Category: ახალი ამბები

  • არ არის სამეგობროში, ოჯახში შეკრების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში- იმნაძე

    არ არის სამეგობროში, ოჯახში შეკრების დრო, არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლს ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში ოჯახში, სამეგობროსა და ეკლესიაში შეკრების დრო არ არის,

    მისი თქმით, ამ დრომდე აქამდე დაფიქსირებული ინფიცირების ყველა შემთხვევა ოჯახური კლასტერიდან იყო და ესმის, რომ ოჯახის წევრები არ იცავენ თვითიზოლაციას.

    ,,ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, რაც უფრო ნაკლები ადამიანი და კონტაქტები გვექნება… ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას. მათ შორის ეხება, რათქმა უნდა, ეკლესიასაც, ეხება სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც.

    დღეს რაც გვაქვს ყველა შემთხვევა იყო ძირითადად ოჯახური კლასტერები, ანუ ოჯახებში არ იყო და მე მესმის ეს, დაცული თვითიზოლაციის წესები. ეს იყო სამეგობროში გავრცელებული.

    აქედან გამომდინარე ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის ეკლესიებში”,- აცხადებს იმნაძე.

    საქართველოში ბოლო მონაცემებით COVID 19-ით ინფიცირება 81 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 13 გამოჯანმრთელდა. ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247 .

  • “რაც უფრო შორს არის ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად  მუშაობს”‘- ხუხაშვილი

    “რაც უფრო შორს არის ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად მუშაობს”‘- ხუხაშვილი

    „რაც უფრო შორს არის ბიძინა ივანიშვილი, მთავრობა გაცილებით კარგად მუშაობს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

    მისივე თქმით, პროცესებისგან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებით, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა.

    “მთავრობამ მცირე შეცდომები, შესაძლოა, დაუშვა. თუმცა ამ ეტაპზე მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღდგა, მთავრობამ საკუთარი პასუხისმგებლობა და გადაწვეტილებების ტვირთი იგრძნო, რამაც ის ფუნქციონალური გახადა.ფაქტს, ივანიშვილის არგამოჩენის შესახებ, მთავრობის მუშაობისთვის ხელი სულაც არ შეუშლია. მეტიც, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მთავრობა და ჯანდაცვის სისტემა, გარკვეულ ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, ეფექტურად მუშაობს და ჯერჯერობით, პროცესების მართვას ახერხებს.ბიძინა ივანიშვილი, რაც უფრო შორს არის მთავრობისგან, ხელისუფლება მით უფრო ეფექტური და ფუნქციონალურია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

  • რა უნდა გავაკეთოთ ეპიდემიისას სახლიდან გასვლისა და შემოსვლისას. ეპიდემიოლოგთა პროტოკოლი

    რა უნდა გავაკეთოთ ეპიდემიისას სახლიდან გასვლისა და შემოსვლისას. ეპიდემიოლოგთა პროტოკოლი

    საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ [GAPINCE] გამოაქვეყნა COVID 19-ის ეპიდემიისას სახლიდან გამოსვლის და სახლში შესვლის პროტოკოლი, რომელიც სახელმძღვანელო რეკომენდაციებს შეიცავს

    სახლიდან გასვლისას

    სასურველია ჩაიცვათ გრძელმკლავიანი ტანსაცმელი;
    თმა გქონდეთ შეკრული;
    არ გამოიყენოთ მაკიაჟი ან კრემი;
    თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე სანამ დატოვებთ სახლს;
    თუ სახლიდან გახვალთ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ ნება შეეხოს ზედაპირებს;
    როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი, რომელსაც დაკუჭავთ და გადააგდებთ სანაგვე ურნაში;
    თუ გამოიყენებთ ნაღდ ფულს დაიმუშავეთ ხელი სადეზინფექციო სითხით;
    ნუ დაახველებთ და დააცემინებთ ჰაერში ან ხელისგულზე, აიფარეთ იდაყვი;
    დაიბანეთ ხელი ნებისმიერი საგნის ზედაპირის შეხების შემდეგ ან გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო სითხე;
    არ შეეხოთ სახეს, სანამ არ დაიბანთ ხელს;
    დაიცავით დისტანცია;

    სახლში დაბრუნებისას:

    სახლში დაბრუნებისას შეეცადეთ არაფერს შეეხოთ; გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი სითხით;
    გაიხადეთ ფეხსაცმელი;
    თუ შინაურ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ თათები სადეზინფექციო ხსნარით;
    გაიხადეთ საგარეო ტანსაცმელი და გარეცხეთ;
    შემოსასვლელში ჩაალაგეთ ყუთში: ჩანთა, საფულე, გასაღები და ა.შ;
    მიიღეთ შხაპი ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: სახე, ხელები, მაჯა, კისერი და ა.შ;
    გარეთ ნაყიდი ნივთების (არა სურსათის) შენახვამდე გაასუფთავეთ ისინი სპეციალური ხსნარით (არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გამოყენება);
    გახსოვდეთ, შეუძლებელია სრული დეზინფექცია (სახლის პირობებში) მიზანი არის რისკის შემცირება.

  • ” ხელთათმანსაც ზუსტად ისევე უნდა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, როგორც ხელებს”- იმნაძე

    ” ხელთათმანსაც ზუსტად ისევე უნდა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, როგორც ხელებს”- იმნაძე

    ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძობას, – ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას.

    პაატა იმნაძე კოლეგებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხელთათმანს აქტიურად იყენებს, აფრთხილებს, რომ ხელთათმანიანი ხელის დამუშავებაც აუცილებელია.

    „ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე დევს ნებისმიერი პროტოკოლი, დაწყებული ვთქვათ, პირადი და ინდივიდუალური უსაფრთხოების დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, დევს მისი ვიდეოგაკვეთილიც და მოვუწოდებ მათ, კიდევ კარგად ნახონ ეს ყველაფერი. მე მესმის, ჩემი კოლეგები შეშფოთებული არიან, მაგრამ არის გარკვეული წესები და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძობას, იმიტომ, რომ როცა ხელთათმანი გვიკეთია, ხელს ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი. რა განსხვავებაა ხელთათმანიან ხელს მივიდებთ მერე სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ ან ნიღაბს გავისწორებთ – ავიწევთ, ჩავიწევთ და სამწუხაროდ, მე ამას ვუყურებ ხოლმე და რა განსხვავებაა, თუ მობილურ ტელეფონს ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ? ამიტომ ძალიან კარგად გავითავისოთ ეს ქცევები და ეს განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ეხებათ, თუმცა, სხვებსაც. იგივე მაღაზიებში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი ხელთათმანით. ეს კარგად უნდა გაითავისოს, კანიდან არაფერი იჭრება შიგნით, ეს ხელები იმიტომ არის საფრთხილო, რომ მერე ამ ხელით ვეხებით სახეს, პირს ან ცხვირს ან თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია. ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ამის გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშავოთ ხელთათმანიანი ხელები,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგო გარდაიცვალა

    საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგო გარდაიცვალა

    საფრანგეთში, პარიზში კორონავირუსით 16 წლის გოგო დაიღუპა. ის ყველაზე ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც COVID 19-ს ემსხვერპლა.

    ,,ეს აუტანელია. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსი პატარებზე მძიმე გავლენას არ ახდენდა და ჩვენც გვჯეროდა, ისევე როგორც ყველას”,- ამბობს გარდაცვლილის დედა ფრანს24-თან.

    ერთი კვირის წინ გოგოს მსუბუქი ხველა განუვითარდა, საავადმყოფოში მისვლის შემდეგ კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

    საფრანგეთში ბოლო მონაცემებით, ჩOVID 19-ით ინფიცირების 29 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი 1696-ია.

  • ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის- იმნაძე

    ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია არ გაუციათ.

    მისი თქმით, თუ ამის საჭიროება დადგება, იმედი აქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება.

    „ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციიის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო. ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის. როგორც კი ამის პირველსაჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა,“ – განაცხადა იმნაძემ”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

    ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ,,არსებული მდგომარეობიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ”.

  • თუ გარეთ გასვლას აპირებთ, მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ამინდია.. დარჩით სახლში.. მოკლავთ ვინმეს- ორსული ქალი ბოქსირებული განყოფილებიდან

    თუ გარეთ გასვლას აპირებთ, მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ამინდია.. დარჩით სახლში.. მოკლავთ ვინმეს- ორსული ქალი ბოქსირებული განყოფილებიდან

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მიმართვა სადაც ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 39 წლის ბრიტანელი 7 თვის ორსული საზოგადოებას მიმართავს.  ვიდეომიმართვაში  ქალი ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან გარეთ გასვლით და სეირნობით ვიღაცას მოკლავენნ.

    „ორი კვირაა, რაც საავადმყოფოში ვარ. დღეს ოთხშაბათია. ორივე ფილტვში პნევმონია მაქვს. ვიბრძვი ჩემი და ჩემი შვილისთვის. სახლში სამი შვილი და ქმარი მყავს, ვერ ვახერხებ მათ ნახვას. არ ვიცი საიდან დავინფიცირდი, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ. ერთ რაღაცას გეტყვით: თუ თქვენ აპირებთ მეგობრებთან ერთად სულელური ლუდის გამო ზღვაზე წასვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ამინდია, დარჩით სახლში. თქვენი წასვლით მოკლავთ ვინმეს, ოჯახის წევრებს.
    შეჩერდით და მოუსმინეთ ბორისს! (ჯონსონს) არ გახვიდეთ გარეთ! არ ღირს!”, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.

    {{VIDEO}}

  • კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი სასამართლო პროცესზე არ გავა- წულუკიანი

    კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი სასამართლო პროცესზე არ გავა- წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 24 მარტიდან სასამართლოებში პატიმრების გაყვანა აიკრძალა და პროცესები ონლაინ ტარდება. მისი თქმით, სამ დღეში 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა.

    მისი თქმით, კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე.

    ,,24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ. მე მინდა, ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არამხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებსა და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე, ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება”, – განაცხადა წულუკიანმა.

  • ტესტები, რომელსაც საქართველო ჩინური კომპანიისგან ყიდულობდა, უვარგისი აღმოჩნდა

    ტესტები, რომელსაც საქართველო ჩინური კომპანიისგან ყიდულობდა, უვარგისი აღმოჩნდა

    ტესტები, რომელასაც საქართველო ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Technology-სგან იძენდა, უვარგისი აღმოჩნდა.

    1 182 500 დოლარის ხელშეკრულება ქართულმა მხარემ კომპანიასთან 23 მარტს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო 215 000 ტესტს, ცალს 5.5 დოლარად ყიდულობდა.

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ხელშეკრულება ანულირებულია და ტესტებს საქართველო აღარ შეიძენს. გაბუნია ამბობს, რომ თავად კომპანია დაუკავშირდათ და განგაშის შეტყობინება გამოსცა იმის შესახებ, რომ ტესტები წუნდებულია.

    ესპანეთის ჯანმრთელობისა და საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის თქმით, ამ კომპანიიდან შეძენილი კორონავირუსის 340 000 სწრაფი ტესტიდან 9000 უხარისხო აღმოჩნდა.

    ესპანური გამოცემა Elpais წერს, რომ ესპანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, სწრაფი ტესტების მგრძნობელობა მხოლოდ 30%-ია. ,,ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩინური კომპანიის ტესტს ინფიცირებული ადამიანების მხოლოდ 30%-ში შეუძლია კორონავირუსის აღმოჩენა, მაშინ როდესაც ამ ტესტების სიზუსტე 80%-ზე მაღალი უნდა ყოფილიყო”.

    თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობა აღარ გრძელდება და მიმდინარეობს ალტერნატიული კომპანიის ძებნა ტესტების შემოსატანად.

  • აზერბაიჯანში დასახლებულ პუნქტებს შორის მოძრაობა აიკრძალა

    აზერბაიჯანში დასახლებულ პუნქტებს შორის მოძრაობა აიკრძალა

    aზერბაიჯანში დასახლებულ პუნქტებს შორის მოძრაობა ყველასთვის აიკრძალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ისე საკუთარ ავტომობილებს.

    შეზღუდვა გუშინ ღამით ამოქმედდა.

    ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 122 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 15 გამოჯანმრთელდა, 6-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია. COVID 19-თ გარდაიცვალა 3 ადამიანი.