Category: ახალი ამბები

  • კრიშტიანუ რონალდომ კარანტინი დაარღვია

    კრიშტიანუ რონალდომ კარანტინი დაარღვია

    „იუვენტუსის“ ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ კარანტინი დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაქციას Daily Mail – ი წერს. პორტუგალიელი ფეხბურთელი, მაშინ შეამჩნიეს, როდესაც  კუნძულ მადეირაზე, ქალაქ ფუნშალის ქუჩებში სეირნობდა.მასთან ერთად  მისი მეგობარი გოგონა ჯორჯინა როდრიგესი და ორი შვილი იყო

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი რონალდუს სამ თანაგუნდელს – დანიელე რუგანის, ბლეიზ მატუიდის და პაულო დიბალას დაუდასტურდა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    30 მარტიდან 31 მარტის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    1 აპრილს დღისით ზოგან გაწვიმდება, ხოლო 2 აპრილს საქართველოში ისევ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    თბილისში 30 მარტს წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. 31 მარტს იქნება უნალექო, მაგრამ ქარიანი ამინდი. 1-2 აპრილს ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ვინ არის აშშ-ში მყოფი ქართველი ექიმი რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა

    ვინ არის აშშ-ში მყოფი ქართველი ექიმი რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა

    ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე, რომელიც ამერიკაში დაინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობდა, კორონავირუსი დაუდგინდა,- ამის შესახებ ექიმმა „ფეისბუქლაივით“ შეატყობინა საზოგადოებას.

    „გამარჯობათ, მე ნინო ქავთარაძე ვარ, ამ წუთას გავიგე რომ ტესტი კორონავირუსზე პოზიტიურია. რაც შეეხება სიმპტომებს, ორი ან სამი დღის წინ თავი მტკიოდა, მაგრამ ემ თავის ტკივილი დავაბრალე ნერვიულობას და დიდი ყურადღება არ მივაქციე, სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ერთადერთი გუშინწინ იყო, რომ თავს ვერ ვწევდი“, – ამბობს ნინო ქავთარაძე.

     

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 97 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 პირი.

    ინფორმაციისთვის, 97 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

  • კორონავირუსის გამო აფხაზეთში პანიკური ვითარებაა-პაატა ზაქარეიშვილი

    კორონავირუსის გამო აფხაზეთში პანიკური ვითარებაა-პაატა ზაქარეიშვილი

    პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა ფორმულას ეთერშიკორონავირუსის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

    ის ამბობს, რომ  რეგიონში ამ დროისთვის პანიკური ვითარებაა.

    „აფხაზეთში ვითარება საკმაოდ პანიკურია. არჩევნებამდე არ ახსოვდათ კორონავირუსი, დაძაბული ვითარება იყო მაგრამ 22 მარტს, არჩევნების დღეს, რომელიც უკანონოა და საქართველოს კანომდებლობას არ შეესაბამება, ყველა აფხაზი გაოგნდა იმ უდარდელობით, თუ როგორ ჩატარდა კორონავირუსის კონტექსტიდან გამომდინარე არჩევნები. დიდი ხნის უნახავი ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, კოცნიდნენ, დიდხანს არ იშლებოდნენ. ახლა ყველას ჰგონია, რომ იმ დღეებში, შეიძლება ვირუსის გავრცელების რაღაც კერები განვითარდა და ელოდებიან, რომ ეს ყველაფერი ახლა იჩენს თავს, ამიტომაც ჩაიკეტნენ ყველანაირად“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

    რაც შეეხება ფსოუს ე.წ. საზღვარზე რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ავტომობილების გაზრდილ ნაკადს, ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ უმრავლესობა აფხაზეთის მცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში არჩევნებისთვის ბრუნდებოდნენ, თუმცა მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე კარანტინის არ არსებობის გამო, რუსეთის მოქალაქეებიც შევიდნენ.

    „აფხაზეთის მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებისთვის ჩამოდიოდნენ იყვნენ ბევრი მათგანი სოჭში და კრასნოდარის მხარეში. ამიტომ ხშირად დადიან ხოლმე. ბევრი მათგანი არჩევნების დღეს მოდიოდა სამშობლოში რათა მონაწილეობა მიეღოთ. ამავე დროს, დაფიქსირდა რუსების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც ან მოსკოვში მიდიოდნენ თურქეთიდან და კრასნოდარის მხარეში ჩარჩნენ, და არ უნდოდათ იქ დაბრუნება სადაც უკვე კარანტინი იყო, გაგონილი ჰქონდათ რომ აფხაზეთში კარანტინი არაა და ცოტა ხნით გავჩერდები აფხაზეთშიო. გარკვეული რაოდენობა რუსების შევიდა სწორედ ამ დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

     

  • არასწორად გამოყენების შემთხვევაში ხელთათმანი შესაძლოა ინფიცირების წყარო გახდეს – როგორ გამოვიყენოთ სწორად

    არასწორად გამოყენების შემთხვევაში ხელთათმანი შესაძლოა ინფიცირების წყარო გახდეს – როგორ გამოვიყენოთ სწორად

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოსახლეობა სამედიცინო ხელთათმანს და პირბადეს აქტიურად იყენებს. თუმცა  არასწორი გამოყენების შედეგად შესაძლოა ისინი ინფიცირების წყაროც კი გახდნენ. მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ექი­მი-პე­დი­ატ­რი თა­მარ ობ­გა­ი­ძე ლა­ტექ­სის და ზო­გა­დად ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს მოსახლეობას.

    “როცა უხი­ლა­ვი მტე­რი გი­ტევს, რო­მე­ლიც არ ჩანს, მაგ­რამ იცი, რომ წვე­თე­ბით ვრცელ­დე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი ზე­და­პი­რი შე­იძ­ლე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყოს, ბუ­ნებ­რი­ვია, გიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, რო­გორ­მე და­იც­ვა თავი ზე­და­პი­რებ­ზე შე­ხე­ბი­სა­გან.

    ამი­ტომ სუ­ლაც არ მიკ­ვირს, რომ სულ უფრო ხში­რად მხვდე­ბი­ან ქუ­ჩა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ფე­რად-ფე­რა­დი ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მა­ნე­ბით. გვი­ცავს თუ არა ის?

    დიახ, თუ თქვენ გაც­ვი­ათ ხელ­თათ­მა­ნი, ზე­და­პი­რებ­ზე შე­ხე­ბი­სას თქვენს კან­ზე ნამ­დვი­ლად ვერ მოხ­ვდე­ბა ვერც კო­რო­ნა­ვირუ­სი და ვერც სხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მი და ეს და­ცუ­ლო­ბის ბედ­ნი­ერ შეგ­რძნე­ბას გაძ­ლევთ.

    მაგ­რამ, თუ ასე შე­ფუ­თუ­ლი ხე­ლე­ბით, ეხე­ბით ფულს, მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს, რო­მე­ლიც სა­უბ­რი­სას ახ­ლოს გაქვთ სა­ხეს­თან, ხელ­თათ­მა­ნი­ა­ნი ხე­ლე­ბით ეხე­ბით ბან­კო­მა­ტებს, სწრა­ფი გა­დახ­დის აპა­რა­ტებს და შემ­დეგ ის­წო­რებთ თმას, მი­გაქვთ ხელი სა­ხეს­თან, ეხე­ბით მას, იკე­თებთ და იხ­სნით სათ­ვა­ლეს, თქვენ ქმნით და­მა­ტე­ბით რისკს და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ხელ­თათ­მა­ნე­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის.

    ასე, რომ თუ იყე­ნებთ ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მანს, გა­მო­ი­ყე­ნეთ ის სწო­რად – გა­ი­კე­თეთ ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან კონ­ტაქ­ტი­სას, მისი მოვ­ლი­სას, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შეს­ვლი­სას, აფ­თი­ა­ქებ­ში, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში ნივ­თებ­თან და ზე­და­პი­რებ­თან შე­ხე­ბი­სას. შემ­დეგ ხელ­თათ­მა­ნი უნდა გა­და­აგ­დოთ ან შე­ი­ნა­ხოთ გა­რე­ცხვამ­დე და დე­ზინ­ფექ­ტან­ტით და­მუ­შა­ვე­ბამ­დე.

    იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­ინც გირ­ჩევ­ნი­ათ მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე გე­კე­თოთ ხელ­თათ­მა­ნი, სრულ­ყო­ფი­ლად უნდა აკონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი, რომ თქვე­ნი ხელი არ მოხ­ვდეს სა­ხეს­თან. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ლა­ტექ­სის ხელ­თათ­მა­ნი დაც­ვის ნაც­ვლად საფრ­თხის რისკს გა­გიზ­რდით.

    და ბო­ლოს, ხე­ლე­ბის ხში­რი და­ბა­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას კი­დევ ერთხელ შე­გახ­სე­ნებთ! ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას!” – განაცხადა  თა­მარ ობ­გა­ი­ძემ.

  • ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურში პაციენტი გადაიყვანეს

    ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის ინფექციურში პაციენტი გადაიყვანეს

    აფხაზეთის სოფელ საბერიოდან ზუგდიდში, ქალაქ გალის მცხოვრები გადმოიყვანეს და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.

    ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავისუსზე საეჭვო ნიშნებით შეიყვანეს 50 წლის ქალი ოკუპირებული ქალაქ გალიდან. ის მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ქალს ჩაუტარდება ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

     

  • “ნუ გეშინიათ, მძიმე გრიპია, მაგრამ უსაშველოც არ არის“–ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელმაც კორონავირუსი ოჯახთან ერთად გადაიტანა

    “ნუ გეშინიათ, მძიმე გრიპია, მაგრამ უსაშველოც არ არის“–ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელმაც კორონავირუსი ოჯახთან ერთად გადაიტანა

    ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, ზაზა მესხი, რომელმაც ოჯახთან – ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად კორონავირუსი გადაიტანა, მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება დაავადების შესახებ. მან ერთი თვე იზოლაციაში ოჯახთან ერთად, საკუთარ სახლში გაატარა და ახლა საბოლოოდ განკურნებულია. ის ფიქრობს, რომ ოჯახს ვირუსი მან გადასდო.

     

    “თებერვლის ბოლო კვირას თავს ვგრძნობდი შეუძლოდ. ენერგია საერთოდ არ მქონდა. სიცხე არ მქონდა, მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობდი. 1 მარტს უკვე მაღალი სიცხე, ციება სუნთქვის ცოტა გართულება, მშრალი ხველა, მერე რაღაც დაემატა, კუჭის აშლილობა თირკმლის არეში ტკივილი .შვიდი–რვა დღე მქონდა სიცხე. სამი დღე ორმოცამდე, ორმოცზე მეტიც. განცდა იყო თითქოს ტროპიკული ციება იყო.  თავიდან ჩემს ცოლს დაეწყო სიცხე, მერე მე, მაგრამ მე მგონია რომ ჩემი შემოტანილი იყო ოჯახში. ორი დღის შემდეგ ორ ბავშვს, მერე 5 დღის შემდეგ  კიდევ ორ ბავშვს. ასეთი დინამიკა იყო.

    სამ ფაზად დავყოფდი ამ დაავადებას:  პირველი ფაზაა იყო, სანამ სიცხე ამიწია, ერთი კვირა შფოთვა და დაღლილობა. მერე შვიდი– რვა დღე იყო მაღალი სიცხე და ციება, მესამე ფაზა, რომელიც ორ კვირას გაგრძელდა იყო უსაშველო ხველება და გულმკერდზე დაწოლა, რომ ბოლომდე ვერ ამოისუნთქავ. მერე ნელ–ნელა სიმშრალე გადავიდ, ნახველი წარმოიქმნა. ყველას სხვადასხვა რამე აგვტკივდა. ჩემს მეუღლეს კუჭის ტკივილი დაეწყო, მე თირკმლის ტკივილი დამეწყო. პატარებმა ყველაზე იოლად გადაიტანეს. ჩემს მეუღლეს ძლიერი თავის ტკივილები ქონდა. კიდევ ერთი მახასიათებელი იყო, რომ გემო გაქრა საერთოდ. ყნოსვას და გემოს ვერ ვარჩევდი.“– ამბობს ზაზა მესხი.

    მან და მისმა ოჯახმა დაავადება სახლში გადაიტანეს და ერთმანეთს თვითონ უვლიდნენ. მისი თქმით, ჰოლანდიაში არჩეულია სტრატეგია, რომ სამედიცინო ცენტრებს ხალხის მოზღვავება აარიდონ.

    “ გამოკითხვა ხდება სტანდარტული კითხვებით და თუ ასკვნიან, რომ შენი მდგომარეობა მძიმე არ არის და რისკ ჯგუფში არ ხარ, რაც არ უნდა მაღალი სიცხე გქონდეს საავადმყოფოში არ გადაყავხარ.

    ცდილობენ მაქსიმალურად განტვირთონ საავადმყოფოები და პოლიკლინიკები. ასე ხდება ჰოლანდიაში, გერმანიაში,  რომ იტალია არ განმეორდეს.

    მინდა ხალხს ვუთხრა რომ ნუ გეშინიათ, მძიმე გრიპია, არ არის სასიამოვნო,  მაგრამ უსაშველოც არ არის. მთავარია არ იყოს პანიკა. არაფერ წამალს არ ვიღებდი, არც მე და არც ჩემი ოჯახი,  ინჰალაციას ვიკეთებდი და პარაცეტამოლს ვიღებდი. ჩემ გოგონას პნევმონიის შემთხვევაში ანტიბიოტიკური მკურნალობა დაუნიშნეს.

    მთავარი და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ეს არის პანიკა. ეს ავადმყოფობა მიდის როგორც მძიმე გრიპი. დარჩით სახლში, ნუ დაატერორებთ ექიმებს, დანიშნულების გარეშე ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს და გადაივლის.და დაიცავით ხნიერი ხალხი.“– ამბობს ზაზა მესხი.

  • მარინა ეზუგბაია – გვრჩება 4 პრობლემური პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით

    მარინა ეზუგბაია – გვრჩება 4 პრობლემური პაციენტი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.

    მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

    „დილის შემდგომ ვითარება არ შეცვლილა. ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არსებული მონაცემებით მძიმე არ არის“,-აცხადებს ეზუგბაია.

    მან აღნიშნა, რომ ინფიცირებული ახალი პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

    „ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“,-განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

    მისი განმარტებით, კორონავირუსზე 7 პაციენტის ტესტია აღებული და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

    „დღის მეორე ნახევარში აღებულია დაახლოებით 7 პაციენტზე ტესტირება და ვნახოთ ხვალ დილით ამ 7 პაციენტიდან რამდენს დაუდასტურდება“,-აღნიშნავს ეზუგბაია.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირი. 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

  • ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას, ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება — კალაძე

    ნაციონალურმა მოძრაობამ და სააკაშვილმა თავი დაანებოს მავნებლობას, ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება — კალაძე

    თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილისგან ყველაზე დიდი დახმარება იქნება, თუ “მავნებლობას” თავს დაანებებენ.

    ასე გამოეხმაურა კალაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებას ათასამდე მოქალაქის ქვეყანაში უფასოდ ჩამოყვანის შესახებ.

    მისი თქმით, უცხოეთში მყოფი მოქალაქეებს ჩამოსაყვანად რეისები არსებობს, გასულ დღეებში ჩამოიყვანეს ადამიანები და ეს მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.

    “ერთადერთი თხოვნა, გასაკეთებელი რაც არის და მთავარი არის გაითვალისწინოს ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, თავი დაანებოს მავნებლობას ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. თუ საჭიროება იქნა დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი თხოვნა ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორზე დახმარების და ხელშეწყობის, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ქვეყანა ამას აკეთებს.

    ნაციონალურ მოძრაობას უპასუსა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც და თქვა, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში ქვეყანას დახმარება არ სჭირდება.

    გახარიას თქმით, ხელისუფლებას სიტყვიერი რჩევები არ სჭირდება და “თუ ვინმეს თავი აქვს”, მივიდეს მოქალაქეებთან და არ ისაუბროს ტელევიზორიდან, “პოლიტიკური კეკლუცობისთვის”.

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ხელისუფლებას ევროპის ქალაქებში ჩარჩენილი მოქალაქეები ჩამოყვანაში დახმარებას სთავაზობს. პარტიის ინფორმაციით, დაახლოებით 1 000 მოქალაქის უფასოდ გადმოყვანის რესურსი აქვთ, თუ მთავრობა ხელს შეუწყობს. საუბარია  ფრენებზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან: ვარშავა, კიევი, ბერლინი, რომი, ბარსელონა.