Category: ახალი ამბები

  • გამოდიოდა პალატიდან და იფურთხებოდა… – რას ყვება ექთანი პაციენტზე, რომლისგანაც კორონავირუსი გადედო

    გამოდიოდა პალატიდან და იფურთხებოდა… – რას ყვება ექთანი პაციენტზე, რომლისგანაც კორონავირუსი გადედო

    “გამოდიოდა პალატიდან და იფურთხებოდა…”- ამის შესახებ ბათუმში კორონავირუსითდაინფიცირებული ექთანი ყვება იმ პაციენტზე რომლისგანაც მას ვირუსი გადაედო. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

    „შესული ვიყავი პაციენტთან, სავარაუდოდ ფსიქიკურად დაავადებული იყო. არ ემორჩილებოდა ჩვენს მითითებებს, გამოდიოდა პალატიდან, ვერ ვაკავებდით ბოქსირებულ პალატაში. სულ გამოდიოდა გვეჩხუბებოდა და იფურთხებოდა. სავარაუდოდ აქედან მოხდა ინფიცირება, თუმცა სათანადოდ ვიყავი დაცული – მეკეთა სამედიცინო ნიღაბი, ქუდი და სათვალე.ამის შემდეგ უმეტესად თანამშრომლებთან მქონდა შეხება. კონტაქტები დადგენილია და ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება.

    ახლა თავს კარგად ვგრძნობ, იოლ ფორმაში მაქვს ვირუსი. არაფერი არ მაწუხებდა, უბრალოდ მომინდა ტემპერატურის გაზომვა. როცა გავიზომე 37 მქონდა სიცხე და ექიმთან მივედი.ის პაციენტი განაგრძობს, ოღონდ სხვა კლინიკაშია გადაყვანილი. ამერიკიდან ჩამოსული ქართველია, მაგრამ როგორც ამბობდა ამერიკაში ცხოვრობდა“, – აცხადებს კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი.

     

  • კორონავირუსით დაავადებილი ჩეხი ტურისტი, რომელიც გუდაურში მოზაურობდა გაკოტრდა

    კორონავირუსით დაავადებილი ჩეხი ტურისტი, რომელიც გუდაურში მოზაურობდა გაკოტრდა

    ჩეხი ტურისტი, რომელიც საქართველოს მარტის დასაწყისში სტუმრობდა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კორონავირუსი დაუდგინდა, გაკოტრდა. როგორც ირკვევა, ის ტურისტული ბიზნესით იყო დაკავებული, კერძოდ კი ალპინისტების გიდი იყო  და საქართველოში ჩეხეთის მოქალაქეები ჩამოჰყავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია კავკასიის გადაცემა ბარიერში რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, კობა ლიკლიკაძემ პრაღიდან ჩართვისას განაცხადა:

    “გუდაურში რომ იყო ჩეხი ტურისტი და  აღმოჩნდა ვირუსი, ამასწინად ადგილობრივ მედიაში მისი ინტერვიუ იყო. ძალიან კარგად ლაპარაკობდა საქართველოზე. ის ამბობს რომ  გაკოტრდა ამ ერთი თვის განმავლობაში რაც ის მკურნალობდა კორონავირუსზე. რადგან ის იძულებული იქნა დაებრუნებინა თანხა იმ ხალხისთვის,  რომლებიც ჩაწერილნი იყვნენ საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსასვლელად. კორონავირუსისგან განიკურნა, მაგრამ ახლა გაკოტრდა.”–თქვა კობა ლიკლიკაძემ, რომელიც ჩეხეთში პანდემიის შედეგად  ბიზნესის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობდა.

    შეგახსენებთ, რომ 4 მარტის პერიოდში  გუდაურში 6 ჩეხი ტურისტი ჩავიდა რომელთაგან 3-ს  16 მარტს, სამშობლოში დაბრუნების შემდე კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ გუდაურში მდებარე რესტორნის, “მთვრალი ალუბლის“ ადმინისტრაციამ განაცხადა. რესტორანი დაიკეტა, მისი თანამშრომლები კი თვითიზოლაციისა და დაკვირვების რეჟიმზე გადაიყვანეს, თუმცა საბოლოოდ კორონავირუსი არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა.

    უცხოურ მედიასთან ინტერვიუში რომან კოზელკა ყვება, რომ ჩეხეთში დაბრუნებისთანავე ჯგუფის წევრებს თხოვა კარანტინში დარჩენილიყვნენ, სანამ საკუთარ მდგომარეობას დააზუსტებდა, რადგან მის გარდა ყველა კარგად გრძნობდა თავს. ის აეროპორტიდანვე წაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანით, თუმცა ტესტი არ გაუკეთეს, რადგან საქართველოს რისკ ჯგუფის ქვეყნებში არ შედიოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საკუთარი მოგზაურობის ისტორიის შესახებ ეპიდემიოლოგებს მიწერა და მოუყვა მისი მოგზაურობის ისტორია ავსტრიაში, საქართველოსა და ისრაელში მას ტესტი ჩაუტარეს, შედეგი კი დადებით ი აღმოჩნდა.

    “ავადმყოფობის მთელი პერიოდი სახლში მარტო ვიყავი. ექიმს ელექტრონული ფოსტით ვატყობინებდი ჩემი მდგომარეობის შესახებ. მისგან მაქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ხანი ვიყო კარანტინში, როგორ დავალაგო სახლი, მანქანა და ასე შემდეგ. როგორც კი გავიგე, რომ კორონა ვირუსი მქონდა, მაშინვე დავურეკე ყველას, ვისთანაც ბოლო პერიოდში კონტაქტში ვიყავი. ერთ სლოვაკსაც აღმოაჩნდა დაავადება, მაგრამ ტესტის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწია, ისევე როგორც მე. მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინც მიმაჩნია, რომ ჩეხური მედიცინა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.“– ამბობს კოზელკა და იმასაც ყვება, როგორ შეატყობინა საკუთარი დაავადების გაგების შემდეგ ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს:

    “ვიგრძენი, რომ მქონდა ვალდებულება მათთვის ამის შესახებ მეცნობებინა. დავუკავშირდი სასტუმროს და ტაქსის მძღოლს. ძალიან სწაფად დამიკავშირდნენ ქართული უწყებები. საქართელოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა დეტალურად გამომკითხა ინფორმაცია. გავაგზავნე ყველა კონტაქტი, რომლებიც საქართველოში მქონდა, ტაქსების ჩათვლით, ასევე რესტორნებში გადაღებული ფოტოები. ბერიც კი გაგვახსენდა, რომელსაც მონასტერში ვეწვიეთ. ქართველები, ჩემი ინფორმაციით, ძალზედ გულდასმით ატარებდნენ ტესტირებას. 150 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს იმ რესტორნების თანამშრომელთა ჩათვლით, სადაც ჩვენ ვიყავით. ასევე ის ბერიც, რომელმაც მომწერა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.“– ამბობს ჩეხეთის მოქალაქე.

     

  • აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 4657 ადამიანი

    აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა, დაიღუპა 4657 ადამიანი

    აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 20 485 ადამიანი დაინფიცირდა, 604 კი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 209 ათასს მიაღწია, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კორონავირუსით ინფიცირება 4657 ადამიანთან ლეტალურად დასრულდა.

    მსოფლიოს მასშტაბით COVID-19-ით 924 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, 46 ათასზე მეტი გარდაიცვალა, ხოლო 193 ათასი განიკურნა.

    რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 117 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა.

  • მზად ვარ, ნებისმიერ ინფექციონისტს დავეხმარო, როგორც ექთანი და სანიტარი- ვაჟა გაფრინდაშვილი

    მზად ვარ, ნებისმიერ ინფექციონისტს დავეხმარო, როგორც ექთანი და სანიტარი- ვაჟა გაფრინდაშვილი

    ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროფესია კორონავირუსთან დაკავშირებული არ არის, მზად არის, როგორც ექთანი და სანიტარი, ინფექციონისტებს დაეხმაროს.

    ,,საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩემი პროფესია არ არის უშუალოდ დაკავშირებული ამ დაავადებასთან, თუმცა, მე მზად ვარ, ჩემი სამედიცინო განათლებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ეპიდემიოლოგს, ინფექციონისტს დავეხმარო, როგორც ექთანი, სანიტარი დავუდგე გვერდით, თუ ამის საჭიროება იქნება. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს დაგვჭირდეს”,- ამბობს გაფრინდაშვილი.

    საქართველოში ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირების 117 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260 პაციენტი.

  • “პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ”- ეზუგბაია

    “პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ”- ეზუგბაია

    პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ, –  განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

    “მე ვარ მორწმუნე, მართლმადიდებელი მორწმუნე, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ. ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. სახელმწიფო და საპატრიარქო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს და ალბათ უკვე მიღებულია… პატრიარქის კურთხევა რაც იქნება, როგორც მორწმუნე ადამიანი, მას შევასრულებ.

    ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე. მორწმუნე ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს ტაძარში მივიდეს და საღდგომო ლიტურგიას დაესწროს და დაიცავს ყველა რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურიგიაზე დასწრება. მე დარწმუნებული ვარ, გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შოროს. ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს. ასე, რომ მისი გადაწყვეტილება, მისი კურთხევა იქნება სწორი. თუ ყველაფერს შევასრულებთ ისე, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ეს არაფერს დააშავებს და არ გაფუჭებს“, – თქვა ეზუგბაიამ.

  • აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას მალავს

    აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას მალავს

    აშშ-ს დაზვერვის სამსახური აცხადებს რომ ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარცავლილთა მონაცემებს მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი წერს. 

    როგორც სტატიაშია აღნიშნული, წინა კვირას დაზვერვის სამსახურმა თეთრ სახლს საიდუმლო მოხსენება წარუდგინა, რომელშიც შესაბამისი შეფასებებია გაკეთებული. ამ მოხსენების მიხედვით, ჩინეთმა დამალა ის მონაცემები რაც რეალურად იყო და ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ არასრული მონაცემები გამოაქვეყნა.

    ცნობისთვის, ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, Covid 19-ის პირველი შემთხვევა  ხუბეის პროვინციის დედაქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა.

    ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 361 შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გარდაცვალების 3 316 და გამოჯანმრთელების 76 405 შემთხვევა.

  • “ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და  ღია იქნება “- ილია მეორე

    “ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება “- ილია მეორე

    საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის​ სამწყსოსადმი მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

    “ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ.

    მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს.

    სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის.

    შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა: ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები: ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია; საღმრთო ლიტურგიის (და სხვა საზოგადო მსახურებათა) შესრულებისას ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები, მგალობლები და სტიქაროსნები, ხოლო დიდ საკათედრო ტაძრებში – შეზღუდული რაოდენობით მრევლიც; საერთოდ, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში; მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე; სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები; მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს.

    ყოვლადწმინდა სამება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდათა დასი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს, განსაცდელში მყოფ თითოეულ ადამიანს.

    ილოცეთ და გაძლიერდით!

    „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით,“ ამინ!

    სიყვარულით თქვენთვის მლოცველი

    ილია II”,-ნათქვამია მიმართვაში.

  • ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-მდე იქნება – თენგიზ ცერცვაძე

    ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-მდე იქნება – თენგიზ ცერცვაძე

    ჩემი ვარაუდით, ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-მდე იქნება,  – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

    „ჩვენთან სხვა ქვეყნებთა შედარებით, შიდა გავრცელებამ 3-4 კვირა დააგვიანა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხვაგან თუ არის ათეულ ათასობით, ჩვენთან ეს იყოს რამდენიმე ასეული. რა თქმა უნდა, მატება იქნება. ჩემი პროგნოზით, ვარაუდობ რომ ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-მდე იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

  • გიწვევთ “Challenge”-ზე – სალომე ზურაბიშვილი

    გიწვევთ “Challenge”-ზე – სალომე ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილისაზოგადოებას  „challenge“-ზე იწვევს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ თავად დაწერა. ე.წ. „challenge“- ის ისნპირაციის წყარო კი ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი გახდა.

    პოსტის ავტორი თამარ ტაბიძე იმ ადამიანების მიმართ გამოხატავს პროტესტს, რომლებიც დასაქმებულები არიან, ხელფასს იღებენ და მთავრობის მიერ კომუნალური გადასსახადების დაფარვას ელოდებიან.

    „ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო აუცილებელი და გადაუდებელი, სანამ მანამ მოასწრებდნენ სახელმწიფო უწყებები იმ ადამიანების სიების დადგენას, ვისაც ეს დახმარება ნამდვილად სჭირდება,ვისაც სხვა საარსებო შემოსავალი ა(ღა)რ გააჩნია … სანამ მომზადდება დამატებით ზომების ნუსხა და დაზუსტებული სიები, ასეთი პირველადი და საყოველთაო დახმარება სწორი ნაბიჯი იყო.თუმცა ჩვენ მოქალაქეობრივი შეგნებასა და სინდისზეა დამოკიდებული, რომ ის რაც „ უსამართლოდ“ მიგვაჩნია, ჩვენვე მარტივად გამოვასწოროთ და სამთვიანი შეღავათის თანხა უკან დავაბრუნოთ, ჩავრიცხოთ COVED-ის ფონდში, რათა მოხმარდეს იმათ ვისაც ყველაზე უფრო სჭირდება დღეს
    ასევე შეგვიძლია პირდაპირ ჩვენი ხელფასის 10 ან 20 % პირდაპირ გადავრიცხოთ.
    მე ასე ვაპირებ…. „challenge“-ზე გიწვევთ!

    ეს იქნება ეროვნული სოლიდარობის ნიშანი, რომელიც ყველაზე მეტად დაგვჭირდება მომავალ თვეებში, რომ ერთად დავძლიოთ ვირუსიც და კრიზისიც.“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

  • “არ შეიძლება წმინდა ცეცხლის დანთებაც ერთი წლით გადაიდოს? ”  – რომან გოცირიძე

    “არ შეიძლება წმინდა ცეცხლის დანთებაც ერთი წლით გადაიდოს? ” – რომან გოცირიძე

    არ შეიძლება წმინდა ცეცხლის დანთებაც ერთი წლით გადაიდოს?, –  წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

    „ოლიმპიური ცეცხლის დანთება გადაიდო ერთი წლით. არ შეიძლება წმინდა ცეცხლის დანთებაც ერთი წლით გადაიდოს?არ დაიწყოთ ახლა წყევლა-კრულვა, თორემ გაგახსენებთ კოვზს, არავინ ხმას რომ არ იღებდა და ახლა ლამის ყველა ანტიკოვზური მოძრაობის აქტივისტი რომ გახდა“, – წერს გოცირიძე.