Category: ახალი ამბები

  • ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა – აშშ-ის საელჩო

    ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა – აშშ-ის საელჩო

    აშშ-ის საელჩო საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    ,,ქართველი ხალხისთვის გამძლეობა და თავგანწირვა უცხო არ არის. ეროვნული ერთიანობის დღის 31 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 21 უდანაშაულო ადამიანს, ვინც თბილისის ქუჩებში სიცოცხლე დაკარგა და იმ ასობით დაშავებულს ვინც მათ გვერდით იდგა. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, ვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, რისთვისაც ამდენი იბრძოლა”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

    9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 31 წელი გავიდა. 1989 წელს, ამ დღეს საბჭოთა არმიის ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.

  • მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მლნ-ს გადააჭარბა

    მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1.5 მლნ-ს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 1,5 მილიონს გადააჭარბა და ამ დროისთვის 1 519 213-ს შეადგენს.

    ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ით საერთო ჯამში 88 531 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 330 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

    აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებულების მაჩვენებლით აშშ ლიდერობს, სადაც 429 052 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი – 14 739-ია, ამ მონაცემებით ამერიკამ ესპანეთს გადაასწრო. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ლეტალობით იტალიაში დამთავრდა, ვირუსს 17 669 ადამიანი ემსხვერპლა.

    მსოფლიოში კრიტიკულ მდგომარეობაში 48 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება.

  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, სულ – 214

    საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, სულ – 214

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ დადასტურებულია COVID-19-ის 214 შემთხვევა. მათგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 .

  • ვინ ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ამ საღამოს 100 მილიონი ლარი

    ვინ ჩარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ამ საღამოს 100 მილიონი ლარი

    საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში ცოტა ხნის წინ 100 მილიონი ლარი ჩაირიცხა. ვებგვერდზე, სადაც ფონდში ასახული თანხებია მითითებული დღეს 24 მილიონი ლარი იყო დაფიქსირებული. გვიან საღამოს კი თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. ჯერჯერობით ვებგვერდზე არ არის მითითებული თანხის ჩამრიცხავის ვინაობა. სავარაუდოდ ის ხვალ გახდება ცნობილი. 

  • “უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა იყო, არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები”- დიანა  ტრაპაიძე კობახიძისთვის პირდაპირი ეთერის გათიშვაზე

    “უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა იყო, არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები”- დიანა ტრაპაიძე კობახიძისთვის პირდაპირი ეთერის გათიშვაზე

    “ბასილ კობახიძეს ბოდიში მოვუხადე (ეთერშიც და მიღმაც) უბრალოდ კომუნიკაციის პრობლემა იყო”- განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

    “ბასილ კობახიძეს ბოდიში მოვუხადე (ეთერშიც და მიღმაც) და მაყურებელსაც.სიბნელის ადვოკატად ვერ გამოვდგები.ამისთვის ეთერს ადრე არ დავამთავრებდი, სხვაგვარად არც ვთხოვდი ეთერში ჩართვას.უბრალოდ,კომუნიკაციის პრობლემა იყო. როგორც ერთ ეთერში ვაღიარე, არ მაქვს მთლად მწყობრი ნერვები. ჩემი პატივისცემა ბასილ კობახიძეს Basil Kobakhidze”-წერს დიანა ტრაპაიძე.

    ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე სტუმართან – ბასილ კობახიძესთან ერთად განიხილავდა ეპიდემიის გამო გაჩენილ იმ საფრთხეებს, რომლებიც შესაძლოა, მრევლის ეკლესიებში სიარულმა შექმნას. სწორედ ამ თემაზე საუბრისას, ბასილ კობახიძემ გადაცემის წამყვანს და არხს, რომლის პირდაპირ ეთერშიც აკრიტიკებდა როგორც მთავრობას, ასევე ეკლესიას, შენიშვნა მისცა და განაცხადა, რომ არ ხდება თემის კრიტიკული გაშუქება. სტუმრისგან მიღებული რეპლიკის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა სტუმართან პირდაპირი ჩართვა მომენტალურად დაასრულა.

    “ეკლესიები უნდა დაიკეტოს..” – ბასილ კობახიძეს პირდაპირი ეთერი დროზე ადრე დაატოვებინეს

  • COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში – 1 დღეში 938 ადამიანი დაიღუპა

    COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში – 1 დღეში 938 ადამიანი დაიღუპა

    დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 938 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აქამდე აღრიცხული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში. მთლიანობაში, ბრიტანეთში COVID-19-ით 7097 ადამიანი გარდაიცვალა.

    რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოლო 24 საათში 5 491 ადამიანი დაავადა, ჯამში – 60 733 პირი , მათგან 1559-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

    ბრიტანეთში ტესტირების ტემპი საგრძნობლად აჩქარდა, რადგან ქვეყანა კრიზისის მართვაში მას საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევს. ამ დროისთვის ტესტირება 232 ათასზე მეტს ადამიანს ჩაუტარდა.

  • ” ბორის ჯონსონი საწოლში წამოჯდა და ექიმებს გაესაუბრა”- რიში სუნაკი

    ” ბორის ჯონსონი საწოლში წამოჯდა და ექიმებს გაესაუბრა”- რიში სუნაკი

    ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ის კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

    როგორც ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, ბორის ჯონსონი დღეს წამოჯდა და ისე გაესაუბრა ექიმებს.

    ”ის საწოლში იჯდა და ესაუბრებოდა კლინიკურ გუნდს. პრემიერ-მინისტრის ამბავი გვახსენებს, თუ რამდენად განურჩეველია ეს ვირუსი”, – განაცხადა სუნაკმა.

    ცნობისთვის ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, კლინიკაში 5 აპრილს შეიყვანეს. მეორე დღეს კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს.

  • სემეკმა მათთვის, ვისაც კომუნალურების შეღავათით სარგებლობა არ უნდა, პლატფორმა შექმნა

    სემეკმა მათთვის, ვისაც კომუნალურების შეღავათით სარგებლობა არ უნდა, პლატფორმა შექმნა

    იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც არ სურთ მთავრობის კომუნალური შეღავათებით ისარგებლონ, სემეკმა შესაბამისი პლატფორმა აამოქმედა. კომპანიის განცხადებით, მოქალაქეებს გადაწყვეტილების დაფიქსირება მათივე ვებგვერდზე (www.gnerc.org/ge/covid-19) შეუძლიათ.

    კომუნალური შეღავათი გათვლილია სამი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) განმავლობაში მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე. სემეკის ინფორმაციით, მოქალაქეებს კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმა შეუძლიათ, როგორც სამივე თვეზე, ისე  ყოველ თვეზე ცალ-ცალკე. მარტის თვის გადასახადის შემთხვევაში, უარის თქმის ბოლო ვადა 2020 წლის 11 აპრილია. მომხმარებლებმა ვებგვერდზე რამდენიმე ველი უნდა შეავსონ და ინფორმაცია რეაგირებისთვის შესაბამის გამანაწილებელ კომპანიაში გადაიგზავნება.

    ,,კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც მარტში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ”, — წერია სემეკის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიარდი ლარი გამოიყოფა. მთავრობა სამი თვის კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს ოჯახებს, რომლებიც დადგენილ ლიმიტზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირს მოიხმარებენ. ვიცე-პრემიერის განმარტებით, ელექტროენერგიაზე შეღავათებით მილიონ 200 ათასი ოჯახი ისარგებლებს, ბუნებრივ აირზე კი 671 ათასი.

  • “არ ვიცოდი, რომ კორონავირუსი მჭირდა, პირბადის გარეშე მოვიარე  მთელი ქალაქი” – ინტერვიუ დაინფიცირებული სტიქაროსნის დედასთან

    “არ ვიცოდი, რომ კორონავირუსი მჭირდა, პირბადის გარეშე მოვიარე მთელი ქალაქი” – ინტერვიუ დაინფიცირებული სტიქაროსნის დედასთან

    “არ ვიცოდი, რომ კორონავირუსი მჭირს, პირბადის გარეშე მოვიარე ქალაქი”- აცხადებს  16 წლის სტიქაროსნის დედა, რომლის ოჯახის COVID 19-ით დაინფიცირების შესახებ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გავრცელდა. როგორც რესპონდენტი ჰყვება,მან  არ იცოდა, რომ ეს ვირუსი მას და მისი ოჯახის 3 წევრს ჰქონდა, ქალაქში პირბადის გარეშე გადაადგილდებოდა.

    “რაც შევიტყვეთ, იმის მერე სახლში ვართ გამოკეტილები. 4-ში გათენდა დილა, მამაჩემი ვერ ადგა ლოგინიდან. მოდი მეთქი, ტაქსით წავიყვან, ფილტვებზე გადავუღო, რამე არ მოუვიდეს კაცს-მეთქი. ქუჩის ხალხი დამეხმარა, გამვლელები, ტაქსშიც ხომ გადაედო. მე ამ დროს ხომ არ ვიცოდი, რომ კორონა სჭირს. ამ დროს მომადგა სასწრაფო. მეც მქონია თურმე მაგ დროს კორონავირუსი, მე წამოვედი და 2 ტაქსი გამოვიცვალე. ისინიც ხომ დაავადნენ?! პირბადის გარეშე  დავდიოდი მთელი ქალაქი. ფული გადავუხადე, ის ფულიც ხომ მიიტანა იმ კაცმა სახლში კორონავირუსიანი?! თორემ, ჩემი შვილი და მე ვისხედით სახლში,”- აცხადებს დაინფიცირებული ქალი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 211-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვვა გამოვლინდა, საერთო ჯამში  დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 211-ია.

    ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე – Stopgov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ქვეყანაში 211 ინფიცირებულიდან 50 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.