Category: ახალი ამბები

  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

    საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, რამდენიმე წუთის წინ განაცხადა რომ საქართველოში Covid 19 დაინფიცირებული კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    „ინფექციური საავადმყოფოში სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. სულ გამოჯანმრთელებული იყო 28 პაციენტი, ამ ეტაპზე 31 გახდა. აქედან 25 პაციენტი ჩვენია, რომელიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 31 გამოჯანმრთელდა ხოლო ერთი დღეს დილით გარდაიცვალა.

     

     

  • “ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა”- მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას

    “ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა”- მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას

    დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება – ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანის ჩამოყვანით. ეს ხალხი უფასოდ მოგვყავს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებს, იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმაროს, ორი რამ არის საჭირო: ერთი – საქართველოს საელჩოების წერილით მიმართვა რომელიმე ქვეყნის აეროპორტისადმი და მეორე – თბილისის აეროპორტის გახსნა.

    „მინდა, ვუპასუხო საქართველოს მთავრობას და მის პატრონს ბატონ ივანიშვილს. დღეს გახარიამ თქვა, რომ ჩვენ თურმე ჭორაობით ვართ დაკავებული და ვერ მოგვყავს ხალხი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება – ჯერ 1000 და შემდეგ კიდევ 4 000 ადამიანის ჩამოფრენით. ეს ხალხი უფასოდ მოგვყავს საქართველოში. საერთაშორისო წესებით, ჩვენ გვინდა ორი რამ: ერთი – საქართველოს საელჩოებმა მიმართონ წერილით, რომ გახსნან მაგალითად, ვარშავის აეროპორტი, რათა ჩვენი ხალხი გამოვიყვანოთ და მეორე – თბილისის აეროპორტი გახსნან, რათა ეს რეისი დაჯდეს. მთავრობისგან გვინდა არა ფული, არა სხვა რამით დახმარება, არამედ გვინდა 2 ქაღალდის დაწერა: ერთი ნებართვის გაცემა და ერთი ნოტის დაწერა. ამას ყველანაირად ბლოკავენ. ამას ბანალური გადაგდების გარდა ხომ არაფერი ჰქვია. მათ გვითხრეს, რომ ფული გადმოგვირიცხონ და ჩვენ თვითონ ჩამოვიყვანთო. მე ვერ ვაკადრებ ჩვენს მეგობრებს მთელს მსოფლიოში ვინც გვეხმარება, რომ ახლა თურმე ივანიშვილს უნდა გადავურიცხოთ კიდევ მათი ფული. მათ გადმორიცხეს ფული იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ საქართველოში. რაც შეეხება ივანიშვილს, ივანიშვილმა გადმორიცხოს ფული და არამხოლოდ რეისების… გადმორიცხოს ფული იმ ათეულობით ათასი ოჯახის გადასარჩენად, რომლებიც მან ბოლო დღეებში უმუშევრად დატოვა. შეწყვიტოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტებით ფულის კეთება. ამ კაცმა გუშინაც კი ისარგებლა სიტუაციით და მორიგი ნებართვა „დაითრია“ რაჭაში ჰესის ასაშენებლად და ჯიბეში ჩაიდო. ეს კაცი ამ დღეებშიც დაათრევს ხეებს. ფული გადმოგირიცხოთ ბუნკერში ჩამალულმა თქვენმა უფროსმა. შევწყვიტოთ ტყუილების ლაპარაკი, ხალხო. ივანიშვილი აღარ იქნება ხვალ და თქვენი თანამემამულეების თვალებში შეხედვა შეგრცხვებათ.

    ჩვენი წინადადება ძალაშია: როგორც კი დაწერთ ერთ ნოტას ევროპაში და როგორც კი მოგვცემთ ფურცელზე დაწერილ ნებართვას, იქიდან ზუსტად 48 საათში პირველი რეისი წამოვა და ასე წამოვა ყველა დანარჩენი რეისი. ახლა ლაყბობის დრო არ არის – საქმე ლაპარაკის ნაცვლად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური ჭორაობის მეტს არაფერს აკეთებს. მთავრობის მეთაურმა მათ მოუწოდა, ვინაიდან რეისის ორგანიზებას ვერ ახერხებენ, ამისთვის განკუთვნილი თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხონ.

  • “ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს”- მამა შალვა კეკელია

    “ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს”- მამა შალვა კეკელია

    დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ მას უკან მიაქვს მისივე სიტყვები, რომელიც კომენდანტის საათის გამო სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა.

    „ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, დაველოდები საპატრიარქოსგან როგორ იქნება ლოცვა-კურთხევა, როგორ გვაკურთხებს პატრიარქი და იმ ლოცვა-კურთხევის მიხედვით მოვიქცევი.  ჩემი აზრით, თავისუფლად შესაძლებელია, ადამიანები 21:00 საათამდე მოვლენ ეკლესიაში, ტაძარში ჩვენთან დანიშნული იქნება, სად უნდა იდგნენ, გადანაწილდებიან და დილის 06:00 საათის შემდეგ სახლებში წავლენ“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ

    ცნობისთვის,  რამდენიმე დღის წინ დეკანოზმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდოდა და დილით, 06:00 საათის შემდეგ წავიდოდა.

  • ექიმი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც COVID-19-თან დაკავშირებით გაჩუმება მოსთხოვეს

    ექიმი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც COVID-19-თან დაკავშირებით გაჩუმება მოსთხოვეს

    ჩინეთში ქალაქ  ვუჰანში მყოფი ექიმი მას შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც მას კორონავირუსთან დაკავშირებით გაჩუმება მოსთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    აი ფენი, იყო ერთ-ერთი პირველი ექიმი, რომელიც ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ ალაპარაკდა. მან სოციალურ ქსელში დაინფიცირებული ადამიანის  ისტორიის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც საავადმყოფოსგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

    ამის შემდეგ აი ფენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მას და კიდევ სხვა ვუჰანელ ექიმებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ინფორმაციის გავრცელება აუკრძალეს.

    სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ მისი კვალი იკარგება და ქალი გაუჩინარდა.  მის Weibo-ში, (ადგილობრივ სოციალური ქსელში)  კი გამოჩნდა წერილი: „მდინარე. ხიდი. გზა. საათი“, – წერს RFA.

  • ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ –  არქიმანდრიტი იოანე

    ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ – არქიმანდრიტი იოანე

    ღვთის მსახურებს უფლება გვაქვს, ღვთისმსახურებები აღვავლინოთ, რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული ეს ყველაფერი, რომ მაინცდამაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინცდამაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის“, – ამის შესახებ არქიმანდრიტმა იოანემ განაცხადა.

    როგორც ის განმარტავს, ეკლესიებში დისტანცია დაცული იქნება და წირვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავა.

    „სანამ სამ კაცზე იქნებოდა, მანამდე 10 კაციც იყო, მაგრამ ტაძარში იდგა ხალხი და ეს არ ყოფილა დარღვევა. ამ შემთხვევაშიც იგივე იქნება, დისტანცია იქნება დაცული და საზოგადოებრივ მაუწყებელზე, პირდაპირ ეთერში იქნება წირვა. ისე გამოდის, თითქოს კაცობრიობის მტრები ვიყოთ და რაღაცს ისეთს ვაკეთებთ. რადგან თქვენი სამუშაო სავალდებულოა და მუშაობთ, ჩვენც გვაქვს ღვთის მსახურებს უფლება, რომ ჩვენი მსახურებები აღვავლინოთ. ერის და ღვთის მსხურებაში ვართ, აქედან გამომდინარე, რატომ გახდა ეკლესიის მიმართ მიზანმიმართული, რომ მაინცდამაინც ეკლესია უნდა დაიკეტოს, მაინცდამაინც ეკლესიაში ზიარება არ უნდა ხდებოდეს, არ მესმის“, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.

  • გარდაცვლილი 79 წლის ქალი 12-15 კგ-ს იწონიდა – ლალი ტურძელაძე

    გარდაცვლილი 79 წლის ქალი 12-15 კგ-ს იწონიდა – ლალი ტურძელაძე

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით კლინიკაში გარდაცვლილ 79 წლის ქალს კუნთების განლევა ჰქონდა და ის 12-15 კგ-ს იწონიდა.

    “31 მარტს პაციენტი შემოვიდა მარნერულის “ჯეო ჰოსპიტალიდან”. ის უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და ეგრევე გადავიყვანეთ აპარატულ სუნთქვაზე. მისი მდგოამარეობა იყო კრიტიკული, ვინაიდან სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, 79 წლის ქალბატონი იწონიდა 12-15 კილოს. როგორც ცნობილია მას კახექსია, კუნთების განლევა მას 6-7 თვის წინ დაეწყო”,- განაცხადა ლალი  ტურძელაძემ.

  • გახარია სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს ტელევიზორით მიადევნებს და ეკლესიაში არ მივა

    გახარია სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს ტელევიზორით მიადევნებს და ეკლესიაში არ მივა

    გიორგი გახარია – ჩვენ, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს

    “ჩვენ, ეკლესიასთან ერთად, ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

    გახარია ამბობს, რომ თავად, სააღდგომო ლიტურგიას თვალყურს ტელევიზორით მიადევნებს, ვინაიდან ეს დღეს თითოეული ადამიანის სამოქალაქო პასუხისმგებლობაა.

    „მესმის, რომ ბევრს უნდა მსგავს ემოციურ და საკმაოდ სენსიტიურ, ისევე როგორც ეკლესიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან დოგმატურ საკითებზე და მთავრობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან – ჯანმრთელობის და სიცოცხლის საკითხებზე რაღაცნაირი კონფლიქტური ან დაპირისპირების მომენტები შემოიტანოს. ეს ასე არ იქნება. მერწმუნეთ, ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია აღვასრულოთ ისე, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ჩვენი მშობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს, როგორიც ჩვენს ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

  • “უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება”- გიორგი გახარია

    “უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება”- გიორგი გახარია

    მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს.

    „მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ახლობლებს. მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველოდება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. სახელმწიფო, მთავრობა, სამოქალაქო სექტორი – ყველანი მზად უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ მსგავს დარტყმებს. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს. არ არსებობს არანაირი კეთილი მიზნები ან რაღაც სხვა სახის გამოწვევები, რომლითაც შეიძლება კომპრომისები გავამართლოთ. დღეს ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით. ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა. სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ ამ ორ ფრონტზე გამარჯვებისთვის იპოვოს სწორი ბალანსი, რასაც ჩვენ ყველასთან ერთად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ,“ – განაცხადა გახარიამ.

  • “ჩვენთვის მძიმე იქნება აპრილი და მაისის პირველი ნახევარი“–ამირან გამყრელიძე

    “ჩვენთვის მძიმე იქნება აპრილი და მაისის პირველი ნახევარი“–ამირან გამყრელიძე

    დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველო კრიტიკულ ფაზაში შედის:

    “არასოდეს დაგვიმალავს, რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება. ვიხმარე ასეთი ტერმინოლოგია: პრეკრიზისული, პრეკრიტიკული, კრიტიკული, კრიზისული. დაახლოებით ათი დღის წინ ვთქვი, რომ შევდივართ ამ სტადიაში , რომ ჩვენთვის საკმაოდ  მძიმე იქნება ეს თვე და მაისის პირველი ნახევარი. ზრდა შემთხვევებისა იქნება, შეკავების ფაზა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა, ჩვენ შევაკავეთ მაქსიმალურად ინფექციის ფართომაშტაბიანი გავრცელება, ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სექტორი უფრო სერიოზულად.“– ამბობს ამირან გამყრელიძე.

    ჟურნალისტების კითხვაზე კი პასუხობს, რომ ის მომეტებული რისკის ჯგუფში შედის:

    “დიახ, ჩვენ ვართ მომატებული რისკის ადამიანები, ამიტომ მე ვფრთხილობ თქვენთან, იმიტომ რომ მე ვარ მომატებული რისკის ადამიანი. ბევრი კითხვა დადის, რატომ არ დადის გამყრელიძე ეთერებში.

    მე არავისზე ნაწყენი არვარ. მე არ ვჩნდები იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი, იმიტომ რომ ყოველდღიურად მაქვს შეხება ძალიან ბევრ ადამიანთან.“– ამბობს გამყრელიძე.

  • როგორ დაკრძალავენ  საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს

    როგორ დაკრძალავენ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ ქალს

    80 წლის ბოლნისელი ქალი, რომელიც თბილისისი საუნივერსიტეტო კლინიკის  უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იყო გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორი,  ლევან რატიანი აცხადებდა, რომ  თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი ქალის მდომარეობას პნევომონია და სხვა დაავადებები ამძიმებდა. ეს არის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი შემთხვევა.

    მას ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის დადგენილი წესებით დაკრძალავებ.  რეკომენდაციების მიზანია, რომ გვამიდან ვირუსის გადადების რისკები შემცირდეს.

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის 25 მარტის ბრძანებისა და #16 დანართის მიხედვით:

    • კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
    • ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
    • სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
    • საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.