Category: ახალი ამბები

  • შსს-მ ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა

    შსს-მ ოზურგეთის საკათედრო ტაძრის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა

    შსს-მ ოზურგეთის საკათედრო ტაძრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 2 არასრულწლოვანი, 2005 წელს დაბადებული გ.კ და 2007 წელს დაბადებული ი.კ ამხილეს.

    ,,გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა.

    არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 7 შემთხვევა დაფიქსირდა და  შემთხვევათა რაოდენობა 155 -მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განთავსდა

    .კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

    155 ინფიცირების შემთხვევიდან 27 უკვე გამოჯანმრთელებულია.

  • ბრძოლა დამცავი ნიღბებისთვის. ქვეყნები მათ მოპოვებას სხვადასხვა გზით ცდილობენ

    ბრძოლა დამცავი ნიღბებისთვის. ქვეყნები მათ მოპოვებას სხვადასხვა გზით ცდილობენ

    კორონავირუსის პანდემიის გამო დამცავი ნიღბები ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი გახდა და ქვეყნები სხვადასხვა გზით ცდილობენ დეფიციტის დაძლევას.

    ფრანგები ამეკრიელებს ადანაშაულებენ, რომ მათ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი ტვირთი ჩინეთში პირდაპირ აეროპორტში გამოისყიდეს.

    საფრანგეთის რეგიონთა ასოციაციის თავმჯდომარე, რენო მუზელიე აცხადებს:

    “სიტუაცია ასეთია, რომ პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე ჩინეთში უცხო სახელმწიფომ გამოისყიდა ჩვენი ტვირთი სამჯერ მეტ ფასად. “

    თეთრი სახლის წარმომადგენელმა ასოშეითედ პრესთან ინტერვიუში ბრალდება კატეგორიულად უარყო, თუმცა ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

    თუმცა, იმის შესახებ, რომ ამერიკელები ნიღბებს მომატებულ ფასად ყიდულობენ, ილ დე ფრანსის რეგიონის ხელმძღვანელმა, ვალერი პეკრესმაც გააკეთა: “რამდენიმე პრობლემა გვქონდა შეკვეთასთან დაკავშირებით. ვცდილობდით ნიღბების პარტია გვეყიდა, თუმცა ჩინელებმა ამერიკელებს მიყიდეს სამჯერ მეტ ფასად“ – ამბობს ის.

    მანამდე ბერვმა ქვეყანამ ნიღბებისა და სხვა დამცავი საშუალებების ექსპორტი საერთოდ შეწყვიტა. ზოგი სახელმწიფო კი უფრო შორს წავიდა. მაგალითად, ბელგიური და იტალიური მედიის ინფორმაციით თურქეთმა უკვე ანაზღაურებული შეკვეთები გააუქმა. იტალიაში ნიღბები მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით, მას შემდეგ ჩაიტანეს, რაც პრემიერმა ჯუზეპე კონტემ ანკარაში თურქეითის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოგანს დაურეკა.

     

    ბელგიას კი მისი შეკვეთა დღემდე არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ პოლიციას ოფიციალური საჩივრით მიმართა.

  • თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

    თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

    კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა.

    “საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების!” – თბილისის მერიის ცნობით, ამ მესიჯს საქართველო აშშ-ს უგზავნის.

    რამდენიმე დღის წინ, თბილსის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებშიც განათდა.

  • “მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას. დაწერეთ ერთი ნოტა“– სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

    “მივესალმები თქვენთან თანამშრომლობას. დაწერეთ ერთი ნოტა“– სააკაშვილი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავს

     

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, ერთადერთი ქაღალდი შეავსონ, რომ საქართველოს მოქალაქეების საქართველში ჩამოსაყვანად რეისები შედგეს.

    სააკაშვილი კვირაზე მეტია  აცხადებს,  რომ არსებობს თანხები, არსებობს შეთანხმება კონკრეტულ ავიაკომპანიებთან და საჭიროა მხოლოდ ხელისუფლების ჩარევა ფორმალურ საკითხებში, რადგან ამის გარეშე საყოველთაო პანდემიის და ფრენების შეჩერების პირობებში რეისები სხვა ქვეყნებიდან ვერ დაინიშნება.  დღეს სააკაშვილმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მათი მხრიდან საჭიროა ერთადერთი ქაღალდის შევსება და ეს დროულად გააკეთონ:

    “იმისათვის, რომ გავხსნათ აეროპორტები ევროპაში, ერთადერთი რამე მინდა თქვენგან – ნოტა, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსი მაგალითად პოლონეთთან, იტალიასთან,ესპანეთთან, გერმანიასთან, რომ ჩვენ მოვდივართ, მოგვყავს ჩვენი მოქალაქეები და მოგვცენ ნებართვა რომ გამოგვიყვანონ. დაგეხარჯებათ ქაღალდი, რომელზეც უნდა დაწეროთ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. ქუჩაშია დარჩენილი ხალხი….

    ერთად შევადგინოთ სიები, მთლიანად მივესალმები თანამშრომლობას თქვენთან. პოლიტიკა გადავდოთ შემოდგომისთვის, ახლა მივხედოთ ჩვენ ხალხს. ნუ გვეთამაშებით ამ თამაშებს. თუ თქვით კაცურად, რომ მზად ხართ რომ შემოიყვანოთ ეს ხალხი, მალე გააკეთეთ, ხელი არ შეგვიშალოთ და დაწერეთ ერთი ნოტა, რომლითაც ამ ხალხს შემოვიყვანთ. “– ამბობს სააკაშვილი.

     

     

  • თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების უმცროს ექიმს დაუდასტურდა.

    გოგიტიძის თქმით, ექიმს ვირუსი მეუღლისგან გადაედო, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა.

    ,,მას გამოუვლინდა სიმპტომები გუშინ. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ბოლოს მორიგეობას ეწეოდა 31 მარტს – სიმპტომები დაეწყო გუშინ”, – განაცხადა გოგიტიძემ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ იმის შანსი, რომ მისი თანამშრომლები და პაციენტები დაინფიცირებული იქვნენ, დაბალია, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასულები.

    ,,მისი სიმპტომების გამოვლენიდან გასულია რამდენიმე დღე და დაინფიცირების რისკი მასთან მყოფი თანამშრომლების არის დაბალი, თუმცა ჩვენ მაინც პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდეს ყველა ის პირი, ვისაც მასთან ჰქონდა კონტაქტი. ის მორიგე სამედიცინო პერსონალი არიან თვითიზოლაციის პირობებში და საკარანტინო პირობებში გადასული”,- განაცხადა გოგიტიძემ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი.

  • ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება-განათლების მინისტრის მოადგილე

    ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება-განათლების მინისტრის მოადგილე

    ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა.

    ის ამბობს, რომ  ეროვნული გამოცდების ფორმატიც უცვლელი რჩება.

    მინისტრის მოადგილემ არ დააკონკრეტა, ყველაზე ცუდი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეექმნება თუ არა ეროვნულ გამოცდებს საფრთხე და რა შემთხვევაში ვერ შედგება ერთიანი ეროვნული გამოცდები.

    „ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, რაც არსებობს. თუმცა, ვიმოქმედებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იქნება საჭირო. სამინისტრო და სისტემა ერგება პროცესებს. ეროვნული გამოცდები დაგეგმილია და პროცესების განვითარების შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას ვაცნობებთ საზოგადოებას. იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია არ არის აბიტურიენტების ბრალეულობა, ისინი არ უნდა დაზარალდნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე შეფერხება ეროვნულ გამოცდებზე. დღეს რაც არ არის გადაწყვეტილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ“, – აღნიშნა ეკა დგებუაძემ და დასძინა, რომ რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.

     

  • რა არის თქვენი ფობია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    რა არის თქვენი ფობია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ყველა ადამიანს აქვს შიშები და ეს ნორმალურია. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ ფობია შეიძლება ჰოროსკოპის ნიშნავს უკავშირდებოდეს, ანუ თქვენი ფობა შესაძლოა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ბრალი იყოს. ვნახოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს რა ტიპის ფობიისკენ ავქთ მიდრეკილება:

    ვერძი – ათაზაგორაფობია

    ათაზაგორაფობია – ეს არის შიში, რომ უარგყოფენ და დაგივიწყებენ. ათაზაგორაფობიით შეპყრობილ ადამიანებს მუდმივად აქვთ შიში, რომ ადამიანები მათ უბრალოდ დაივიწყებენ. სპეციალისტები თვლიან, რომ ათაზაგორაფობია შეიძლება რამდენიმე მიზეზის თანხვედრითაც იყოს გამოწვეული – ოჯახური დრამა, ნეიროქიმია და ტკივილიანი ცხოვრებისეული გამოცდილება.

    ვერძი– ერთ–ერთი ყველაზე თამამი ზოდიაქოს ნიშანია და მათი შეშინება ადვილი არ არის. მაგრამ ისინი ძალიან ამბიციურები არიან და მიჯაჭვულობაც ახასიათებთ. ამიტომაც მათთვის ნამდვილი კოშმარია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანებმა შეიძლება უარყონ და დაივიწყნ.

    კურო – პენიოფობია

    პენიოფობია – ეს არის სიღარიბის, რომელიც როგორც წესი  მაშინ დგება, როცა ადამიანი ფინანსურ კრიზისს დაძლევს. ამის შემდეგ მას დიდხანს აშინებს აზრი იმის შესახებ, რომ შეიძლება იგივე პერიოდი განმეორდეს. კუროებს ფუფუნებაში ცხოვრება უყვართ და პარალელურად შიმშილის და სიღატაკის ეშინიათ. ამიტომაც მუშაობენ თავდაუზოგავად.

    ტყუპები – დეციოფობია

    ჰოროსკოპის ამ ნიშანს საშინლად ეშინია გადაწყვეტილების მიღების. რა თქმა უნდა, ამის კეთება დროდადრო უწევთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა იძულებულნი არიან. ტყუპებისთვის მტანჯველია იმაზე ფიქრი, რომ ერთი ვარიანტის არჩევისას მეორეს კარგავენ. გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა მათში პანიკას და შფოთვას იწვევს.

    კირჩხიბი – ტროპოფობია

    ტრიპოფობიაში(კლასტერული ხვრელების  (ხვრელების შეკრებილობის)შიში) არ აგერიოთ. ტროპოფობია  –ეს არის მოგზაურობის შიში,  ადგილსამყოფელის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის, გადაადგილების  შიში. კირჩხიბებს არ უყვართ სკოლის, სამსახურის ან პარტნიორების შეცვლა. მათზე ავეჯის გადაადგილებამაც კი შეიძლება ცუდად იმოქმედოს. კირჩხიბებს ცვლილებებთან შეგუება უჭირთ. ისინი ემოციურად მიჯაჭვულები არიან ახლობლებთან და სახლთან, სადაც ცხოვრობენ. გარდა ამისა, კირხიბებს არ უყვართ უცნობებთან ურთიერთობა, ასე რომ უცხო სახეებმა შესაძლოა მათში სტრესი გამოიწვიოს.

    ლომი – ატიქიფობია

    ატიქიფობია წარუმატებლობის შიშია. ამ ფობიის მსუბუქი ფორმა ბევრს აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ნამდვილი პანიკა ეწყება იმის გაფიქრებაზეც კი, რომ რაღაც არ გამოუვათ და ჩაფლავდებიან.

    ლომები საყოველთაო აღტაცებისკენ მიისწრაფვიან და მათთვის აზრი, რომ ვინმემ შეიძლება დაცინოს ან წაგება იწვნიონ მტანჯველია. ლომებისთვის ყველა სხვა ზოდიაქოს ნიშანზე მეტად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მათზე გარშემომყოფები.

    ქალწული – პეირაფობია

    ლოგოფობიას, ანუ გლოსოფობიას, რომელიც აკვიატებული შიშია სიტყვით გამოსვლის წინ და რომელიც ლოგონევროზს (ენის დაბმას) და მუტიზმს უკავშირდება, თავისი ვარიაციები აქვს: ლაპარაკის შიში ან უცნობ ადამიანებთან ლაპარაკის შიში, საჯაროდ სიტყვით გამოსვლების შიში (პეირაფობია) და სცენის შიში, ენის დაბმის შიში (ლალოფობია), ცალკეული სიტყვების წარმოთქმის შიში (ვერბოფობია).

    ქალწულები ვერ იტანენ საჯაროდ გამოსვლებს. მათ კულისებს მიღმა ინტელექტუალური და ფარული სამუშაო ურჩევნიათ.

     

    სასწორი – ალოდოქსაფობია

    ალოდოქსაფობია სხვა ადამიანების აზრის მიმართ ირაციონალურ შიშს ნიშნავს. სასწორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რას ამბობენ მათზე. გარდა ამისა, მათ ეშინიათ კონფლიქტების და ყოველმხრივ თავს არიდებენ მათ. სასწორი იმდენად მშვიდობისმოყვარე ნიშანია, რომ ურჩევნიათ წყენა აიტანონ, ვიდრე ხმამაღალი სკანდალი მოაწყონ.

    მორიელი – ტენატოფობია

    ტენატოფობია– სიკვდილს ღრმა ეგზისტენციონალური შიშია. მორიელები, მიუხედავადთ მათი პირქუში იუმორისა, ძალიან სიცოცხლისმოყვარეები არიან. მათ სიცოცხლე უყვართ, მისი ყოველი გამოვლინებით და ძალიან ეშინიათ მისი დაკარგვის. მორიელს პანიკა ეწყება იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ოდესმე ყველაფერი უნდა დამთავრდეს.

    მშვილდოსანი – კლეიზოფობია

    კლეიზოფობია სოციალური შფოთიანობაა, რომელსაც ჩაკეტილი სივრცეები და შეზღუდული მოძრაობები იწვევს. ის თითქოს კლაუსტროფობიას გავს, მაგრამ უფრო მეტად გადაადგილების აკრძალვის შიშია, ვიდრე დახურული სივრცის შიში. ამ ფობიით შეპყრობილ ადამიანებს ლიფტები კი არა, ატრაქციონებზე უსაფრთხოების ღვედებიც არ უყვართ.

    მშვილდოსნები თავისუფლებისმოყვარეები არიან და მათთვის აუტანელია აზრი იმის შესახებ, რომ მათი თავისუფლება რამემ შეიძლება შეზღუდოს.

    თხის რქა – რაბდოფობია

    რაბდოფობია კრიტიკის ან სასჯელის შიშია. ხშირად ვითარდება ბავშვობის ტრავმული გამოცდილოების შედეგად. თხის რქები ჰიპერპასუხისმგებლობიანი მშრომელები არიან. ამიტომაც მათთვის გულის ამრევია აზრიც კი, რომ ვიღაცამ მათი ნაშრომი გააკრიტიკოს. იმიტომ რომ საკუთარი  თავის საუკეთესოკრიტიკოსი თხის რქა თვითონ არის.

    მერწყული – ტასოფობია

    ეს არის მოწყენილობისა და უსაქმურობის შიში, რომელიც შფოთვას და პანიკასაც კი იწვევს. მერწყულები იმდენად ქმედითნი არიან, რომ ვერ იტანენ უსაუქმრობის ტყვეობაში ყოფნას. ისინი ენერგიულები, ლაპარაკის მოყვარულები და ძალღონით აღსავსეები არიან. მერწყულისთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე იმ ნაპერწკლის დაკარგვა, რომელიც მოძრაობას აიძულებს.

    თევზი – სკოპტოფობია

    სკოპტოფობია არის შიში სულელი ან სასაცილო გამოჩნდე გარშემომოყოფთა თვალში შენი ნაკლის გამო. ასეთი ადამიანები კომპლექსებით იტანჯებიან და მშვენიერებისგან ნებისმიერი გადახრა მათ მიერ აღქმულია როგორც რაღაც საშინელება, გულის ამრევი.  დამშვიდდით თევზებო, ნუ ეძებთ  საკუთარ თავში და ნუ ნერვიულობთ ისეთ ნაკლის გამო, რასაც სხვები საერთოდ ვერ ამჩნევენ.

  • მარნეულის საველე ჰოსპიტალმა ფუნქციონირება შეწყვიტა

    მარნეულის საველე ჰოსპიტალმა ფუნქციონირება შეწყვიტა

    საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში განთავსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 100 პაციენტზე გათვლილმა საველე ჰოსპიტალმა ფუნქციონირება იმიტომ შეწყვეტა, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ “ჯეო ჰოსპიტალში” კარანტინის რეჟიმი მოხსნილია. კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება.

    ,,საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან – დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა გაიარა”, – აცხადებს უწყება.

  • 80 წლის ინფიცირებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა- რატიანი

    80 წლის ინფიცირებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა- რატიანი

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.

    „ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. სახეზეა COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევა, პლუს ორმხრივი მწვავე პნევმონია. ანამნეზში ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები“, – აცხადებს რატიანი.

    მისივე ინფორმაციით, ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 კრიტიკული პაციენტია.

    „ამ ეტაპზე კლინიკაში წევს 64 პაციენტი, აქედან 34 ინფიცირებული შემთხვევაა და დანარჩენებთან გამოკვლევის პასუხებს ველოდებით. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ამ ეტაპზე 4 კრიტიკული პაციენტი გვყავს. ხორციელდება მათი მონიტორინგი და მკურნალობა“, – აღნიშნა რატიანმა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-ს შეადგენს, მათგან 27 განიკურნა.