Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა

    საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. ჯამში ამ ეტაპზე 79 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

    ინფორმაცია ამის შესახებ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge გამოქვეყნდა.

    ამ დროისთვის კარანტინში 4 346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტი.

  • ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

    ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

    ესპანეთში COVID 19-ით 4089 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 442 ადამიანი დაიღუპა, 6673 კი დაინფიცირდა, საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 ათასს გადააჭარბა.

    გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში იტალიის შემდეგ.

    13 მარტის შემდეგ ქვეყანა ჩაკეტილია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა და მომავალ დღეებში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.

  • სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

    სამხრეთ კორეაში 96 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

    სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებული 96 წლის ქალი ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდა. ის ყველაზე მოხუცი ადამიანია ქვეყანაში, ვინც COVID 19 დაამარცხა.

    ქალი ჩონგდოს ოლქში ცხოვრობს, რომელიც ახლოს არის ქალაქ დაეგუსთან და რომელშიც კორონავირუსით ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსრიდა.

    მას დიაგნოზი 13 მარტს დაუსვეს, ორკვირიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ კი ის სრულად განიკურნა. ამ დროისთვის ის საკუთარ სახლში, კარანტინში იმყოფება.

    ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულთა რაოდენობა 9241-ია, ხოლო გარდაცვლილი 131.

  • მეუფე იაკობმა თბილისს ღვთისმშობლის ხატით შემოუფრინა და დალოცა

    მეუფე იაკობმა თბილისს ღვთისმშობლის ხატით შემოუფრინა და დალოცა

    საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა

    “დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.

    ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.“– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში,რომელსაც შესაბამისი ფოტოებიც ახლავს თან.

  • ბოლნისიდან გადმოჰყავთ ორსული, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა- ექიმი

    ბოლნისიდან გადმოჰყავთ ორსული, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა- ექიმი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, ბოლნისიდან თბილისში გადმოჰყავთ ორსული ქალი, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.

    „ამ წუთში ვესაუბრებოდი ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის მკურნალ ექიმს, სამეანო განყოფილების გამგეს, რომელმაც მითხრა, რომ პაციენტი ძალიან საყურადღებოა, არის 24-25 კვირის ორსული. ამ წამს შემოვიდა და ჯერ გამოკვლევები არ არის ჩატარებული. მას აღენიშნება ტემპერატურა.

    სწრაფი ტესტებით დადგინდა, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსი და ახლა ჩვენ მას აუცილებლად გადავამოწმებთ ლუგარის ლაბორატორიაში,“  – ამბობს ტურძელაძე.

    ექიმი აცხადებს, რომ ის მოთავსდება სამეანო განყოფილებაში და მეან გინეკოლოგი მიხედავს. მკურნალობაში ასევე ჩაერთვება ინფექციონისტიც. ასევე, სწრაფი ტესტის შედეგს ორ დღის ვადაში აუცილებლად გადაამოწმებენ ლუგარის ლაბორატორიაში.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 75 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4346 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247 პაციენტი.

  • მამა საბა თავაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრს საკუთარი მანქანა გადასცა

    მამა საბა თავაძემ დაავადებათა კონტროლის ცენტრს საკუთარი მანქანა გადასცა

    მამა საბა თადავაძემ  დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი პირადი მანქანა გადასცა. ამის შესახებ იფნორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი გელაშვილი წერს.

    “დღეს ჩვენი ტაძრის მღვდელმსახურმა, მამა საბა თავაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თავისი პირადი მანქანა გადასცა ნებისმიერ საჭიროებაში მოხმარებისთვის, სანამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება”.

  • თავდაცვის სამინისტრო – ჯარისკაცების მდგომარეობაზე ინფორმაციას მხოლოდ ჩვენ გავავრცელებთ

    თავდაცვის სამინისტრო – ჯარისკაცების მდგომარეობაზე ინფორმაციას მხოლოდ ჩვენ გავავრცელებთ

    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებულია, რომ სამხედრო მოსამსახურეების საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა.

    უწყების ცნობით, სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე ღონისძიებებში. ასევე, ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ სისტემატიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი.

    “მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს.

    დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.

    ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • ვირუსი არ არჩევს ეთნოსს – ელენე ხოშტარიას თანადგომა მარნეულელ და ბოლნისელ თანამოქალაქეებს

    ვირუსი არ არჩევს ეთნოსს – ელენე ხოშტარიას თანადგომა მარნეულელ და ბოლნისელ თანამოქალაქეებს

    ” ვირუსს არ აქვს ეთნოსი” – ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარი ვიდეო მიმართვას ქვეყნებს სადაც მარნეულისა და ბოლნისის რაიონის მაცხოვრებლებს მხარდაჭერას უცხადებს.

    შეგახსენებთ, რომ 23 მარტს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალტეტებში კარანტინი გამოცხადდა. ტერიტორიაზე შესვლა და გამოსვლა მკაცრად რეგულირდება. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მარნეულში 62 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას 1700-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

    {{VIDEO}}

  • როგორი ამინდი იქნება  უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    26-28 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

    თბილისში 26-28 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 29-30 მარტს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.

  • თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდზე ქართველი მომღერლები ონლაინ კონცერტებს გამართავენ

    თბილისის მერიის ფეისბუქ გვერდზე ქართველი მომღერლები ონლაინ კონცერტებს გამართავენ

    თბილისის მერიის ფეისბუქ გვერზე ქართველი მომღერლები და მუსიკოსები ონლაინკონცერტებს გამართავენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია ამ გზით საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

    “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ რთულ ვითარებაში ადამიანებს, რაღაცნაირად ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და გაგახალისოთ, გაგამხნევოთ ქართული სიმღერებით. მოწოდება — დარჩი სახლში, რა თქმა უნდა, ძალაშია. დარჩით სახლში, ჩვენ ვიწყებთ ძალიან მაგარ პროექტს #უსმინეთბილისს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ცნობილ ქართველ მომღერლებს, რომლებიც მუსიკალურ ნომრებს თქვენთვის შეასრულებენ,” – განაცხადა კახა კალაძემ.