Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4641ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239 პირი.

    ინფორმაციისთვის, 85 ადამიანიდან 14 გამოჯანმრთელებულია.

  • “თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში ” – პაატა იმნაძე

    “თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში ” – პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პაატა იმნაძემ ამის შესახებ “იმედის” ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მხრივ ყველა აუცილებელი ზომა უკვე მიღებულია, ახლა მოვლენათა შემდგომი განვითარება უკვე საზოგადოების მიერ რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული.

    „ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, – განაცხადა იმნაძემ.

  • “ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?!”- რა ხდება დილის საათებში ავტობუსში

    “ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი?!”- რა ხდება დილის საათებში ავტობუსში

    თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო-ვიდეო მასალა  სადაც ჩანს რომ ავტობუსში 10-ზე მეტი ადამიანი იმყოფება და ერთმანეთთან საკმაოდ ახლო დისტანციაზე იმყოფებიან. ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს კითხვით თუ ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.

    “დღევანდელი სიტუაცია 72 ნომერ ავტობუსში

  • მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ცხედარი იპოვეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 17-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს.

    ქუთაისში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, საიდანაც ხორციელდებოდა საძიებო ოპერაციის მონიტორინგი. შტაბს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი, ვლადიმერ ჯღამაძე.

    პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ მასთან ერთად მყოფმა პირებმა 7 მარტს შეატყობინეს, რის შემდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები დაიწყო.

    10 მარტიდან, საძიებო პროცესში სხვა უწყებებთან ერთად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა წყლის ფსკერის დათვალიერება.

  • “ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ნუ ვიქნებით ფანატიკოსები“–ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე

    “ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ნუ ვიქნებით ფანატიკოსები“–ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მელქისედეკ ხაჩიძე კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება და ამბობს, რომ ახლა დაყოფის დრო არაა:

    “ახლა არაა დაყოფის დრო!
    ​ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,
    ​ქვეყანაში (და ზოგადად მსოფლიოში) შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით, დაახლოებით ერთი თვეა, ყველას განსხვავებულ ვითარებაში გვიწევს მოქმედება. მათ შორის სასულიერო პირებსაც. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე საჯარო მიმართვა გავავრცელეთ, რათა იმ საკითხებზე გაგვეცა პასუხი, რაც მორწმუნეებს აინტერესებთ. ამავე თემას მიემართება წინამდებარე განცხადება.

    ​უპირველესად მსურს ყველამ გავითავისოთ, რომ ახლა არაა დაყოფის დრო! თითოეულ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი, რწმენა, ეთნიკური წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა სახის მახასიათებელი, რომელიც თითოეულ ადამიანს უნიკალურ ინდივიდად გვხდის. ეს უფლისმიერი დიდი წყალობაა, მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში, ჩვენ დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ ეს ყველაფერი და გავერთიანდეთ ერთ ჭერქვეშ – საქართველოს სახელმწიფოში, საერთო მტრის – კორონა ვირუსის წინააღმდეგ. საქართველოს ისტორია ნათლად გვარწმუნებს, რომ მტერი მაშინ გვძლევდა, როდესაც ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა გვიჭირდა. დროა ვისწავლოთ წარსულის გამოცდილებიდან და იგივე შეცდომა დღეს აღარ გავიმეოროთ, გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ!

    ​აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდევ ერთ თემას. მოგეხსენებათ ბოლნისსა და მარეულში კარანტინი გამოცხადდა, რამაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დაბნეულობა გამოიწვია. უპირველესად ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარანტინის დაწესება მსგავს ვითარებებში, სრულიად მიღებული პრაქტიკაა დასავლეთის უამრავი დემოკრატიული ქვეყნისათვის, რისი მაგალითების მოძიებაც მარტივად შეგვიძლია. მეორე საკითხი ისაა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში, საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება სხვა რეგიონშც მოუხდეს იგივეს გაკეთება, რამაც საბოტაჟისა და დაუმორჩილებლობის საფუძველი კი არ უნდა მოგვცეს, არამედ სახელმწიფოებრიობის, საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე გაასკეცებული ზრუნვისაკენ უნდა დაგვაფიქროს.

    ეკლესიაში მოსულები ხშირად ვისმენთ ხოლმე საკითხავებს, თუ როგორ დაითმინა რომელიმე წმინდანმა ღმერთის ან მოყვასის სიყვარულის გამო ტანჯვა, წამება, გვემა, ეს ყველაფერი მოგვწონს და ინსტიქტურად მის მიბაძვასაც ვცდილობთ ხოლმე, მაგრამ დავფიქრდეთ, როგორი შეუსაბამოა, რომ ერთი მხრივ ვბაძავდეთ ადამიანს, რომელმაც სხვა პიროვნებებისადმი წამება დაითმინა და ამ დროს არ შეგვეძლოს რამდენიმე დღე ან კვირა, კარანტინში გავჩერდეთ. ამასთანავე, არ შემიძლია არ აღვნიშნო მარნეულში და ბოლნისში მცხოვრები ჩვენი ძმებისა და დებისადმი მიმართული სიძულვილის ენა, რომელიც ეთნიკური, რელიგიური და ზოგადად სახელმწიფოებრივი შუღლის გაღვივებას უწყობს ხელს. წესით, არ უნდა გვჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ ქვემო ქართლში მცხოვრები ადამიანები, მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები არიან, მათაც ჩვენსავით (ან უფრო მეტად) უყვართ ჩვენი ძვირფასი სახელმწიფო, ზრუნავენ მასზე, ასრულებენ დაკისრებულ შესაბამის მოვალეობებს და არავის აქვს უფლება, საკუთარი ნებსითი ან უნებლიე მოქმედებით, კიდევ ერთი დამატებითი კონფლიქტის კერა გააჩინოს ჩვენს ქვეყანაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც შეიძლება, რომ ხვალ საერთოდ სხვა რეგიონი აღმოჩნდეს იდენტურ მდგომარეობაში.

    ​ამ ,,მსოფლიო ომში“, რომელშიც ჩვენი პლანეტა და შესაბამისად საქართველოც იმყოფება, გადამწყვეტი მნიშნველობა ხელისუფლების მოქმედებას კი არა, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას აქვს, რომელიც ძალიან წვრილმან საკითხებს ეყრდნობა. სახელდობრ: ჰიგიენის დაცვას; ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონას, რომელიც იმუნიტეტს გვიძლიერებს; ერთმანეთთან დისტანციის დაცვას; თუნდაც შეხვედრისას მისალმების ფორმას და სხვა ისეთ წვრილმანებს, რომლებმაც, საერთო ჯამში, ძალიან დადებით შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს, ასე რომ, გთხოვთ თითოეულ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, სანამ ეს ომი არ დასრულდება.

    ​და ბოლოს, ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩემო სულიერო შვილებო, მეგობრებო, ახლობლებო, ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ მყოფო თანამემამულეებო, თავს უფლებას ვაძლევ თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ ვთხოვო, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი გმირი მედიკოსებისა და შესაბამისი უწყებებისადმი დასახმარებლად, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, გავითვალისწინოთ მათი რჩევები და რეკომენდაციები, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ნუ ვიქნებით ფანატიკოსები და მერწმუნეთ, უფლის მადლით, ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ. აუცილებლად გვახსოვდეს ქრისტეს სიტყვები: ,,მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას“ (იოანე: 16-33).

    თქვენთვის მლოცველი,
    უბისისა და მარგვეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
    27.03.2020

  • გამყრელიძე: მარნეულელი ქალის 15 მჭიდრო კონტაქტია გამოვლენილი, აქედან 5 კორონავირუსია

    გამყრელიძე: მარნეულელი ქალის 15 მჭიდრო კონტაქტია გამოვლენილი, აქედან 5 კორონავირუსია

    „მარნეულელი ქალის 15 მჭიდრო კონტაქტია გამოვლენილი,“ – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორიმა, ამირან გამყრელიძემ ფორმულას ეთერში გააკეთა.  მისი ინფორმაციით, ამ 15 ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ და მხოლოდ 5 ადამიანს დაუდასტურდა. სარიტუალო სუფრიდან სადაც მარნეულელი ქალი იმყოფებოდა, 90 ადამიანის მონიტორინგი მიმდინარეობს, ისინი თვითიზოლაციაში არიან და თუ რაიმე სიმპტომები დაუფიქსირდებათ საველე კარვებში იქნებიან გადაყვანილნი.

    „მარნეულელი ქალის შემთხვევაში ჩვენ გამოვიკვლიეთ 15 მჭიდრო კონტაქტი, აქედან 5-ია დადებითი, რომლებიც უკვე საავადმყოფოებში ბრძანდებიან. ასევე გვყავს იმ სარიტუალო სუფრაზე მყოფი 90 ადამიანამდე მონიტორინგი, ანუ თვით იზოლაციაში არიან. თუ ექნებათ ტემპერატურა ან რაიმე სიმპტომი გადაჰყავთ საველე კარავში.

    გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ქალბატონს 1700 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი მე ეს არ გამიგია.

    მარნეულში გამკაცრებული კარანტინი, რომ გამოცხადდა, 53 000 ადამიანია სიცხეზე სკრინირებული. დადიან სოფელ-სოფელ სოფლის ექიმები, რწმუნებული და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, ყველას ეკითხებიან და უზომავენ ტემპერატურას.

    რამდენიმე ათეულს ვისაც ტემპერატურა დაუფიქსირდათ გადაყვანილი არიან მარნეულში ცხელების ცენტრში. აღებულია ნაცხის ანალიზები კიდევ 15 ადამიანზე და ლუგარის ცენტრში დილით იქნება მათი პასუხები.“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა  83 -მდე გაიზარდა. ხოლო გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 14-ია

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 4427 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 257 პირი.

  • იტალიამ ყველა რეკორდი მოხსნა:900–ზე მეტი გარდაცვლილი ბოლო დღე–ღამეში

    იტალიამ ყველა რეკორდი მოხსნა:900–ზე მეტი გარდაცვლილი ბოლო დღე–ღამეში

    ცოტა ხნის წინ განახლებული მაჩვენებლებით იტალიამ ყველა აქამდე დადებულ მაჩვენებელს გადააჭარბა ერთ დღე–ღამეში გარდაცვლილების მხრივ. ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 9 919 ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირების ახალი 5 909 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში იტალიაში დაინფიცირებულთა რიცხვია 86,498–ს შეადგენს. გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა კი 9134–მდე გაიზარდა.

    დაინფიცირებულთა რაოდენობით იტალიას მხოლოდ ამერიკა უსწრებს, სადაც კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 94 000–ს გადააჭარბა. თუმცა, გარდაცვლილთა რაოდენობით იტალიამ ლამის სამჯერ გაუსწრო ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტს, ჩინეთს.

  • ბერა ივანიშვილმა STOP COVID19-ის ფონდში 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა

    ბერა ივანიშვილმა STOP COVID19-ის ფონდში 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა

    ბერა ივანიშვილმა STOP COVID19-ის ფონდში 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს ბერამ ეს თანხა მისი შვილის ბერუკა ივანიშვილის სახელით გადარიცხა.

    „ბერამ ცოტა ხნის წინ 1.1$ მილიონი ბერუკას სახელით გადარიცხა STOP COVID19-ის ფონდში. ბერუკა, საყვარელო! გფარავდეს უფალი!“ – წერს ენძელა მაჭავარიანი

  • “მჭირდება საქართველოს მთავრობის ნებართვა” –  სააკაშვილი ამბობს, რომ ემიგრანეტების ჩამოყვანას უზრუნველყოფს

    “მჭირდება საქართველოს მთავრობის ნებართვა” – სააკაშვილი ამბობს, რომ ემიგრანეტების ჩამოყვანას უზრუნველყოფს

    მიხეილ სააკაშვილი მზადაა მთავრობასთან კოორდინაციით, უზრუნველყოს ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება. ამისთვის მოგვარებულია ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის მოძიებულია ემიგრანტების ქვეყანაში ჩამოყვანისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსი და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ნებართვაა საჭირო.  პირველ ეტაპზე 1000 ემიგრანტის  დაბრუნება იგეგმება.

    “ამ დღეებში მე მივიღე ძალიან ბევრი შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც გაჭედილი არიან ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბევრ მათგანს არ აქვს ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და ისინი არიან უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ იმ მცირერიცხოვან რეისებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც უკვე არის დანიშნული.

    ამიტომ მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1000 (ათას) ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან

    ჩვენ გვჭირდება საქართველოს მთავრობიდან ნებართვა, რომ შემოუშვას ავიაკომპანია „სკაიაპი”, უკრაინული ავიაკომპანია, რომელიც მზად არის ეს რეისები შეასრულოს ევროპიდან და უსასყიდლოდ ჩამოიყვანოს ქართველები.. ჩვენ უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და მზად ვართ, გესაუბროთ იმაზე, რომ ისინი ყველა მოვათავსოთ კარანტინში, რომ არცერთმა მათგანმა არანაირი პრობლემა არ შეუქმნას საქართველოს მოსახლეობას.

    მე უკვე ველაპარაკე საქართველოში ბიზნესმენებს..

    თორნიკე კოპალეიშვილმა თავისი ორი სასტუმრო გადმოგვცა კარანტინისთვის.. როგორც ვიცი, „მეტეხმა” გადმოგვცა თავისი სასტუმრო კარანტინისთვის, გადასცა მთავრობას კარანტინისთვის, ჩემი სახლი ყვარელში გადმოცემულია, სანდრას სარეაბილიტაციო ცენტრი შემოთავაზებულია.. ჩვენ გვაქვს ასევე უამრავი სხვა შეთავაზება და ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ იმაში, რომ ყველა ეს ადამიანი უსაფრთხოდ მოვათავსოთ კარანტინში და არ შევქმნათ არანაირი საფრთხე საქართველოს დანარჩენი მაცხოვრებლებისთვის,

    ხალხის მიტოვება არ შეიძლება!

    მე დღეს ვნახე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც მათ თქვეს, რომ სააკაშვილის ინიციატივა არის კერძო ინიციატივა..

    თუნდაც კერძო პირი ვიყო.. დავივიწყოთ, რომ ოდესმე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რაღაცა გაუკეთებია საკუთარი ქვეყნისთვის.. კერძო პირების ინიციატივაც უნდა გაიზიაროთ თქვენ ახლა, იმიტომ, რომ თქვენ ეს არ გიჯდებათ არცერთი თეთრი.. გიჯდებათ მხოლოდ ის, რომ უნდა მოგვცეთ ნებართვა – ეს ხალხი შემოუშვათ საქართველოში.. ჯერ 1000 (ათასი) ადამიანი, შემდეგ დამატებით 4000 (ოთხი ათასი) ადამიანი ავიახაზებით და ასევე, ავტობუსებით..

    ეს არის ჩემი შემოთავაზებამე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენ გავდოთ გვერდზე ყველანაირი განსხვავებები და ყველამ ერთად მივხედოთ ჩვენს ხალხს.პოლიტიკა გადავდოთ შემდგომისთვის, ხალხო!აგერ არის კონკრეტული შემოთავაზება – უფასოდ ჩამოგვყავს ეს ხალხი და იმედი მაქვს, რომ ახლა ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, ან მინიმუმ არ შევუშლით ერთმანეთს ხელს.

    არ არის ახლა დრო ნაციონალებად და ქოცებად ქვეყნის გაყოფის.. ეს არის დიდი საერთო უბედურება და ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი.ჩვენ ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ ერთმანეთს, ყველამ უსაფრთხოების ყველა ზომა დავიცვათ, მაგრამ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს.ამას ვაკეთებ მთელი გულით და იმედია, თქვენც მთელი გულით მიუდგებით ამ საქმეს.

    ყველანი ქართველები ვართ და მოვიქცეთ, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილები და არა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.და მაშინ ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი გამოგვივა.”- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.