Category: ახალი ამბები

  • რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედას COVID-19 დაუდგინდა, დეპუტატს ტესტირება უტარდება

    რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედას COVID-19 დაუდგინდა, დეპუტატს ტესტირება უტარდება

    რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. დედუპატი თბილისშია გადაყვანილი და შემოწმება უტარდება. ის პარასკევს საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.

    საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომელი, რომელსაც დეპუტატთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაშია გადასული.

    რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

    გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა, მათგან 7 ეროვნული ბანკის თანამშრომელია. ამ დროისთვის ინფიცირებულია 130 ადამიანი, რომელთაგან 26 უკვე გამოჯანმრთელდა.

  • უცხოეთში კორონავირუსით საქართველოს 5 მოქალაქეა გარდაცვლილი, ინფიცირებულია – 35

    უცხოეთში კორონავირუსით საქართველოს 5 მოქალაქეა გარდაცვლილი, ინფიცირებულია – 35

    საზღვარგარეთ კორონავირუსით საქართველოს 5 მოქალაქეა გარდაცვლილია, ხოლო ინფიცირებულია 35 .

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით ელჩები აწვდიან.

    ,,ჩვენი ელჩები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე როგორც ჩვენთან, ასევე ადგილობრივ უწყებებთან. ისინი გვაწვდიან ამის შესახებ ინფორმაციას. დღესდღეობით, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს 35 მოქალაქეს დაუფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდის ინფექცია, საიდანაც სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ 5 მოქალაქე გარდაიცვალა. ჩვენი ელჩები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის დეტალურ მოწოდებას სამინისტროსთვის”, — განაცხადა ტიკარაძემ.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 130 შეადგინა. მათგან 26 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

  • თხოვნაა, თუ კორონავირუსი შემეყარა, არ დამანახოთ ეზუგბაია ან რომელიმე მსგავსი მჩხიბავი  – ჩერგოლეიშვილი

    თხოვნაა, თუ კორონავირუსი შემეყარა, არ დამანახოთ ეზუგბაია ან რომელიმე მსგავსი მჩხიბავი – ჩერგოლეიშვილი

    “ჩემი დიდი თხოვნაა, თუ კორონავირუსი შემეყარა და შემთხვევით მე არ ვარ აქტიური – არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია, ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი. “, – ამის შესახებ „ტაბულას“ დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

    „ჩემი დიდი თხოვნაა, თუ კორონავირუსი შემეყარა და შემთხვევით მე არ ვარ აქტიური – არ დამანახოთ მარინა ეზუგბაია, ან რომელიმე მსგავსი არაპროფესიონალი მჩხიბავი.ისეთ ექიმთან წამიყვანეთ, რომელიც საკუთარ პროფესიას პატივს სცემს, სიმართლის თქმა არ ეშინია და პაციენტებს არ ავნებს.

    საშიშია ისეთი ექიმების ხელში ჩავარდნა რომლებიც მეცნიერებას არ სცნობენ, გაიძახიან, რომ „ყველაფერი უფლის ნებაა”. ძალიან საშიში.მოკლედ ამ „გმირებიდან“ არც ერთი. ჩვეულებრივი მოკვდავი ექიმი მინდა, ინგლისური რომ იცის, თანამედროვე ინფორმაციას პირველწყაროდან აგროვებს და სიმართლეს ცალსახად მეტყვის“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

  • ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

    ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა

    ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.

    ოფიციალური მონაცმემებით, ამ დროისთვის ესპანეთში ვირუსით 10 003 ადამიანია გარდაცვლილი, აქედან ბოლო 24 საათში — 616.

    ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 110 ათასს აჭარბებს, ხოლო განკურნებული 26 ათასზე მეტია.

  • პიკურ სტადიას შეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ- ტიკარაძე

    პიკურ სტადიას შეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ- ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით კორონავირუსთან დაკავშირებული პიკური პერიოდი შესაძლოა, აპრილის მეორე ნახევარში იყოს.

    მინისტრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ზომები არ უნდა გაამკაცროს.

    ,,ახალი 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო ზონებიდან. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია გართულებული შემთხვევების მართვისთვის.

    ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილში,” – თქვა ტიკარაძემ.

    ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში კი მათმა რაოდენობამ 130-ს მიაღწია. ინფიცირებულთაგან უკვე გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი.

  • მორწმუნეებმაც, ათეისტებმაც, ანტიეკლესიურებმაც ნებისმიერი კონტაქტისგან თავი შეიკავეთ- იმნაძე

    მორწმუნეებმაც, ათეისტებმაც, ანტიეკლესიურებმაც ნებისმიერი კონტაქტისგან თავი შეიკავეთ- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირება ნებისმიერ თავშეყრის ადგილას შეიძლება მოხდეს, მათ შორის ეკლესიაში.

    ,,ეს შეიძლება მოხდეს ყველგან და ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს, რომ ინფიცირება მოხდა გარკვეულ ადგილებში, სადაც ადამიანები ერთად მუშაობენ. ასევე ადამიანები იკრიბებიან ერთად. სადაც ადამიანები იკრიბებიან ერთად, იქ ყველგან შეიძლება მოხდეს გადაცემა, მათ შორის ეკლესიაშიც,”-განაცხადა პაატა იმნაძემ.

    მისივე თქმით, კონტაქტისგან თავის შეკავების რეკომენდაცია ყველას ეხება – მორწმუნესაც, ათეისტსაც და ანტიეკლესიურსაც.

    ,,ეს ეხება ყველას ერთნაირად, მათ შორის მორწმუნეებსაც, ათეისტებსაც, ანტიეკლესიურებსაც, რომ მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სახის კონტაქტებისაგან,” – თქვა იმნაძემ.

    ცნობისთვის, აღდგომასთან დაკავშირებით მთავრობა საპატრიარქოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუ როგორ ჩატარდეს დღესასწაული.

    საქართველოში 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, ასევე , მოქმედებს კომენდანტის საათი და 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქალაქეებს გარეთ ნებისმიერი სახის გადაადგილება ეკრძალებათ.

  • შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება- იმნაძე

    შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 1 ადამიანი კორონავირუსით 2-ჯერ დაინფიცირდეს.

    მისი თქმით, ჩინეთში ასეთი შემთხვევები იყო, თუმცა იშვითად.

    „ამბობენ, რომ ჩინეთში ამისი შემთხვევები იყო აღწერილი. ამის ცნობები გამოქვეყნდა. დაველოდოთ ლიტერატურას. წითელა შეიძლება ადამიანს მეორეჯერ დაემართოს, თუმცა, ეს არის უკიდურესად იშვიათად, ასე რომ, covid-ზე სულ არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს. რამდენად ხშირი იქნება ეს? – არ მგონია, ყველას მეორეჯერ დაემართოს, მაგრამ ვიღაც შეიძლება იყოს ვისაც მეორეჯერ დაემართება,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

    მან ფულიდან ვირუსის გადადებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ არ არსებობს მეცნიერიული მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ფულით გადადის, თუმცა როგორც ჰიპოთეზა, ეს ვერსიაც მუშავდება.

    ,,ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს, ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა ეს ვერსიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ამის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. თუმცა, ფულიც, როგორც ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის შესაძლოა იყოს ინფიცირების წყარო. თუმცა მე ისიც ვიცი, რომ როდესაც ბანკში შედის ფული, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ანუ, ის მუშავდება სადეზინფექცო აპარატებით“- განაცხადა იმნაძემ.

    ცნობისთვის, დღეს კორონავირუსი ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ფულთან ჰქონდათ შეხება.

  • ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

    ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

    აშშ-ში კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ today-წერს. ამ შემთხვევას შტატის გუბერნატორი ნედ ლემონტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

    „დღეს მწუხარებით ვადასტურებთ კონექტიკუტში ბავშვებს შორის სიკვდილის პირველ ფაქტს, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება. 6 კვირის ასაკის ახალშობილი გასული კვირის ბოლოს იყო ჰოსპიტალიზირებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გასულ ღამეს ჩატარებულმა ტესტირებამ დაადასტურა, რომ ახალშობილი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ეს აბსოლუტურად ძშემზარავი ფაქტია“, – დაწერა გუბერნატორმა.

  • მოემზადეთ, შეასრულეთ რეკომენდაციები, მოხდება ეტაპობრივი შემოწმება- თურნავა ბიზნეს სუბიექტებს

    მოემზადეთ, შეასრულეთ რეკომენდაციები, მოხდება ეტაპობრივი შემოწმება- თურნავა ბიზნეს სუბიექტებს

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნეს სუბიექტები ეტაპობრივად შემოწმდებიან, ამიტომ ისინი უნდა მოემზადონ და დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს.

    „ჩვენ შექმნილი გვაქვს საგანგებო შტაბი, რომელშიც შედის სხვადასხვა უწყება. მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს წესების მიერ გაიდლაინების შესრულებაზე კონტროლს ვახორციელებთ სხვადასხვა უწყებებთან ერთობლივად. ეს შემოწმება გეგმაზომიერად ჩატარდება, მინდა ყველა მოემზადოს ამისთვის. მაქსიმალურად დაიცავით საკუთარი თანამშრომლები. შეასრულეთ ყველა რეკომენდაცია. ყველას მკაცრად მოვთხოვთ ვალდებულებების შესრულებას ყველა მოქმედ სუბიექტს“,- განაცხადა თურნავამ.

    მინისტრის თქმით, მთავრობას ესმის, რომ მკაცრი ზომებით ბიზნესი და ეკონომიკა ზარალდება, თუმცა ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს და ამ წესებით ცხოვრება ისწავლოს.

    „ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვიმყოფებით კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. პრეკრიზისულ პერიოდში, ამიტომ გამკაცრდა მიდგომები რიგ საკითხებთან მიმართებაში. 31 მარტიდან ამოქმედდა ფაქტობრივი კარანტინის რეჟიმები, ეს გავრცელდა ეკონომიკურ საქმიანობასა და ბიზნესზე. გვესმის, რომ ეს ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მაგრამ ყველანი გაგებით უნდა მოვეკიდოთ ვითარებას, რადგან პირველ რიგში ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ბიზნესში დასაქმებული ადამიანები.

    აქცენტს კვლავ ვაკეთებთ ეპიდემილოგების და ინფექციონისტების წესების დაცვით. მივმართავ ყველა ბიზნესს, უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ამ წესების დაცვით. ეს არის რთული, მაგრამ ბიზნესების შემდგომი ფუნქციონიორების აუცილებელი წინაპირობა იქნება და ამას გავაკონტროლებთ. გუშინ გამოქვეყნდა და შეგიძლიათ ნახოთ ჩამონათვალი იმ სექტორების და დარგების, რომელიც რჩება ფუნქციონირებაში, თუმცა გარკვეული დათქმებით და პირობებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

    ცნობისთვის, მთავრობამ იმ საქმიანობის და ორგანიზაციების დაზუსტებული სია გამოაქვეყნა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს მუშაობა არ ეკრძალებათ.

  • მთავრობამ იმ საქმიანობის და ორგანიზაციების დაზუსტებული სია გამოაქვეყნა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობა არ ეკრძალებათ

    მთავრობამ იმ საქმიანობის და ორგანიზაციების დაზუსტებული სია გამოაქვეყნა, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობა არ ეკრძალებათ

    საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებიც საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის პირობებში არ იკრძალება. ეს სია გუშინდელს მერე გაფართოვდა, როცა კომენდანტის საათის გამოცხადებას და საგანგებო ზომების გამკაცრებას მთელი რიგი საქმიანობის და მომსახურების სრუი პარალიზება მოჰყვა.

    საქართველოს მთავრობის №211 დადგენილება შეგიძლიათ იხილოთ მაცნეს ვებგვერდზე. ამ საქმიანობებს შორისაა:

    შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის), თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა), სასტუმროები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის), ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა, საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა), ტელერადიო მაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები, სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად), სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად), არქიტექტურული საქმიანობა (დისტანციურად), შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია, სახანძრო მომსახურება, ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად).

    დადგენილების თანახმად, დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად). დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს ხუთი ადამიანისა).

    იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც, ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვები არ შეეხო, 30 მარტს გამოქვეყნდა, მათ შორისაა: სამედიცინო დაწესებულებები, სურსათის, ასევე ცხოველის საკვების ვაჭრობისა და წარმოების ობიექტები, წისქვილები, პურ-ფუნთუშეულის საცხობები, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის განაწილებისა და მიწოდების კომპანიები, ბენზინის, დიზელის მიმწოდებელი სუბიექტები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, პრესის ჯიხურები და სხვა.

    ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

    საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე მოცემულ დანართში ჩამოთვლილია ორგანიზაციების და საქმიანობების სრული სია.