Category: ახალი ამბები

  • “ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს“–გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე

    “ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს“–გახარია „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებაზე

    “ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებელი ავიარეისების დაფინანსების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას ეხებოდა.

    გახარიამ  მათ მოუწოდა, ვინაიდან რეისის ორგანიზებას ვერ ახერხებენ, ამისთვის განკუთვნილი თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხონ.

    „რამდენიმე კვირაა, ჭორაობენ, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ. ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს. გამოდის, რომ რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ და თუ თავი არ აქვთ, რეისისთვის რა ფულის დახარჯვასაც აპირებდნენ, გადარიცხონ ფონდში და ჩვენ სისტემურად მივხედავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს საზღვარგარეთ იმყოფება“, – აღნიშნა პრემიერმა.

    გუშინ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას ხელი მოაწერონ იმ საბუთს, რომლის გარეშე რეისების ორგანიზება გამორიცხულია.

  • ” ექიმები მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფატალური შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ”- ამირან გამყრელიძე

    ” ექიმები მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ფატალური შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ”- ამირან გამყრელიძე

    მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს მოსალოდნელი იყო , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, ამ დროისათვის, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან 4 არის მართვით სუნთქვაზე, 23-ს კი აქვს პნევმონია.

    „მედიცინაში გამონაკლისები არ არსებობს. ჩვენ 26 თებერვლიდან ამ დღემდე ვეცადეთ მაქსიმალურად არ ყოფილიყო ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ, მოსალოდნელი იყო ეს და დღეს დილას დადასტურდა. იმ ავადმყოფებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ კლინიკებში აგრძელებენ მკურნალობას და ასეთი კლინიკა საქართველოში უკვე რამდენიმეა, დღევანდელი მონაცემებით, ყველა იმ ავადმყოფს შორის არის 4 პაციენტი, რომელიც არის მართვით სუნთქვაზე და 23-ს აქვს პნევმონია. დიდი იმედი მაქვს , ყველა ავადმყოფი გამოჯანმრთელდება და ჩვენ როგორც სხვა რამდენიმე შემთხვევაში შევძელით მართვითი სუნთქვიდან მოხსნა და შესაბამისად გაჯანმრთელება, მაქსიმალურად, ვეცდებით ჩვენ, საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, ექიმები, პერსონალი, რომ მინიმუმამდე იყოს საქართველოში ფატალური შედეგები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    ინფორმაციისთვის, კორონავირუსით დაინფიცირებულიუ 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაცვლილია.

  • “ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ”- რას ყვება  ნიკოლოზ გამყრელიძე

    “ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ”- რას ყვება ნიკოლოზ გამყრელიძე

    ეს არის, დაახლოებით 10 კვ.მ-იანი ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განცხადა და აღწერა მისი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული სივრცეში გატარებული დრო.

    „ბოქსირებულ პალატაში არ უნდა შეიხედოთ და არც გისურვებთ რომ შეიხედოთ ამ დროს. ბოქსირებული პალატა არის ინფექციური ბოქსი, რომელიც არის ჩაკეტილი, დაახლოებით, 10კვ.მ-იანი ოთახი, საიდანაც ვერ გადიხარ ასე, რომ არც თუ ისე სასიამოვნოა იქ ყოფნა. ვერც ვერავინ ვერ შემოდის იქ, გარდა ძალიან გულისხმიერი და ძალიან კარგი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისა, რომლებიც სავალდებულოდ აღჭურვილნი არიან დაცვის საშუალებებით. ეს ოთახი არის, სადაც ზიხარ და ბევრი დრო გაქვს მუშაობისთვის, ფიქრისთვის . ეს არის პატარა სივრცე, რომელშიც მომიწია 26 დღე ყოფნა. მაგრამ ეს ყოფნა და სტრესი ძალიან შემიმსუბუქა იქ მყოფმა ხალხმა“,-განცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

  • თურქეთმა ჩინეთიდან ესპანეთში გადასაგზავნი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

    თურქეთმა ჩინეთიდან ესპანეთში გადასაგზავნი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა

    თურქეთმა ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები თავისთვის დაიტოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

    ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არანჩა გონსალეს ლაიამ განაცხადა,რომ  მათ ჩინეთიდან რესპირატორების დიდი პარტია იყიდეს, მაგრამ როცა ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავი ანკარაში დაეშვა,  ტვირთი თურქეთის მხარემ ესპანეთისკენ აღარ გაუშვა და თავისთვის დაიტოვა.

    ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთმა სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი შეზღუდა, თუმცა ამ შემთხვევაში ესპანეთმა აღნიშნული პროდუქცია ჩინეთში შეიძინა, ხოლო ანკარა კი ჩინეთიდან ესპანეთში მიმავალი თვითმფრინავისთვის ერთ-ერთ სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენდა.

    არანჩა გონსალეს ლაიამ აღნიშნა, რომ თავის თურქ კოლეგას რამდენჯერმე ელაპარაკა, რათა ტვირთი გაეტარებინათ თურქეთის საზღვარზე, თუმცა ესპანეთის მთავრობაში ამ ტვირთს უკვე დაკარგულად მიიჩნევენ.

  • კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში:გარდაცვლილია საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი

    კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში:გარდაცვლილია საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი

    80 წლის ბოლნისელი ქალი, რომელიც თბილისისი საუნივერსიტეტო კლინიკის  უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იყო გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორი,  ლევან რატიანი აცხადებდა, რომ  თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი ქალის მდომარეობას პნევომონია და სხვა დაავადებები ამძიმებდა.

    „ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. სახეზეა COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევა, პლუს ორმხრივი მწვავე პნევმონია. ანამნეზში ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები“, – აცხადებდა რატიანი.

    დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 80 წლის ქალი გარდაიცვალა.

    ეს არის კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 156-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ერთით გაიზარდა და 156 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

    კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

    ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 28 პაციენტი

  • “დავარღვიეთ ჯანმოს რეკომენდაცია” – რომელი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა საქართველომ, რომელმაც ქვეყნის წარმატება განაპირობა

    “დავარღვიეთ ჯანმოს რეკომენდაცია” – რომელი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა საქართველომ, რომელმაც ქვეყნის წარმატება განაპირობა

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა რომ მათ დაარღვიეს მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციები რომლითად მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. ცერცვაძე ასევე საუბრობს საქართველოს წარმატებაზე, რომლითაც მსოფლიოს ყურადღებას ვიპყრობთ.

    “ეპიდემიის დაწყების პირველი დღიდან ყველა საპასუხო ღონისძიება ეპიდემიის ყველა ეტაპზე გადადგმული იყო დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად. ამან განაპირობა წარმატება

    ​ბევრს არ სჯერა, რა განვითარების სტადიაზეა ევროპის ქვეყნები და რა ეტაპზე საქართველო, დაუჯერებლად მიაჩნიათ, როგორ, თქვენ დროულად გადადგით რაღაც ნაბიჯები და სხვამ არ გადადგა, რატომ ?! ამას ვერ გეტყვით, ზოგმა საფრთხე სათანადოდ არ შეაფასა, არ ჩათვალა რომ ეს ასეთ მასშტაბებს მიიღებდა.ჩვენ დასაწყისში დავარღვიეთ ჯანმო-ს რეკომენდაციები, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობდა და ამბობდა, რომ გამოკვლევა მხოლოდ იმ პაციენტებს ჩასტარებოდა, რომლებიც ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული, ჯდებოდა შესაბამისი შემთხვევის განსაზღვრებაში.რომელსაც ჰქონდა მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექცია და ჩამოთვლილი იყო ტემპერატურა 38 გრადუსი ან მეტი, მერე ხველა და ა.შ. მერე რისკის ფაქტორები.

     

    ჩვენ პირველივე დღეებიდან ეს ამოვიღეთ და ეს ერთ-ერთი წარმატებული მომენტი იყო, რაც სხვა ქვეყნებმა არ გააკეთეს – ის პირობა, რომ გამოკვლევები ჩასტარებოდა მხოლოდ მათ, ვისაც 38 და მეტი გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა. ჩვენ დავწერეთ ცხელებით, ან ცხელების გარეშე.

     

    ჩვენ მუდმივად ვაკვირდებოდით, ვაანალიზებდით ყველა ერთეულ შემთხვევას ჯერ კიდევ ჩინეთში და შემდეგ სხვაგან.ვხედავდით, რომ მათ არ ჰქონდათ ცხელება და სიმპტომები.სხვებმა ამაზე დროული რეაგირება არ მოახდინეს, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასე დაადგინა, ჩვენ უნდა შევასრულოთ.ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა კონსერვატიული ორგანიზაციაა. სწრაფ რეაგირებას არ აკეთებს. მთელი ბიუროკრატიის გავლა უნდათ, რომ გადაწყვეტილება შეეცვალათ.მე ჩვენი 120-მდე შემთხვევიდან დავითვალე, იმ კრიტერიუმით, რომ 38 გრადუსი უნდა ჰქონოდათ ტემპერატურა, 1/3-ზე ნაკლები დიაგნოზი იქნებოდა დასმული.

    2/3 ვერ დაისმეოდა, ისინი საზოგადოებაში შეერეოდნენ, თან შედარებით მსუბუქები და მატ საზოგადოება არ მოერიდებოდა, არც ისინი -საზოგადოებას, ჩვენ ახლა ყველა ვერიდებით ერთმანეთს“, – განმარტავს ცერცვაძე.

  • “ფარისევლობა და გარეწრობაა, რასაც თქვენ აკეთებთ “ოცნებავ”–არჩილ გამზარდია

    “ფარისევლობა და გარეწრობაა, რასაც თქვენ აკეთებთ “ოცნებავ”–არჩილ გამზარდია

    საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია ხელისუფლების საკარანტინო პოლიტიკას ფეისბუქზე აკრიტიკებს. დღეს რამდენიმე მინისტრმა განაცხადა, რომ არ აპირებენ აღდგომის ღამეს წირვას დაესწროს:
    “ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაგალითად, ღამისთევის წირვაზე არ წავლენ და მედიით მიადევნებენ თვალს.
    ეს იცით რას ნიშნავს? ომში რომ ხელისუფლებამ თქვას, ჩვენ ტელევიზორში ვუყურებთ და თქვენ იბრძოლეთო.
    ანუ გამოდის, რომ რასაც საკუთარ თავს არ უსურვებენ, იმის შესაძლებლობას სხვას აძლევენ?
    როგორც ხელისუფლება, თუ თვლით, რომ შეიძლება – მაშინ კეთილი ინებეთ და დადექით სხვებთან ერთად თქვენც.
    თუ თვლით, რომ საშიშია, მაშინ ამდენი აკრძალვების, მათ შორის არაერთი არაადეკვატური აკრძალვის ფონზე, ნუ მისცემთ სხვებს იმის უფლებას, რასაც თავად არ გააკეთებდით.
    სამარცხვინო ფარისევლობა და გარეწრობაა, რასაც თქვენ აკეთებთ “ოცნებავ”.– წერს არჩილ გამზარდია.
    შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად სააღდგომო წირვის ჩატარებას მაინც აპირებს.
  • “თუ ვირუსის გავრცელება მოხდება პასუხისმგებლობა საპატრიარქოს უნდა დაეკისროს“–ზურა ჯაფარიძე

    “თუ ვირუსის გავრცელება მოხდება პასუხისმგებლობა საპატრიარქოს უნდა დაეკისროს“–ზურა ჯაფარიძე

    პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ საპატრიარქოს მიერ, აღდგომის ბრიწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით არშეცვლილ წესზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეეძლებათ ტაძარში მივიდნენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომ უკვე ზიარება მიიღონ.

    ჯაფარიძის განცხადებით, თუ ვირუსის გავრცელება მოხდება პასუხისმგებლობა საპატრიარქოს უნდა დაეკისროს. მისი თქმით, პანდემიის დროს ბევრი ხალხის თავშეყრა და შემდეგ ერთი კოვზიდან ზიარება, ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

    „კარგია, რომ ხელისუფლება სპეცრაზმით არ ვარდება ეკლესიებში. თუ მართლა მოხდა ვირუსის აფეთქება პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში საპატრიარქოსი იქნება. მე პასუხისმგებლობას მათ დავაკისრებდი. სრული სიგიჟეა ეხლა ერთი კოვზით ზიარება და რელიგიური რიტუალების დაცვა, მაშინ როცა ასეთ საფრთხეზეა საუბარი. ადამიანებს რწმენის გამო ათასი სიგიჟეები უკეთებიათ. მე არ მგონია, რომ ხელისუფლება ეკლესიაში სპეცრაზმით უნდა შევარდეს, თუ ვინმე ასე ფიქრობს ჩემი აზრით ის გიჟია. ვფიქრობ, რომ რაღაც წესს რომ დაადგენ ეს წესი ყველაზე თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

  • საქართველოში COVID-19-სგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში- 28

    საქართველოში COVID-19-სგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში- 28

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთ პაციენტი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 28 ადამიანი.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ქვეყანაში COVID-19-ით იფიცირების 155 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 526 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344.