Category: ახალი ამბები

  • “ივანიშვილი არის ბუნკერში და მასთან კომუნიკაცია რთულდება“–რომან გოცირიძე

    “ივანიშვილი არის ბუნკერში და მასთან კომუნიკაცია რთულდება“–რომან გოცირიძე

    საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებისგან ანტიკრიზისულ გეგმას ითხოვს. ისინი თვლიან, რომ  ანტიკრიზისული ბიუჯეტის შექმნა მნიშვნელოვანია, რათა შემცირდეს ბიუჯეტიდან ზედმეტი ხარჯები და მოიზიდონ საგარეო რესურსები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

    „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველო​ში არსებული მდგომარეობს დღითიდღე რთულდება. ქართული ოცნება კი გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან ივანიშვილთან ვერ ათანხმებს:

    „დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება ე.წ. არაფორმალური მმართველობის გამო. გადაწყვეტილებების მიღებიდან მის აღსრულებამდე უზარმაზარი დრო იკარგება. ეტყობა, არ არის ჯერ ივანიშვილ​თან შეთანხმებული. ალბათ ბუნკერშია და ოცნების დეპუტატების მასთან კომუნიკაცია რთულდება, ვინაიდან მთავრობა ვერასდროს ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მასთან შეთანხმებული არ იქნება“- აცხადებს რომან გოცირიძემ.

     

  • “თავი გამანებონ, თორემ ბევრი რამე ვიცი, ყველაფერს ვიტყვი”- პაატა იმნაძის უმწვავესი განცხადება

    “თავი გამანებონ, თორემ ბევრი რამე ვიცი, ყველაფერს ვიტყვი”- პაატა იმნაძის უმწვავესი განცხადება

    გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ და დაეტიონ თავის ადგილზე, სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

    პაატა იმნაძე პოლიტიკოსების იმ ნაწილს მიმართავს, რომელბიც სრწაფი ტესტების აუცილებლობასა და აგრეისულ ტესტირებაზე მიუთითებენ.მისი თქმით, წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ რჩევებით, უფრო უჭირთ.როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველან თავი დაანებოს ტელევიზიებში კეკლუცობას, ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო.

    „ხელი რატომ ვერ მახლეს? ხომ ახსოვთ, რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ და დაეტიონ თავის ადგილზე, სახლში დარჩნენ, ქვეყანას დღეს ეს სჭირდება. იციან ძალიან კარგად, ვისზეც ვილაპარაკებ. ყველა ეპიდემიოლოგი გახდა ამ ქვეყანაში, რაღაც ვიცით ჩვენც, რა. წავიდნენ, სხვა ქვეყნებს დაეხმარონ რჩევებით, უფრო უჭირთ…. აქ მთელი გუნდი მუშაობს, ყველაფერს ვსწავლობთ, ყველას რჩევას მივიღებთ, მაგრამ თავი დაანებონ კეკლუცობას ტელევიზიებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • საქართველოში კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა

    საქართველოში კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა

    ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

    მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა.

    “დღეის მდგომარეობით, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს სწორ ნაბიჯებზე და ყველა ის გაიდლაინი, რომელიც გამოყენებულია საქართველოში, წარმატებით მუშავდება ჩვენი ექიმების მხრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

  • “ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება”- გახარია სააკაშვილს პასუხობს

    “ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება”- გახარია სააკაშვილს პასუხობს

    “საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებიდან ქვეყნის მოქალაქეების ჩამოყვანაში დახმარება არ სჭირდება,”-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელოში ვიზიტისას განაცხადა.

    ასე უპასუხა პრემიერმა შეკითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეხებოდა.

    „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • საზარელი მკვლელობა გურჯაანში – მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა

    საზარელი მკვლელობა გურჯაანში – მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მამამ 3 თვის შვილი მოკლა. დაჭრილია გარდაცვლილი ჩვილის დედაც.

    ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციამ შვილის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

    ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

  • “თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში ” – პაატა იმნაძე

    “თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში ” – პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. პაატა იმნაძემ ამის შესახებ “იმედის” ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ვირუსის შიდა გავრცელების პრევენციის მხრივ ყველა აუცილებელი ზომა უკვე მიღებულია, ახლა მოვლენათა შემდგომი განვითარება უკვე საზოგადოების მიერ რეკომენდაციების დაცვაზეა დამოკიდებული.

    „ის, რაც უკვე გაკეთდა, ეს ყველაფერი იყო შიდა გადაცემის პრევენციისთვის. ახლა ყველაფერი ჩვენს მოსახლეობაზეა უკვე დამოკიდებული. თუ არ გინდათ მივიღოთ იტალია, დარჩით სახლში. აი ეს არის დღეს, მეტი აღარაფერი. დღეს არის მთავარი რა? რომ ყველამ უნდა გაითვალისწინოთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველა ადამიანმა ქვეყნაში – დღეს უკვე იმ ეტაპზე შევდივართ, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით სახლში, ინფექცია არ გაჩერდება“, – განაცხადა იმნაძემ.

  • ბორის ჯონსონის მრჩეველი პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან გაიქცა

    ბორის ჯონსონის მრჩეველი პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან გაიქცა

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მთავარი მრჩეველი, დომინიკ კამინგსი  ოფისიდან მას შემდეგ გაიქცა რაც ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ამის შესახებ ინფორმაციას Sky News- ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს ვიდეო მაშინ გადაიღეს როდესაც ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უკვე ცნობილი გახდა. კამინგსს კომენტარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ვიდეო სოციალურ ქსელში უკვე ფართოდ გავრცელდა.

  • “გამონაკლისი მაშინ დაუშვეს, როცა უტა ჩამოვიდა. არ მოსულა მეგობრებო შერჩევითი პრივილეგიები” – ნანუკა ჟორჟოლიანი

    “გამონაკლისი მაშინ დაუშვეს, როცა უტა ჩამოვიდა. არ მოსულა მეგობრებო შერჩევითი პრივილეგიები” – ნანუკა ჟორჟოლიანი

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქ სტატუსში კარანტინის პროცესის მიმართ შერჩევით მიდგომაზე და არასწორ პოლიტიკაზე წერს. მისი თქმით, ხელისუფლებამ შერჩევითი მიდგომა გამოიჩინა მაშინ, როცა საქართველოში საფრანგეთის რეისით ბიძინა ივანიშვილის შვილი ჩამოვიდა. ამავე რეისით იმგზავრა ნანუკა ჟორჟოლიანის შვილმა, მარიამ გეგუჩაძემ. მაშინ პარიზი–თბილისის რეისის მგზავრები ამბობდნენ, რომ უტა ივანიშვილს მათთან ერთად შემოწმება არ გაუვლია და ის თვითმფრინავიდან გამოსვლის შემდეგ აღარ უნახავთ. ამის შემდეგ მარიამ გეგუჩაძე საკუთარ სახლში ორკვირიან თვითიზოლაციაში იყო.

    “:მოდი მივყვეთ ქრონოლოგიურად.ხელისუფლების გადაწყვეტილებით რისკის ზონიდან (ქვეყნებიდან) ჩამოსული ადამიანები მიყავდათ სავალდებულო კარანტინში, რაც სწორი იყო.ერთ დღეს, ცნობილი გახდა რომ ყველას, ვისაც საშუალება ჰქონდა საკუთარი “კარანტინის” ჰქონდა უფლება,
    მისივე ფართი გამოეყენებინა ამისთვის.

    პირველი, ეს გადაწყვეტილება დროში ძალიან დაემთხვა უტა ივანიშვილის ამბავს, როცა ყველა სხვა დანარჩენი წაიყვანეს სავალდებულო იზოლაციაში და ის სახლში, დაემთხვა იმიტომ რომ მეორე დღეს მისცეს სხვებსაც იგივეს უფლება და მეორე, ხელისუფლებას კარანტინში მყოფი ადამიანების შენახვა ძვირი უჯდება და სწორია, ვისაც აქვს საშუალება ბიუჯეტის კისერზე არ დაჯდეს, რატომაც არა.

    როგორც გავარკვიე გამონაკლისი მხოლოდ მაშინ დაუშვეს, როცა უტა ჩამოვიდა საქართველოში. რამდენიმე დღეში ჩამოსული სტუდენტები სავალდებულო კარანტინში გადაუყვანიათ. ანუ, ეს ყოფილა რამდენიმე დღით და სწორედ მაშინ, როცა უტა ჩამოვიდა პარიზიდან საქართველოში.

    არ მოსულა მეგობრებო ამ დროს შერჩევითი პრივილეგიები. მე უბრალოდ გამიმართლა რომ მარიამი უტას რეისზე იყო და არ მოყვა ამ ახალ გადაწყვეტილებაში, სხვა მშობლებმა რა ქნან?! ან ბიუჯეტიდან რატომ ხარჯავთ ამდენ ფულს, მათთვის ვისაც ეს არ სჭირდება, თორემ ვიცი, რომ არიან ისეთები, ვისაც არსად აქვთ წასასვლელი და ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს მათზე.

    რომ იცოდეთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მკაცრად კონტროლდებოდა თითოეული მათგანი.

    თვით ჩინეთშიც კი, ვუჰანში ადამიანები საკუთარ სახლში იყვნენ გამოკეტილები და ბიუჯეტი მათზე ფულს არ ხარჯავდა.

    ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და კიდევ ერთხელ, არ მოსულა ამ დროს შერჩევითი არაფერი.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

    კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

    ბათუმში, კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმები აცხადებენ, 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი, მას ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება. 70 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს. ამასთან, კიდევ ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. რაც შეეხება ხუთ ინფიცირებულს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ბათუმში კორონავირუსისთ ინფიცირებულებს ორ კლინიკაში მკურნალობენ. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საკარანტინო სივრციდან ექვსი მოქალაქე კლინიკაში, ვირუსის საეჭვო ნიშნებით მოათავსეს. მოქალაქეებს სინჯები უკვე აუღეს და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

    ცნობისთვის, აჭარაში 12 საკარანტინო სივრცე გაიხსნა, სადაც 2000-მდე პირია მოთავსებული, 100-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება

  • საგზაო-სატრანსპორტო სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია

    საგზაო-სატრანსპორტო სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია.

    ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ.

    მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას.

    გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება.

    ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი ნებისმიერი სამართალდარღვევისთვის ჯარიმის გამოწერა არსებული წესით მოხდება.

    ცვლილება შეეხება მხოლოდ გადახდის ვადებს.

    გარდა ამისა, მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვადის გადაცილებისთვის საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ დაჯარიმდებიან.

    გარდა ამისა, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს და მთელი საქართველოს მასშტაბით, ერთიანი მომსახურების ცენტრებში არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები სატელეფონო ცენტრთან (241 42 42) დაკავშირებით და ასევე, ელექტრონული ვებგვერდის -police.ge მეშვეობით მიიღებენ.