Category: ახალი ამბები

  • პოლიციამ თბილისში, ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვა

    პოლიციამ თბილისში, ვერეს ხეობაში მამაკაცის ცხედარი იპოვა

    თბილისში, ვერეს ხეობაში შსს-ს თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

    შსს აცხადებს, რომ ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

    გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ბოლნისელ 19 წლის ფეხმძიმეს და მის დედას კორონავირუსი დაუდასტურდათ

    ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისში მცხოვრებ 19 წლის ფეხმძიმეს და მის დედას COVID-19 დაუდასტურდათ. ისინი საველე ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული.

    ქვემო ქართლის რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, დედა-შვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

    ,,საველე ჰოსპიტალში 31 მარტის მდგომარეობით 2 ადამიანის დასკვნას ელოდებოდნენ. საერთო ჯამში, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული. გუშინ, 38 გრადუსი ტემპერატურით იყვნენ დედა-შვილი, ქალბატონები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს სამწუხაროდ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. 19 წლის ქალი ორსულია. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, – ამბობს რეხვიაშვილი.

    ლევან რატიანის განცხადებით, ორსულის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი.

  • სომხეთში ერთ დღეში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ით გაიზარდა და 663-ს მიაღწია

    სომხეთში ერთ დღეში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 92-ით გაიზარდა და 663-ს მიაღწია

    სომხეთში კორონავირუსით კიდევ 92 ადამიანი დაინფიცირდა და მათმა საერთო რაოდენობამ 663-ს მიაღწია.

    COVID-19-სგან 33 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.

    დაინფიცირებულთა შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებიც არიან.

    ქვეყანაში რამდენიმე კვირაა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

  • საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

    საქართველოს ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

    ეროვნული ბანკის განცხადებით, მათ 7 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    სებ-ის განცხადებით, ერთი კვირის წინ მარეგულირებლის ერთერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც ის და მასთან უშუალო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები თვითზიოლაციაში გადავიდნენ, რის შემდეგაც, მათგან 7 თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა.

    როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო პროცედურებს გადიან და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

    ,,ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა შესაძლო ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით”,- აცხადებს ეროვნული ბანკი

  • ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდათ

    ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდათ

    ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს, იაკოვ ლიცმანსა და მის ცოლს, ჩავა ლიცმანს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

    71 წლის ჯანდაცვის მინისტრი ამ დროისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია ისრაელში, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. წყვილი ამჟამად იზოლაციაშია.

    „წყვილი თვითიზლაციაში იმყოფება და მათზე მეთვალყურეობას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი გაიდლაინების მიხედვით ახორციელებენ,“- ნათქვამია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ისრაელის პრემიერმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული ყველა ადამიანი 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა დარჩენილიყო.

    ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 6 211 შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილია 30 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 289.

  • ფილიპინების პრეზიდენტმა პოლიციას უბრძანა, კარანტინის წესების დამრღვევები დახვრიტონ

    ფილიპინების პრეზიდენტმა პოლიციას უბრძანა, კარანტინის წესების დამრღვევები დახვრიტონ

    ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ძალოვანებს უბრძანა, დახვრიტონ კარანტინის წესების დამრღვევი პირები, თუკი ისინი სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებენ.

    ,,ჩემი განკარგულება პოლიციასა და სამხედროებს: თუკი ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი! სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი გამოიწვიონ. მე თქვენ უბრალოდ დაგმარხავთ,”- განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს.

    პრეზიდენტმა მიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც მოქალაქეებმა დახმარების მოთხოვნით აქცია გამართეს, რომელიც მათi თქმით, ჯერ არ მიუღიათ. დუტერტემ მათ უთხრა, რომ ყველას დააკავებს და კორონავირუსის გავრცელების დამთავრების შემდეგ გაათავისუფლებს.

    ,,დაგაკავებთ და გაგათავისუფლებთ COVID-19-ის კრიზისის დამთავრების შემდეგ. თუ თქვენ იქნებით დაკავებული, თქვენ იქნებით თქვენი თავის პატრონები, თუ როგორ იშოვოთ საჭმელი”,- მიმართ პრეზიდენტმა.

    მას პოლიციას პატრულირებისკენ მოუწოდა და უბრძანა, იპოვონ უხეში ხალხი, ვინც ჯანდაცვის მუშაკებს შეურაცხყოფას აყენებს.

    ბოლო მონაცემებით, ფილიპინებში კორონავირუსს 96 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2 311 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 50-ია.

  • ქართველ სასულიერო პირს, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს, კორონავირუსი დაუდგინდა

    ქართველ სასულიერო პირს, რომელიც ნიუ-იორკში მსახურობს, კორონავირუსი დაუდგინდა

    ქართველ სასულიერო პირს , მამა სპირიდონ ნარსიას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში, ნიუ-იორკში მსახურობს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ეპისკოპოსი საბა ინწკირველის ინფორმაციით, არ იციან, საიდან დაინფიცირდა მამა სპირიდონი, ის ახლა მკურნალობას სახლის პირობებში გადის.

    „სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ იმ კუთხით, რომ მეორე სასულიერო პირი არის დაინფიცირებული ჩვენ ეპარქიაში, ნიუ-იორკში, მამა სპირიდონ ნარსია, რომელსაც იცნობთ. მამა სპირიდონ ნარსიას აღმოაჩნდა კორონავირუსი. იცით, რომ ნიუ-იორკი ეპიცენტრია. არ ვიცით საიდან დაინფიცირდა, ვისთან ჰქონდა შეხება, თუმცაღა წინა შაბათ-კვირას მას მსახურება არ ჩაუტარებია და სახლის პირობებში გადის მკურნალობას. მინდა გთხოვოთ, რომ ილოცოთ მისთვის და მოიხსენიოთ ლოცვებში როგორც მამა იოსები, ასევე მამა სპირიდონი“, – ამბობს მეუფე საბა ინწკირველი.

    კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა მეუფე საბასაც, თუმცა მას COVID-19 არ დაუდასტურდა.

    25 მარტს მეუფე საბამ კიდევ ერთი სასულიერო პირის დაინფიცირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში- 26

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში- 26

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პირი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში 26 ადამიანი განიკურნა.

    ამის შესახებ ინფორმაცია, მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.

    დღეს დილის მონაცემებით, დადასტურდა კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა. საქართველოში COVID 19 სულ 130 ადამიანს დაუდგინდა. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 5 437 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 13 შემთხვვა დაფიქსირდა და მთლიანობაში რაოდენობა 130-მდე გაიზარდა.

    ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განთავსდა.

    ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 23 პირი, კარანტინის რეჟიმში იმყოფეფბა 5437 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი — 260.

  • „სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით გავაკეთოთ ეს სახლში“ – გიორგი გახარია

    „სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით გავაკეთოთ ეს სახლში“ – გიორგი გახარია

    “კომუნიკაცია არსებობს და ძალიან კარგად გვესმის ეკლესიის როლი. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიასაც ესმის სახელმწიფოს როლი და პირდაპირი ვალდებულება იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ეს არის ის პოსტულატი, რომელზეც ჩვენ გარკვეულ კომპრომისებს უნდა მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა – „ღია ეთერში“ განაცხადა.

    მისი თქმით, მთავრობის რეკომენდაციაა, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალების სახლში აღსრულება, აღსრულდეს სახლში.

    „მე არ მინდა ახლა დღესასწაულებზე საუბარი, რადგან ჯერ კიდევ 3 კვირაა და ვნახოთ, ფრთხილი ძალიან, ძალიან ფრთხილი, გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სიტუაცია შეიძლება გამოსწორდეს, თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. მე ვუყურებ როგორც ვითარდება ეკლესიის მიდგომაც, თუნდაც ის სტანდარტები და მოთხოვნები რომელსაც დღეს ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის ნაწილში. ვიცი, რომ იყო მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების როს, როდესაც ამის საშუალება არ არის ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი – გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ, რაც მთავარია, ერთმანეთს, მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით ეს გავაკეთოთ სახლში, ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და არა მხოლოდ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ, მისი ახლობლების და მისი გარემოცვის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. საბოლოო ჯამში, ჩვენ ამით ვზრუნავთ ერთმანეთზე და ამ ქვეყანაზე,“- განაცხადა პრემიერმა.