Category: ახალი ამბები

  • სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა სტაბილურია – რატიანი

    სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა სტაბილურია – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ ინფიცირებული სტიქაროსნისა და მისი ოჯახის წევრების, მათ შორის ასაკოვანი კაცის მდგომარეობა, ამ ეტაპზე სტაბილურია.

    რატიანი არ ასახელებს, რომელ კლასტერს ეკუთვნიან ინფიცირებულები.

    ,,მე ვარ მკურნალი ექიმი, საბედნიეროდ, ეს ჩემი შესწავლის საგანს არ წარმოადგენს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია ამ ეტაპამდე,” – თქვა რატიანმა.

    თემქაზე, ზღვის უბანში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სტიქაროსანს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ტაძრის წინამძღვარი მამა სერაფიმე ამბობს, სტიქაროსანს ინფექცია, სავარაუდოდ ბაბუისგან გადაედო, რომელსაც ფილტვების ანთება რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა, კორონავირუსი კი შაბათს, 4 აპრილს დაუდასტურდა.

    მამა სერაფიმეს თქმით, ბაბუის კლინიკაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სტიქაროსანს უთხრა, რომ წირვას არ დასწრებოდა, ამიტომ, მისი თქმით, სტიქაროსანი 5 აპრილს მსახურებას არ დასწრებია.

    მანამდე ,,ფორმულასთან” ტაძრის მესანთლემ თქვა, რომ აბიტურიენტი, რომელიც მათთან სტიქაროსანი იყო, ეკლესიაში წირვაზე მრევლთან ერთად იმყოფებოდა.

  • “ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ დაავადება დაამარცხოთ”-  პუტინი ბორის ჯონსონს

    “ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ დაავადება დაამარცხოთ”- პუტინი ბორის ჯონსონს

    რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბრიტანეთის პრემიერს ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს. მისი თქმით, ბორისს „ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა“ მალე გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.

    „მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა თქვენდამი ამ მძიმე მომენტში. დარწმუნებული ვარ, თქვენი ენერგია, ოპტიმიზმი და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ დაავადება დაამარცხოთ“,-აღნიშნულია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც კრემლმა გაავრცელა.

  • ლარი გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    ლარი გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

    7 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.08 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 3.1748 ლარი ღირს. ევროსთან მიმართებით გაუფასურებამ 2.56 შეადგინა და ახალი კურსით 1 ევრო 3.4551 ლარი ღირს.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ტიკარაძის თქმით, პიკურ პერიოდში, დღიურად მაქსიმუმ 100 პაციენტის დაინფიცირდების მოლოდინი აქვს

    ტიკარაძის თქმით, პიკურ პერიოდში, დღიურად მაქსიმუმ 100 პაციენტის დაინფიცირდების მოლოდინი აქვს

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თავდაპირველად მოლოდინი ჰქონდათ, რომ ყოველდღე 400 ახალი ინფიცირებულის მიღება მოუწევდა ჯანდაცვის სისტემას, თუცა ახლა ეს მოლოდინი აღარ აქვთ.

    მინისტრის თქმით, ეს იყო ყველაზე უარესი სცენარი, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებებმა სიტუაცია შეცვალა. ამიტომ დღეს პიკურ პერიოდში მაქსიმუმ 100 ინფიცირებულს ელოდებიან.

    ,,პირველად ჩვენი მოლოდინი, ყველაზე ცუდი სცენარით იყო ისეთი, რომ პიკური პერიოდი დამდგარიყო ბევრად ადრე და ეს ყოფილიყო მარტის შუა რიცხვები, რის შედეგადაც ჩვენი მოლოდინი იყო 400 პაციენტის ნაკადის მიღება ყოველდღიურ რეჟიმში და ეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ მოცულობების გამტარიანობას, რაც საქართველოს ჰოსპიტლებში გაგვაჩნია.

    სწორედ ამის გამო გვქონდა მაქსიმალური მობილიზაცია გამოცხადებული, რის შედეგადაც მოვახდინეთ პიკური პერიოდის გადავადება და იმ ნაკადების მოცულობა, რომლის მოლოდინიც გვქონდა, მნიშვნელოვნად არის შემცირებული დღევანდელი სცენარის გაანგარიშებით –  პიკურ პერიოდში ყველაზე მაღალი მოლოდინი არის 100 პაციენტი ყოველდღიურ რეჟიმში და არა – უმეტეს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს პროცესი ჯერ კიდევ მართულია, თუმცა მართვის მენეჯმენტის ხარისხის მეტად გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა.

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 39 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.

  • უფალთან დისტანცირებულები არ უნდა ვიყოთ, ეკლესიაში არცერთი ინფიცირებული არაა – მეუფე იოანე

    უფალთან დისტანცირებულები არ უნდა ვიყოთ, ეკლესიაში არცერთი ინფიცირებული არაა – მეუფე იოანე

    მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ამბობს, რომ ადამიანები უფალთან დისტანცირებულები არ უნდა იყვნენ.

    მეუფე ამტკიცებს, რომ რომ რადგან ეკლესიაში ამ დრომდე არცერთი ინფიცირებული არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია რეკომენდაციებს იცავს.

    ,,რეკომედნაციებს ეკლესია ითვალისწინებს საუკეთესოდ, ამის დასტურია, რომ ჩვენთან არცერთი ინფიცირებული არაა, თქვენ თუ დაინფიცირება გინდათ, წადით სხვაგან. იქნება კურთხევა და ის შესრულდება, ჩვენ უფალთან დისტანცირებულები არ უნდა ვიყოთ და ახლოს უნდა ვიყოთ უფალთან”, — თქვა მეუფე იოანემ.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ეკლესია სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით იმ კურთხევას შეასრულებს, რასაც საპატრიარქო გასცემს.

    მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, დღეს სამების საკათედრო ტაძარში მრევლი ხარების ლუტურგიას დაესწრო.

     

  • ,,იდიოტივით მოვიქეცი”- ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო მდგომარების დროს სანაპიროზე წავიდა

    ,,იდიოტივით მოვიქეცი”- ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი საგანგებო მდგომარების დროს სანაპიროზე წავიდა

    ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა დევიდ კლარკმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის წესები დაარღვია და ოჯახთან ერთად სანაპიროზე წავიდა. მან საკუთარ თავს იდიოტი უწოდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა.

    ,,როგორ ჯანდაცვის მინისტრის, ჩემი მოვალეობაა არა მხოლოდ გავცე მითითებები, არამედ მაგალითი ვაჩვენო ხალხს. როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსხვერპლის გაღებისკენ მოვუწოდებდი, მათ იმედები გავუცრუე. იდიოტივით მოვიქეცი. მესმის, რატომ მიბრაზდება ხალხი”,- განაცხადა  კლარკმა.

    ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასიდა ანდერნმა გადადგომის თხოვნას უპასუხა, რომ ჩვეულებრივ პირობებში ის მინისტრს თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, ვინაიდან ის „არასწორად მოიქცა და მისი საქციელი გაუმართლებელია“, მაგრამ, პრემიერის განმარტებით, არსებულ სიტუაციაში მისი პრიორიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაა და დევიდ კლარკის თანამდებობაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ის მინისტრთა კაბინეტის რანგში დააქვეითეს.

    ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრმა ოჯახთან ერთად სანაპიროზე გაისეირნა, რასაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. COVID-19-ით ინფიცირების 950 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 127.

     

  • COVID-19 რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა, ის ოჯახში მე-5 ინფიცირებულია

    COVID-19 რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა, ის ოჯახში მე-5 ინფიცირებულია

    ახალი კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა. პაციენტი თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

    თავდაპირველად კორონავირუსი ბავშვის ბებიას, რუსთავის საკრებულს წევრის დედას დაუდგინდა, რომელიც ეროვნული ბანკის ფულის საცავის თანამშრომელია. მოგვიანებით, მის ქმარს, შვილს და შვილიშვილს. დღეს კი ვირუსი ოჯახის კიდევ წევრს დაუდასტურდა. საერთო ჯამში, აღნიშნულ ოჯახში კორონავირუსი 5 ადამიანს აქვს დადასტურებული.

    საერთო ჯამში, კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული.

    საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 39 განიკურნა, ხოლო 2 გარდაიცვალა.

  • კომენდანტის საათის დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი „ურიკით“ მოიპარეს (ვიდეო)

    კომენდანტის საათის დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი „ურიკით“ მოიპარეს (ვიდეო)

    გუშინ გვიან ღამით, ქუთაისში, კომენდანტის საათის პერიოდში მძარცველებმაა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი „ურიკით“ მოიპარეს.

    ქურდობის ამსახველ ვიდეოს „მთავარი არხი“ ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ქურდობაში ეჭვმიტანილები პოლიციამ უკვე დააკავა.

  • აგრარული ბაზრობები დაიკეტა – რამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე

    აგრარული ბაზრობები დაიკეტა – რამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე

    მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღეიდან, 7 აპრილიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება.

    საქსტატის 2019 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში აგრარულ ბაზრობებზე სულ 45,100 ადამიანია დასაქმებული. მათგან 20 ათასი მხოლოდ თბილისში. გამოდის, რომ დღეიდან, თბილისში ბაზრობების აკრძალვით 20 ათასი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

    ანგარიშში წერია, რომ საქართველოში სულ 208 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს, აქედან 64 დედაქალაში მდებარეობს. თბილისში ბაზრობებზე დასაქმებული ადამიანიების 44% და ეკონომიკური სუბიექტების ბრუნვის მოცულობის 61,5% მოდის.

    ამასთანავე, ბაზრები უკვე დაკეტილია საქართველოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის იმერეთში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, ამიტომ ზუსტი ციფრი, რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევრად, უცნობია.

    ამ გადაწყვეტილებას ბაზრების თანამშრომლების უკმაყოფილება მოჰყვა.

     

  • გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი კარანტინის ზონად გამოცხადდა

    გლდანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი კარანტინის ზონად გამოცხადდა

    გლდანში კორონავირუსის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად ჩაიკეტა.

    ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. იმ კორპუსში სადაც დევნილები ცხოვრობენ ერთ-ერთი ოჯახის 3 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც სამართალდამცველებმა კორპუსის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს და მოსახლეობა თვითიზოლაციაში ძალდატანებთ დატოვეს.

    COVID-19-ით ინფიცირებულები 35 წლის მამაკაცი და მისი მშობლები არიან.ანალიზები მამაკაცის მეუღლეს და მცირეწლოვან შვილსაც აუღეს და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.