Category: ახალი ამბები

  • 10 დღე ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, უარით მისტუმრებდნენ- რას ყვება COVID-19-ით ინფიცირებული ქართველი მომღერალი

    10 დღე ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, უარით მისტუმრებდნენ- რას ყვება COVID-19-ით ინფიცირებული ქართველი მომღერალი

    მომღერალი აჩიკო გოგიტიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ COVID-19-ზე ტესტის გაკეთებას 10 დღის განმავლობაში ითხოვდა, კლინიკაში კი ყოველ ჯერზე უარს ეუბნებოდნენ. ის აშშ-დან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და კარანტინში იყო.

    გოგიტიძის თქმით, აჭარის ჯანმრთელობის მინისტრთან რომ არ დაერეკა, ტესტს არ გაუკეთებდნენ და ხვალ სახლში გაუშვებდნენ.

    აჩიკო გოგიტიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

    ”ჩემო უსაყვარლესებო მომივიდა დადებითი პასუხი ლუგარის ცენტრიდან, ფეხზე მაქ გადატანილი ვირუსი, სიმღერაში, სიცილში და სიყვარულში! ძლიერი იმუნიტეტიდან გამომდინარე ძალიან ადვილი იყო გამომპარვოდა საერთოდ ეგ ამბავი და გადამედო ბევრი ადამიანისთვის! სიმართლე უნდა ითქვას 10 დღეა ვითხოვდი ტესტის გაკეთებას, მაქსიმუმ სახლში წასვლის წინ და უარით მისტუმრებდნენ ყოველ ჯერზე! სხვა გზა არ დამიტოვეს დავურეკე აჭარის ჯანმრთელობის მინისტრს და გულითადად ვთხოვე აუცილებლად გაეკეთებინათ ტესტი, რადგან რისკ ზონიდან ვიყავი ჩამოსული (აშშ). რომ არა ეს კეთილი და გულისხმიერი ადამიანი, ხვალ მარშით მიშვებდნენ სახლში, სადაც ყველა ოჯახის წევრს გადავდებდი ვირუსს! მე აბა კი ვარ გადასარევად! ყველაზე მთავარმა ჩაიარა, ჩემი იმუნიტეტის წყალობით! ახლა მხოლოდ რაც დარჩენილი მაქვს ბოლომდე გამივიდეს ინფექცია და სრულიად ჯანმრთელი დავუბრუნდები ოჯახს! ბატონო ზაალ ჩემი გმირი ხართ!!!

    P.S ჩემი კეთილი რჩევა იქნება თვითკმაყოფილებას ნუ მიეცემით და თქვენი გაზიარებული პოსტებით ნუ ტკბებით ! (ადრესატები მიხვდებიან) ფეისბუქ პიარს მონიტორინგი გააძლიერეთ კარანტინში! მაგალითი ვარ აგერ ბატონო! საქართველოს სიყვარულიდან გამომდინარე მეტს არაფერს დავწერ! ნარცისებო

    კორონას ამარცხებს სილაღე, სიყვარული, კარგი სიმღერა და უფლის წყალობა! აბა წამალი მე არ დამილევია! ხარებას გილოცავთ! ბედნიერი ვარ ,რომ არავის გავუმწარე სიცოცხლე! განსაკუთრებით ჩემს უსაყვარლეს მამას, რომელიც ხვალ სახლში მელოდა! მიყვარხართ!!!!
    თენგიზ ცერვაძე იყოს კარგად.
    მაგ კაცს ვუსმენდი, თორემ ესენი მარშით მიშვებდნენ ხვალ სახლში!!!!”,- წერს მომღერალი აჩიკო გოგიტიძე.

  • ჩვენს კლინიკაში მოთავსებული 52 პაციენტიდან 6 რეანიმაციაში მკურნალობს- რატიანი

    ჩვენს კლინიკაში მოთავსებული 52 პაციენტიდან 6 რეანიმაციაში მკურნალობს- რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 52 პაციენტიდან 6 მათგანი რეანიმაციაშია.

    მისი თქმით, რეანიმაციაში არიან 62 წლის და 80 წლის ქალბატონები, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

    ,,ამ ეტაპზე კლინიკაში 66 პაციენტია, მათგან 52 არის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა, დანარჩენი კვლევის პასუხებს ველოდებით. ამ ეტაპზე რეანიმაციაში მკურნალობს 6 პაციენტი, აქედან 3 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. 3 არის სპონტანურ სუნთქვაზე. მათ შორის ერთი არის 62 წლის ქალბატონი, რომლის ანამნეზი მთელი ქყევნისთვის არის ცნობილი და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, ის მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან და მისი მდგომარეობაც სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი დაავადების სიმპტომებს,“ – ამბობს რატიანი.

    მისივე თქმით, გუშინ კლინიკის მედპერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და ყველა ტესტის შედეგი უარყოფითია.

  • როცა ადამიანი ავადაა და არ იცის ამის შესახებ, თუ მოვა ეკლესიაში, ის განიკურნება- მეუფე დანიელი

    როცა ადამიანი ავადაა და არ იცის ამის შესახებ, თუ მოვა ეკლესიაში, ის განიკურნება- მეუფე დანიელი

    ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის აზრით, თუ ადამიანი ავად არის და ამის შესახებ არ იცის, ეკლესიაში მისვლის შემთხვევაში ის განიკურნება.

    მისივე თქმით, იმ ადამიანებს, მათ შორის რისკჯგუფებს, რომელთაც ეკლესიაში მისვლა რაიმე მიზეზით არ შეუძლიათ, სახლში დარჩენა ცოდვად არ ჩაეთვლებათ.

    ,,კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა ამ დღეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რაიმე მიზეზის გამო არ შეუძლია მოსვლა ეკლესიაში, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ დარჩება სახლში. ეკლესია არის ქრისტეს სხეული და ყველა მოქმედება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ნიშნავს ღვთაებრივი ორგანიზმის წიაღში აღსრულებულ პროცესებს. ამიტომ, თუ ადამიანი ოდნავ მაინც ავად არის და არ იცის ამის შესახებ, თუ მოვა ეკლესიაში, ის განიკურნება”,- თქვა მეუფემ.

    დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. მიუხედავად საყოველთო კარანტინის და  საგანგებო მდგომარეობისა, დილიდან სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია ტარდება და მას მრევლი ესწრება.

  • საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, სამების ტაძარში მრევლი ხარების ლიტურგიას ესწრება

    საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, სამების ტაძარში მრევლი ხარების ლიტურგიას ესწრება

    მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, სამების საკათედრო ტაძარში მრევლი ხარების ლუტურგიას ესწრება.

    ტაძარში წირვას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი და მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი აღავლენენ. უცნობია, რატომ არ იმყოფება თავად ილია მეორე სამებაში. საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ კვირას განაცხადა, რომ ხარების სადღესასწაულო წირვას პატრიარქი ჩაატარებდა.

    საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, ისინი 1 კოვზით ეზიარებიან.

    საზოგადოებრივი მაუწყებელი ლუტურგიას პირდაპირი ეთერით აშუქებს.

    პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში ილოცონ და დაიცვან დედა ეკლესია. ,,ეკლესია ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ქვეყნისთვის”,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 39 პირი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

     

    Тракциона батерија https://batteriesserbia.com/ за виљушкар у Србији.

  • სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში მონიტორინგს იწყებს

    სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში მონიტორინგს იწყებს

    სახალხო დაცმველი საკარანტინო სივრცეებში მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის მიზანია ამ სივრცეებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების და პირობების შესწავლა.

    სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც წერია:

    “ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება. დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.

    თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია.“

    საკონტაქტო  ინფორმაცია

    ტელეფონი: 591 90 33 22 (ხატია ხელაძე)

    Facebook

    ელ-ფოსტა: [email protected][email protected]

  • 7 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი განთავსდა, მისი წყარო აშშ-ია – ეზუგბაია

    7 ახალი შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი განთავსდა, მისი წყარო აშშ-ია – ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი წყარო კი აშშ-ა.

    „ახალი პაციენტი ჩვენთან ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა. პირველადი ანალიზითა და ზოგადი მდგომარეობით ჯერჯერობით მძიმე არ არის. დღეს გაუკეთდება მას სრული კვლევები, გაფართოებული სახით. კვლევების შედეგების შეჯერებით და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით შევაფასებთ მის სიმძიმეს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

    მისი თქმით, ახალი პაციენტი რისკ-ჯგუფში არ შედის, ვირუსით ინფიცირების დადასტურებამდე იგი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.

    ეზუგბაიას ინფორმაციით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 39 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 6 პაციენტს მძიმე პნევმონია აღარ აღენიშნება, ხოლო 22-ს საშუალო სიმძიმის, რაც მართვადია. ასევე, 1 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, თუმცა მართვით სუნთქვაზე ჯერ არ გადაუყვანიათ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 39 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

  • რაში დაიხარჯება კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში შეგროვილი მილიონები

    რაში დაიხარჯება კორონავირუსთან ბრძოლის StopCov ფონდში შეგროვილი მილიონები

    ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან ვიდეოჩართვით კორონავირუსთან საბრძოლველად რეგიონების საჭიროებებზე ისაუბრეს.

    დაუშვილის განცხადებით, StopCoV ფონდის თანხებით დაეხმარებიან მათ, ვისაც ყველაზე მწვავე საჭიროებები აქვთ. თანხები ძირითადად სოციალურ ჯგუფების უზრუნველყოფაზე და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაზე დაიხარჯება.

    „ჩვენ ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვართ სახელმწიფო უწყებებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა დავაიდენტიფიციროთ საჭიროებები და ამ საჭიროებების მიხედვით მოხდეს ფონდში აკუმულირებული თანხების განაწილება. ძირითადად გამოიკვეთა ორი მიმართულება, ესენია კოვიდ19-თან ბრძოლაში სოციალური ჯგუფების უზრუნველყოფა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა“, – თქვა მიხეილ დაუშვილმა.

    სოზარ სუბარის განცხადებით, ფონდში შეგროვილი თანხა აუცილებელ საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

    „გუბერანტორებს ყოველდღიური რეჟიმში აქვთ შეხება ადგილზე მოსახლეობასთან. მათთვის ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც რეგიონში ჩვენ მოქალაქეებს აწუხებთ. ვფიქრობ, ერთიანად, ერთი ხედვით, ჩვენ უკეთ შევძლებთ, რომ ის ფული, რომელსაც ადამიანები თავისი კეთილი გულით სწირავენ, მართლაც, ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს მოვახმაროთ“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

    StopCoV ფონდში უკვე ამ დროისთვის 23 543 111 ლარია შეგროვილი. ფონდში თანხის შეტანა როგორც ბიზნესს, ისე მოქალაქეებს შეუძლიათ.

  • “მივხვდით, რომ მზად არ ვართ“–რატომ მიმართა ხელისუფლებამ ნატოს დახმარებისთვის

    “მივხვდით, რომ მზად არ ვართ“–რატომ მიმართა ხელისუფლებამ ნატოს დახმარებისთვის

    რატომ არ მიმართა ხელიუფლებამ ნატოს სამედიცინო აღჭურვილობის დახმარების თხოვნით თავის დროზე, თუ  კორონავირუსთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის გეგმა ერთი თვის წინ ჰქონდა შემუშავებული. ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ სახელმწიფო იოლი შემთხვევებისთვის იყო მზად და სამედიცინო აღჭურვილობა კრიტიკულ ფაზაში სწორედ ამიტომ მოითხოვა.

    როგორც ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე აცხადებს, შესაძლოა, ისე მოხდეს, როგორც სწრაფი ტესტების შემთხვევაში იყო და მთვრობა დახმარების გარეშე დარჩეს.

    „ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რომ რატომ ახლა ახლა მოთხოვნა, როდესაც მთავრობისგან ვისმენთ, რომ იგივე მოდელირება და სცენარები ერთი თვის წინ მუშავდებოდა. მოვისმინეთ ჯანდაცვის მინისტრის ნათქვამი, რომ მარაგები შეივსება და ამის პრობლემა არ არის.  დღეს ვნახეთ დოკუმენტი, რომ ის ითხოვს და ისე არ მოხდეს, როგორც ტესტებთნ დაკავშირეით იყო, მხოლოდ ერთ მომწოდებელთან დამყარებული ურთიერტობა, რომელიც ჩაფლავდა და დღესაც ტესტირების გარეშე ვართ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

    ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე კი მიიჩნევს, რომ რისკ-მენეჯმენტის ელემენტები გაჩნდა.

    „მაინც რისკ-მენეჯმენტის ელემენტები გაჩნდა. მივხვდით, რომ მზად არ ვართ და სასწრაფოდ უნდა ვიშოვნოთ, ხელსაწყები, გენერატორები, საავადმყოფოები და რაც წერია იმ მოთხოვნაში“, – აცხადებს სურგულაძე.

    რაც შეეხება ხელისუფლებას, თბილისის მერის თქმით, ზოგადად, მსოფლიოში გაჩნდა დამცავი საშუალებებზე პრობლემები და ქვეყანა ცდილობს მზად შეხვდეს მომავალში არსებულ გამოწვევებს.

    „მაქსიმალურად მზადყოფნა რომ იყოს. იცით, რომ შიდა გადაცემა დაწყებულია. ზოგადად, მსოფლიოში პრობლემაა დამცავი საშუალებების მიმარტლებით – პირბადეების, ხსნარების და ა.შ. და გვინდა, რომ მზად ვიყოთ“, – განაცხადა კალაძემ.

    საქართველოს მთავრობა ნატოსგან საველე და სამედიცინო ბანაკებს, 2500 საწოლს, 190 ათას დამცავ ნიღაბს, 26 ათასი რესპირატოს, 20 500 ერთჯერად დამცავ ბიოკომბინიზონსა და კიდევ არაერთ აღჭურვილობას ითხოვს. სამედიცინო მარაგის ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების სამსახურისთვის არის გათვალისწინებული.

  • საპატრიარქო რჩება ფანატიკურ პოზიციებზე, მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე- ბასილ კობახიძე

    საპატრიარქო რჩება ფანატიკურ პოზიციებზე, მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე- ბასილ კობახიძე

    თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა  პროტესტის ნიშნად დატოვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ საპატრიარქოს შეუძლია კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებაში ლომის წვლილი არ შეიტანოს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

    მისი თქმით, ისინი საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ, ჰყავთ თავისi ღმერთი, რომელიც არ არის იესო ქრისტე და წმინდა სამება.

    ,,ეკლესია თავის შეხედულებას არ იცვლის და რჩება ფანატიკურ პოზიციებზე. სინოდმა დაადგინა, რომ არ დაკეტავენ ეკლესიებს. ვიცით, რომ საყოველთაო ამოცანა არის, ის რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაავადდეს და დაინფიცირდეს და ეკლესიას შეუძლია, არ შეიტანოს ლომის წვლილი ამაში, მაგრამ არ აკეთებენ ამას. არ აკეთებენ იმიტომ, რომ მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ფანატიზმს აქვს თავისი ლოგიკა. მე ვიცი, რაზედაც ვლაპარაკობ, რადგანაც მრავალი წელი ვიყავი ამ ლოგიკაში, როგორც მრევლი და როგორც მღვდელი.

    ამიტომაც, არგუმენტებით საუბარს – ეს იქნება სამედიცინო, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ თეოლოგიური არგუმენტები – საპატრიარქოსთან და პატრიარქთან აზრი არ აქვს. მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ცხოვრობენ თავის სამყაროში და ყავთ თავისი ღმერთი, რომელიც არის ბოროტი არსება, როგორიც მაგალითად მოლოქი, მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა სამება”,- ამბობს ბასილ კობახიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობის წევრთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი არ დაესწრებიან სააღდგომო ლიტურგიას, უმწეობის გამოვლინებაა.

    ,,თუ მინისტრებს ჰგონიათ, რომ ავტორიტეტები არიან მრევლისთვის და მათი არმისვლით აღდგომის ლიტურღიაზე მრევლიც თავს შეიკავებს, ძალიან ცდებიან. ეს არის უმწეობის გამოვლინება. ეს ნიშნავს, რომ კონსულტაციები ვერანაირი შედეგით ვერ დასრულდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, როდესაც ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ურჩხულივით აზის საქართველოს მრავალი ათეული წელია. ახლა უკვე ვხედავთ, რომ ეკლესია ხალხის სიცოცხლეს მიადგა და ხალხის ხოცვას იწყებს”, — ამბობს ბასილ კობახიძე.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და მთლიანობაში 195-ს მიაღწია.

    ინფორმაცია სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    195 ინფიცირებულიდან 39 უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

    კარანტინის რეჟიმში რჩება 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.