Category: ახალი ამბები

  • რუსთავში ავტომობილი საპატრულო მანქანას დაეჯახა(ვიდეო)

    რუსთავში ავტომობილი საპატრულო მანქანას დაეჯახა(ვიდეო)

    ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში. ინფორუსთავის ინფორმაციით მშენებელთა ქუჩაზე ერთმანეთს “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

    ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

     

  • 19 წლის ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანში დაკრძალვაზე იყო ჩასული, კორონავირუსი დაუდგინდა

    19 წლის ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანში დაკრძალვაზე იყო ჩასული, კორონავირუსი დაუდგინდა

    თბილისიდან გურჯაანში, სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე ჩასულ 19 წლის ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდგინდა.

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, დაკრძალვა 19 მარტს იყო და ახალგაზრდა სოფელში თბილისიდან ჩავიდა.

    დაკრძალვაზე ახალგაზრდას 30-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა მოძიებაც ამ დროისთვის მიმდინარეობს.

    ,,გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე”,- წერია მერიის განცხადებაში.

    საქართველოში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი 110 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 21 გამოჯანმრთელდა.

  • “ე.წ.  ბირჟაზე  5 და  6  ადამიანი  არ უნდა დადგეს“–მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

    “ე.წ.  ბირჟაზე  5 და  6  ადამიანი  არ უნდა დადგეს“–მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

    “სამზე მეტი  ადამიანის  თავშეყრა  მათ  შორისგულისხმობს  იმას,  რომ  ე.წ.  ბირჟაზე  5 და  6  ადამიანი  არ უნდა დადგეს“ – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

    “ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა. აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა„–აცხადებს მეზვრიშვილი.

    მისი თქმით, აღნიშნულ შეზღუდვებთან დაკავშრებით აღსრულება მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

    „ჩვენი პოზიციაა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა, განსაკუთრებით 70 წელზე მეტი ასაკის პირებზე დაწესდა გარკვეული შეზღუდვები, სახლიდან გამოსვლის აკრძალკვა და ამ ნაწილში ადამიანებზე ზრუნვა არის უპირველესი ამოცანა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

    „ ამ წესიდან ბუნებრივია, არსებობს გამონაკლისები – ეს არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები. სასურსათო მაღაზიაში შეიძლება იმყოფებოდეს სამზე მეტი ადამიანი, მაგრამ აქაც მკაცრი კონტროლი უნდა არსებობდეს. აუცილებლად უნდა იყოს დაცული მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია და ჩვენ ვხედავთ, რომ მაღაზიები ამ რეკომენდაციებს კარგად იცავენ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

  • 16 წლამდე ასაკის მოზარდის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება

    16 წლამდე ასაკის მოზარდის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება

    16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.

    ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი.

    ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების დაცვას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები, აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექნება დამხმარე ფუნქცია.

    თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

  • “ვიწყებ საჯარო დიეტას! თქვენ მაკონტროლეთ ” – გვარამია მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლას იწყებს

    “ვიწყებ საჯარო დიეტას! თქვენ მაკონტროლეთ ” – გვარამია მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლას იწყებს

    “ვიწყებ საჯარო დიეტას! მაკონტროლებელი მჭირდება, ისე ვერ ვიზამ, და თქვენზე უკეთ ვინ გამაკონტროლებს!”- ტელეკომპანია”მთავარის” გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას მისი დიეტის კონტროლისკენ მოუწოდებს.

    “მოკლედ, მეგობრებო, ბოლო თვეების ნერვიულობამ, ერთი არხის წართმევამ, ახლის გახსნამ, ყოველ მეორე დღეს პროცესმა ან დაკითხვამ, და აგერ ახლა კორონამ თავისი ქნა: ძლივს, წვალებით და შრომით მიღწეული და დამაგრებული 70იანებიდან ავძვერი 80იანებში და დღეს სასწორზე ცხრიანი დავინახე. 90 გაჭიმა. სასწორმა გაჭიმა, მე სასწორიდან გადმოვვარდი.

    ამაზე დიდი ტრიგერი დეპრესიისთვის, ჩემთვის, მეორე არაა. არადა რა დროს დეპრესიაა?! ხოდა ვიწყებ საჯარო დიეტას! მაკონტროლებელი მჭირდება, ისე ვერ ვიზამ, და თქვენზე უკეთ ვინ გამაკონტროლებს! დიეტა Nanuka Zhorzholiani გამომიცხო სასწრაფოდ, საჯარო პასუხისმგებლობას თქვენ წინაშე ვიღებ. სანამ 70იანებში არ დავბრუნდები, არ შევეშვები და თქვენი მათრახის გადარტყმები, მადლია, იქეთ გთხოვთ, არ დამინდოთ!

    არანაირი პური და ბურღულეული (ღმერთო, რატომ ასუქებს ცომი, რატოოომ?!), არანაირი შაქარი. დღის 2 საათიდან 8 საათამდე ვჭამ ხორცეულს, რძის ნაწარმს და ბოსტნეულს, ზომიერად. შემდეგი დღის ორ საათამდე მხოლოდ წყალს. და ვიწესრიგებ ძილს (ყველაზე რთული დავალება ესაა. ვიღებ რჩევებს პირადში, ეს როგორ მოვახერხო).

    მთავარი: ყოველ დღე ვდებ დღის წონას. თქვენ მაკონტროლებთ და მლანძღავთ კოკისპირულად, თუ არ დავიკელი.

    ხვალიდან ვიწყებ. ღმერთი ჩემთან. “- წერს ნიკა გვარამია.

  • 18 ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საყოველთაო კარანტინის დროს არ იკრძალება

    18 ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საყოველთაო კარანტინის დროს არ იკრძალება

    მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვით, საყოველთაო კარანტინის დროს ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოხდება.

    დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

    • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;
    • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;
    • წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;
    • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;
    • კომერციული ბანკების საქმიანობისა;
    • იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;
    • საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;
    • ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;
    • მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;
    • საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;
    • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;
    • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;
    • მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;
    • საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);
    • კერძო დაცვითი საქმიანობისა;
    • საადვოკატო საქმიანობისა;
    • ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა და პრესის ჯიხურების.

    დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე

  • საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების საქმიანობა იკრძალება

    საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების საქმიანობა იკრძალება

    მთავრობამ საყოველთაო კარანტინის და კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ დადგენილება გამოსცა, რომლის მიხედვით, ქვეყნაში ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოხდება, რაც პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მეშვიდე მუხლით არის განსაზღვრული.

    ამ მუხლზე დაყრდნობით, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სარეალიზაციო ობიექტების საქმიანობა იკრძალება.

    “საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმლის, აგრეთვე სპირტიანი სასმლისა და ლუდის სარეალიზაციო ობიექტების ფუნქციონირება,”- წერია დოკუმენტში.

    ასევე, რესტორნების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების, საწარმოებში/ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისით ან პროდუქტის სატრანსპორტო საშუალებით გატანის მომსახურებით.

    ქვეყანაში არ იკრძალება მხოლოდ 18 საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობა.

    დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. კომენდანტის საათი მოქმედებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე.

  • პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები – ფოტო რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები – ფოტო რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

    სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება, ფოტო სადაც ჩანს, როგორ გამოიყურებიან  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები შუაღამისას პაციენტების გეგმიური შემოწმების შემდეგ.

    ცნობისთვის, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ პაციენტი რომელის მდგომარეობა კრიტიკულად იყო შეფასებული, დღეს კონტაქტური გახდა. ასევე გაუმჯობესდა ამავე კლინიკაში მოთავსებული ორსულის მდგომარეობაც, რომელსაც რამდენიმე დღეში კლინიკიდან გაწერენ.

    შეგახსენებთ რომ ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110-ს შეადგენს, საიდანაც 21 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

     

  • მანქანაში სამზე მეტი ადამიანი ვერ ჩაჯდება, ეს არასრულწლოვნებსაც ეხება- მეზვრიშვილი

    მანქანაში სამზე მეტი ადამიანი ვერ ჩაჯდება, ეს არასრულწლოვნებსაც ეხება- მეზვრიშვილი

    მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 3-ზე მეტი ადამიანის მანქანაში ჯდომის აკრძალვა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება, მათ შორის არასრულწლოვანს.

    ,,როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი”,- აცხადებს მეზვრიშვილი.

    მისივე თქმით, ბევრი კითხვა ისმის ამასთან დაკავშირებით, თუმცა მგზავრობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს.

    „ბევრი კითხვა დაისვა, რომ მაგალითად, ოჯახში გვყავს 3, 4 შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს. ეს, პირველ რიგში, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე,” – ამბობს მეზვრიშვილი.

    საქართველოში დღეიდან, 31 მარტიდან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა და აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი  ავტომობილით მოძრაობა, თუ მასში მაქსიმუმ 3 ადამიანი იჯდება- წინ მძღოლი და 2 მგზავრი უკან.

  • “ერთობის ძალა ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!“–სალომე ზურაბიშვილი

    “ერთობის ძალა ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!“–სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი განცხადებით ეხმაურება 31 მარტს – საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერნდუმის და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს:

     

    “რაც არ უნდა მძიმე და დამაფიქრებელი იყოს დღევანდელი ვითარება და ყველა საკუთარ ბედზე, თუ ახლობლებზე ღელავდეს, არ გვაქვს უფლება დავივიწყოთ, რომ დღეს, 29 წლის წინ, რეფერენდუმის გზით, ქართველმა ერმა დამოუკიდებელი სახელმწიფო აღადგინა.
    საოცარი ის არის, რომ იმ დროს ხალხმა, 70 წლიან საბჭოთა ციხეგამოვლილმა, გაიაზრა თავისუფლების და ერთიანობის ფასი და ერთსულოვნად დამოუკიდებლობას მისცა ხმა.
    ამ სასწაულის ინიციატორის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეც არის დღეს.
    ნათელში იყოს მისი სული!
    ქართველმა ერმა კი, არ დაივიწყოს ერთობის ძალა, რომელიც ყველაფერს გადაგვატანინებს და დაგვაძლევინებს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქ გვერდზე და რეფერენდუმის ბიულეტენის ფოტოს აქვეყნებს.