Category: ახალი ამბები

  • ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევისთვის “ახალი ლიდერების ინიციატივა” 15 ათასი ლარით დაჯარიმდა

    ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევისთვის “ახალი ლიდერების ინიციატივა” 15 ათასი ლარით დაჯარიმდა

    ზუგდიდში პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის წესის დარღვევისთვის “ახალი ლიდერების ინიციატივა” დაჯარიმდა.

    შსს-ის ინფორმაციით, ,,ახალი ლიდერების ინიციატივა” 15 000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს, ჩაბარდა. უწყების ცნობით, ორგანიზაციამ ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

    ,,ახალი ლიდერების ინიციატივამ” საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი, წესების მიხედვით კი, 10 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია.

    ენმ-ის ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ,,ორგანიზატორებს უნდა გაეთვალათ, რომ სოციალური დისტანციის პრობლემა შეიძლებოდა დამდგარიყო, ხალხს იმდენად უჭირს”.

    ნიკა მელიას თქმით, “ხანდახან ხდება, რომ აკეთებ ერთს, გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე”. მისივე განმარტებით, ზუგდიდში იმდენი ადამიანი მივიდა, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა წესების დაცვა და სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, აქ პოლიცია მათ დისტანციის დაცვაში არ ეხმარებოდათ.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს 1 თვით გამოცხადდა. პრეზიდენტის დეკრეტის თანახმად, დაუშვებელია 10 ადამიანზე მეტის შეკრება.

  • კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 12 მილიონი ლარი შეგროვდა.ნახეთ ვინ რამდენი გადარიცხა პანდემიასთან ბრძოლისთვის

    კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 12 მილიონი ლარი შეგროვდა.ნახეთ ვინ რამდენი გადარიცხა პანდემიასთან ბრძოლისთვის

    ბიზნესომბუცმენის აპარატი ავრცელებს ინფორმაციას, რომელმა კომპანიებმა და კერძო პირებმა გადარიცხეს თანხა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შექმნილ StopCoV ფონდში.
    StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

    26 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა 12,5 მლნ ლარი იყო.

    ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის:

    მაგთიკომი, 3 მლნ ლარი
    „არ ემ ჯი“, 1 მლნ ლარი
    სამედიცინო უნივერსიტეტი,1 მლნ ლარი
    სათამაშო ბიზნესის ასაცოციაცია (6კომპანია)
    მეტრო ჰოლდინგი, 500 ათასი ლარი
    თელავის ღვინის მარანი, 300 ათასი ლარი
    რიკო ექსპრესი, 300 ათასი ლარი
    პე-ეს-პე ჯგუფი, 300 ათასი ლარი
    იმპორტიორი კომპანია “დაფნა”, 300 ათასი ლარი
    თეგეტა მოტორსი, 200 ათასი ლარი
    სოკარ ენერჯი ჯორჯია, 200 ათასი ლარი
    ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი, 200 ათასი ლარი
    ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი, 150 ათასი ლარი
    კავკასიის ავტო იმპორტი, 150 ათასი ლარი
    აკაკი ახვლედიანი,100 ათასი ლარი
    რუსთავის აზოტი,100 ათასი ლარი
    საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია,100 ათასი ლარი
    ყვარლის სარდაფი,100 ათასი ლაარი
    ბაზის ბანკი,100 ათასი ლარი
    ფოთის საზღვაო ნავსადგური,100 ათასი ლარი
    საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე,100 ათასი ლარი
    ჰუალინგი,100 ათასი ლარი
    სამშენებლო კომპანია დირსი,100 ათასი ლარი
    თბილი სახლი,100 ათასი ლარი
    ბილდი,100 ათასი ლარი
    სამშენებლო მასალების კომპანია „დათო“,100 ათასი ლარი
    მაქრო ქონსთრაქშენ,100 ათასი ლარი
    ფილიპ მორისი,100 ათასი ლარი
    My Home – ჩემი სახლი,100 ათასი ლარი
    მთამ მენეჯმენტი,75 ათასი ლარი
    ასკანელი ძმები, 60 ათასი ლარი
    სარაჯიშვილი, 50 ათასი ლარი
    სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“, 50 ათასი ლარი
    მაუდის ქარხანა,50 ათასი ლარი
    ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია,50 ათასი ლარი
    ტოიოტა კავკასია,50 ათასი ლარი
    ნანა პატარკაციშვილი,50 ათასი ლარი
    დეილი,50 ათასი ლარი
    ელიზი ჯგუფი, 50 ათასი ლარი
    დუგლაძეების ღვინის კომპანია,50 ათასი ლარი
    ლისი ლეიქ დეველოპმენტი, 50 ათასი ლარი
    ინვეტი ჯგუფი, 30 ათასი ლარი
    სუპერმარკეტების ქსლი „ზღაპარი“, 30 ათასი ლარი
    ქსელი „სუფთა სახლი“, 30 ათასი ლარი
    რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი, 30 ათასი ლარი
    სალომე ზურაბიშვილის ფონდი,30 ათასი ლარი
    კომპანია დაგი, 30 ათასი ლარი
    წისქვილი ჯგუფი, 30 ათასი ლარი
    კრისტალი, 20 ათასი ლარი
    ჯორჯიან გაზ იმპორტი, 20 ათასი ლარი
    საკონდიტრო სანდომი, 20 ათასი ლარი
    საქართველო-ისრაელის ბიზნეს საბჭო, იციკ მოშე, 18 ათასი ლარი
    მომავლის მეღვინეობა, 10 ათასი ლარი
    ოლ-პი ჯგუფი, 10 ათასი ლარი
    ზარქუა კომფანი, 10 ათასი ლარი
    ნინო კობახიძე, 10 ათასი ლარი
    ბენე ჯგუფი, 10 ათასი ლარი
    დინ გრუპი, 5 ათასი ლარი
    ქინძმარაულის ვენახები, 2 ათას 500 ლარი
    ჩაის სახლი ქიაჩელზე, 2 ათასი ლარი
    საქველმოქმედო ფონდი „ზიარი“, 1 ათას 500 ლარი
    სპორტული მედიცინის ასოციაცია, ათასი ლარი
    ევან მოთიაშვილი (ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი), ათასი ლარი
    საქართველოს გეო ფიზიკური ასოციაცია,ათასი ლარი

  • საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა და ჯამში 11 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ შექმნის ვებ-გვერდზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 79-ია. საკარანტინო რეჟიმში 4427 ადამიანიიმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 257.

  • ,,გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთაში”- საქართველომ კორონავირუსით დაღუპულთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

    ,,გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთაში”- საქართველომ კორონავირუსით დაღუპულთა დაკრძალვის წესები შეიმუშავა

    ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის წესები შეიმუშავა. რეკომენდაციების მიზანია, რომ გვამიდან ვირუსის გადადების რისკები შემცირდეს.

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის მიხედვით:

    • კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
    • ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
    • სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
    • საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.

    აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის უწყებამ ,,რადიო თავისუფლებას” მიაწოდა.

    ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, შესაძლებელია თუ არა გვამიდან ადამიანების დაინფიცირება.

    ამჟამად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 79-ია. მათგან 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რამდენიმე კი მძიმედაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 257 პაციენტი.

    • კარანტინის რეჟიმში – 4427
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257
  • აზერბაიჯანში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

    აზერბაიჯანში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

    აზერბაიჯანში კორონავირუსით კიდევ ერთი, მესამე ადამიანი გარდაიცვალა.

    ბოლო 24 საათში COVID 19-ით კიდევ 29 ადამიანი დაინფიცირდა, ჯამში ინფიცირებული 122-ია. მათგან 15 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია. კარანტინის რეჟიმში 2914 ადამიანი იმყოფება.

    მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს გაცდა, გარდაცვლილი კი 23 ათასზე მეტია.

  • ახლა 20-კაციანი სუფრები საჭირო არაა, ეპიდემიის შემდეგ ერთად წავიდეთ სადმე, მე დაგპატიჟებთ- გამყრელიძე

    ახლა 20-კაციანი სუფრები საჭირო არაა, ეპიდემიის შემდეგ ერთად წავიდეთ სადმე, მე დაგპატიჟებთ- გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის დამთავრებამდე არ არის საჭირო სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები, თვენახევარი-ორი თვე ყველამ უნდა გავიჭირვოთ.

    ,,სრულად კიდევ არ არის დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდებები. ლისის ტბაზე, კუს ტბაზე დარბიან კიდევ. 5-5 10-10 ადამიანი იკრიბება. არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები. გვიყვარს, რა ჯობს, მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე როცა დამთავრდება ეს ეპიდებია. სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ, ახლა თვენახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ სულ ყველამ. ვიყოთ იზოლირებულნი, განსაკუთებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე ახლა არ შემიძლია, თორემ სიამოვნებით”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ დარჩნენ სახლში და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოვიდნენ გარეთ.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 79 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან 10 გამოჯანმრთელდა, რამდენიმეს მდგომარეობა კი მძიმეა. კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 247.

  • როცა ვამბობთ, რომ ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, არ არის სწორი- გვენეტაძე

    როცა ვამბობთ, რომ ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, არ არის სწორი- გვენეტაძე

    ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, იმის თქმა, რომ ლარი ყველაზე მეტად გაუფასურდა, არ არის სწორი.

    მისი თქმით, არის ვალუტები, რომლებიც უფრო მეტად გაუფასურდა, მაგალითად ლათინური ამერიკის ქვეყნების, ან რუსეთის, ბელარუსის ვალუტები და ლარი ისევეა გაუფასურებული, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტები.

    „მაგალითად რუსეთის და ბელარუსის ვალუტები უფრო მეტად გაუფასურდნენ წლის დასაწყისიდან, ვიდრე ქართული ვალუტა. არის ვალუტები, რომლებიც უფრო ნაკლებად გაუფასურდნენ, მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ შედარება განვითარებადი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებისა წლის დასაწყისიდან. და ამის მიხედვით ჩვენ საშუალოდ, ზუსტად ისე ვართ გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნების ვალუტები. ჩვენთან უფრო მკვეთრად აღიქმება ეს, რადგანაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში უფრო მაღალი იყო გაუფასურება, თორემ საშუალოდ დაახლოებით ისევე ვართ გაუფასურებული, როგორც განვითარებადი ქვეყნები“, – თქვა კობა გვენეტაძემ.

    ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ვალუტა დღეს, 26 მარტს კვლავ გაუფასურდა. აშშ დოლართან გაუფასურებამ 2.6 თეთრი შეადგინა, ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.4842 ლარია, ხოლო ევროსთან გაუფასურება 7.9 თეთრი იყო და ახლა ერთი ევრო 3.8159 ლარი ღირს.

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად მიმდინარე თვეში რეზერვებიდან $100 მილიონი გაყიდა.

  • იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი  712-ით გაიზარდა

    იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 712-ით გაიზარდა

     

    კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 712 -ით გაიზარდა და თითქმის საერთო ჯამში 8,215 -ს მიაღწია.

    ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 80,539 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 10,361- მა წარმატებით გაიარა მკურნალობის კურსი და სრულად გამოჯანმრთელდა.

     

  • მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, გადაიხადეთ ტესტში თანხა და მიიღებთ პასუხს, არ არის სწორი მიდგომა- გაბუნია

    მოქალაქეებს რომ ვუთხრათ, გადაიხადეთ ტესტში თანხა და მიიღებთ პასუხს, არ არის სწორი მიდგომა- გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიისას კორონავირუსის ტესტების კომერციალიზაცია არეთიკურია და ამ დროს ყველა ხარჯი სახელმწიფომ უნდა დაფაროს.

    მისი თქმით, მოქალაქეებისთვის იმის თქმა, რომ მივიდნენ, ტესტში თანხა გადაიხადონ და პასუხი მიიღონ, არასწორი მიდგომაა.

    “ჩვენ რომ თავისუფლად, გარკვეული კომერციული ინტერესებისთვის მოქალაქეებს ვუთხრათ, რომ არის ტესტის ჩატარების შესაძლებლობა, მიდით, გადაიხადეთ გარკვეული თანხა და თქვენ მიიღებთ ტესტის პასუხს, ეს არ არის სწორი მიდგომა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთიანი ცენტრალიზებული ჩარჩო, როგორც ხარისხის კონტროლისთვის, ასევე, პასუხების ინტერპრეტაციისთვის, ასევე შემდეგი ქმედებისთვის, რომელიც უნდა ჯდებოდეს ერთიანი კლინიკური მართვის პროტოკოლის ფარგლებში ისევე, როგორც დიაგნოსტიკური ალგორითმის ფარგლებში”, — განაცხადა გაბუნიამ

    მისივე თქმით, მასობრივი ტესტირების ჩატარებისთვის არც რესურსი და არც გონივრული საფუძველი არ არსებობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, სწრაფი ტესტების გამოყენების ალგორითმი მუშავდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი.

  • უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულების მატებას ველოდებით- ეზუგბაია

    უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულების მატებას ველოდებით- ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ელოდებიან პაციენტების გამოჯანმრთელებას.

    ,,უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით, ტესტირებები ტარდება პერიოდულად 2-4 დღეში უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტირება და მიღებული პასუხების მიხედვით ხდება კვლევის გაგრძელება. ძირითადად, პირველად შემოსული პაციენტების რე-ტესტირებით შეიძლება ვთქვათ, რომ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც იმის საწინდარია, რომ შემდგომში უკვე მოსალოდნელია უარყოფითი პასუხები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    მისივე ინფორმაციით, დღეს დილით ჩატარებული 10 ტესტიდან ათივეს პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ მათგანს. ეზუგბაიას ცნობით, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 34 პაციენტი რჩება.

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი აღნიშნავს, რომ პაციენტებიდან 2 პირის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, ერთ-ერთის, ასაკოვანი ქალის მდგომარეობა, როგორც ინფექციური კლინიკის დირექტორი განმარტავს, შეიძლება კრიტიკულად ჩაითვალოს.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევა ფიქსირდება.