Category: ახალი ამბები

  • ქვეყნის გადასარჩენად გადამწყვეტი ტესტები ვერ ჩამოაქვთ, იმიტომ რომ ვერ გადაწყდა ივანიშვილის რომელმა კლასტერმა გააკეთოს ფული– გვარამია

    ქვეყნის გადასარჩენად გადამწყვეტი ტესტები ვერ ჩამოაქვთ, იმიტომ რომ ვერ გადაწყდა ივანიშვილის რომელმა კლასტერმა გააკეთოს ფული– გვარამია

    მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ფეისბუქ სტატუსს უძღვნის საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სწრაფი ტესტების შემოტანის პრობლემას. მისი აზრით, ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ასეთი პრობლემა არ იარსებებდა. გვარამია ივანიშვილის და სააკაშვილის მმართველობის სტილის შედარებასაც აკეთებს და თვლის, რომ ქვეყანას გამბედავი კრიზისმენეჯერი სჭირდება:

    “პანდემიის დროს, პანდემიის დასამარცხებელი საშუალებებზე ფულის გაკეთება – ასეთი აბსურდი გაგიგიათ?

    ხოდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შესაძლოა ქვეყნის გადასარჩებად გადამწყვეტი ტესტები ვერ ჩამოაქვს მთავრობას, იმიტომ რომ ვერ გადაწყდა, ამაზე ვინ გააკეთოს ფული, ივანიშვილის რომელმა კლასტერმა (უნდა მეხსენებინა ეს სიტყვა უეჭველი  ).

    ამაზე პიზდეცი გაგიგიათ? მე არა.

    რაც არ უნდა თქვათ მთავრობაზე, სადაც მეც ვიყავი, ანუ ნაცებზე, ის მაინც ხომ ყველამ ვიცით (ღრმა ქოცებმაც იციან), რომ მსგავსი რამ მაშინ არ მოხდებოდა? გუშინწინ ჩამოიტანეთ ტესტებიო, იტყოდა სააკაშვილი. არ მაინტერესებს არის თუ არა, რა ღირს, ვის აქვს, – ჩამოიტანეთ ხვალ კი არა, გუშინწინო. აი ავტორიტარობის ნიშნები რომ ქონდა, ის სააკაშვილი. იცოდა კრიზისების დროს მუშტების ბრახუნი და ყვირილი, ვადასტურებ. ეგ იყო მისი “ავტორიტარობის” მთავარი ხაზი. სამაგიეროდ მისი მთავრობა კრიზისების მოგვარებაში შეუდარებელი იყო. მოკლედ, იტყოდა გუშინწინო, ყველანი სიკვდილის პირას მივიდოდით მუშაობით და ტესტები იქნებოდა გუშინწინ, როგორც იყო ნათქვამი. რა ფულის გაკეთება, საერთოდ რა თემაა და პადემიის დროს ხო საერთოდ. მე, სააკაშვილის მინისტრს, ეს რას ნიშნავს, საერთოდ ვერ ვიგებ. ვინც იგებს და მით უმეტეს აკეთებს, ის რომ მთავრობაშია, ეს უმძიმესი კატასტროფაა. უმძიმესი.

    მორალი: ავტორიტარი არის ბიძინა. სააკაშვილი იყო ე.წ. სტრონგ მენი. დიდი დავაა ახლა დასავლეთში, სტრონგ მენი დემოკრატიასთან რამდენად თავსებადია. პროცედურულ დემოკრატიასთან, ნამდვილად არა. მაგრამ ამ დავაში იმასაც ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაშიც კი, სადაც სტრონგ მენი არაა, ყველგან რუსული ფულის მქონე ოლიგარქი მოვიდა და რაის პროცედურული თუ სხვა დემოკრატია, რაის სტრონგ მენი თავის მუშტების ბრახუნით და ოპოზიციის მიტინგებით, – ყველგან ხელისუფლების უზურპაცია მოხდა. ასე რომ, ღირს, ჩვენც ვიფიქროთ ამ დიქოტომიაზე და კრიზისების ქვეყანაში ძლიერი და გამბედავი კრიზისმენეჯერების საჭიროებაზე. მენეჯერების. ბელადები არ მითქვამს. არც მიგულისხმია.

    ps ხო, მართლა, სააკაშვილს რომ ნორმალური სასამართლო აეშენებინა (საბოლოოდ, ეს მისი მთავარი შეცდომა აღმოჩნდა, ჩემი აზრით) და ძლიერი და გავლენიანი ოპოზიცია ყოლოდა (რომლის გაჩენა, ანუ სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია ნაცების მიერ არათუ ხელშეწყობილი, მნიშვნელოვნად ხელშეშლილი იყო. ესეც მნიშვნელობით მეორე შეცდომა. ასევე ჩემი აზრით), კი ვიქნებოდით საწიგნე მაგალითი, რომ სტრონგმენები მშვენივრად თავსებადია დემოკრატიასთან.“– წერს გვარამია.

  • იზოლაცია ბრუკლინში.ნიუ იორკელი ფოტოგრაფის პროექტი

    იზოლაცია ბრუკლინში.ნიუ იორკელი ფოტოგრაფის პროექტი

    მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იძულებულია თვითიზოლაციას მიმართოს და სახლში გამოიკეტოს. ფოტოგრაფმა სტივენ ლავკინმა ბრუკლინში იზოლირებული ოჯახების, წყვილების და მარტოხელა ადამიანების ფოტოების სერია გადაიღო.

    თავიდან მას აინტერესებდა ოჯახები, რომლებიც საკუთარი სახლის ზღურბლთან ისხდნენ, თუმცა შემდეგ გადაწყვიტა, რომ ჯობს ადამიანები ფანჯრების მიღმა გადაიღოს.

    ლავკინმა თხოვა ყველას, ვინც ფოტოებისთვის შეარჩია გარე სამყაროსთვის საკუთარი სათქმელი ეთქვათ. პროექტი სულ ერთი კვირაა დაიწყო, მაგრამ სოციალურ ქსელებში უკვე მიიქცია ყურადღება. ლავკინი პროექტზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

    “იმედი მაქვს ამ ქაოსისა და გაურკვევლობის პერიოდში ჩემი პროექტი დაეხმარება ადამიანებს გარე სამყაროსთან კავშირი იგრძნონ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულები ვართ და არავინ იცის როდემდე გაგრძელდება ეს.“ – ამბობს ფოტოგრაფი.

    ანა–ბეტ რუსაკისი ქალიშვილთან, მერი რუსაკისთან ერთად:“გაავრცელეთ სიკეთე და არა დაავადება. დარჩით სახლში.“

    ცოლ–ქმარი კლარის ინსი და ანსილ მაკკეინი. წარწერა: “მარტოები ერთად“

    პროფესორი და აქტივისტი კრისტინ ლოულერი “მანქანა შეიძლება გაჩერდეს“

    რობერტ კლარკ უმცროსი: “მძიმე დრო წავა, ძლიერი ადამიანები დარჩებიან.“

    კელი და ლუკას ლავკინები: “მალე ერთად ვიქნებით. დარჩით სახლში და გქონდეთ იმედი“.

    ტომ სმიტი და ლორა როსი ქალიშვილებთან– კეროლაინთან, ელიზაბეტთან და ებიგეილთან ერთად: “თქვენ მარტო არ ხართ, თუ გიყვართ ის ადამიანები, ვისთან ერთადაც მარტო ხართ“.

    აგნეტა და მეთიუ სეპტიმუსები შვილებთან, ერზასთან და ნორასთან ერთად წარწერით: “იმედი“.

    მაიკ და დენიზ პერგოლები შვილებთან – ჰენრისთან, ჯეკთან და უილთან ერთად წარწერით: “ჩვენ ერთად ვიყავით. დანარჩენი აღარ მახსოვს.“

    მხატვარი შირლი ფიურსტი წარწერით: “ხელოვნება გადაგვარჩენს!“

  • ზურა ხაჩიძე თვითიზოლაციაში იმყოფება

    ზურა ხაჩიძე თვითიზოლაციაში იმყოფება

    მომღერალი ზურა ხაჩიძე მეორე დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება.  ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    როგორც ირკვევა მას მოულოდნელად ტემპერატურამ აუწია რის გამოც თვითიზოლაციაში მოექცა.  ორი დღის წინ ხათუნას წამლების გამო მოუხდა გარეთ, აფთიაქებში რამდენჯერმე გასვლა.

    დაახლოებით სამი კვირის წინაც მქონდა სიცხეები, სასწრაფო გამოვიძახე, ფილტვებზე გავესინჯე და ვირუსი არ აღმომაჩნდა.გუშინ 38 და 9 მქონდა სიცხე და წამლები დავლიე. დღეს 37-მდე მაქვს. ვსვამ C ვიტამისაც. მაშინვე ჩემს სახლში გადავედი, რომ ხათუნას რაიმე არ გადავდო.”- აცხადებს მომღერალი.

  • როგორ გამოიყურება პარიზის დაცარიელებული ქუჩები (ვიდეო)

    როგორ გამოიყურება პარიზის დაცარიელებული ქუჩები (ვიდეო)

    ვრცელდება დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს თუ როგორი ცარიელია პარიზის ხალხმრავალი ქუჩები და ადგილები ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო.

    შეგახსენებთ რომ  ბოლო მონაცემების მიხედვით, საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 29,155 ადამიანს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილია 1,696   ადამიანი.  საფრანგეთში, ახალი კორონავირუსისგან სულ 4,948  ადამიანი განიკურნა.

  • “გევედრებით შეაჩერეთ ეს კატასტროფა“–გიგი უგულავას წერილი პატრიარქს ციხიდან

    “გევედრებით შეაჩერეთ ეს კატასტროფა“–გიგი უგულავას წერილი პატრიარქს ციხიდან

    ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა, რომელიც პატიმრობაში იმყოფება ციხიდან საქართველოს პატრიარქს წერილს უგზავნის და თხოვს კორონავირუსის საფრთხე გაითვალისწინოს და შეაჩეროს კატასტროფა, რომელიც შესაძლოა მრევლის აქტიურობას მოჰყვეს. გთავაზობთ სრულად წერილს, რომელიც გიგი უგულავას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა:

    “წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ,

    საშიშროება რეალურია – ეს იყო თქვენი სიტყვები წლების წინ, 1989 წლის 9 აპრილს და საშიშროება მართლაც რეალური იყო. საშიშროება რეალურია დღეს და თქვენს სიტყვებს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა.

    მოგმართავთ თხოვნით ციხიდან. თქვენ მე პრაქტიკულად ბავშვობიდან მიცნობთ, არასდროს პირად საკითხზე არ შემიწუხებიხართ. არც მაშინ როცა თქვენი მოწაფე ვიყავი, არც მაშინ როცა ძალაუფლება მქონდა და არც ახლა როცა ციხეში ვარ. არც პირფერობა მჩვევია და ბევრი მწარე სიტყვები მითქვამს. ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

    გევედრებით შეაჩერეთ ეს კატასტროფა, საშიშროება მართლაც რეალურია, მოუწოდეთ მრევლს დარჩეს სახლში, ილოცოს სახლში, სჯობს დაინთოს ასი ათასი სანთელი ეკლესიებში, ნაცვლად ასი ათასი ადამიანის შეკრებისა. ნუ გავწირავთ მათ სნეულებისთვის. დღეს ეს თქვენს ხელშია.

    ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის. საზოგადოება და ხელისუფლება ავად თუ კარგად, ექიმებთან ერთად, უმკლავდება ვირუსს, მაგრამ ძალაუფლების შერყევის შიშით ისინი ვერ გეტყვიან სიმართლეს. სიმართლეს უმეტესობა არც სინოდში გეტყვით, სამწუხაროდ.

    სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყანა ახლა შედის ვირუსის გავრცელების კრიზისულ ფაზაში. ეს ემთხვევა წინასააღდგომო პერიოდს. წინ ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთისცხება და ბოლოს ბრწყინვალე აღდგომაა. მოუწოდეთ მრევლს დარჩნენ სახლში.

    ნუ დავანთებთ აპოკალიპტურ ცეცხლს სააღდგომოდ. დიახ, საშიშროება რეალურია და მეცნიერებას ჯიბრში არ უნდა ჩავუდგეთ.
    ვერანაირი სქოსასტიკური არგუმენტი ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ დღეიდან აღდგომამდე სწორედ ჩვენ ტაძრები შესაძლოა გახდეს მთავარი რისკის არეალი.

    ამან შეიძლება უბედურებამდე მიგვიყვანოს. თქვენ გვასწავლიდით, რომ ადამიანია ღვთის სახლი. ვერცერთი დიადი ტაძრის გუმბათი, ვერ მივა თუნდაც ცოდვებით დამძიმებულ ღვთის ქმნილებათა გვირგვინთან – ადამიანთან.

    ნუ გადავაქცევთ ეკლესიებს სასიკვდილო საფრთხის კერად. არ მივცეთ ამპარტავნებას საშუალება, ყველა სათნოება შთანთქას.
    ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა, ყოველ საათს. დამნაშავეთა ძიებას აზრი აღარ ექნება.
    დღეს თქვენ სიტყვას შეუძლია ადამიანთა გადარჩენაც და მათი საფრთხეში ჩაგდებაც.

    დღეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესია და პირადად თქვენ, იესოს მსგავსად ტაძრის გუმბათზეა და მინდა მჯეროდეს, რომ ეშმაკს სწორ პასუხს გავცემთ – ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი (ლუკა 4:12)

    გთხოვთ, მოუწოდოთ მრევლს დარჩეს სახლში.

    “მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს”

    ისაია 26:20

    პატიმარი გიგი უგულავა“

  • საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას – ნატო-ს გენერალური მდივნი

    საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას – ნატო-ს გენერალური მდივნი

    2020 წლის 27 მარტს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

    როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

    “თავის მხრივ, მინისტრმა ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მეირ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ზომების შესახებ. საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები.

    ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხარდასაჭერად დამატებით ზომებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ხელს არ შეუშლის ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და მომავალში შენარჩუნდება დღეს არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე განხილულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უახლოეს მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • დააცხრეთ პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ- კახაძე ოპონენტებს

    დააცხრეთ პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ- კახაძე ოპონენტებს

    ,,მოიხსენით პოლიტიკური მანტია, დააცხრეთ თქვენი პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ”,- ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე პოლიტიკურ ოპონეტებს მიმართავს.

    ის ზუგდიდში პირბადეების დარიგების ფაქტსაც ეხმიანება და ბიუროს სხდომას იხსენებს, რომელზეც განაცხადა, რომ ვიღაცას შეიძლება პოლიტიკური ინდულიგენციის ქვეშ რამე დანაშაული ჩაედინა.

    ,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა უნდა გადავიქცეთ ექიმებად, სანიტრებად, ექთნებად, პოლიციელებად, მესაზღვრეებად. სოციალური დისტანცირება კი არ არის მარტო საჭირო, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა საჭირო. შენი მონაწილეობით განხორციელებული ყველა ქმედება, რაც სხვას საფრთხეს შეუქმნის, პასუხისმგებლობას გაკისრებს. ეს ეხება იმ აქციას, რომელიც ზუგდიდში მოეწყო! მახსოვს, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით ამ რთული გადაწყვეტილების მისაღებად, ბიუროს სხდომაზე გავაკეთე განცხადება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების პირობებში, ვიღაცამ პოლიტიკური ინდულიგენციის ქვეშ რამე დანაშაული არ ჩაიდინოს-მეთქი. ვთხოვ ყველას, მოიხსენით პოლიტიკური მანტია, ცოტა ხნით დაიცხრეთ თქვენი პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ”,- ამბობს კახაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ გახარიამ სააკოორდინაციო საბჭო კონსილიუმს დაამსგავსა და მათი ყველა გადაწყვეტილება ადამიანზეა მორგებული.

    ,, ხელისუფლების სამაგალითო ქმედება არის ის, რომ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭო დაამსგავსა ძალიან კარგ კონსილიუმს. ის ყურადღებით ეკიდება ყველა იმ რჩევას, რომელიც მეცნიერებს, გამოცდილ ადამიანებს და საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. ყველა გადაწყვეტილება ადამიანზე, პიროვნებაზე არის მორგებული, ანუ პიროვნების უსაფრთხოებაზე. გთხოვთ ახლა ყველას ამ უსაფრთხოებას გავუფრთხილდეთ”,- განაცხადა ლადო კახაძემ.

  • რა ვიცით და რა არ ვიცით ახალ კორონავირუსზე  –  Euronews

    რა ვიცით და რა არ ვიცით ახალ კორონავირუსზე – Euronews

    ინფორმაციის ზღვა ნაკადის მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია  ახალი კორონავირუსის შესახებ, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა.  მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ადამიანების რაოდენობა  552,943-ს აღწევს. გარდაცვლილთა რაოდენობა კი 25,045-ს შეადგენს.

    “რა ვიცით და რა არ ვიცით ვირუსის შესახებ?” – ამ სათაურით Euronews – აქვეყნებს ვიდეოს.

    რა ვიცით კოვიდ 19-ის შესახებ?

    • კორონავირუსი მარტივად გადამდებია და მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული

    • ვირუსმა გავრცელება ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან დაიწყო.

    • ბევრ დაინფიცირებულს ვირუსი მსუბუქად ან საერთოდ არ აქვს გამოხატული, რის გამოც მისი აღმოჩენა რთულდება.

    • ვიცით, რომ ვირუსი ბუნებრივად არის შექმნილი და არა ლაბორატორიაში.

    კორონა ვირუსთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს:

    • არასაკმარისი კვლევების გამო,  ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი არის დაინფიცირებული კორონავირუსით.

    • ჩვენ არც ის ვიცით არის თუ არა კოვიდ 19 სეზონური ვირუსი და უნდა ველოდოთ თუ არა ზაფხულში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებას.

    • არც ვიცით როგორია კორონავირუსის მკურნალობის გზები, ვაქცინამდე კი 18 თვე გვაშორებს.

     

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-ით ინფიცირების პირეველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. ინფექციის მქონე საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

    ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 81 შემთხვევაა დაფიქსირებული და 13 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს.

  • დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივან მეთ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ჰენკოკმა ამის შესახებ თავის Twitter-ზე დაწერა. მას ახალი ვირუსის ძალიან არამწვავე სიმპტომები ჰქონდა და ექიმების რჩევით, კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა.

    ,,საბედნიეროდ ჩემი სიმპტომები არაა მძიმე და მე ვაგრძელებ სახლიდან მუშაობას, იზოლაციაში”, — ამბობს ის.

    ჯანდაცვის მდივანი მომავალ ხუთშაბათამდე, 2 აპრილამდე თვითიზოლაციაში იქნება.

    დღეს COVID 19 დაუდასტურდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსაც.

    ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 658, ხოლო გარდაცვლილი 578-ია.

  • “ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა” – გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი

    “ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა” – გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი

    გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, განაცხადა, რომ ვირუსის პიკი სხვადასხვანაირი არსებობს.

    მისი თქმით, ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ეს ფანტასტიკის სფეროა.

    „ვირუსის პიკს რომ ავცდეთ, ესეც ფანტასტიკის სფეროა. ჩემი აზრით ამას ვერ ავცდებით. პიკი სხვადასხვანაირი არსებობს, არის ძალიან მაღალი, 8 000-იანი მწვერვალები და არსებობს ძალიან დაბალი, გორაკები და ბორცვები. ჩვენი სურვილია, რომ პიკი მხოლოდ გორაკი და ბორცვი იყოს.  უფრო გავრცელებისთვისაც არსებობს რამდენიმე სცენარი, როგორ შეიძლება წავიდეს პროცესები. რეალურად ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, ერთი-ორი კვირის მანძილზე სწრაფი მატების ტენდენცია არ უნდა გვქონდეს, თუმცა შემთხვევათა რიცხვი რა თქმა უნდა გაიზრდება. ყოველი ახალი შემთხვევის გარშემო ვეძებოთ მისი ახლო კონტაქტები, მიდევნება და მეთვალყურეობა უნდა მოხდეს მათი და მხოლოდ ეს გზა მოგვცემ ჩვენ საშუალებას, რომ ცოტა ნელა-ნელა განვითარდეს დაავადების შემოტევის პროცესი“, – აღნიშნა ზახაშვილმა.