Category: ახალი ამბები

  • კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის შედარებით უკეთესი

    კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთის შედარებით უკეთესი

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 3 ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, პირველის მდგომარეობა უკეთესია, ხოლო დანარჩენი ორის – სტაბილურად მძიმე. მის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

    ტურძელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტია, რომელთაგან 2 მართვით სუნთქვაზეა.

    „ამჟამად ჩვენს კლინიკაში მოთავსებულია 69 პაციენტი, აქედან არის 15 დადასტურებული. 15-დან 2 არის რეანიმაციაში, აპარატულ სუნთქვაზე, მათი მგდომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა ვიტალური ფუნქციები შენარჩუნებული აქვს და იმედი გვაქვს, მათი გამოჯანმრთელების“,- განაცხადა ტურძელაძემ.

    მისივე თქმით, მის კლინიკაში მყოფ ინფიცირებულთაგან 3 პაციენტის მდგომარეობა კარგია და მათ ჩივილები აღარ აქვთ.

     

  • სამეგრელო–ზემო სვანეთში საგანგებო ზომები მკაცრდება

    სამეგრელო–ზემო სვანეთში საგანგებო ზომები მკაცრდება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის წევრებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრად გაკონტროლება დაავალა.

    სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გახარიამ მთავრობის მიერ დადგენილი აკრძალვების შესრულებისა და სოციალური დისტანცირების მაქსიმალური დაცვისთვის  სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყონ  საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გამოიყენონ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.

    მოქალაქეების საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული წესების შესაბამისად გადაადგილების კონტროლის მიზნით, კონკრეტული მუნიციპალიტეტების გასასვლელებში, სპეციალური ე.წ ბლოკპოსტები  შეიქმნება, ასევე მკაცრად გაკონტროლდება სავაჭრო ობიექტების დადგენილი წესის შესაბამისად ფუნქციონირება და ის ობიექტები, რომელთა საქმიანობა, მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში შეზღუდულია.

    პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული აკრძალვების ზედმიწევნით შესრულებაზე პასუხისმგებელია რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, რომელმაც უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახურების კოორდინირებული საქმიანობა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტური აღსრულება რეგიონში.

    გახარიამ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში, გაითვალისწინონ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და არ შეუქმნან საფრთხე როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

  • “ვაქცინის შექმნისთვის დაგვჭირდა ორი თვე“–ქართველი მეცნიერი, რომელიც კანადაში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს

    “ვაქცინის შექმნისთვის დაგვჭირდა ორი თვე“–ქართველი მეცნიერი, რომელიც კანადაში კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობს

    ამერიკის ხმა ქართველ მეცნიერთან, გიორგი ბაბუაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელმაც კანადაში მეცნიერების გუნდთან ერთად კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონა და ახლა მის პრე-კლინიკურ ცდაზე მუშაობს. დადებითი პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, ვაქცინა 1 წელიწადში იქნება გამოყენებისთვის მზად.

    გიორგი ბაბუაძე კანადაში ლავალის უნივერსიტეტში 2017 წლიდან მესამე თაობის დეენემ ვაქცინაზე მუშაობს და მათ შორის არის კორონავირუსის ვაქცინა. პრეკლინიკური ცდები ცხოველებზე უკვე დაიწყო. თუ ეს ფაზა წარმატებით დასრულდა, ვაქცინის გამოცდა უკვე ადამიანებზე დაიწყება და წარმოებაშიც ჩაეშვება

    გიორგი ბაბუაძე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს:

    “თვითონ დეენემ პლატფორმა  დატესტილია და დავაპატენტეთ კანადის პატენტში, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ძალიან დამაიმედებელი და გადავწყვიტეთ, რომ ეს პლატფორმა გამოგვეყენებინა ამ პანდემიისას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. საერთოდ ძალიან დიდი დროა საჭირო. ერთი წელი კი არა, ზოგიერთი პათოგენის ვაქცინაზე დღემდე მუშაობენ, გავიდა 70–80 წელი, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენ ვაქცინა შევქმენით ძალიან მალე. ჩამოვედი თუ არა 2017–ში ეს პლატფორმა შევქმენი 5 თვეში. 5 თვის შემდეგ უკვე დაიწყო სხვადასხვა ვაქცინების, სხვადასხვა ანტიგენების ჩაშენება და გამოცდა.

    რაკი ეს პლატფორმა მზად იყო, ახალი ვაქცინის შექმნაზე სულ დაგვჭირდა ორი თვე.

    თუკი ცხოველების ორგანიზმმა გამოიმუშავა დიდი რაოდენობით სპეციფიური და შეძენილი იმუნური პასუხი, ამ შემთხვევაში გადავალთ უკვე პრეკლინიკური ფაზის პირველ ეტაპზე, რისთვისაც შეირჩევა ათიდან 25 ადამიანამდე და დაიწყება კვლევა. ამის შემდეგ არის 100 ადამიანი და მესამე ფაზა არის 1000 ადამიანი ზუსტად. მესამე ფაზიდან უკვე ხდება მონაცემთა კონსოლიდაცია, შემდეგ ოფიციალური ფაზაა დაახლოებით 2-3 თვე ჭირდება, წარედგინება ოფიციალურ სააგენტოებს და მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ ეს ვაქცინა მუშაობს, ვარგისია, არ არის ტოქსიკური ადამიანისთვის და შემდეგ გაიცეს ლიცენზია მოხმრებაზე. შემდგომ უკვე შედის გამოყენების ფაზაში. თუკი 70 დღის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კარგი პასუხები პრეკლინიკურ ფაზაში, რადგანაც ასეთი პანდემიური, საგანგებო მდგმარეობაა, მე ვფიქრობ რომ ეს პროცესები, შემდგომი ეტაპები დაჩქარდება, იმიტომ რომ თანხებზე , დანახარჯებზე არავინ აღარ ზრუნავს და დამაქსიმუმ დაჭირდება ერთი წელი.

    დეენემ ვაქცინები წარმოადგენს მესამე თაობის ვაქცინებს, მას გააჩნია ძალიან დიდი უპირატესობა, ერთის მხრივ იაფი ჯდება წარმოება და მეორეს მხრივ ორგანიზმში არ შეგვყავს მთლიანად ვირუსი, არც ვირუსული ნაწილაკი, უბრალოდ ვირუსის ანტიგენი, რომელიც არ არის პათოგენური, და უბრალდ იძლევა კონკრეტულ უჯრედულ და იმუნურ პასუხს ამ კონკრეტული ანტიგენის საწინააღმდეგოდ. ვაქცინა არის პრევენციული მედიცინის ნაწილი. ადამიანი როცა მიიღებს ვაქცინის სათანადო დოზას, კონკრეტული დაავადების მიმართ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს და მას ეს დაავადება აღარ დაემართება“– ამბობს მეცნიერი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “რეალური საშიშროებაა, გადავიდეთ უმართავ პროცესებში, როგორც იტალია”- გამყრელიძე

    “რეალური საშიშროებაა, გადავიდეთ უმართავ პროცესებში, როგორც იტალია”- გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციას, მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დაიცვან სოციალური დისტანცია და დარჩნენ სახლში. ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი შეიძლება გახდეს უმართავი, როგორც იტალიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

    “შეიძლება ეს გადავიდეს უმართავ პროცესებში, როგორც მოხდა იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროება ქვეყანაში არის. სოციალური დისტანცირება არის ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლის. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე და ვიყოთ სახლებში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276  პირი.

    ინფორმაციისთვის, 90 ადამიანიდან 16  გამოჯანმრთელებულია.

  • ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს – გამყრელიძე

    ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს – გამყრელიძე

    ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

    “ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და, შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. არის ეს ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის ნიშანი და არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემისა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს, თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 14 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 276.

  • საზარელი მკვლელობა გურჯაანში – მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა

    საზარელი მკვლელობა გურჯაანში – მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მამამ 3 თვის შვილი მოკლა. დაჭრილია გარდაცვლილი ჩვილის დედაც.

    ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციამ შვილის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.

    გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს – 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

    ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

  • ნახეთ რომელი ქვეყნებიდან როდის შედგება რეისები საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად

    ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინი–თბილისის კიდევ ერთი რეისი დაემატა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბერლინი-თბილისის რეისი 3 აპრილს შესრულდება. პრემიერ მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიარეისები დაინიშნა, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა, კონკრეტულად კი ათენიდან, ბერლინიდან და ვენიდან.  საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს  3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც კომპანია “Georgian Airways” შეასრულებს . განრიგის თანახმად, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია “LOT Polish Airlines”.

    ფრენების განრიგი ასეთია:

     

    28 მარტი – ვარშავა-თბილისი – „LOT Polish Airlines“ 31 მარტი – ამსტერდამი-თბილისი – „Georgian Airways“

    3 აპრილი – ბერლინი-თბილისი – „Georgian Airways“

    3 აპრილი – ვარშავა-თბილისი – „LOT Polish Airlines“

    4 აპრილი -ლონდონი-თბილისი – „Georgian Airways“ (კომპანიის გეგმიური რეისი)

    7 აპრილი -ათენი-თბილისი – „Georgian Airways“

    10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი

     

    „Georgian Airways“  ავიარეისებზე ბილეთების გაიყიდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულებამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „Georgian Airways“ -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია „LOT Polish Airlines“-ის ვებ გვერდზე.

    ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

    საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

  • თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თავდაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

    “თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის ექვს თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

    დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები. ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით.

    იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება.
    მნიშვნელოვანია, ის გარემოება რომ 12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან.
    ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.“– წერია განცხადებაში.

  • დაიწყო კორონავირუსის შიგაგავრცელების ეტაპი – თენგიზ ცერცვაძე

    დაიწყო კორონავირუსის შიგაგავრცელების ეტაპი – თენგიზ ცერცვაძე

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში შიდა გავრცელების ეტაპი დაიწყო, თუმცა ეს ეტაპი კონტროლირებადია.

    როგორც ცერცვაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა, ცნობილია ის გეოგრაფიული არეალები, სადაც უნდა მოხდეს ადამიანების გამოკვლევა და ეს იმას ნიშნავს, რომ გავრცელება არ არის კრიზისული.

    „საქართველოში დაიწყო შიგაგავრცელების ეტაპი, რომელიც შეიცავს გაცილებით დიდ რისკებს, ვიდრე ეს იყო მანამდე, სანამ შენარჩუნებული იყო მესამე რიგის გადაცემა. ეს იმას გულისხმობდა, რომ კონტაქტები იყო გამოვლენილი. ცალსახად ვამბობ, რომ სიტუაცია პრეკრიზისულია – სამი კერა გამოვლინდა,ს ადაც ვერ მოხერხდა ხელის დადება იმაზე, თუ ვისგან დაინფიცირდა პაციენტი, არ არსებობს პირდაპირი კონტაქტები. აქ უნდა გამოვიყენოთ სხვა სახის მიდგომა. აქ უნდა გამოვიყენოთ კარანტინები, მოსახლეობისთვის გადაადგილებისა და შეკრებების შეზღუდვა – არა მხოლოდ ერთეულების გამოკვლევა, არამედ უნდა დავიწყოთ მასიური გამოკვლევა. ჯერჯერობით მთელი მოსახლეობის კარანტინის საკითხი არ დგას – მართალია, კონკრეტული კონტაქტები არ ვიცით, ფართო კვლევაა საჭირო, მაგრამ ის, მაგალითად, მარნეულის შემთხვევა, ასახელებს ადგილებს, სადაც იყო – წლისთავზე, საველე სამუშაოზე, მაგრამ იყო მხოლოდ მარნეულში. არ არის ცნობილი ზუსტად პირები, მაგრამ ცნობილია არეალი – ეს აადვილებს საქმეს. ჯერჯერობით ამ მარნეულის შემთხვევაში პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ გამოვლინდა ცოტა ინფიცირებული”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ