Category: ახალი ამბები

  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა საეჭვო გადაწყვეტილებაა, კონკურენციას კლავს ბაზარზე- სააკაშვილი

    ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვა საეჭვო გადაწყვეტილებაა, კონკურენციას კლავს ბაზარზე- სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობის მიერ ვალუტის გამცლელი პუნქტების დახურვას ეხმიანება და ამბობს რომ ეს საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც სავალუტო ბაზარზე კონკურენციას კლავს.

    ,,საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ფრიად საეჭვო ღონისძიებაა, რომელიც მთლიანად კლავს კონკურენციას სავალუტო ბაზარზე და ხელებს უხსნის ბანკების მონოპოლიას ამ სეგმენტში. რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება განსაცდელში ჩავარდნილ მოქალაქეებზე”,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

    მისივე თქმით, უნდა დაწესდეს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა ბანკების მტაცებლური ინტერესები შეიზღუდოს.

    ,,ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ვალდებულნი არიან დააწესონ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსებს შირის მინიმალურად დაბალი და ფიქსირებული მარჟა, რათა დავიცვათ მოქალაქეთა ინტერესები და მთლიანად შევზღუდოთ ბანკების მტაცებლური სპეკულატიური ინტერესები. დღეს უნდა ვზრუნავდეთ მოქალაქეთა ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე და არა ბანკების გამდიდრებაზე. ნუ მისცემთ ბანკებს იმის საშუალებას, რომ ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს მოქალაქეთა ხარჯზე იშივონ მილიონები. არ ეყოთ რაც ძარცვეს აქამდე? ეს უპატიებელი დანაშაული იქნება ქვეყნისა და ერის წინაშე”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

    ცნობისთვის, დღეიდან მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა შეაჩერა. დაიკეტა ფინანსური სერვისის მიმწოდებელი სხვა სუბიექტებიც.

  • „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა სამველ პეტროსიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა – ენზელ მკოიანი

    „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა სამველ პეტროსიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩემი მოკვლა სცადა – ენზელ მკოიანი

    ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი მასსა და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ სამველ პეტროსიანს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს.

    როგორც მკოიანი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, 26 მარტს სამველ პეტროსიანმა მისი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა და დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა. როგორც მკოიანი აცხადებს, პეტროსიანი გასროლისას ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებს.

    „მსურს, საზოგადოებისთვის დეტალური განმარტება გავაკეთო რამდენიმე დღის წინ ახალქალაქში განვითარებულ ხმაურიან მოვლენებზე. 26 მარტს, სამველ პეტროსიანი, ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაჟორიტარი, რომელიც დღეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, კიდევ ერთხელ დაესხა თავს ჩემს ოჯახს და ამჯერად, პირადად ჩემი მოკვლა სცადა. სიტყვიერი შელაპარაკება, რომელიც მის შვილსა და ჩემს 19 წლის ძმისშვილს, არემ მკოიანს შორის დაიწყო და რომელსაც საერთოდ არ ვესწრებოდი, მოგვიანებით, ჩემი უშუალო მცდელობით, განიმუხტა. მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირების გარეშე, ამოწურულად ჩავთვალე და ოჯახის წევრებთან ერთად ტერიტორიის დატოვებას ვაპირებდი, ადგილზე სამველ პეტროსიანი მოვიდა და ჩემი მოკვლა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, პეტროსიანმა ჩემი მიმართულებით სამჯერ, დამიზნებით ისროლა და არაერთი თვითმხილველის წინაშე ყვიროდა, რომ ჩემს მოკვლას აპირებდა. ამ ნაამბობს ადასტურებს ჩანაწერები სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან, რომელიც შს სამინისტროს მიერ უკვე ამოღებულია და საქმის მასალებში დევს. რომ არა საპატრულო ეკიპაჟის სწრაფი და დროული ჩარევა და ის ფაქტი, რომ პეტროსიანს მეოთხე გასროლისას იარაღმა უმტყუნა, შესაძლოა, ეს დაპირისპირება ტრაგედიით დასრულებულიყო. სამწუხაროდ, ზოგიერთი მიკერძოებული მედიასაშუალება მოვლენებს იმგვარად აშუქებს, თითქოს ამ დაპირისპირების ინიციატორი ვიყავი, თუმცა მინდა, სწორედ მათთვის განვმარტო, რომ როდესაც ცეცხლსასროლი იარაღით თავს ესხმი პარლამენტის წევრს და მის მოკვლას ცდილობ, ჰაერში ორი გამაფრთხილებელი გასროლის უფლება, აუცილებელი მოგერიების პირობებში, ნამდვილად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სამველ პეტროსიანმა, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, მის მიერ გასროლილი ტყვიები საკუთარი ხელით გადამალა, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან კარგად ჩანს, რომ მან ოთხჯერ, დამიზნებით მესროლა. ხოლო მოგვიანებით, პეტროსიანების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, შს სამინისტროს თანამშრომლებმა მის სახელზე რეგისტრირებული ათობით სხვადასხვა ტიპის იარაღი ამოიღეს, რომელიც პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გასულ წლებში, მოსახლეობას უკანონოდ ჩამოართვა და საკუთარ სახელზე გაიფორმა. შეგახსენებთ იმასაც, რომ მისმა ვაჟმა, გევორქ პეტროსიანმა, გასული წლის 4 ოქტომბერს ჩემს ძმას, მარტუნ მკოიანს თავის არეში ქვით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. აქვე განვმარტავ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ამ მუხლებით არამხოლოდ სამველ პეტროსიანი, არამედ ჩემი 19 წლის ძმისშვილიც დააკავეს, რომელმაც არასაბრძოლო იარაღით ჰაერში ჩემს დასაცავად გაისროლა. ამ ისედაც უაღრესად დაძაბულ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ჩამს, ძალაუფლებისთვის ბრძოლა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო გადამწყვეტ ფაზაში შევა და ჩემი პოლიტიკური ოპონენტები კიდევ მეტი აგრესიით შეეცდებიან ჩემზე და ჩემს ოჯახზე თავდასხმას. თუმცა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს და ვიმედოვნებ, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება,“ – აცხადებს ენზელ მკოიანი.

  • რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

    რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

    რუსეთში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 501 ადამიანი დაინფიცირდა და ინფიცრებულების საერთო რაოდენობამ 2337-ს მიაღწია. მათგან 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა. კრიტიკულ მდგომარეობაშია კორონავირუსით დაავადებული 8 ადამიანი.

    ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი, 387 შემთხვევა, მოსკოვშია. სანკტ-პეტერბურგში 48 ახალი შემთხვევაა, დაღესტანში კი 9.

    რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები 85-დან 73 რეგიონშია გამოვლენილი.

    27 მარტიდან შეჩერდა საერთაშორისო ფრენები. 30 მარტიდან მოსკოვში საშინაო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა.

  • რას გააკეთებს ხელისუფლება მათთვის, ვინც შიმშილით მოკვდება?!- ნანუკა ჟორჟოლიანი

    რას გააკეთებს ხელისუფლება მათთვის, ვინც შიმშილით მოკვდება?!- ნანუკა ჟორჟოლიანი

    ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიერ საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას ეხმაურება.

    “კარგია საყოველთაო კარანტინი. ჩემი აზრით ნებისმიერი გადაადგილების შეზღუდვა კარგია ჩვენივე ჯანმრთელობისთვის.უბრალოდ არაფერი მოგვისმენია, რას გააკეთებს ხელისუფლება მათთვის, ვინც შიმშილით მოკვდება გარეთ თუ არ გავა.და ექიმები როგორ ივლიან სამსახურში. ბრიფინგს ექთანთან ერთად ვუსმენდი და პირველი რეაქცია იყო, “ხვალ როგორ მოვიდე სამსახურში” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • სტივენ კინგის აზრით: აშშ-ს მთავრობა ვირუსს იმდენად მოუმზადებელი შეხვდა რომ დაჯერება უჭირს

    სტივენ კინგის აზრით: აშშ-ს მთავრობა ვირუსს იმდენად მოუმზადებელი შეხვდა რომ დაჯერება უჭირს

    ამერიკელი მწერალს, საშინელებათა ჟანრის დიდოსტატს სტივენ კინგს დაჯერება უჭირს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურები მოუმზადებლები შეხვდნენ და საჭირო ზომების მიღება დააგვიანდათ. მწერალი გაოცებულია ხელისუფლების უმოქმედობით  რადგან მათ საჭირო ზომები არ მიუღიათ კორონავირუსის კრიზისის დროს და ამით თავად ხელისუფლებაც გაოცებულია და დაჯერება უჭირს რეალობის.

    ცნობისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მსოფლიოში აღაირებული მწერალი შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მის ხელისუფლებას აკრიტიკებს.

    “დონალდ ტრამპი თავიდან ამბობდა, რომ “სერიოზული არაფერია, ყველაფერი იქნება კარგად”.  როცა საფონდო ბირჟამ სიკვდილი დაიწყო და ამ ყველაფერმა მთელი ქვეყანა დააზარალა, სხვაგვარადა ალაპარაკდა : “დაწყნარდით..  სასწაული მოხდება, და აღდგომის დღესასწაულისთვის ყველაფერი იქნება კარგად ეკლესიები ისევ იქნება ხალხის სავსე”. ამ განცხადებსი შემდეგ კი მან კარანტინზე დაიწყო საუბარი, თანაც ისე რომ მის გარდა ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა.”- განაცხადა სტივენ კინგმა.

    1979  წელს სტივენ კინგმა  გამოაქვეყნა წიგნი The Stand, რომელიც პანდემიას ეხება. წიგნის სიუჟეტის მიხედვით გრიპის ვირუსი მთელი მსოფლიოს მსოახლეობას მოედება და უმეტესობას ანადგურებს.

    “რამდენიმე კვირაა ადამიანები მეუბნებიან: “სტივენ კინგის სამყაროში ვცხოვრობთ”. მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვნატრობ, ასე არ არის.  დროის საკითხი იყო და მსგავსი რამ აუცილებლად მოხდებოდა. წიგნი პანდემიის შესახებ დავწერე, რომელიც კაცობრიობის უმეტესობას დახოცავს და მადლობა ღმერთს, ახლა ეს ის შემთხვევა არაა.”- აცხადებს სტივენ კინგი CNN-თან საუბრისას.

     

  • კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 800 000–ს გადააჭარბა

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 800 000–ს გადააჭარბა

    რამდენიმე წუთის წინ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 800 000–ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 39 000 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 169 976 ადამიანი.

    ყველაზე მეტი დაინფიცირებული ამ დროისთვის აშშ–შია – 164 000–ზე მეტი ადამიანი.

    მას მოჰყვება იტალია 101 739 ინფიცირებულით.

    მესამე ადგილზეა ესპანეთი – 94 417 ადამიანით.

    ჩინეთი კი, საიდანაც კორონავირუსი მსოფლიოს მოედო, მეოთხე ადგილზე გადავიდა – 81 518 დაინფიცირებულით.

    გარდაცვლილთა რაოდენობით კვლავ იტალია ლიდერობს – 11 591 გარდაცვლილით.

  • კორონავირუსი მკვლელი არ არის, ნუ გამოვიყენებთ მას ფსიქოლოგიური ტერორისთვის- ლევან რატიანი

    კორონავირუსი მკვლელი არ არის, ნუ გამოვიყენებთ მას ფსიქოლოგიური ტერორისთვის- ლევან რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი მკვლელი არ არის- თუ პაციენტის მიზანმიმართულად უმკურნალებენ და მისი მდგომარეობაც ხელს შეუწყობთ, ინფიცირებული აუცილებლად ყველა განიკურნება.

    „აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდი მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს. თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, აუცილებლად ყველა განიკურნება. ნუ გამოვიყენებთ ამ ვირუსს ფსიქოლოგიური ტეროტისთვის. ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

    მისივე თქმით, პაციენტი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, კონტაქტური და ადეკვატური გახდა, რაც იმის ნიშანია რომ ,,ომში გავიმარჯვეთ”.

    ,,დღეს ძალიან ბედნიერები ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ რომ პაციენტი რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის და მისი სომატური პათოლოგიისთვის იყო დამახასიათებელი. ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთ. პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია, გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავს და დღის ბოლომდე შესაძლებელია, მოიხსნას პაციენტი აპარატიდან”,- აღნიშნა ლევან რატიანმა.

    მისი განმარტებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ ეტაპზე 77 პაციენტი იმყოფება, მათგან 17კორონავირუსით ინფიცირებულია.

    ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიციების 110 შემთხვევა დასტურდება, მათგან 21 განიკურნა.

  • თუ ეს ჰიპოთეზა დადასტურდა, ჩვენ გაცილებით დაცულები ვიქნებით – პაატა იმნაძე ბცჟ-ს ვაქცინაზე

    თუ ეს ჰიპოთეზა დადასტურდა, ჩვენ გაცილებით დაცულები ვიქნებით – პაატა იმნაძე ბცჟ-ს ვაქცინაზე

    დაავადებათა კოტნტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე გამოეხმაურა ბოლო დღეებში საერთაშორისო მეცნიერების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბცჟ-ს (BCG) ვაქცინა კორონავირუსის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებდეს.

    „თუ ეს დადასტურდა ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. იყო მოსაზრება, რომ წითელა-წითურას ვაქცინაც ამცირებდა რისკს არა იმ მხრივ, რომ კორონავირუსის არ შეხვდებოდა მათ, ვისაც ეს აცრა აქვთ გაკეთებული, არამედ ისინი მსუბუქ ფორმებში გადაიტანდნენ ვირუსს. ბცჟ-ზეც ასეთივე მოსაზრება გამოქვეყნდა – ვისაც გაკეთებული აქვს ეს აცრა ნაკლებად ემართებათ კორონავირუსი და თუ დაემართათ ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც ჯერ მეცნიერულად არ არის გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რადგან საქართველოში ძალიან კარგია მოცვა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინით. გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა არის აცრილი ბცჟ-ს ვაქცინით, როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი თაობა. ასე რომ თუ ეს ჰიპოტეზები მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვა ქვეყნები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

    ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს. კვლევები რამდენიმე კლინიკაში დაიწყო

  • ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

    ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე 64 წლის მოქალაქე COVID-19-ით გარდაიცვალა.

    მისი თქმით, ეს კორონავირუსით საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გარდაცვლაების მე-5 შემთხვევაა.

    „სამწუხაროდ , კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 110-ს მიაღწია. მათგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    კარანტინში 4995 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში კი 278.

    გუშინ, 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე – კომენდანტის საათი.