Category: ახალი ამბები

  • ,,ევოლუშენ გეიმინგმა” სამსახურიდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა

    ,,ევოლუშენ გეიმინგმა” სამსახურიდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა

    ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ ,,ევოლუშენ გეიმინგი”-მა სამსახურიდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა. აღამსრულებელი დირექტორის განცხადებაში, რომელიც მან თანამშრომლების შიდა ჯგუფში გამოაქვეყნა და წყარომ ექსკლუზიურად მოგვაწოდა, წერია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე მოუწიათ.

    ,,გასული კვირის მოვლენებიდან და გუშინ, ხელისუფლების მიერ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის გამოცხადებიდან გამომდინარე, გვიწევს, შევაჩეროთ საქართველოში ევოლუშენის ზრდის გეგმები. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს რომ დღეს, დაახლოებით 1300 თამაშის წარმდგენი და ბანქოს მჩეხავი, რომლებიც იმყოფებიან გამოსაცდელ ვადაში, მიიღებენ ინდივიდუალურ შეტყობინებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ”,- წერს ჯეიკობ კლაესონი.

    მისი თქმით, სამსახურიდან ის თანამშრომლები გათავისუფლდებიან, ვინც კომპანიაში 6 თვეზე ნაკლები ვადით მუშაობდა.

    ,,ევოლუშენ გეიმინგის” საქართველოს ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კომპანია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით ცილობდა, ეს შედეგი თავიდან აეცილებინა, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

    ,,როგორც გასული კვირის მანძილზე ნახეთ, მთელი ძალით ვეცადეთ, თავიდან აგვერიდებინა მოვლენების ამგვარი განვითარება – გავატარეთ ბევრი ღონისძიება და განვახორციელეთ ცვლილებები, რათა მიგვეღო ნებართვა სტუდიის ნაწილობრივ გახსნაზე. სამწუხაროდ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ჩვენ მივიღეთ ყველა ის ზომა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ითხოვდა. ბუნებრივია, გავაგრძელებთ დიალოგს საქართველოს მთავრობასთან, რომ დავადგინოთ, რა შეიძლება გაკეთდეს დამატებით ჩვენი საქმიანობის მცირე მაშტაბით განახლებისთვის”,- წერს ჯეიკობ კლაესონი.

    ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ განცხადებები თანამშრომლებს ელფოსტაზე უკვე დაეგზავნათ.

    შეგახსენებთ, რომ კომპანიამ მუშობა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან გამომდინარე 23 მარტს შეაჩერა.

    დღეიდან საქართველოს მასშტაბით საკარაინტინო რეჟიმი მოქმედებს.

  • დღეიდან მთავრობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობას აჩერებს

    დღეიდან მთავრობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობას აჩერებს

    31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობას მთავრობა დროებით აჩერებს. ეროვნული ბანკის განცხადებით, მუშაობას აჩერებს ფინანსური სერვისის მიმწოდებელი სხვა სუბიექტებიც, მათ შორის:

    • სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტები;
    • საკრედიტო კავშირები;
    • საგადახდო მომსახურების პროვაიდერები;
    • ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორები;
    • აქტივების მმართველი კომპანიები;
    • ცენტრალური დეპოზიტარები;
    • სპეციალიზებული დეპოზიტარები;
    • საფონდო ბირჟა;
    • არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი;
    • საკრედიტო საინფორმაციო ბიურო.

    როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამ სუბიექტებს, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შეეძლებათ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისში მიუსვლელად განაგრძონ საქმიანობა.

    ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისევე, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერები შეძლებენ, მუშაობა ოფისებიდანაც გააგრძელონ.

  • ბოლო 24 საათში შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 46 პირი დააჯარიმა

    ბოლო 24 საათში შსს-მ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 46 პირი დააჯარიმა

    ბოლო 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 პირი დააჯარიმა.

    შსს-ს ინფორმაციით, მათგან 21 ადამიანი საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა, 6 პირი მიკროავტობუსით მოქალაქეების გადაყვანისთვის.

    ,,პოლიციამ საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 4 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე, სამართალდამცველებმა 6 პირი დააჯარიმეს, რომლებიც, აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანას ახორციელებდნენ“,-წერია შსს-ს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ფიზიკური პირისთვის 3000 ლარით ისჯება, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000 ლარით. განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლი დანაშაულია და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი COVID-19-ით გარდაიცვალა

    სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი COVID-19-ით გარდაიცვალა

    სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი მილუტი კნევიჩი კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი ეპარქიის ინფორმაციით, 71 წლის სასულიერო პირი ჰოსპიტალიზირებიდან ერთ კვირაში, ღამით, ბელგრადის საავადმყოფოში დაიღუპა.

    მას და კიდევ ორ სასულიერო პირს კორონავირუსი წინა კვირას დაუდასტურდათ.

    მარტის დასაწყისიდან, რაც სერბეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საპატრიარქომ მოსახლეობას მოუწოდა, ტაძრებში აღარ ევლოთ და ლიტურგიებისთვის ტელევიზორებიდან ეყურებინათ.

    ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სერბეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში კომენდანტის საათი 17:00 საათიდან 05:00 საათამდე შემოიღო. ჩაკეტილია ქვეყნის საზღვრები.

    სერბეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 785 დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 42 უკვე გამოჯანმრთელდა.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 21 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში – 21 ადამიანი

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    ,,ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს”,- ამბობს ეზუგბაია.

    მისივე თქმით, კლინიკაში მოთავსებული 4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. მისივე თქმით, დანარჩენი სამის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

    “4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან შეგვიძლია ვთქვათ რომ ის კრიტიკული აღარ იქნება. დანარჩენ შემთხვევებში მდგომარეობა უცვლელია. პროგნოზირება და გამოსავალზე ლაპარაკი ძალიან ძნელია თუნდაც ამ მძიმე კრიტიკული მდგომარეობის სტაბილიზირება“- თქვა ეზუგბაიამ და აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან არცერთი პაციენტის მდგომარეობა არ არის კრიტიკული ან მძიმე.

    ბოლო მონაცემებით საქართველოში COVID-19-ით 108 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 21 უკვე გამოჯანმრთელდა.

  • მთავრობა 500 ტონა მაკარონს, 5000 ტონა შაქარსა და 1.5 მლნ ლიტრ ზეთს ყიდულობს

    მთავრობა 500 ტონა მაკარონს, 5000 ტონა შაქარსა და 1.5 მლნ ლიტრ ზეთს ყიდულობს

    საქართველოს მთავრობა 16 მლნ ლარად 500 ტონა მაკარონს, 5000 ტონა შაქარსა და 1.5 მლნ ლიტრ მზესუმზისირის ზეთს ყიდულობს. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 26 მარტს გამოსცა.

    განკარგულებაში ვკითხულობთ, ქვეყანაში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების მარაგის შექმნის მიზნით თანხა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან უნდა გამოიყოს, ხოლო პროდუქცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ უნდა შეიძინოს.

    „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 16 000 000 ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილების განხორციელება“, – წერია დოკუმენტში

    საქართველოში დღეს 8 საათიდან საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ. ასევე, აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 21 გამოჯანმრთელდა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 108-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ბოლო მონაცემებით, 108 ინფიცირებულიდან ქვეყანაში გამოჯანმრთელებულია 20 პაციენტი,
    კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ —263 .

  • შსს-მ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო

    შსს-მ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარანტინის მოთხოვნების აღსრულების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო.

    უწყების ცნობით, ადგილზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს .

    ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნის საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ფიზიკური პირისთვის 3000 ლარით ისჯება, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000 ლარით. განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლი დანაშაულია და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 3-ით  გაიზარდა .

    მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 103-ს შეადგენს.

    მათგან, 20 უკვე გამოჯანმრთელებულია.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟმში იმყოფება- 5114 ადამიანი.

    სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ- 263.

  • ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ

    ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ

    დეკანოზი იოანე გორელიშვილი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრეს-სპიკერი „აჭარის“ ტელევიზიის ეთერში ჰყვება, რომ საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

    „ეკლესიას აქვს მუდმივი კავშირი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღესაც საპატრიარქოში იყვნენ მობრძანებულნი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოხდა შეთანხმება, რომ წირვა-ლოცვა გაგრძელდება, უბრალოდ ღვთისმსახურებას მრევლი მოისმენს ტაძრის ეზოში, შესაბამისი დისტანციის დაცვით. ყველაზე ოპტიმალურია, რომ ღვთისმსახურება აღესრულება ღია ცის ქვეშ. ეს შეთანხმება მოხდა საპატრიარქოში ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნავს დეკანოზი,