Category: ახალი ამბები

  • კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 10 წლის ბავშვია

    კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან ერთი 10 წლის ბავშვია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია.

    მისივე განცხადებით, მოზარდი ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

    „მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, ეს არის ათი წლის ბავშვი. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი. გადმოჰყავთ მშობელთან ერთდ, მშობელს არ აქვს დაადასტურებული კორონავირუსი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    რაც შეეხება მეორე ახალ დაინფიცირებულს, ეზუგბაიას თქმით, პაციენტი სომხეთიდანაა ჩამოსული.

    „ერთი შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტული და შემოტანილი შემთხვევა, სომნხეთიდანააა ჩამოსული. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე, კეთდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და ხვალ მოგახსენებთ მის მდგომარეობას საბოლოო მონაცემებთან ერთად“, – აცხადებს ეზუგბაია.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, საიდანაც 23 გამოჯანმრთელებულია.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 117ს მიაღწია. მათგან 23 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

     

  • ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არ ჰყავს – ბერძნული ტელეკომპანია საქართველოს შესახებ

    ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არ ჰყავს – ბერძნული ტელეკომპანია საქართველოს შესახებ

    ერთ-ერთ წამყვან ბერძნულ არხზე, Open TV-ზე, საქართველოს შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც კორონავირუსით გარდაცვლილი არცერთი პაციენტი არ ჰყავს.პირდაპირ ეთერში ჩართეს ევგენია კოტანიდი, რომელიც საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარეა.

    “ჩვენ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ საქართველოში ვიმყოფებით და ძალიან სწორად თქვით, ამ დროისთვის გვყავს მხოლოდ 110 ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი. ეს დაუჯერებელია, მაგრამ ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ ასეთ პატარა ქვეყანაში, რომელიც ევროპის კავშირშიც კი არ არის, საუკეთესო სპეციალისტებმა და ინფექციონისტებმა ძალიან სწრაფად დაამყარეს უშუალო კონტაქტი სახელმწიფოსთან და ახლა ეს შედეგები გვაქვს. დღეიდან ამოქმედდა გადაადგილების აკრძალვა, მაგრამ სახელმწიფომ თებერვლიდანვე დაიწყო პატარა ნაბიჯების გადადგმა, რომ გვქონოდა ის მდგომარეობა, რომელიც ახლა ფიქსირდება.

    ჩვენ შეზღუდულები ვართ გადაადგილებასთან დაკავშირებით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე საერთოდ არ გვაქვს უფლება, რომ გადავაადგილდეთ. არც აფთიაქში, არც სუპერმარკეტში, არც არანაირი სხვა მიზეზით არ გავდივართ გარეთ. და ეს კანონი მოქმედებს მთელ საქართველოში. დილის 06:00 საათის შემდეგ კი დასაშვებია მხოლოდ საყიდლებზე და აფთიაქში გასვლა.

    მინდა გამძლეობა გისურვოთ და ბერძნებისგან მოკითხვა გადმოგცეთ როგორც საბერძნეთში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მყოფი ბერძნების მიმართულებით,” – განაცხადა ევგენია   კოტანიდიმ.

    როგორც ბერძენი ჟურნალისტი აღნიშნავს, ისინი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს მიადევნებენ და თუ ეს ქვეყანა შეძლებს კორონავირუსის პანდემიის დაძლევას გარდაცვლილის გარეშე, ეს იქნება მსოფლიოს იშვიათი მაგალითი.

     

    წყარო : georgians.gr

  • პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს – პესკოვი

    პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს – პესკოვი

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუშაობას დისტანციურად განაგრძობს. პირველად ისტორიაში, ქვეყნის ლიდერი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერეციის ფორმატში გამართავს. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი ტელეკონფერენციის სახით დაუკავშირდება მთავრობის წევრებს, რაც „ინოვაციური მეთოდია“. ამასთან მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა მისალმების მანერა შეცვალა და ის შეხვედრების დროს ხელს აღარავის ჩამოართმევს.

    ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ იმ საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდ

  • რომის ეპარქიაში პაპი ფრანცისკეს გენერალურ ვიკარს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    რომის ეპარქიაში პაპი ფრანცისკეს გენერალურ ვიკარს კორონავირუსი აღმოაჩნდა

    რომის ეპარქიაში პაპი ფრანცისკეს გენერალურ ვიკარს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

    როგორ გამოცემაშია აღნიშნული კარდინალი ანჯელო დე დონატისი ჰოსპიტალში ორშაბათს გადაიყვანეს მაღალი სიცხით. მას საკუთარ გუნდთან შეხვედრები ჰქონდა თუმცა ამას მაშტაბური სახე არ ჰქონია და ის ხალხი ვისაც შეხვდა ამჟამად უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება.

    ასევე გამოცემაში ნათქვამია რომ ბოლო დღეებში კარდინალი ვატიკანში არ იმყოფებოდა და პაპთან მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა.

     

  • მთავრობა ნიღბების და სხვა სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტს დღგ-სგან ათავისუფლებს

    მთავრობა ნიღბების და სხვა სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტს დღგ-სგან ათავისუფლებს

    საქართველოს მთავრობის დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლდა. საუბარია კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო სამედიცინო ეკიპირებაზე: სამედიცინო ნიღბებზე, ფარებზე, ხელთათმანებსა და სხვა პროდუქციაზე.

    ეკაკატერინე ტიკარაძისა და ივანე მაჭავარიანის ბრძანებით დღგ-სგან თავისუფლდება:

    ა) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები;

    ბ) 3926 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ბახილები პლასტმასის მასალისგან;

    გ) 3926 90 980 00 და 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული სახის დამცავი ფარები;

    დ) 4015 11 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის ქირურგიული და 4015 19 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელთათმანები ნიტრილის დანარჩენი;

    ე) 6210 10 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული კომბინიზონები საიზოლაციო, ქირურგიული ხალათები, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები;

    ვ) 6307 90 990 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული სამ შრიანი პირბადეები და ნიღბები, ბახილები კოტონის მასალისგან ლანჩის გარეშე და ბახილები ტექსტილის მასალისგან;

    ზ) 6505 99 909 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ქირურგიული ქუდები;

    თ) 9004 90 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დამცავი სათვალეები პლასტმასის;

    ი) 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო,”- წერია დოკუმენტში.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 23 გამოჯანმრთელდა.

  • საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ, აღდგომა მოდის და შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება – გომელაური

    საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ, აღდგომა მოდის და შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება – გომელაური

    შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით, აღდგომის მოახლოებასთან დაკავშირებით მთავრობა საპატრიარქოსთან კოორდინაციაშია იმაზე შესათანხმებლად, თუ როგორ ჩატარდება დღესასწაული.

    ,,საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად”, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

    საქართველოში საყოველთაო კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. აკრძალულია 3 კაცზე მეტის შეკრება და 21 საათიდან დილის 6 საათამდე ნებისმიერი სახის გადაადგილება. ამასთან, აკრძალულია 70 წელს გადაცილებული მოქალაქეების სახლიდან გასვლა.

  • კორონავირუსი სამყაროს უკეთეს ადგილად გადააქცევს – რა დადებით თვისებებზე საუბრობს  ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი

    კორონავირუსი სამყაროს უკეთეს ადგილად გადააქცევს – რა დადებით თვისებებზე საუბრობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი

    ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ პრანნკოპანი გამოცემა Mirror-თან მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის, Covid 19 – ის დადებით მხარეებზე საუბრობს. როგორც პროფესორი აცხადებს ეს ვირუსი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის და ყველას მოამზადებს იმისთვის თუ მომავალში პანდემია ისე ვდაატყდება მსოფლიოს თავს.

    ” როცა მსოფლიო ახალი წლის დასაწყისს ზეიმობდა, გაურკვეველი ვირუსის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩინეთიდან სამწუხარო ინფორმაცია მიიღო. ეს საშინელი ვირუსი ახლა ყველასათვის კარგად ნაცნობი Covid 19- ია. ვირუსმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა და კიდევ უფრო მეტი დააინფიცირა. მსოფლიო ფაქტობრივად გაჩერდა.

    კორონავირუსისგან პირველრიგში ვისწავლით იმას რომ მომავალში ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებით და ბევრად მომზადებული შევხვდებით პანდემიას. ვისწავლეთ, რომ როცა პრობლემა ჩნდება მასზე აუცილებლად დროული რეაგირება უნდა მოვახდინოთ. როგორც ეს მაგალითად შტატებში მოხდა, თუმცა გაერთიანებულმა სამეფომ რეაგირება დააგვიანა.

    სპეციალური დამცავი აღჭურვილობა, სასუნთქი აპარატები და მსგავსი აღჭურვილობის მარაგების არქონა დღეს იქნება გაკვეთილი სამომავლოდ სამედიცინო განყოფილებებისთვის რომ მომავალში გაითვალისწინონ ასეთი შემთხვევა და საკამარისი მარაგი იქონიონ.

    ვირუსმა ასევე ისიც გვასწავლა რომ როგორც გაერთიანებულ სამეფოში ისევე მთელ მსოფლიოში ჰიგიენის ნორმების დაცვა  სასიცოცოხლოდ აუცილებელია.

    მაგალითად : Gallup-ის მიერ 5 წლის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ტუალეტის გამოყენების შემდეგ ხელებს ბრიტანელების მხოლოდ სამი მეოთხედი იბანდა. საფრანგეთსა და ესპანეთში კი 2/3-ზე ნაკლები.

    მნიშვნელოვანი, რომ ეს რაოდენობა იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებსაც ვიღებთ, მომავალში გაიზარდოს.

    როდესაც, ცხოვრების ჩვეულ რითმს  დავუბრუნდებით და კაფეებსა და ბარებში სიარულს განვაგრძობთ, გვეცოდინება, რომ როდესაც ადამიანს ხელს ვართმევთ ჩვენ შეგვიძლია თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ (არ ვსაუბრობ მხოლოდ  კორონავირუსის გადადებისგან, არამედ სხვა დაავადებების).

    და როცა ამ ყველაფერს ვიზამთ, ჩვენ მომავალში გვექნება გარანტია იმის, რომ მომავალ ეიპიდემიას უფრო მომზადებულები დავხვდებით ეს კი მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს.”- აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის გლობალური ისტორიის პროფესორი, პიტერ პრანკოპანი

  • საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის 350-მდე მოქალაქე და 15-მდე საწარმო დავაჯარიმეთ- გომელაური

    საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის 350-მდე მოქალაქე და 15-მდე საწარმო დავაჯარიმეთ- გომელაური

    შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირია დაჯარიმებული.

    გომელაურმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაწერა არავის უხარია.

    „მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ [ჯარიმის დაწერა]. არავის გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“, – განაცხადა გომელაურმა.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის მოქალაქე 3000 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 000 ლარით. განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და დამრღვევს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

  • შსს-მ გოგი წულაია დააკავა

    შსს-მ გოგი წულაია დააკავა

    პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შსს-მ დააკავა.

    ის ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგს მართავდა და სავალუტო ჯიხურების დახურვას აპროტესტებდა, რა დროსაც პატრულის თანამშრომელმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა, რაზეც წულაიამ უპასუხა, რომ მანქანაში ჰქონდა.  შსს-ს თანამშრომელმა მას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ გოგი წულაიამ სამართალდამცველებს მიმართა სიტყვებით  –  „დედას გიტირებთ“.

    წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს.

    სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მას ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.