Category: ახალი ამბები

  • საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

    საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

    ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

    “კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება”, – განაცხადა გახარიამ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 100-ს მიაღწია

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 100-ს მიაღწია

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

  • პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე  სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობას წყვეტენ

    პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობას წყვეტენ

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ხელმძღვანელები ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახური ადასტურებს. მათი განცხადებით  ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში ინფორმაცია განთავსდება  ვებგვერდზე (NCDC.GE)

     

  • ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს. კვლევები რამდენიმე კლინიკაში დაიწყო

    ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს. კვლევები რამდენიმე კლინიკაში დაიწყო

    კორონავირუსის წინააღმდეგ ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები და მეცნიერები ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან ისინი, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება. მკვლევარების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მით ნაკლებია, რაც მეტია ამა თუ იმ ქვეყანაში ეგრედწოდებული ბეცეჟე–ს ვაქცინით აცრილი.

    ჟურნალმა Science–მა დაწერა, რომ ნიდერლანდებში ამ კვირაში დაიწყება ბეცეჟე–თი რევაქცინაცია მოხალისეთა მონაწილეობით. ყველა მოხალისე მედიკოსია.

    ჩვენთან ბეცეჟე–ს(BCG) სახელით ცნობილი აცრა  Calmette-Guerin-ის ( ორი ფრანგი ვირუსოლოგის)   შემოკლებული სახელწოდებაა.ეს არის ტუბერკულოზის შესუსტებული ჩხირის შტამი, რომელსაც ადამიანისთვის ვირულენტურობა დაკარგული აქვს.

    კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფედ დაყვეს. ერთ ნაწილს   ბეცეჟე–ს(BCG) –ს გაუკეთებენ, მეორე ნაწილს კი პლაცებოს, შემდეგ კი შედეგებს შეადარებენ.

    იგივე პროტოკოლს იყენებენ მელბურნელი ვირუსოლოგები.

    ბლუმბერგი წერს, რომ ვაქცინა, რომელიც ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის გამოიყენებოდა, მელბურნელ მედიკოსებს გადაეცათ იმის შესამოწმებლად, რამდენად წარმატებით იმუშავებს ის კორონავირუსის წინააღმდეგ.

    ეს ვაქცინა ფართოდ გამოიყენებოდოა 100 წლის განმავლობაში და დროთა განმავლობაში მისი მოქმედების დადებითი შეფასებები სულ უფრო იზრდება. ეს არის არა მხოლოდ ჩვეულებლივი იმუნოთერაპია შარდის ბუშტის სიმსივნის ადრეული სტადიისთვის, არამედ ორგანიზმის პირველი რიგის იმუნური დაცვის გავარჯიშება ინფექციებთან უკეთ საბძროლველად.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ უშუალოდ Covid19-ის წინააღმდეგ მიმართულ ვაქცინასთან მინიმუმ ერთი წელი გვაშორებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მართლაც ამცირებს თუ არა BCG-ს ვაქცინა კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობას და მოუწოდებს საერთაშორსო ჯგუფებს, ითანამშრომლონ ნიგელ კურტისის მკვლევართა ჯგუფთან, რომელიც მელბურნის მერდოკის ინსტიტუტში ინფექციური დაავადებების კვლევას ხელმძღვანელობს.

    საავადმყოფოს პერსონალმა, რომელიც ნებაყოფლობით დათანხმდა ექვსთვიან ცდაში მონაწილეობაზე, კვლევაში ჯანდაცვის 4000 მუშაკი ჩართო , რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორშაბათიდან სეზონური გრიპის და ტუბერკულოზის ვაქცინით აიცრებიან.

     

     

  • მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

    მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

    მთავრობის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. განცხადებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გააკეთებს.

    რამდენიმე საათია მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

    პრემიერთან შეხვედრა დღეს გაფართოებულ ფორმატში ტარდება. საბჭოს წევრების გარდა, სხდომას ესწრებიან თბილისის მერი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელობა.

  • 14 წლის მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა

    14 წლის მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა

     

    პორტუგალიაში 14 წლის  მოზარდი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ პორტუგალიის ჯანდაცვის მინისტრმა მარტა ტემიდომ ცოტახნისწინ განაცხადა.

    როგორც მინისტრი აცხადებს, 14 წლის მოზარდი პორტუგალიის ქალაქ ოვარშ ცხოვრობდა და მას ვირუსთან ერთად  ისეთი დაავადებები ჰქონდა, რომელიც იმუნოდეფიციტთან იყო დაკავშირებული.

    ბოლო მონაცემებით, პორტუგალიაში დაფიქსირებულია კორონავირუსის 6 ათასი შემთხვევა, გარდაიცვალა 119 ადამიანი.

     

  • შსს ამომრჩეველთა სიის ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნების საკითხს სწავლობს

    შსს ამომრჩეველთა სიის ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნების საკითხს სწავლობს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰაკერულ ფორუმზე ქართველი ამომრჩევლების სიის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.

    “ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – აცხადებენ შსს-ში

    შეგახსენებთ, რომ პორტალ zdnet.com-ის ინფორმაციით, 28 მარტს, ჰაკერების საიტზე ქართველი ამომრჩევლის მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს პირად მონაცემებს – პირად ნომრებს, ტელეფონის ნომრებს, დაბადების თარიღებს. აღნიშნულ ბაზაში იძებნება მონაცემები გარდაცვლილი მოქალაქეების შესახებაც.

     

  • თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

    თურქეთის 14 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა

    კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი. ეს ქალაქებია: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე

     

    შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თურქეთში კორონავირუსის 9,217 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილია  131 ადამიანი.

  • ბორის ჯონსონის მრჩეველს, რომელიც კაბინეტიდან გაიქცა  კორონავირუსის სიმპტომები აქვს

    ბორის ჯონსონის მრჩეველს, რომელიც კაბინეტიდან გაიქცა კორონავირუსის სიმპტომები აქვს

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მრჩეველს, დომინიკ კამინგსს კორონავირუსის სიმპტომები აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს

    რამდენიმე დღის წინ  Sky News-მა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ჩანს რომ დომინიკ კამინგსი  ოფისიდან მას შემდეგ გაიქცა რაც ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა.  მედიასაშუალების ინფორმაციით, კამინგსი თვითიზოლაციაში იმყოფება.

  • პოლიცია სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს

    პოლიცია სამეგრელოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს.

    ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება.

    საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის.

    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

    ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.