Category: ახალი ამბები

  • “თუ სახლში არ დავრჩით დაგვიდგება დღე, როდესაც ბევრ ჩვენგანს სუნთქვა გაგვიძნელდება” – ნიკა მელია

    “თუ სახლში არ დავრჩით დაგვიდგება დღე, როდესაც ბევრ ჩვენგანს სუნთქვა გაგვიძნელდება” – ნიკა მელია

    “სახლში არ დავრჩით და ამ გზით არ შევაფერხეთ ვირუსის გავრცელება, დაგვიდგება დღე, როდესაც ბევრ ჩვენგანს სუნთქვა გაგვიძნელდება, დახრჩობას დავიწყებთ და ექიმი ვერ მოვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იქნება ანალოგიურ მდგომარეობაში.”– ამის შესახებ ნიკა მელია საკუთარ facebook გვერდზე წერს.

    მისი თქმით, შესაძლოა სუნთქვის თავისუფალი აპარატი აღარ იყოს და გავიგუდოთ.

    ​„დაიწყო ვირუსის შიდაგადაცემა და ამ ეტაპზე, თუ მართლაც სახლში არ დავრჩით და ამ გზით არ შევაფერხეთ ვირუსის გავრცელება, დაგვიდგება დღე, როდესაც ბევრ ჩვენგანს სუნთქვა გაგვიძნელდება, დახრჩობას დავიწყებთ და ექიმი ვერ მოვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი იქნება ანალოგიურ მდგომარეობაში.

    ან თუ მივაღწიეთ ექიმამდე, შესაძლოა სუნთქვის თავისუფალი აპარატი აღარ იყოს და გავიგუდოთ! სწორედ ასე ხდებოდა და ხდება რიგ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების პიკის დროს.

    დღეს საქართველოში საშუალოდ 5-6 ადამიანი ინფიცირდება ვირუსით და ყოველდღიურად უკვე 15 ინფიცირებულის დამატებას ვეღარც გაუძლებს ჩვენი ჰოსპიტალური სისტემა, ვერ გასწვდება მედ-პერსონალი, არადა, თუ ვირუისის გავრცელებამ იფეთქა, დღეში, შესაძლოა 50 ინფიცირებულზე მეტიც იყოს.

    კარგად მესმის რა მძიმეცაა ემოციურად სახლში გამოკეტვა, მეტიც, კიდევ უფრო კარგად მესმის რა რთულია ეს, როდესაც ამ სახლში დარჩენით, წყდები იმ სამუშაოს, რომლითაც ლუკმა-პურს შოულობ და არჩენ ოჯახს.

    მივმართავ მთავრობას, თქვენ მიიწერეთ, ჩაიწერეთ, ზედ წაიწერეთ, ოღონდ კი რამეში დაეხმარეთ ხალხს! იმ ფორმით არ გინდათ, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ? თქვენ გამოძებნეთ ფორმა და იმ ფორმით დაეხმარეთ ფინანსურად, შეეხიდეთ!

    საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, ცხადია, ხელს შეუწყობს მოქალაქეების სახლში დარჩენას, მაგრამ, ისიც ხომ ფაქტია, რომ ცხოვრებას გაურთულებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ იმ სასიცოცხლო ობიექტებზე, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას? იზრუნებს ვინმე მათ ტრანსპორტირებაზე? იგივე მედ-პერსონალის, აფთიაქების, სუპერ-მარკეტების თანამშრომლების გადაადგილებაზე? ეს კომპანიების, უწყებების კეთილ ნებაზე იქნება მიშვებული თუ სახელმწიფო მკაცრად ავალდებულებს მათ?

    კითხვის ნიშნები გააჩინა ე.წ. კომენდატის საათმა, მთავრობამ მკაფიოდ უნდა ახსნას, რას ემსახურება 21 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების აკრძალვა?!

    ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა დროს და სად იმართება ხსენებულ საათებში შეკრებები?! ეყოს გამბედაობა მთავრობას და თქვას, რომ მოახლოებული რელიგიური დღესასწაულები საფრთხეს უქმნის ჩვენ უსაფრთხოებას.

    მოკლედ, ერთად უნდა დავდგეთ დიდი განსაცდელის თავიდან ასარიდებლად, ეს ერთად დგომა კი, არც მეტი, არც ნაკლები, ცალ-ცალკე გარკვეულ მანიძილზე დგომასა და შინ დარჩენაშია“, – წერს ნიკა მელია.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-ს გადაცდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 100-ს გადაცდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი. 103 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.

  • შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს–გახარია

    შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს მოქალაქეებს–გახარია

    შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი -144, რომელიც რა თქმა უნდა, იქნება უფასო და რომელიც, სრულ კოორდინაციას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგანგებო მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორ პრემიერ მინისტრმა თქვა, ეს იქნება  ხაზი, რომლითაც მთავრობას  ექნება პირდაპირი კავშირი საქართველოს მოქალაქეებთან. გიორგი გახარიამ განმარტა, თუ რატომ იქმნება მთავრობის ცხელი ხაზი.

    „იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ სერიოზული პრობლემები, ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და ეს არის გამოწვევა, რომლის პროგნოზიც დღეს არსებული მონაცემებით, ფაქტობრივად შეუძლებელია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია დღეს ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა იქნება ერთ კვირაში, ან ორ კვირაში, ამიტომ, უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას“, –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

     ოპერატიული მართვის შტაბი კოორდინაციას და მომსახურებას გაუწევს ყველა საწარმოს.

    „მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ საწარმოები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომლებმაც უნდა იფუნქციონირონ 24 საათის განმავლობაში და ეს იქნება ის უწყება, ვგულისხმობ შტაბს, რომელიც გაუწევს კოორდინაციას და მომსახურეობას ყველა საწარმოს, სტრატეგიული მნიშვნელობის და არა მხოლოდ, რომელმაც 24 საათის განმავლობაში უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • რაც დაიწყო პაციენტების შემოყვანა სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში, იქ ცხოვრობენ –  თენგიზ ცერცვაძე

    რაც დაიწყო პაციენტების შემოყვანა სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში, იქ ცხოვრობენ – თენგიზ ცერცვაძე

    კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, დღეს ექიმებს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. საგანგებო რეჟიმის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში “რა დროს ძილია” ისაუბრა.

    მან აღნიშნა, რომ ამ მოცულობის სამუშაოს ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შესრულება ექიმებს ჯერ არ დასჭირვებიათ. ასეთ დაძაბულ რეჟიმში თენგიზ ცერცვაძემ განსაკუთრებით ორი ადამიანი გამოყო.

    “განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი. კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე. ეს ადამიანები რაც დაიწყო პაციენტების შემოყვანა სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში. დანარჩენი იქ ცხოვრობენ”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

     

  • კორონავირუსით ინფიცირებული 4 პრობლემური პაციენტია 2 კი კრიტიკული – ეზუგბაია

    კორონავირუსით ინფიცირებული 4 პრობლემური პაციენტია 2 კი კრიტიკული – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში 4 მძიმე პაციენტია და მათგან 2-ის მდგომარეობა თითქმის კრიტიკულია.

    „ჩემს ცენტრში 4 პრობლემური პაციენტია. მათ შორის 2 განსაკუთრებით მძიმეა, თითქმის კრიტიკულია. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის სტაბილური, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა მაინც გარკვეულწილად კვლავ მძიმედ რჩება. ამიტომ მათ გამოსავალსა და პროგნოზზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით“,-აღნიშნა ეზუგბაიამ.

     

  • ვერ წარმომიდგენია ადამიანის სიცოცხლეზე  მაღალი ფასეულობა ეკლესიისთვის – გახარია

    ვერ წარმომიდგენია ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა ეკლესიისთვის – გახარია

    “ვერ წარმომიდგენია ადამიანის სიცოცხლეზე მაღალი ფასეულობა ეკლესიისთვის”-ამის შესახებ პრემიერმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    “ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისევე, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე, ეკლესიისთვის.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • საქართველოში დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ექიმია

    საქართველოში დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ექიმია

    კორონავირუსით დინფიცირებულ მოქალაქებს შორის ერთ-ერთი სამედიცინო მუშაკია. ამის შესახებ პრემიერმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიინგზე განაცხადა.

    „გვაქვს შემთხვევა, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია ინფიცირებული და ეს ფაქტი, სხვა მოცემულობასთან ერთად, გვაძლევს შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას“, – განაცხადა გახარიამ.

     

  • რა გვეკრძალება და რისი უფლება გვაქვს საყოველთაო კარანტინის პირობებში

    რა გვეკრძალება და რისი უფლება გვაქვს საყოველთაო კარანტინის პირობებში

    საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

    ხვალ, 31 მარტის 21 საათიდან დილის 6 საათამდე ყოველგვარი გადაადგილება აიკრძალა.როგორც გიორგი გახარია აღნიშნავს, შეზღუდვა ეხება, როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით.

     რისი უფლება გვაქვს და რა გვეკრძალება საყოველთაო კარანტინის პერიოდში 

    ·        სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.

    ·        დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

    ·        ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.

    ·        იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.

    ·        ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

    ·        აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

    ·        იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და  ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

    ·        ყველაზე მნიშვნელოვანი – საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

    ·        პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, პირთა გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდსა და ქ. გორში. ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

    ·        ძალზედ მნიშვნელოვანი პუნქტი – ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

  • კარანტინის პერიოდში მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

    კარანტინის პერიოდში მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

    საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა.

    პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცადებით, საკარანტინო პირობებში, ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერ დროს, ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა.

  • საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

    საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

    „საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21: 00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა გახარიამ.