Category: ახალი ამბები

  • ფარებისა და ნიღბების სწორად გამოყენების წესები – პაატა იმნაძის რეკომენდაცია

    ფარებისა და ნიღბების სწორად გამოყენების წესები – პაატა იმნაძის რეკომენდაცია

    დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსისგან თავდაცვის მიზნით, მოსახლეობას ფარების და ნიღბების სწორად გამოყენებისკენ მოუწოდებს.

    როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ფართან ერთად აუცილებელია ნიღბის ტარებაც.

    „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან საქართველოში უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. მარტო ფარი ვერ იცავს. ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად, ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს და ფარიც. ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული, ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი და არ უნდა იყოს აწეული“, – განაცხადა იმნაძემ.

  • ” მედპერსონალის აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, რაც გაფართოვდება”- ტიკარაძე

    ” მედპერსონალის აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, რაც გაფართოვდება”- ტიკარაძე

    აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მედპერსონალის ტესტირება პირველი ნაბიჯია აგრესიული ტესტირების დასაწყებად.

    ტიკარაძის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფები ეტაპობრივად გაფართოვდება. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოსთვის აგრესიული ტესტირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

    „აგრესიული ტესტირების შედეგად, ამ ეტაპისთვის რადიკალურ ზრდას არ ველოდებით. ის, რომ ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და უკვე გარკვეულ მიზნობრივ ჯგუფებსაც ვიკვლევთ, ისეთებს, როგორიცაა მედპერსონალი, არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ აგრესიული ტესტირება დავიწყეთ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში. აგრესიული ტესტირება ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების უფრო დეტალურად ამოსაცნობად და დეტალური კვლევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმური და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა, რათა ვიყოთ ეფექტურები და ზუსტად გამოვავლინოთ ყველა კლასტერი და ინფიცირებული. პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია გარკვეული გრადაცია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე იცვლება ალგორითმები და პრიორიტეტები. აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია ჩვენთვის, უბრალოდ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე – სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსთვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

  • მთავარი ამოცანაა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვა და ცხელების კლინიკების ეფექტურობა-გახარია

    მთავარი ამოცანაა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვა და ცხელების კლინიკების ეფექტურობა-გახარია

    მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ცხელების კლინიკების ეფექტურობა.

    „არის ახალი18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“, – განაცხადა გახარიამ.

  • თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტლის 2 ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსის, მარეხი ბექაიას განცხადებით მათი კლინიკის მედპერსონალის ორ წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათი მდგომარეობა მსუბუქია და გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.  კარანტინში გადაიყვანეს მათთან შემხებლობაში მყოფი 5 ადამიანი. თუმცა მარეხ ბექაია ამბობს, რომ  დაინფიცირებულ თანამშრომელთა  მომსახურეობის არეალი მცირე იყო უფლებამოვალეობებიდან გამომდინარე და შესაბამისად, მათ მიერ ვირუსის გავრცელების მაშტაბი ნაკლებია.

    მისი თქმით,  ეპიდემიოლოგების აზრი გაიყო, საიდან გადაედო ვირუსი მედპერსონალს.

    “შესაძლოა ეს შემოტანილი დაავადება ყოფილიყო, ანუ მატარებლები ყოფილიყვნენ და ახლა გამოვლინდა, თუმცა შესაძლოა პაციენტებთან ურთიერთობისას დასნებოვნებულიყვნენ.“– ამბობს ის.

    ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გუშინ შეჩერებული იქნა მიღება კლინიკაში, სანამ ყველა მედპერსონალის ტემპერატურა არ განსაზღვრეს. მოგვიანებით თბილისის ზღვის ჰოსპოტალმა მიღება განაახლა.

  • “2015 წელს იტალიაში გრიპით გარდაიცვალა 20259 ადამიანი”- ინფექციონისტი

    “2015 წელს იტალიაში გრიპით გარდაიცვალა 20259 ადამიანი”- ინფექციონისტი

    ” აშშ სტატისტიკა: შარშანდელ გრიპის სეზონზე სიმპტომური გრიპი ჰქონდა 36 მილიონამდე ადამიანს, მოხდა 490,561-ის ჰოსპიტალიზაცია და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა 34,157 ადამიანი”- ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ყოველწლიური სეზონური გრიპის სტატისტიკაზე წერს. მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში, სადაც ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ყოველწლიური სეზონური გრიპით იმაზე მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე კორონავირუსის სიკვდილიანობის  დღევანდელი მაჩვენებელია:

    „სერიიდან – ხშირად დასმული შეკითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით…სად შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიური სეზონური გრიპის სტატისტიკა? (განსაკუთრებული ინტერესია ამ მხრივ იტალიის, ესპანეთის და აშშ სტატისტიკის მიმართულებით)გრიპის თითოეული შემთხვევის აღრიცხვა, როგორც ამას კორონავირუსის შემთხვევაში აწარმოებენ, სეზონური გრიპისთვის არ ხდება. გრიპზე არ არის ჩართული Worldometers:).

    გრიპის სტატისტიკა იწარმოება შემდეგნაირად: არსებობს წინასწარ შერჩეული კლინიკები, ე.წ. საყრდენი ბაზები (ეპიდემიოლოგიაში დაავადებების აღრიცხვის ამ მეთოდს უწოდებენ სენტინელურ ზედამზედველობას-უკაცრავად ბევრი ტექნიკური ტერმინისთვის), სადაც ხდება გრიპზე დიაგნოსტიკა და შესაბამისი აღრიცხვა. შემდეგ ამ ციფრების მიხედვით შესაძლებელია დაავადების გავრცელების განზოგადება.

    გარდა ამისა, როდესაც გრიპის სეზონი ჩაივლის ხოლმე, გამოითვლიან ე.წ. Excess mortality-ს. ამ მაჩვენებლების მიხედვით, შემდეგ ჯამდება სეზონზე გრიპის შემთხვევების და სიკვდილიანობის სტატისტიკა.

    ასე მაგალითად (ადრეც მქონდა ერთ-ერთ პოსტში ნახსენები), 2014/15 წლის სეზონზე იტალიაში გრიპით გარდაიცვალა 20259 ადამიანი, ხოლო 2016/17 წლის სეზონზე – 24981. თუ გავიხსენებთ, რომ გრიპის სეზონი საშუალოდ 5 თვეს გრძელდება, იტალიაში გრიპით თვეში საშუალოდ იღუპება 4000-5000 ადამიანი.

    რაც შეეხება აშშ სტატისტიკას, შარშანდელ გრიპის სეზონზე სიმპტომური გრიპი ჰქონდა 36 მილიონამდე ადამიანს, მოხდა 490,561-ის ჰოსპიტალიზაცია და ამ დიაგნოზით გარდაიცვალა 34,157 ადამიანი“, – წერს მაია ბუწაშვილი.

     

  • უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიედ შექმნილი აჟიოტაჟისთვის – სალომე ზურაბიშვილი

    უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიედ შექმნილი აჟიოტაჟისთვის – სალომე ზურაბიშვილი

    უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტჟისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

    „უკაცრავად გუშინდელი ჩემს უნებლიეთ შექმნილ აჟიოტჟისთვის … მინდოდა გამეზიარებინა მართლაც უაღრესად მდიდარი ენის ნიმუში და საინტერესო ამონარიდი სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან…

    ამ მძიმე დღეებში მიმაჩნდა რომ ცოტაოდენ განმუხტვა გვჭირდებოდა და მინდოდა ბიძგი მიმეცა სხვისთვისაც საკუთარიო წაკითხული წიგნიდან ასევე გაეზიარებინა რამე აღმოჩენა… თურმე ეს გაუგებარი ყოფილა და … სალანძღავიც კი გახდა ….ეს არაფერი, ამას მივეჩვიე და ამით ვეღარ გამაკვირვებთ!

    უფრო გასაკვირი აღმოჩნდა ის, რომ საკუთარი ქართული ენისგამო სულხან საბა გაილანძღა და ტელეგადაცემის უცნობი გმირიც გახდა… ეს კი თავისავად კარგი შედეგია … ტელესკოლამ ეს უნდა აიტაცოს!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

    შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან ამონარიდი გააზიარა.

  • დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანელებს სიტყვით მიმართა

    დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანელებს სიტყვით მიმართა

    კვირას საღამოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ნაციას სპეციალური სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თვითდისციპლინის და სიმამაცის მნიშვნელობას.დედოფალმა ისაუბრა დანაკარგზე და ტკივილზე, ადამიანების ტანჯვაზე და ფინანსურ პრობლემებზე, რაც ამ რთულ დროს ბრიტანელებს ერგოთ წილად.

    მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის და სხვა საკვანძო სფეროების თანამშრომლებს თავდადებისთვის და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საზოგადოების ყოველ წევრს ეკისრება.

    მისი მიმართვა რადიოთი, ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ბრიტანეთის დროით 20 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მიმართვა წინასწარ იყო ჩაწერილი:

    “მე მოგმართავთ უკიდურესად რთულ დროს. იმ დროს, როცა დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ნორმალური ცხოვრება: ვიღაცისთვის ეს უკვე იქცა უბედურებად, ბევრისთვის ფინანსური სირთულეების დროა, ჩვენს ჩვეულ ცხოვრებაში კოლოსალური ცვლილებები ყველა ჩვენგანს შეეხო. იმედი მაქვს, მომავალში ყველა შეძლებს იამაყოს იმით, როგოორ შევხვდით ამ სიძნელეებს. ისინი კი, ვინც ჩვენს შემდეგ მოვლენ იტყვიან, რომ ბრიტანელების ეს თაობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყველა წინა. ისეთი თვისებები, როგორიც არის თვითდისციპლინა, სიმშვიდე, სიმტკიცე, ახლობლისადმი თანაგრძნობა კვლავ არსებობს ჩვენს ქვეყანაში“– თქვა დედოფალმა.

    დედოფლის მიმართვა უინძორის სასახლეში ჩაიწერა, სადაც 93 წლის მონარქი თვითიზოლაციაში იმყოფება. გადაღებას ერთადერთი ვიდეოოპერატორი ესწრებოდა დამცავ სამოსში. მთელი გადამღები ჯგუფი ამ დროს  სხვა ოთახში იმყოფებოდა.

  • Covid-19:საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 188–მდე გაიზარდა

    Covid-19:საქართველოში დაინფიცირებულთა რიცხვი 188–მდე გაიზარდა

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისთვის საქართველოში 188–მდე გაიზარდა.

    ბოლო სტატისტიკა ასე გამოიყურება:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 188
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 36
    • მათ შორის გარდაცვლილი- 2
    • კარანტინის რეჟიმში – 5056
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386
  • ნიუ იორკში 200–მდე ქართველს მწვავე პნევმონია, 50–ს კი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს

    ნიუ იორკში 200–მდე ქართველს მწვავე პნევმონია, 50–ს კი კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზი აქვს

    ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი, ნინუკა ბორჩხაძე ფეისბუქზე წერს ნიუ იორკში და მიმდებარე შტატებში მყოფი ქართველების მდგომარეობის შესახებ:
    “მოკლედ, არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია ქართველების მდგომარეობის შესახებ ნიუ იორკში და მიმდებარე შტატებში: ამ მომენტისთვის 200-მდე ადამიანი მკურნალობს მწვავე პნევმონიას და კოვიდ-19ისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ; დაახლოებით 50-ს დადასტურებული დიაგნოზი აქვს ტესტით, 15 ჰოსპიტალიზირებულია, ერთი 62 წლის მამაკაცი დაიღუპა, დანარჩენებს, – ვირუსის ყველა სიმპტომი აღენიშნებათ; დასნებოვებულების ძირითადი ასაკი 30-60 წლამდეა და ამ 200 ადამიანიდან ნახევარს, ექიმის თქმით, საშუალოდ მძიმე მდგომარეობა აქვს.
    ამ ემიგრანტების დასახმარებლად და ამ მონაცემთა შესაგროვებლად შექმნილია კრიზის-ცენტრი. რამდენიმე მოხალისე და აქ მყოფი ქართველი ექიმები პაციენტებს მკურნალობენ დისტანციურად და სახლში მონახულებით.
    ეს ინფორმაცია დადასტურებული და გადამოწმებულია.“– წერს ნინუკა ბორჩხაძე.
  • ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით უპირატესობას კარგავს, საქართველოს შანსები კი იზრდება – ქადაგიძე

    ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით უპირატესობას კარგავს, საქართველოს შანსები კი იზრდება – ქადაგიძე

    ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, გადაცემაში ფორმაულას ეთერში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და ამ ფონზე, საქართველოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

    როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ კრიზისების მართვის კუთხით დაგროვილი გამოცდილება სწორად გამოიყენოს და უპირატესობად აქციოს.

    „ჩვენი ქვეყნის საუბედუროდ, ბოლო 30 წელს თუ გადავხედავთ ისტორიის, ფაქტობრივად კრიზისიდან კრიზისამდე სიარულია – ეს დაწყებული 90-იანი წლებიდან, გაგრძელებული ჰიპერ ინფლაციით, რუსეთის დეფოლტით, მთავარი სავაჭრო პარტნიორის დაკარგვით 2006 წელს, ომით, მსოფლიო ფინანსური კრიზისით 2009 წელს და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს 10 წლის წინ იგოეთთან რუსული ტანკები იდგა, ამიტომ, კრიზისი რა არის, რა შეუძლია მოიტანოს და რამდენად ცუდი შეიძლება იყოს და ამავე დროს რამდენად სწრაფად შეიძლება მისი გადალახვა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს ახსოვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ეს გამოცდილება ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიმეოროთ შეცდომები და მხოლოდ წარმატების კოპირება უნდა შევძლოთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.

    მისი განმარტებით, მთავარი ამოცანაა, საქართველომ შეძლოს და რაც შეიძლება წინ იყოს იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტებისგან კრიზისის აღმოფხვრის მიზნით, ფინანსური დახმარება შეეხებათ.

    „საუბარია იმაზე, რომ 2008-2009 წელთან შედარებით, მსოფლიო წამყვანმა განვითარებულმა ქვეყნებმა გამოყვეს უპრეცედენტოდ დიდი თანხები, მათ შორის აშშ-მ 2,2 ტრილიონი დოლარი გამოყო, ევროკავშირმა – ტრილიონი, ბრიტანეთმა 250 მილიარდი და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის, ამ მატარებელში, ქვეყნების გრძელ სიაში ვიყოთ წინ, სწრაფები, ეფექტურები, რომ ჩვენი წილი საერთაშორისო ფინანსური დახმარება წამოვიღოთ და მივმართოთ ისეთ ინდუსტრიებში, რომლებიც ჩვენ მოგვიტანს შემდგომში უპირატესობას. საქართველო როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპაში, არსებულ წესრიგს ვერ მოერგო, შესაბამისად, არ ვართ ისეთი მდიდრები, როგორც ევროპული ქვეყნებია, მაგრამ ზუსტად ეს წესრიგი იცვლება ახლა“, – განაცხადა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

    მისი აზრით,  იმ ფონზე, როდესაც პანდემიის გამო ჩინეთი მსუბუქი მრეწველობის კუთხით არსებულ უპირატესობას კარგავს, საქართველოს მნიშვნელოვანი შესაძლებლობები უჩნდება.

    „პირველ რიგში, ის არსებული წესრიგი, როდესაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიომ გადაიტანა თავისი მსუბუქი მრეწველობა და სამრეწველო პოტენციალი აზიაში, კონკრეტულად ჩინეთში, შეიცვლება. ბევრი საუბრობს უკვე იმაზე, რომ ჩვენ შევდივართ სავაჭრო ომების ფაზაში და ბევრი ქვეყანა, ბევრი ბიზნესი შეეცდება ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში დივერსიფიკაცია გააკეთოს ჩინეთისგან როგორც უპირობო მონოპოლისტი მიმწოდებლისგან ამ ინდუსტრიების. აქ საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიციონირება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება, ჩვენთან ხელფასები არის შედარებით დაბალი, ვიდრე ევროკავშირის და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ამიტომ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი მცირე წვლილი წამოვიღოთ ამ უზარმაზარი ჯაჭვის ცვლილებიდან. საუბარია უზარმაზარ თანხებზე, ტრილიონებზე, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მცირე ნაწილზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვაქვს მსუბუქი მრეწველობის ტრადიცია. ასე რომ ეს ერთი მიმართულებაა.

    თუ ჩვენ შევძლებთ და ამ ეპიდემიას, ამ გამოწვევას შევხვდებით როგორც ქვეყანა, რომელმაც მინიმალური დანაკარგებით შეძლო გაევლო ეს პროცესი, რომელმაც აჩვენა თვითორგანიზების მაღალი ხარისხი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და ამავე დროს მკაფიო ხედვის მქონე ეფექტური მენეჯმენტის პირობებში ჩვენ ვთავაზობთ დაბალ გადასახადებს, დაბალ რეგულაციებს და ასე შემდეგ, ნამდვილად გაჩნდა უზარმაზარი ნიშა, სადაც საქართველოსნაირ ქვეყანას აქვს ყველა შანსი იმისა, რომ ამ მსუბუქი მრეწველობის ჯაჭვში გადმოვიდეს და რაღაც ნაწილი ჩვენ წამოვიღოთ“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.