Category: ახალი ამბები

  • დაიოკოს სიხარბე, ეს ის მომენტია, როცა არ შეიძლება სხვის ხარჯზე გამდიდრება- სააკაშვილი ივანიშვილზე

    დაიოკოს სიხარბე, ეს ის მომენტია, როცა არ შეიძლება სხვის ხარჯზე გამდიდრება- სააკაშვილი ივანიშვილზე

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ დაიოკოს სიხარბე და კორონავირუსის გავრცელების პირობებში სხვის ხარჯზე არ გამდიდრდეს.

    მისი თქმით, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების დახურვა ნიშნავს, რომ მთელი ,,ბიზნესის წაღება საქართველოს ბანკებს უნდათ”, მათ 90%-ს კი ივანიშვილის ფლობს.

  • თუ სოციალური დისტანცირების შეზღუდვის წესს არ დაიცავთ, საგანგებოს გაგრძელება მოგვიწევს –  ცქიტიშვილი

    თუ სოციალური დისტანცირების შეზღუდვის წესს არ დაიცავთ, საგანგებოს გაგრძელება მოგვიწევს – ცქიტიშვილი

    ინფრასრუქტურის მინისტირი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, თუ მოსახლეობა არ დაიცავს სოციალურ დისტანციას და პრევენციისთვის საჭირო სხვა წესებს, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება. მისი თქმით, ეს ძალიან დააზიანებს ეკონომიკას.

    “თუ გავაგრძელებთ ჩვეულებრივად ბიზნეს საქმიანობას, ჩვეულებრივ ცხოვრებას, ჩვეულებრივად ერთმანეთთან სტუმრად სიარულს, არ დავიცავთ ყველა სოციალური დისტანცირებისა და კონტაქტების მოთხოვნის შეზღუდვებს, ჩვენ მოგვიწევს როგორც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, ამავე პერიოდში უფრო მკაცრი ზომების მიღება”, — განაცხადა მან,

  • წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი ჩატარდება – ვის შეეძლება დასწრება

    წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი ჩატარდება – ვის შეეძლება დასწრება

    ისრაელში სააღდგომო კვირეულის რიტუალები ჩვეულებრივად ჩატარდება, თუმცა პანდემიის გამო დაწესდება შეზღუდვები. ამჟამად ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამ საკითხზე.

    წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ.

    ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    ამასთან, ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან.

    გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები უკვე დანიშნულია რუსეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან.

    წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

    მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.

  • მთავრობა მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგატყობინებთ

    მთავრობა მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც COVID-19-ით ინფიცირებულთან სიახლოვეს შეგატყობინებთ

    მთავრობა აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომელიც მოქალაქეს შეატყობინებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლოს იმყოფება.

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მსგავსი აპლიკაცია არაერთ ქვეყანაში დაინერგა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მოქალაქეებს შესაბამის გაფრთხილებას აძლევს.

    ,,რა თქმა უნდა, ჩვენთანაც იგეგმება ამ მოდელის დანერგვა. ჩვენ გვაქვს ავსტრიულ მხარესთან კოორდინაცია, ამ მიმართულებით. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოდელი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც,” – ამბობს გაბუნია.

    ცნობისთვის, სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსავსი აპლიკაცია დანერგა და ვირუსთან ბრძოლის პროცესში მას ეფექტიანად იყენებს. მისი დახმარებით ქვეყანამ გარკვეულწილად კორონავირუსის გავრცელების შენელება შეძლო.

  • ჩემი კოლეგა არის გმირი! – პაატა იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე

    ჩემი კოლეგა არის გმირი! – პაატა იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქი იდენტიფიცირებულია. როგორც იმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულმა პირმა ვერ შეძლო, რომ ინფიცირებულ პაციენტთან უშუალო კონტაქტისგან აბსოლუტურად დაცული ყოფილიყო.

    „ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული, ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო და სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა, მაგრამ თვითონ ჩემი ეს კოლეგა გმირია“,- განაცხადა იმნაძემ.

  • დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

    დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

    ბრიტანეთში 13 წლის მოზარდი, ისმაილ მუჰამედ აბდულვაჰაბი კორონავირუსით დაიღუპა. ის ქვეყანაში ვირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლია.

    მოზარდი ბრინქსტონში ცხოვრობდა და კინგსის კოლეჯის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    მოზარდის მშობლები ამბობენ, რომ ისმაილი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სუნთქვა გაუჭირდა და COVID-19-ის სხვა სიმპტომები გამოუვლინდა. მათი თქმით, ბიჭს მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

    „ისმაილი მხოლოდ 13 წლის იყო და მას არანაირი თანმდევი დაავადება არ ჰქონია. სამწუხაროდ ის ისე დაიღუპა, რომ მის გვერდით ოჯახის არცერთი წევრი არ ყოფილა. განადგურებულები ვართ“,- წერია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ,,მადინას” კოლეჯის დირექტორმა, სადაც გარდაცვლილის და მასწავლებლად მუშაობს, ჩამოაყალიბა ფონდი, რომლითაც ოჯახს დაკრძალვის ხარჯებისთვის თანხას შეუგროვებენ.

  • რამდენი ოჯახი ისარგებლებს კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათებით

    რამდენი ოჯახი ისარგებლებს კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათებით

    მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

    რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი.

    ,,იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი.

    გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება არ აღემატება 200 კუბურ მეტს თვეში, ასევე სახელმწიფო გადაუხდის მარტის, აპრილის და მაისის თვის დარიცხულ გადასახადს. ამ შეღავათით ისარგებლებს 671 ათასი ოჯახი”,- განაცხადა ცქიტიშვილმა პრესკონფერენციაზე

    მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პაკეტის მოქალაქეებისთვის შეთავაზება მთავრობამ გამოთავისუფლებული 2 მილიარდი ლარიდან შეძლო.

    დღეს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა 2 მილიარდი ლარით ეკონომიკას დაეხმარება.

  • დააკავეს კაცი, რომელიც ხედ გადაცმული ცდილობდა კარანტინის დარღვევას

    დააკავეს კაცი, რომელიც ხედ გადაცმული ცდილობდა კარანტინის დარღვევას

    სერბეთში დააკავეს კაცი, რომელიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინს ხედ გადაცმული არღვევდა.

    ადგილობრივი ბლოგერების ცნობით, ასეთი კამუფლაჟის დახმარებით კაცი კომენდანტის საათის დროს ქუჩაში 3 დღე გადაადგილდებოდა, თუმცა მოსიარულე ხემ სამართალდამცველების ყურადღება მაინც მიიპყრო.

  • ადამიანთა 3 კატეგორია, ვისაც კორონავირუსზე შეამოწმებენ- მთავრობის ახალი ალგორითმი

    ადამიანთა 3 კატეგორია, ვისაც კორონავირუსზე შეამოწმებენ- მთავრობის ახალი ალგორითმი

    მთავრობა კორონავირუსზე ტესტირების ახალ ალგორითმზე შეთანხმდა, რომლის მიხედვით 3 კატეგორიის ადამიანები შემოწმდებიან.

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, COVID-19-ზე შემოწმდებიან:

    • სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას – აქვთ მოგზაურობის ისტორია და გამოხატული აქვთ კორონავირუსის კლინიკური სიმპტომები და ნიშნები.
    • პირები, რომლებსაც არ ჰქონიათ მოგზაურობის ისტორია. მაგრამ ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც კლინიკებს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. გვაქვს მზაობა, რომ კლინიკებში გამოყოფილი იქნება სპეციალური ზონა ცხელების მქონე პაციენტებისთვის მართვისთვის, ინფექციის კონტროლის პრინციპების დაცვით, მოხდება მისი შეფასება კორონავირუსზე და უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით პაციენტის მართვა.
    • პირები, რომლებიც ითვლებიან მაღალი რისკის მქონე პაციენტებად: კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში; ასევე, ინსტიტუციურ დაწესებულებებში მყოფი პირები.

    თამარ გაბუნიას თქმით, ტესტირება 3-ვე არსებული მეთოდის გამოყენებით მალე დაიწყება.

    ,,ამ ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება ტესტირება სამივე მეთოდის გამოყენებით როგორც PCR-ის, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ანტისხეულების ტესტი. ჩვენ საწყისი რაოდენობა სამივე ამ ტესტის ქვეყანაში გვაქვს და საიტებიც შერჩეულია იმისთვის, საიდან დაიწყება ეს ტესტირება განახლებული ალგორითმის შესაბამისად”,- თქვა გაბუნიამ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში არის ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტი და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში- 23

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში- 23

    საქართველოში COVID-19-სგან დღეს უკვე მე-2 პაციენტი გამოჯანმრთელდა- განკურნებულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 115 დადასტურებული შემთხვევაა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301 .