Category: ახალი ამბები

  • სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, გარდაცვლილი 72 წლის პაციენტია, რომელსაც ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, ჰიპერტენზია და გულის რითმის დარღვევა აღენიშნებოდა.

    ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 290 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმვლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა.

    სომხეთში 16 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

  • ნახევარი მილიონი დაინფიცირებული, 22 000 გარდაცვლილი. კორონავირუსის ახალი მონაცემები

    ნახევარი მილიონი დაინფიცირებული, 22 000 გარდაცვლილი. კორონავირუსის ახალი მონაცემები

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 500 000–ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 22339 ადამიანი. ბოლო დღეებში დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაჩქარდა.Covid-19–ის მიერ გამოწვეული პანდემია პლანეტაზე სულ უფრო სწრაფი ტემპებით ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰან გებრეიესუსმა ორი დღის წინ განაცხადა.

    “პირველი შემთხვევის დადგენიდან იმ მენტამდე, სანამ დაავადებულთა რიცხვი 100 000–ს მიაღწევდა, 67 დღე გავიდა. 100 ათასიდან 200 ათასამდე 11 დღე. მესამე 100 ათასი შემთხვევა კი სულ რაღაც ოთხ დღეში გამოჩნდა“ –განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

    300 000–დან 500 000–მდე კი დაინფიცირებულთა რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზარდა.

  • ევროპაში იმედისმომცემი ნიშნები გამოჩნდა – ჯანმო

    ევროპაში იმედისმომცემი ნიშნები გამოჩნდა – ჯანმო

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ფილიალის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს. ის ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებით იმედისმომცემი დინამიკაც შეინიშნება.

    „მიუხედავად იმისა, რომ ვითარება შემაშფოთებელი რჩება, ჩვენ უკვე ვხედავთ გამამხნევებელ ნიშნებს. იტალიაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების კლება შეინიშნება. თუმცა, ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ იტალიაში პანდემიამ თავის პიკს მიაღწია“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.

    შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

    საქართველოში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.

  • აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი ნარკოტერორიზმში დაადანაშაულა და მის დასაკავებლად 15 მლნ დააწესა

    აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი ნარკოტერორიზმში დაადანაშაულა და მის დასაკავებლად 15 მლნ დააწესა

    აშშ-მ ნიკოლას მადურო ნარკოტერორიზმში ჩართულ დამნაშავედ გამოაცხადა და მის დაკავებაზე ჯილდოს სახით 15 მილიონი აშშ დოლარი დააწესა.

    აშშ-ის გენერალური პროკურორის უილიამ ბარის ინფორმაციით, ნიკოლას მადურო ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ჩართული და მისი რეჟიმი მილიონობით ადამიანის უფლებას არღვევს.

    ,,ვენესუელელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალე, პასუხისმგებლიან, წარმომადგენლობით ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ხალხის საჭიროებებს და რომელიც არ არის ჩართული ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში,”- თქვა უილიამ ბარმა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერსა და თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს.

    ამ დროისთვის მადურო ვენესუელის პრეზიდენტად რჩება და ძალოვანებს მართავს, თუმცა იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ კონსტიტუციაზე დაყრდნობით თავი დროებით პრეზიდენტად გამოცხადა. ის მადუროს უზურპატორს უწოდებს და აქციებზე მის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

    გუაიდოს ლეგიტიმურობას აღიარებს ლათინური ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველო. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

  • “შიში გაცილებით უარესია, ვიდრე თავად ვირუსი” – ბორის აკუნინს კორონავირუსი დაუდგინდა

    “შიში გაცილებით უარესია, ვიდრე თავად ვირუსი” – ბორის აკუნინს კორონავირუსი დაუდგინდა

    რუს მწერალს ბორის აკუნინს (ნამდვილი სახელი და გვარი – გრიგორი ჩხარტიშვილი) კორონავირუსი დაუდგინდა.  ამის შესახებ ინფორმაციას  რუსული გამოცემა “ინტერფაქსი” ავრცელებს. ინფორმაციას კი ბორის აკუნინი სოციალურ ქსელშიც ადასტურებს.

    “FACEBOOK მივაგდე, იმიტომ რომ მოდური ვირუსით ლოგინში ვწევარ. ოდნავ მოვძლიერდები და შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ. (სპოილერი: კორონავირუსით ინფიცირების შიში თავად კორონავირუსზე საშიშია. ფრთხილად უნდა იყო, მაგრამ პანიკა უადგილოა).”, – დაწერა ბორის აკუნინმა თავის Facebook-ის გვერდზე.

  • წვეულებებში, სასტუმროებსა და მიღებებში თბილისის მერიამ 2019 წელს 1 მლნ დახარჯა

    წვეულებებში, სასტუმროებსა და მიღებებში თბილისის მერიამ 2019 წელს 1 მლნ დახარჯა

    ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა 2019 წელს 961 498 ლარი შეადგინა.

    ,,სტუმრების შესახვედრად დარბაზების დაქირავებას, შეხვედრებისა და წვეულებების გასამართად, სასტუმრო სივრცეების დაქირავებას, სტუმრების გამასპინძლებას, საქმიან სადილებსა და სტუმრების სასტუმროში განთავსებას მოიცავს.

    მერიამ ყველაზე მეტი აჭარა ჯგუფის ობიექტებში (Holiday Inn, Rooms, სტამბა) და შერატონ მეტეხი პალასში დახარჯა.

    აჭარა ჯგუფის სასტუმროებში სასტუმროს მომსახურებაში, დარბაზის დაქირავებასა და სადილების გამართვაში მერიის ბიუჯეტიდან 2019 წელს 168,631 ლარი დაიხარჯა, შერატონ მეტეხი პალასში კი – 163,989 ლარი.

    საშუალოდ, ერთ დღეში მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები 2 634 ლარს აღწევდა”,- წერია ორგანიზაცის ინფორმაციაში.

  • “თქმა იმისა, რომ რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არის არასწორი “- მეუფე გრიგოლი

    “თქმა იმისა, რომ რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არის არასწორი “- მეუფე გრიგოლი

    “თქმა იმისა, რომ “რა საჭიროა ექიმი და მკურნალობა, როცა მყავს ღმერთი, არსებობს მღვდელი და შემიძლია ვილოცო”, ან კიდევ, “მე არაფერი შემეყრება, რადგან მწამს ღმერთი”, არ არის სწორი! ექიმიც და სამკურნალო საშუალებებიც ღვთისგან არის დალოცვილი, რათა ხორციელ სნეულებათაგან დაიცვას ან განკურნოს ადამიანი.” – ეს განცხადება ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი კორონავირუსთან დაკავშირებით გააკეთა.

    როგორც ის ამბობს,  უფლის გამოცდის ნაცვლად, სასულიერო პირები საღ აზრს უნდა მიენდნონ. მისი თქმით, სჯობს ახლა განიკითხონ, ვიდრე შემდეგ მოუწიოთ არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების ატანა.

  • ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას- მეუფე გრიგოლი კორონავირუსზე

    ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას- მეუფე გრიგოლი კორონავირუსზე

    ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ უფლის გამოცდის ნაცვლად, სასულიერო პირები საღ აზრს უნდა მიენდნონ.

    ,,ქრისტესმიერო ძმებო და დებო, ნუ გამოვცდით უფალს, მეტი ადგილი დავუთმოთ საღ აზრს და გონიერებას. იმის შიშით, რომ რომელიმე თქვენგანი ვერ გაგვიგებს და, შესაძლოა, ჩვენს განკითხვაშიც ჩავარდეს, გვიჯობს ახლა განგვიკითხონ (თუნდაც უკიდურესად მწვავედაც კი!), ვიდრე შემდეგ მოგვიწიოს ჩვენი არასაკმარისი გონიერების გამო მიღებული მძიმე შედეგების (გად)ატანა”,- ამბობს მეუფე.

    მისივე თქმით, უჭრის დაჯერება, რომ მრევლის საფრთხისგან განრიდება ზოგიერთ სასულიერო პირს უფლის ღალატი ჰგონია.

    ,,მე ვხედავ, რომ შექმნილი მდგომარეობის ცალმხრივად განხილვა აპოკალიფსის ჭრილში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანის პატიოსან და გულწრფელ რწმენას ღვთის მიმართ და მის სულიერ ორიენტაციას; ასევე, უნდა ითქვას, რომ ის ზიანს აყენებს თვით საეკლესიო ინსტიტუციასაც. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინმე სასულიეროთაგანს მიაჩნდეს თითქოს არსებული მდგომარეობა და მისგან მომდინარე საფრთხისგან მრევლის დაცვა/განრიდება ჯვარცმული ქრისტესა და ქრისტიანობის ღალატს ნიშნავს?!”,- აცხადებს მეუფე გრიგოლი.

    მან რამდენიმე დღის წინ მრევლს ბინაზე ზიარება შესთავაზა და განაცხადა, რომ უაზრო თავგანწირვა ფუჭი და საზიანოა.

  • “საგანგებო ვითარების პირობებში შევზუღუდეთ საელჩოს ფუნქციონირება“–აშშ–ს ელჩის მიმართვა

    “საგანგებო ვითარების პირობებში შევზუღუდეთ საელჩოს ფუნქციონირება“–აშშ–ს ელჩის მიმართვა

    ამერიკის საელჩო საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ელჩის, კელი დეგნანის მიმართვას ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ საგანგებო ვითარებაში საელჩომ ფუნქციონირება შეზღუდა. ის ყველას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში.

    „რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა, მათი პროაქტიული ძალისხმევისთვის. პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებს, რომ შეაკავოს COVID-19 ვირუსის გავრცელება და მინიმუმამდე დაიყვანოს მის მიერ გამოწვეული ზიანი.” -ამბობს ელჩი კელი დეგნანი

  • ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო- დეკანოიძე პირბადეების დარიგებაზე

    ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო- დეკანოიძე პირბადეების დარიგებაზე

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ზუგდიდში მოსახლეობისთვის პირბადეების დარიგების ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო, ხალხს იმდენად უჭირს.

    მისი თქმით, პირბადეები სახლებში უნდა დარიგებულიყო. მოხალისეები კი საკმარისი არ იყვნენ.

    ,,არ მინდა რევერანსები.. პირდაპირ ვიტყვი:

    – ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო ხალხს იმდენად უჭირს;

    – მოხალისეები არ იყვნენ საკმარისი რაოდენობით;

    – სახლებში უნდა დარიგებულიყო;

    – ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა;

    – ახალგაზრდები გულწრფელად აკეთებენ სიკეთეს;

    – პირბადეები და ხსნარები რომ არ იშოვება – ეს არის კატასტროფა და ხალხი სასოწარკვეთილია, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება;

    – სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა აქამდე არიგებდა და არანაირი პრობლემა არ ყოფილა;

    – მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ ყველამ რისკები და საფრთხეები.

    – ძვირფასო პოლიციელებო – კანონის აღსრულება და ადამიანების დახმარება თქვენი უპირველესი მანდატია.

    – მთელი ამ პერიოდის მანძილზე ქულების მოპოვება კი არა, კრიტიკასაც ფრთხილად ვეკიდებით. ნუ გამოიყენებს ხელისუფლება ამ რთულ პერიოდში პოლიტიკურად ყველა თემას.

    – სხვას რაზეც ვაკრიტიკებთ – ჩვენ მაქსიმალურად იმის საპირისპირო უნდა გავაკეთოთ..

    მადლობა გულწრფელ კრიტიკოსებს და გულშემატკივრებს”,- წერს Facebook-ზე ხატია დეკანოიზე.

    ნაციონალურმა მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მოსახლეობას პირდაბეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დღეს, 26 მარტს დაურიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი, რასაც მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა.