Category: ახალი ამბები

  • 21 საათიდან მთელ საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა. რა იკრძალება ამ წუთიდან

    21 საათიდან მთელ საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა. რა იკრძალება ამ წუთიდან

    31 მარტის 21:00 საათზე საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა, რაც ნიშნავს იმას, რომ  საღამოს 9 საათიდან  დილის 6 საათამდე  აკრძალულია გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით.

     ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი.

    პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას მოუწოდებს მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა.

    „მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს, საღამოს 9 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე. ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, რომ დაიცვათ ეს რეჟიმი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც გულისხმობს  ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან ჯარიმას, ხოლო იურიდიულ პირებზე  15 000 ლარიან ჯარიმას. ჩვენი მოწოდებაა, ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის, დღეს 21:00 საათიდან“, –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

  • “აღდგომის ღამისთვის დაწესდა, ხელისუფლებას გამბედაობა არ ეყო” – მელია კომენდანტის საათზე

    “აღდგომის ღამისთვის დაწესდა, ხელისუფლებას გამბედაობა არ ეყო” – მელია კომენდანტის საათზე

    “ნაციონალური მოძრაობის”  ლიდერი ნიკა მელია აცხადებს რომ კომენდანტის საათი საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე აღდგომის ღამისთვის დაწესდა.

    “შეშინებულია ხელისუფლება აქეთ ოპოზიციის ეშინია, იქით გავლენიანი ინსტიტუტის.ვერავინ ვერ ახსნა 9 საათიდან დილის 6 საათამდე რატომ დააწესეს კომენდანტის საათი?! ერთი დღისთვის დააწესეს და უნდა დაიტანჯოს ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე. ეს აღდგომის ღამისთვის გაკეთდა. არ ეყო გამბედაობა ხელისუფლებას.”

  • მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები უმუშევრობის მიუხედავად, ხელფასს მიიღებენ – კალაძე

    მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები უმუშევრობის მიუხედავად, ხელფასს მიიღებენ – კალაძე

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ.

    „რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი თანამშროლები არიან და ჩვეულებრივ, თავიანთ სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ“,- განაცხადა კალაძემ.

    ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.

  • ” უფლის ნება იყოს, თუ დაავვადდებით, ალბათ ასეა საჭირო ” – მეუფე იობი

    ” უფლის ნება იყოს, თუ დაავვადდებით, ალბათ ასეა საჭირო ” – მეუფე იობი

    ურბნელი მიტროპილიტი, მეუფე იობი ქადაგებისას ამბობს, რომ თუ კორონავირუსით დავინფიცირდებით ეს უფლის ნებაა და ალბათ ასეც არის საჭირო.

    “უფლის ნება იყოს, თუ დაავვადდებით, ალბათ ასეა საჭირო. ალბათ ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლა საჭიროა და ხომ უნდა მოემზადო შესაბამისად. არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის. მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ღვთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც არ ჩამოგვივარდება, თქვენ იცით და როგორ შეიძლება უფალმა დაუშვას, რომ თქვენ რაღაცით დაავადდეთ.”- ამბობს მეუფე.

  • ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

    ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გალის რაიონში ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.

    განკარგულებით, აღნიშნული შეზღუდული რეჟიმი 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე იმოქმედებს. „კომენდანტის საათის“ განმავლობაში მოქალაქეებს ეკრძალებათ გარეთ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა. მანამდე, გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა 28 მარტს გამოაცხადა ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 00:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე მოქმედებდა, რაც დაკავშირებული იყო, იმ დროისთვის, მდინარე ენგურზე გახშირებულ მიმოსვლასთან.

    ცნობისთვის, 29 მარტს გალის რაიონიდან ადგილობრივი მცხოვრები ქალი კორონავირუსის ნიშნებით ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • “მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში“–აშშ–ს საელჩო

    “მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში“–აშშ–ს საელჩო

    აშშ–ს საელჩო საქართველოში ტვიტერის გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

    „მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში, რათა ოქტომბერში გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილი ექიმების რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

    იტალიაში COVID-19-ით გარდაცვლილი ექიმების რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

    იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა.

    სამშაბათს იტალიის ექიმთა ფედერაციამ განაცხადა, რომ კიდევ 5 ექიმი გარდაიცვალა.

    CNN-ის ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში მინიმუმ 8 956 სამედიცინო სფეროს მუშაკია ინფიცირებული. შემთხვევების რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით თითქმის 500-ით გაზარდა.

    ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათასზე მეტია, გარდაცვლილი კი 11 591 ადამიანია. 4 ათასამდე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 14620 განიკურნა.

  • როცა თავს ცა გვაქვს ფირუზის, არ გვეშინია ვირუსის! – მეუფე ნიკოლოზი ჯავახეთის ფერდობიდან (ვიდეო)

    როცა თავს ცა გვაქვს ფირუზის, არ გვეშინია ვირუსის! – მეუფე ნიკოლოზი ჯავახეთის ფერდობიდან (ვიდეო)

    ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) დღეს ჯავახეთის მთიანეთში, დიდი აბულის მთის ფერდობზეე იმყოფებოდა.

    ზღვის დონიდან 2400 მეტრზე ის კორონავირუსის პანდემიას ასე გამოეხმაურა: ,,როცა თავს ცა გვაქვს ფირუზის, არ გვეშინია ვირუსის!”.

    მეუფე ნიკოლოზის ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა:

     

  • საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც 24 მარტს პუტინი სტუმრობდა კორონავირუსი დაუდგინდა

    საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც 24 მარტს პუტინი სტუმრობდა კორონავირუსი დაუდგინდა

    მოსკოვში, კომუნარკის რაიონის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს COVID-19 დაუდგინდა. 24 მარტს კომუნარკის საავადმყოფოში ვიზიტით ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა, რა დროსაც იგი პროცენკოს შეხვდა.

    პროცენკო თავისივე კლინიკაში მკურნალობს, რომელიც  კორონავირუსის მკურნალობაზეა სპეციალიზებული. საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ მთავარი ექიმის დაინფიცირებას მათი მუშაობის შეფერხება არ გამოუწვევია. მედპერსონალი მუდმივად გადის ტესტირებას.

    რუსული მედიის ცნობით, დენის პროცენკო ამჟამად თავს კარგად გრძნობს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

  • ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა, ქრისტიანებს გარდაცვალება არ გვაშინებს- მეუფე იობი

    ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა, ქრისტიანებს გარდაცვალება არ გვაშინებს- მეუფე იობი

    ურბნელი მიტროპილიტი, მეუფე იობი ქადაგებისას ამბობს, რომ კორონავირუსი ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა, რადგან ,,ჩვეულებრივ გრიპს უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს”.

    ,,დღეს ახალი შემოტევაა მსოფლიო მასშტაბით, ესაა კორონავირუსი. ჩემი აზრით, ხელოვნურად თავსმოხვეული ეპიდემიაა, როგორც უწოდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვეულებრივი გრიპს, რომელიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება და უფრო მეტი გარდაცვლილი ჰყავს და ჩვენ ქრისტიანებს გარდაცვალება არ გვაშინებს. მით უმეტეს, ქართველმა კარგად გამოხატა – მოკვდას ვხმარობთ პირუტყვზე, კი არ მოკვდა – გარდაიცვალა, ამ ქვეყნიდან სხვა სამყაროში გადავიდა. რატომ არ ვაქცევთ ყურადღებას, რომ უფრო მეტი იკურნება ამ ავადმყოფობიდან”,- აცხადებს მეუფე.

    მისი თქმით, საინფორმაციო საშუალებები რწმენის საწინააღმდეგოდ ანევროზებენ ადამიანებს, რასაც ,,მცირედ მორწმუნეები” იჯერებენ და ეკლესიებში აღარ მიდიან.

    ,,ჩვენ გვყავს ახლობლები უცხოეთში, რომლებიც საავადმყოფოშიც კი არ მისულან, სახლში მკურნალობდნენ და განიკურნენ. დღეს ფსიქოზური საინფორმაციო საშუალებებია ტელევიზიისა და სხვა საშუალებებით და ანევროზებებნ ადამიანს, ეს მიმართულია რწმენის საწინააღმდეგოდ. თუ ადამიანს მტკიცედ სწამს, მას ვერაფერს დააკლებენ. არიან მცირედ მორწმუნეები, რომლებიც იჯერებენ ამ ყველაფერს, ეშინიათ ტაძარში მისვლის, ხალხთან შეხვედრის, სამწუხაროდ, სასულიერო პირბშიც არიან ასეთები”,- თქვა მეუფე იობმა ქადაგებისას.

    მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაავადებულს აზიარებდა, რადგან ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე წამლები.

    ,,ჩვენ [სასულიერო პირებს] ძალიან ბევრი საშუალება გვაქვს ადამიანთა განკურნების. მე ვერ მოვისმინე ის მაგალითი, რომ კორონავირუსით დაავადებულთან მისულიყო სასულიერო პირი, მე პირადად დიდი სურვილით მივიდოდი მათთან, ჩავუტარებდი შვიდგზის ზეთისცხებას, აღსარებას ვათქმევინებდი, ვაზიარებდი, უფრო მეტად ეფექტური იქნებოდა მათი სულიერი და ფიზიკური გამოჯანმრთელებისთვის, ვიდრე მედიკამენტებით მათი განკურნება. მაგრამ, ამის საშუალებას არ გვაძლევენ და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურადაა მოგონილი და ეს სულ მალე გაცხადდება”,- ამბობს ურბნელი მიტროპოლიტი.

    საქართველოში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი 110 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 21 გამოჯანმრთელდა.