Category: ახალი ამბები

  • თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები- კალაძე ენმ-ზე

    თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები- კალაძე ენმ-ზე

    თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში პირბადეების დარიგებით მავნებლობა გააკეთა და ადამიანები საფრთხის ქვეშ დააყენა. მისი თქმით, მეორე მავნებლობა ის არის, რომ ამას მერიის საქმიანობასთან ადარებენ.

    ,, ჩვენ ყოველდღიურად 20-25 ადამიანი ვიკრიბებით უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე და უნდა დავჯარიმდეთ? ვერ ხვდებით განსხვავებას ზოგადად?! ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი საზოგადოების, მოსახლეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ის, რაც ვნახეთ მგონი კითხვის ნიშნები არ არსებობს, კითხვის ნიშნები აქვს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას” და ისინი თავისი ქმედებებიდან გამომდინარე არიან ჩვეულებრივი მავნებლები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

    სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს დახურულ სივრცეში თბილისის მერი, წითელ ჯვართან და სხვა ადამიანებთან ერთად როგორ აგროვებს პროდუქტს. კალაძის განმარტებით, ადგილზე შეკრებილ ადამიანებიდან ყველა იყო გადამზადებული, ჰქონდათ აღჭურვილობა და იცავდნენ უსაფრთხოების წესებს.

    ,,ახალი ლიდერების ინიციატივამ” საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი, რის გამოც ორგანიზაცია შსს-მ 15 ათასი ლარით დააჯარიმა.

  • საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ — ხუნდაძე

    საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ — ხუნდაძე

    პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ. მისი თქმით, მთავრობაში ქვეყნის მასშტაბით კარანტინის შემოღებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

    ხუნდაძე აღნიშნავს, რომ კარანტინის გამოცხადება საზოგადოების ადეკვატურ ქცევასა და ეპიდვითარების გართულებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, ჯერ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არის.

    ,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემთხვევების და მითუმეტეს, გართულებული შემთხვევების ზრდა არ მივიღოთ და შემდეგ ეს ტვირთი არ აღმოჩნდეს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ჯანდაცვის სისტემას შეუძლია დაძლიოს და აწიოს”, — განაცხადა ხუნდაძემ.

    საქართველოში საგანგებო მდგომარებოა 21 მარტს 21 აპრილამდე გამოცხადდა. კარანტინშია მოქცეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 81-მდე გაიზარდა. მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 247 .

  • როგორ შეაჩერა სინგაპურმა კორონავირუსის გავრცელება — ტექნოლოგიები და სანქციები

    როგორ შეაჩერა სინგაპურმა კორონავირუსის გავრცელება — ტექნოლოგიები და სანქციები

    მსოფლიო კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის, ყოველდღიურად აშშ-ში, იტალიასა თუ ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ათასობით იზრდება, თუმცა არსებობს ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის შეაჩერება შეძლო.

    სინგაპურში ამჟამად კორონავირუსის მხოლოდ 683 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი 2 ადამიანია. ქვეყანაში საზღვრები დაკეტილია, თუმცა სასწავლო დაწესებულებები და ბიზნესი ჩვეულ რიტმში ფუნქციონირებს. სინგაპურმა ამას მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო საშუალებების, აგრესიული ტესტირებითა და სანქციების დახმარებით მიაღწია.

    შეიქმნა აპლიკაცია სმარტფონებისთვის სახელად TraceTogether, რომელიც Bluetooth-ის საშუალებით აკონტროლებს მომხმარებლების ადგილმდებარეობას და სიახლოვეს სხვა ადამიანებთან. ასევე აფრთხილებს მათ სხვასთან კონტაქტის დროს, გადატანილი აქვს თუ არა ამ ადამიანს კორონავირუსი, ან არის თუ არა რისკის ჯგუფში. ამ გზით ცხადია, ირღვევა პიროვნების კონფიდეციალურობის შესახებ კანონი, თუმცა ინფექციების შეჩერების მიზნით, ეს გამონაკლისი დაუშვეს.

    გარდა ინფიცირებულების იდენტიფიცირებისა, მთავრობა მოქალაქეებს დღეში ორჯერ უგზავნის შეტყობინებებს, რეკომენდაციების, კორონავირუსით დაავადებულთა განახლებულ რაოდენობაზე, გავრცელების სავარაუდო მდებარეობებისა და თავდაცვის საშუალებებზე.

    ვირუსის შეჩერების ერთ-ერთი ეფექტიანი ხერხი აღმოჩნდა აგრესიული ტესტირებაც. სინგაპურში 1000-ზე მეტი ტესტირების კლინიკა დააარსდა და მხოლოდ 20 მარტის მონაცემებით, 38 ათასმა ადამიანმა გამოიყენა ტესტი. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს არ აქვთ ტესტების საკმარისი რაოდენობა და მათ შეზღუდული რაოდენობით იყენებენ- მხოლოდ საავადმყოფოების პაციენტებისთვის და ექიმებისთვის. აგრესიული ტესტირების გზით სინგაპურის სტრატეგია იყო ინფიცირებულების დადგენა და მათი თვითიზოლაცია და არა საავადმყოფოების გადაჭედვა, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მაღალი ლეტალობის მიზეზი აღმოჩნდა.

    სინგაპური მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, ამიტომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მთავრობამ დისტანციის არდაცვა და ადამიანთან ძალიან ახლოს დაჯდომა დააკრიმინალიზა. თქვენ თუ მოქალაქეს გვერდით მიუჯდებით, 6 თვის ციხეში გატარება მოგიწევთ, ან $7000-მდე ჯარიმის გადახდა…

    მიუხედავად ამისა, სინგაპურს კორონავირუსთან ბრძოლა არ დაუსრულებია, ინფიცირების მეორე ტალღას ვიზიტორებისგან ელოდებიან. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ მოკლევადიანი ტურისტების შესვლა აკრძალა, ხოლო სხვებს ორკვირიან კარანტინში გაუშვებს.

    ცნობისთვის, სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ჩინეთის შემდეგ კორონავირუსი დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსი 66 წლის მამაკაცმა ჩაიტანა, რომელმაც 3 დღით ადრე ვუჰანის პროვინციაში იმოგზაურა.

  • ვაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ 5 ჯარისკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა- თავდაცვის სამინისტრო

    ვაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ 5 ჯარისკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა- თავდაცვის სამინისტრო

    ვაზიანიდან თბილისში გადმოყვანილ 5 ჯარისკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

    ,,ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი”, – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

    მათი ინფორმაციით, ჯარისკაცები საუნივერსიტეტო კლინიკიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

    ,,ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს”, — აცხადებს უწყება.

    ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით 25 მარტს გადაიყვანეს.

  • “თავს გრძნობს ძალიან კარგად.ისვენებს ძალიან მაგარ სასტუმროში“–კორონავირუსით დაინფიცირებულის ძმა

    “თავს გრძნობს ძალიან კარგად.ისვენებს ძალიან მაგარ სასტუმროში“–კორონავირუსით დაინფიცირებულის ძმა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ–ერთი პაციენტის ძმა, გიორგი სტურუა  ფეისბუქში სტატუსს წერს და ამბობს, რომ მისი ძმა თავს კარგად გრძნობს.

    “მეგობრებო, პირველ რიგში, მინდა დავიწყო იმით რომ მშვიდობაა. ძალიან ბევრი შეტყობინება და ზარი შემოდის და ყველას ჯერ ფიზიკურად ვერ ვუპასუხე, ამიტომ აქ დავწერ საჯაროდ, მოკლედ. პირველ რიგში, ჩემი ძმა Didimi Sturua Junior უკვე აქეთ არის და არა საფრანგეთში, ჩამოვიდა რამდენიმე დღეა. მართალია დღეს დადებითი პასუხი დაუდასტურდა ვირუსზე მაგრამ არანაირი საგანგაშო მდგომარეობა, ვირუსი მიმდინარეობს ძალიან უპრობლემოდ და არანაირი გართულება არ გამოუწვევია ორგანიზმში. თავს გრძნობს ძალიან კარგად (ისვენებს ძალიან მაგარ სასტუმროში)და უბრალოდ დროის საკითხია ტესტის უარყოფით პასუხამდე. დიდი მადლობა ყველას გამოჩენილი ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ ისედაც დაძაბულ პერიოდში ნეგატიური ფიქრები არ დაიმატოთ და ინერვიულოთ, მიაქციეთ ყურადღება იმას რომ ვირუსი მიმდინარეობს და უკვე ფაქტიურად სრულდება სეზონურ მსუბუქ გრიპზე უფრო მარტივად! მალე უარყოფითი პასუხის ინფორმაციითაც გაგახარებთ! “– წერს გიორგი სტურუა.

  • 4 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან ერთი განსაკუთრებით მძიმე- ეზუგბაია

    4 მძიმე პაციენტი გვყავს, მათგან ერთი განსაკუთრებით მძიმე- ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 4 მძიმე პაციენტია, მათ შორის 1 განსაკუთრებით მძიმედაა.

    ,,ჩვენ გვყავს 4 მძიმე პაციენტი, ამ 4-დან 1 არის განსაკუთრებით მძიმე პაციენტი, მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხდება, დაავადება უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც პროგრესირებს. დანარჩენ 3-თან გარკვეულწილად მიღებულია სტაბილიზირება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საშუალებას, მაინც ჯერჯერობით ვლაპარაკობთ, რომ ამ პაციენტების მდგომარეობა მძიმეა და დინამიურ მეთვალყურეობას და ანალიზს მოითხოვს”,- თქვა მარინა ეზუგბაიამ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მე-12 გამოჯანმრთელებული პაციენტი სავარაუდოდ დღეს დატოვებს კლინიკას. საქართველოში სულ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 საჩხერის კლინიკაში.

    ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 81-ია.

  • საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში 13 პაციენტია გამოჯანმრთელებული.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში 81 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში 4427 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257 ადამიანი გადის.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257 პირი.

  • საგანგაშოა კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტირებით–სახალხო დამცველი მარნეულის და ბოლნიკის მოსახლეობის მიმართ ქსენოფობიას ხედავს

    საგანგაშოა კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე აქცენტირებით–სახალხო დამცველი მარნეულის და ბოლნიკის მოსახლეობის მიმართ ქსენოფობიას ხედავს

    საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები მხარდაჭერას უცხადებენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებელთ და შეშფოთებას გამოთქვამენ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისადმი ქსენოფობიური დამოკიდებულების გამოხატვას გამო, რაც კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით,  ამ ტერიტორიების საკარანტინო ზონებად გამოცხადებას მოჰყვა.

    „დღეს საზოგადოება, ვირუსთან გამკლავების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწვავე გამოწვევის წინაშე დგას – საფრთხის ქვეშაა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელთა დასაცავად, სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ძალისხმევას არ იშურებენ. ამის ფონზე, საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელი შეუწყოს პრობლემასთან ბრძოლას და საერთო სიკეთის მიღწევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება პერიოდულად იჩენს ხოლმე თავს.

    თუმცა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ყველა ადამიანი, წარმოშობის მიუხედავად, თანაბრად დაუცველია ვირუსთან დაკავშირებული რისკების წინაშე, განსაკუთრებით საგანგაშოა კრიტიკა ეთნიკურ წარმომავლობაზე თუ სხვა პირად მახასიათებელზე აქცენტირებით. სამწუხაროდ, საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, მომეტებული სავარაუდო რისკის წინაშე დღეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეები აღმოჩდნენ.

    პრობლემის განხილვა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ეთნიკური კუთვნილების ჭრილში, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების დაცვის უზენაეს პრინციპს, აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებულ სტიგმებს, აღვივებს დეზინტეგრაციულ პროცესს და მათ სოციალურ გარიყვას ახალისებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ ეთნიკური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის წამახალისებელი დამოკიდებულების გამოვლენისაგან და სოლიდარობა გამოიჩინონ შექმნილი ვითარებისადმი“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლნისში და მარნეულში მკაცრი საკარანტინო ზონა გამოაცხადა.

  • ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

    ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

    კორონავირუსის პანდემიის მთავარ კერას, ჩინეთს დაინფიცირებულთა რაოდენობით აშშ–მ გაუსწრო. ჩინეთში ნოემბრის ბოლოდან დღემდე ოფიციალურად 81 285 ადამიანია ინფიცირებული. ჩინეთმა ეპიდემიის შეჩერება მოახერხა, თუმცა მისმა ეპიცენტრმა ევროპაში გადმოინაცვლა. დღემდე ყველაზე მძიმე მდგომარეობა იტალიაშია, რომელიც ჩინეთს დაინფიცირებულების მაჩვენებლით თითქმის დაეწია. აქ 80 589 ინფიცირებული და მსოფლიოში გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა –8325 გარდაცვლილია. სულ ცოტა ხნის წინ კი ამერიკაში დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 81 946 შეადგინა. ჯერჯერობით ამერიკაში გარდაცვლილია სულ 1177 ადამიანი. კრიტიკულ მდგომარეობაში 2112.