახორციელებენ (მხოლოდ აშშ – 2 ტრილიონი, ევროკავშირი -1 ტრილიონი, ბრიტანეთი 250 მილიარდი და ა.შ.). ასეთი მასშტაბური ფულადი ინიექცია მოთხოვნის სტიმულირებას ძალიან სწრაფად შეძლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი ისევ იტყვის თავის სიტყვას.

    3. საქართველო საშუალოზე ღარიბი ქვეყანაა და ჩვენი ეკონომიკა არ არის ინტეგრირებული იმ დოზით, რომ მსოფლიო ბირჟებზე ფასების ვარდნა მყისიერ ეფექტს იძლეოდეს. საქართველოში ძირითადი გადაცემა ვაჭრობის გზით ხდება, რაც დათვლადი და პროგნოზირებადია. მოკლედ, თუ მოვინდომებთ, იუველირული სიზუსტით შეგვიძლია ზარალის და დაზარალებულების იდენტიფიცირება (იმედია ასეც ხდება).

    4. საგადამხდელო ბალანსი მართალია დაირღვა, მაგრამ გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს თუ ჩამოვაცილებთ, დანაკლისი არ იქნება იმხელა, რომ მისი სწრაფი ჩანაცვლება წარმოუდგენელი ამოცანა იყოს. ასევე გვეხმარება ნავთობის და სხვა პროდუქტებზე მსოფლიო ფასების კლება, რაც სხვა თანაბარ პირობებში გაცვლით კურსს უფრო სწრაფად აბრუნებს წონასწორობაში. ეს ასევე ამცირებს ინვესტიციებს, მაგრამ ინვესტიციები ისე იყო მანამდეც შემცირებული, რომ მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება ცოტა რთული წარმოსადგენია.

    5. მთავარი ვინც ამ პროცესში ზარალდება ეს არის სერვისის სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები, თვითდასაქმებულები და უცხოურ ვალუტაში მსესხებლები. ყველა ამ ჯგუფის იდენტიფიცირება და პირდაპირი დახმარება, ასევე, არც თუ ისე რთული ამოცანაა საბოლოო ჯამში.

    მოკლედ, ეფექტური მენეჯმენტის, კომუნიკაციის და ხედვის პირობებში შესაძლებელია წლის ბოლოსთვის ამ კრიზისიდან მხოლოდ ცუდი მოგონება და ახალი შესაძლებლობები დარჩეს”,- წერს Facebook-ზე ქადაგიძე.

  • იტალიელმა ექთანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თავი მოიკლა

    იტალიელმა ექთანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თავი მოიკლა

    იტალიელმა მედდამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას Dily Mail-ი წერს.

    34 წლის დანიელე ტრეცი ლომბარდიაში სან-გერარდოს ჰოსპიტალში მუშაობდა და კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზიდან ებრძოდა.  მან ვირუსსზე ტესტირება გაიკეთა და დადებითი პასუხი მიიღო. განიცადა, რომ შესაძლოა მან სხვა ადამიანები დააინფიცირა და სტრესს ვეღარ გაუძლო.

    შეგახსენებთ, რომ ამჟამად კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 683-ით გაიზარდა და თითქმის საერთო ჯამში 7,503 -ს მიაღწია. ორონავირუსით ინფიცირების სულ 74,386 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 9,362 -ზე მეტმა წარმატებით გაიარა მკურნალობის კურსი ხოლო

  • გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მილიონი ლარი მოგროვდა

    გახსნიდან 72 საათში StopCov ფონდში 9 მილიონი ლარი მოგროვდა

    ბიზნესომბუდსმენის აპარატში შექმნილ კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში ანგარიშის გახსნიდან 72 საათში 9 მილიონი ლარი შეგროვდა.

    ანგარიშზე ჩარიცხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. დღევანდელი მონაცემებით ფონდში მსხვილი შენატანები სხვადასხვა კომპანიამაც განახორციელა. მათ შორის არიან, მაგთიკომი; არ ემ ჯი, მეტროჰოლდინგი ; თელავის ღვინის მარანი; პე-ეს-პეჯგუფი; თეგეტა მოტორსი; ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი;ფოთისსაზღვაონავსადგური; საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე; ჰუალინგი ; სამშენებლო კომპანია “დირსი” ; თბილისახლი ;სარაჯიშვილი; სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“ ;ქსელი „სუფთა სახლი“ და სხვა.

    ცოტა ხნის წინ 30 ათასი ლარი გადარიცხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.

    ბიზნესომბუდსმენის აპარატში განმარტავენ, ფონდში შეგროვილი თანხა “ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

  • სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს

    სალომე ზურაბიშვილი ქართველ ემიგრანტებს მიმართავს

    საქართველოს პრეზიდენტმა კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ქართველ ემიგრანტებს მიმართა და სიფრთხილისა და რეკომენდაციების გათვალისწინებისაკენ მოუწოდა.

    “ჩემო თანამემამულეებო, მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც იმყოფებით საქართველოს საზღვრებს გარეთ, სხვადასხვა ქვეყნებში, თქვენი ოჯახებისგან მოშორებით, იქ, სადაც ახალი კორონავირუსია გავრცელებული, მძიმე პირობებში. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი სოლიდარობა და გთხოვოთ – იყავით ძალიან ფრთხილად, მოუსმინეთ ყველა რეკომენდაციას და ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ!” – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • ხელის ანტისეპტიკი Сhanel №5–ის ნაცვლად,ნიღბები Yves Saint Laurent–სგან. უმსხვილესი მოდური ბრენდები ჯანდაცვის სფეროს ეხმარებიან

    ხელის ანტისეპტიკი Сhanel №5–ის ნაცვლად,ნიღბები Yves Saint Laurent–სგან. უმსხვილესი მოდური ბრენდები ჯანდაცვის სფეროს ეხმარებიან

    იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ექიმები ნამდვილ ომს აწარმოებენ უხილავ მტერთან, თანაც ხანდახან პირდაპირი გაგებით შიშველი ხელებით.

    პრაქტიკულად ყველა ფრანგულ აფთიაქზე გამოკრულია წარწერები: არ გვაქვს ნიღბები, არ გვაქვს ხელთათმანები, არ გვაქვს ხელის გელი. იტალიაში კი რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა ექიმი, რომელიც მანამდე ინტერვიუში ამბობდა, რომ ექიმებს დამცავი ხელთათმანებიც კი არ აქვთ.

    ამ პირობებში ექიმების დახმარებას უმსხვილესი მოდური ბრენდები ცდილობენ, რომლებმაც სამოსის და პარფიუმის ნაცვლად ხელის ანტისეპტიკების და ნიღბების წარმოება დაიწყეს.

    ხელის გელი Сhanel №5–ის ნაცვლად.

    გასულ კვირას ფრანგულმა კონცერნმა LVMH ხელის მადეზინფიცირებელი გელის წარმოება დაიწყო. მათ იმ სამ ქარხანაში უშვებენ, სადაც როგორც წესი Christian Dior–ის, Guerlain–ის და Givenchy–ის სუნამოების წარმოება ხდება.

    პირველ კვირას კონცერნმა 12 ტონა გელი გამოუშვა, რომელიც უფასოდ გადაეცემა ფრანგულ საავადმყოფოებს. წარმოების მოცულობა თანდათანობით გაიზრდება.

     

    ნიღბები Yves Saint Laurent–ის გან

    ორშაბათს კომპანია Kering-მა განაცხადა, რომ მზად არის მისი მოდის სახლების, Balenciaga–ს და Yves Saint Laurent–ის კუთვნილ ფრანგულ ქარხნებში დამცავი ნიღბების წარმოება დაიწყოს. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში კორპორაცია ჩინეთში 3 მილიონ სამედიცინო ნიღაბს შეისყიდის და მათ ფრანგულ საავადმყოფოებს გადასცემს.

    კომპანიამ ფინანსური დახმარება აღმოუჩინა პასტერის ინსტიტუტს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს.
    მანამდე მოდის სახლ Gucci–ს მფლობელმა კორპორაციამ იტალიური საავადმყოფოებისთვის მილიონი სამედიცინო ნიღაბი, 55 ერთეული სპეცტანსაცმელი იყიდა.

    კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება კიდევ ერთი მოდური გიგანტი Inditex. Zara-ს, Massimo Dutti –ს და Bershka–ს მაღაზიათა ქსელების მფლობელი კორპორაცია ექიმებს დახმარებას სთავაზობს. კონცერნმა საკუთარი სიმძლავრეების ნაწილი სპეცტანსაცმლის და ნიღბების წარმოებაზე გადაიყვანა, ასევე ესპანეთის მთავრობას განკარგულებაში გადასცა საკუთარი ლოჯისტიკური ქსელები, რათა მათთვის სამდიცინო პროდუქტების შეძენა უფრო ადვილი გახდეს.

    ცნობილმა დიზაინერებმა, დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ თანხები გადარიცხეს კერძო სამედიცინო ინსტიტუტში, მილანში, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს. თანხა არ კონკრეტდება. მათ იმედი აქვთ, რომ წვლილს შეიტანენ გლობალური პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1.25 მილიონი ევრო შესწირა ვირუსის კვლევას ჯორჯო არმანიმ.

    კიდევ ერთი იტალიური ბრენდი, Prada მილანის საავამდყოფოებს სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვაში დაეხმარა. კომპანიის მენეჯერებმა თანხები გადარიცხეს სამ საავადმყოფოში ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილების შესაქმნელად. გარდა ამისა, გასულ კვირას ბრენდმა 80 000 სამედიცინო ფორმის და 110 ათასი ნიღბის წარმოება დაიწყო.

  • კორნავირუსი ახალგაზრდებისთვისაც არანაკლებ საშიშია

    კორნავირუსი ახალგაზრდებისთვისაც არანაკლებ საშიშია

    იმ დროს, როცა ადამიანები მთელ მსოფლიოში კარანტინში თვითიზოლაციაში არიან, მთვრალი სტუდენტები ფლორიდაში, მაიამის სანაპიროზე დროსტარებას აწყობენ. პოლიციას ახალგაზრდების დროსტარების და წვეულებების შეწყვეტა ზოგჯერ ძალის გამოყენებით უწევს.
    ახალგაზრდები ძირითადად ფიქრობენ, რომ ვირუსი მათ არ შეეხება, თუმცა ასე არ არის.

    “თუ კორონავირუსი ამეკიდება, ესეიგი ასე იყო საჭირო. ამას არ მივცემ უფლებას ცხოვრებით ტკბობაში ხელი შემიშალოს“ – თქვა ერთ–ერთმა ახალგაზრდამ ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებს მოედო და მომხმარებლები აღაშფოთა.

    აშშ–ში ბევრი სვამს კითხვას, საკმარისად გასაგებად უხსნიან თუ არა მედიკოსები ახალგაზრდებს ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას.
    ამ ქვეყანაში დარეგისტრირებული ადრეული შემთხვევები მეტყველებს, რომ ვირუსი არანაკლებ საშიშია ახალგაზრდებისთვისაც.

    ახალი მონაცემები

    ამჟამად არასაკმარისი ტესტირება ტარდება იმის ზუსტად სათქმელად, ვინ არის უფრო მიდრეკილი დაინფიცირებისკენ და როგორია ვირუსის გადაცემის მექანიზმები.

    აქამდე მედიკოსები ასაკობრივ ჯგუფებთან დაკავშირებით მიახლოებით პროგნოზებს აკეთებდნენ, და ითვლებოდა, რომ ახალგაზრდა პაციენტები უმცირესობაში იქნებოდნენ.

    თუმცა აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ თანაფარდობა შესაძლოა სრულიად სხვაგვარი იყოს.

    ანგარიშის ავტორებმა კორონავირუსის 2500 დადასტურებული შემთხვევა განიხილეს და აღნიშნეს, რომ დაავადებულთა 20% 20–44 წლის ადამიანები არიან, 38% კი 20–54 წლის.

    მათი მონაცემებით 20–30 წლის ადამიანები არცთუ ბევრად იშვიათად ხვდებიან საავადმყოფოებში, ვიდრე 50–60 წლისები.


    ამასთან, მართლაც უდაოა ის, რომ Covid19–ისგან გარდაცვლილთა უმრავლესობა ხანდაზმულია. სასიკვდილო შემთხვევების 14.8 % მსოფლიოში 85 წელს გადაცილებული პაციენტებზე მოდის და მხოლოდ 0.2% ისეთებზე, ვისაც ჯერ 40 წელი არ შესრულებია.

    თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ორგანიზმს ვირუსი არ შეეყრება ან დაავადებას უფრო მარტივი ფორმით გადაიტანს.

    ანგარიშის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ახალგაზრდა პაციენტების მცირე ნაწილი აღმოჩნდა ინტენსიურ თერაპიაში და როგორც წესი, მათან დაავადება უფრო მსუბუქი ფორმით გვხვდება. თუმცა, ისინი მაინც ზრდიან დატვირთვას და ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე.

    გასულ კვირას იტალიაში გამოქვეყნებული მონაცემებით დაავადებულთა 12%, რომლებიც რეანიმაციაში შეიყვანეს, 19–დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან. საფრანგეთის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ახალგაზრდების დაინფიცირების შემთხვევები იზრდება.

    ზოგიერთი ექსპერტი ამასთან მოგვიწოდებს თავშეკავებით მოვეკიდოთ ახალ მონაცემებს.

    ჰარვარდის ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორი, მარკ ლიპსიტცი ამბობს, რომ გაკვირვებულია აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ამგვარი ანგარიშის გამოქვეყნებით.

    ტესტირება აშშ–სა და სხვა ბევრ ქვეყანაში მხოლოდ სამ კონკრეტულ ჯგუფში ტარდებოდა: ეპიდემიის ზონიდან დაბრუნებულ ადამიანებში, მათში, ვინც დადასტურებულ დიაგნოზიანს ეკონტაქტებოდა და მათში, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ქონდა.

    სამივე კატეგორიის მონაცემები სხვადასხვა მეთოდებით გროვდებოდა და ამის საფუძველზე დასკვნების გაკეთება არასწორია, რადგან არ არსებობს სრული სურათი.

    პროფესორი თვლის, რომ ახალგაზრდებში დაავადება მთლიანობაში მაინც მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება ახალგაზრდებშიც იყოს გართულებული შემთხვევები. ამიტომაც მისი აზრით ამ შემთხვევაში დაუშვებელია “ჯგუფური იმუნიტეტის“ გამომუშავების სტრატეგია. ახალგაზრდობა ძალიან მრავალრიცხოვანი ჯგუფია და მძიმედ დაავადებული მათი თუნდაც მცირე პროცენტი აბსოლუტურ ციფრებში ძალიან ბევრია.

    იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ბავშვები კორონავირუსით საავადმყოფოებში თითქმის არ ხვდებიან. გამონაკლისის გარეშე, ყველა ქვეყნის სტატისტიკა აჩვენებს, რომ 19 წელს ქვევით მოსახლეობა ახალი კორონავირუსით თითქმის არ ავადდება. რატომ ხდება ეს, მეცნიერებმა ჯერჯერობით არ იციან.

  • ისრაელის პრეზიდენტი კარანტინში მყოფი ბავშვებისთვის ზღაპრებს ონლაინ კითხულობს (ვიდეო)

    ისრაელის პრეზიდენტი კარანტინში მყოფი ბავშვებისთვის ზღაპრებს ონლაინ კითხულობს (ვიდეო)

    ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი კარანტინში მყოფი ბავშვებისთვის ზღაპრებს ონლაინ კითხულობს.

    ,,ნაციონალურ ბაბუად” წოდებული პრეზიდენტი ამით კარანტინში მყოფი მშობლების დახმარებას აპირებს. მისი თქმით, ის ცდილობს ზღაპრები გამოთქმით და ნელა წაიკითხოს, რათა მთელი ოჯახი მას აყვეს.პრეზიდენტის მიერ წაკითხულ ზღაპრებს ბავშვები ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს.

    {{VIDEO}}

  • პატრული მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ, სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტრილებინებ- მეუფე იაკობი

    ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ პატროლი, რომელიც სამების ტაძარში გამოიძახეს, მოვიდა და წავიდა. საგანგებო მდგომარეობის დროს მრევლის შეკრების შეზღუდვაზე ამბობს, რომ “სახელმწიფოს არ გააკონტრილებინებს” ამას.

    ,,თუ კომენდანტის საათი იქნება საჭირო, უარს რატომ ვიტყვით? საგანგებო მდგომარეობას ბევრმა პარტიამ ხმა მისცა იმის გამო, რომ ეკლესიას აკრძალვები შეხებოდა. მე ვფიქრობ, IQ ყველას აკლიათ მაგათ. რითი გავაჩეროთ? მოდის ხალხი. რა ვქნათ? პატრული შემოვიყვანოთ მაგის გამო? [პატრული] მოვიდა და წავიდა, არ არის მისი საქმე აქ, თუ ლოცვაზე მოვა, მოვიდეს. სახელმწიფოს მაგას არ გავაკონტრილებინებ შიგნით”,- ამბობს მეუფე იაკობი.

    დღეს სამების საკათედრო ტაძარში მას შემდეგ რაც საგანგებო მდგომარების გამოცხადების შემდეგ საკვირაო წირვა ჩატარდა, პოლიციას გამოუძახეს. ამ ფაქტი შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ ტაძარში პოლიციამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა და ტერიტორია დატოვა. 

    საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ქვეყანაში 10 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალა.