Category: ახალი ამბები

  • ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 19 თეთრით გამყარდა- როგორია ახალი კურსი

    ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 19 თეთრით გამყარდა- როგორია ახალი კურსი

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინდა.

    ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 27 მარტის ვაჭრობით საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა. ახალი კურსით ერთი აშშ დოლარი 3.2896 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 19.46 თეთრით ნაკლებია.

    ევროსთან მიმართებით კი გამყარებამ 19.27 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულება 3.6232 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ოპონენტებს ვურჩევ, დარჩნენ შინ და ხელისუფლება ამ გამოწვევის დასაძლევად ეფექტურად იმუშავებს- რიჟვაძე

    ოპონენტებს ვურჩევ, დარჩნენ შინ და ხელისუფლება ამ გამოწვევის დასაძლევად ეფექტურად იმუშავებს- რიჟვაძე

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ არ ჰქონია მოლოდინი, რომ ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ.

    ის პოლიტიკურ ოპონენტებს ურჩევს, დარჩნენ სახლში და ამ გამოწვევის დასძლევად ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს. მისი თქმით, მთავრობა ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა.

    „სამწუხაროდ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და ის რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ. ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ, დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს, რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული. ხარჯების შემცირება განხორციელდა ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ასევე, ჩვენ რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდება და მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი ქართველების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი ქართველების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი ქართველების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. უწების განცხადებით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ.

    სამინისტრო მოუწოდებს ქვეყნის გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდნონ მსგავსი სახის შეთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით დაგეგმონ.

    ,,მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა.

    არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები”,- წერია სამინისტროს განცხადებაში.

    მათივე ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით საქართველოს მისიები საზღვარგარეთ მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული, რათა ოპერატიულ რეჟიმში დაეხმარნონ უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს

  • თუ რისკები გაიზრდება, არ გამოვრიცხავთ სრული კარანტინის გამოცხადებას- მდინარაძე

    თუ რისკები გაიზრდება, არ გამოვრიცხავთ სრული კარანტინის გამოცხადებას- მდინარაძე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გართულდება და რისკები გაიზრდება, არ არის გამორიცხული, რომ სრული კარანტინი გამოცხადდეს ქვეყანაში.

    მისივე თქმით, დღეს ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას.

    ,,იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება და ის რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, მაშინ არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას. შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი. დღეს, კონკრეტულად, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არც ამას მოვერიდებით და არსებობს შესაბამისი გეგმები. ხელისუფლება, ჯანდაცვისა შესაბამისი სტრუქტურები აკონტროლებენ არსებულ სიტუაციას და ყველა შემთხვევაში გადიან, ფაქტიურად, კვალზე ბოლომდე”,- ამბობს მდინარაძე.

    მისი თანაგუნდელის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ,,დღეს არსებული მდგომარეობიდან საყოველთაო კარანტინამდე შორს არ ვართ”.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია არ გაუციათ.

    შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტს 1 თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

  • ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

    ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რუსულ მედიასთან ადასტურებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

    „მართლაც, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ადმინისტრაციაში. ეს მართალია და ყველა საჭირო სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა მიღებული, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს”, – განაცხადა პესკოვმა.

    ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ინფიცირებულ პირს ვლადიმერ პუტინთან შეხება არ ჰქონია. მან ასევე აღიარა, რომ იგი ესწრებოდა წვეულებას, სადაც ლევ ლეშჩენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

    „კი, ვიყავი, მარამ ლეშჩენკო არ მინახავს. ალბათ უკვე წასული იყო. ხელი არავისთვის ჩამომირთმევია და თან ეს ორი კვირის წინ იყო“,-განაცხადა პესკოვმა.

  • თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის შსს-მ 3 პირი 3000 ლარით დააჯარიმა და კარანტინში გადაიყვანა

    თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის შსს-მ 3 პირი 3000 ლარით დააჯარიმა და კარანტინში გადაიყვანა

    თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის შსს-მ 3 პირი 3000 ლარით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულების გადაიყვანა.

    შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევები იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში მოხდა.

    ,,ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,“ – წერია შსს-ს ინფორმაციაში.

  • თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის დისტანციურად შესრულებული ბეთჰოვენის უკვდავი სიმფონია (ვიდეო)

    თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის დისტანციურად შესრულებული ბეთჰოვენის უკვდავი სიმფონია (ვიდეო)

    თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი სოციალურ ქსელში ბეთჰოვენის – „Ode to Joy“-ს დისტანციურ რეჟიმში ასრულებენ.

    „Ode to Joy“ ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიიდან ევროკავშირის ოფიციალური ჰიმნია.

  • 82 წლის ბებოს, რომელიც ქარელიდან გორში შვილის სანახავად ფეხით მიდიოდა, პოლიცია დაეხმარა (ვიდეო)

    82 წლის ბებოს, რომელიც ქარელიდან გორში შვილის სანახავად ფეხით მიდიოდა, პოლიცია დაეხმარა (ვიდეო)

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ხნიერ ქალბატონს პირბადეს უკეთებს და დანიშნულების ადგილას საკუთარი მანქანით ჩაჰყავს.

    საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გამო 82 წლის ქალი გორში მცხოვრებ შვილთან, ქარელიდან ავტობანით ფეხით მიდიოდა. ხნიერი ქალბატონი სწორედ ამ დროს შენიშნეს   ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტობანზე და მას პირბადე და სხვა ვირუსისგან დამცავი საშუალებები გადასცეს. ასევე აუხსნეს გამოყენების ინსტრუქციებიც და  სამსახურეობრივი ავტომობილით ის გორში შვილთან ჩაიყვანეს.

     

  • ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონს კორნავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯონსონმა თავად გაავრცელა ინფორმაცია ტვიტერზე. მისი თქმით, დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს და დაუნინგ სთრით 10ზე მდებარე რეზიდენციაში თვითიზოლაციიდან განაგრძობს მთავრობის მართვას. ბორის ჯონსონი 55 წლის არის.

  • დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ენმ-ის კრიტიკა დამსახურებული იყო- ბოკერია

    დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ენმ-ის კრიტიკა დამსახურებული იყო- ბოკერია

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერაის თქმით, რაც ზუგდიდში პირბდეების დარიგებისას ხდებოდა, დაუშვებელია.

    მისი თქმით, კარგია რომ ენმ-ის ადგილობრივმა ლიდერებმა კრიტიკა მიიღეს, თუმცა ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ მყოფმა ლიდერმა პროვოკაციაზე დაიწყო საუბარი .

    ,,დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ამიტომ აბსოლუტურად დაუშვებელია ის, როგორი ფორმითაც ეს ხდებოდა ზუდგიდში. ამიტომ ეს კრიტიკაც, რომელიც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული. კარგი იყო, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ასევე, ცუდია რომ, ეს ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ და მთავრობამ გამოიყენა და იყენებს კამპანიისთვის ამ პოლიტიკური გუნდის და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ. ესეც ცუდია, ამის დროც არ არის ახლა”, — განაცხადა ბოკერიამ.

    ის იმნაძეს და გამყრელიძეს მიმართავს, ისეთივე კრიტიკულები იყვნენ ეკლესიის მიმართ, როგორც პოლიტიკური ჯგუფების მიმართ.

    ,,მივმართავ ბატონ იმნაძეს და ბატონ გამყრელიძეს, გასაგები იყო მათი მკაცრი გზავნილი, სამართლიანი, ამ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. თხოვნა მაქვს მათთან, რომ იყვნენ თანმინდევრული – როდესაც ასე მკაცრად დამსახურებულად აფასებენ ამას, ასეთივე მკაცრი შეფასება ჰქონდეთ რელიგიური ორგანიზაციების, ნებისმიერი, მათ შორის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, სადაც რისკები ბევრად მეტია, როცა საუბარია ერთი კოვზით ზიარებაზე. აქ ჩვენ ასეთი მყარი გზავნილი ვერ მოვისმინეთ და ეს ცუდია”, – თქვა გიგა ბოკერიამ.

    ,,ახალი ლიდერების ინიციატივამ” საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად 26 მარტს ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი, რის გამოც ორგანიზაცია შსს-მ 15 ათასი ლარით დააჯარიმა.