Category: ახალი ამბები

  • თუ მრევლი შევა ეკლესიაში და დილის 6-მდე აღარ გამოვა, ეს კანონის დარღვევა იქნება? – გომელაური

    თუ მრევლი შევა ეკლესიაში და დილის 6-მდე აღარ გამოვა, ეს კანონის დარღვევა იქნება? – გომელაური

    შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტების შეკითხვას, დაარღვევს თუ არა მრევლი სააღდგომო ლიტურგიის დროს ე.წ კომენდანტის საათის, თუკი საღამოს 21:00-მდე მივლენ ეკლესიებში და დილის 06:00-მდე აღარ გამოვლენ, პასუხობს:

    ,,თუ ასე იქნება, რომ შევა [მრევლი ეკლესიაში] და დილის 6 საათამდე აღარ გამოვა, ეს, თქვენი აზრით, დარღვევა იქნება კანონის?”.

    გომელაური ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მთავრობა საპატრიარქოსთან თანამშრომლობს და ჯერ ბოლომდე არ შეჯერებულა, თუმცა დარწმუნებულია, რომ შეჯერდებიან ისე, რომ კანონი არ დაირღვეს.

    ,,რომ გითრათ, ამ თემაზე ბოლომდე შევჯერდით საპატროარქოსთან რომ ასე გადავწყვიტეთ-თქო, არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა გომელაურმა.

    მისივე თქმით, მრევლის კანონს არ არღვევს და მას ყველაზე კარგად იცავს.

    ,,კანონს ესენი არ არღვევენ და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც თუნდაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, დაჯარიმდებით და ნუ დაარღვევთ კანონსო”.

    საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში მრევლი ყოველ კვირა იკრიბება. ისინი დისტანციას იცავენ, თუმცა ერთი კოვზით ზიარების წესი არ შეცვლილა.

  • გიორგი გახარია – მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, უნდა დარეკოთ 112-ში

    გიორგი გახარია – მინდა მოვუწოდო ყველას, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, უნდა დარეკოთ 112-ში

    პრემიერი გახარია მოქალაქეებს მოუწოდებს სიცხის და სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან 112–ში დარეკონ, რადგან  ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი. გახარიას თქმით, ქოლ-ცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა.

    „სულ რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაერთო ერთი ქოლ-ცენტრი – 144, რომლის ძირითადი ამოცანა გახლავთ საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ ჩვენს მოქალაქეებს გასცეს პასუხი. ეს ქოლ ცენტრი ფუნქციონირებს და ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა.

    შემიძლია ოფიციალურად განვაცხადო, რომ 112 სრულიად ახალი ხაზით აეწყო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და პირველად, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, რაც ნიშნავს ოჯახის და სოფლის ექიმს. ეს არის COVID-19 თან ბრძოლის პირველი ხაზი, იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, როგორც კი რაიმე ელემენტარული სიმპტომი ექნება – სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აიღოს ტელეფონი, აკრიბოს 112. 112 მას მაშინვე დააკავშირებს მის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. ე.ი. ზარი შემოდის თბილისში, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე „ჩეკ ლისტის“ შესაბამისად ტარდება კონსულტაცია. თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარზე, მაშინ ის გადაჰყავთ რეგიონულ ცხელების ცენტრში, სადაც ის არის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ მას უტარდება ტესტირება და იქნება მიღებული  გადაწყვეტილება, თუ რომელ სტაციონარში გადაიყვანენ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს მოქალაქეს, პირველივე სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე და მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ტელემედიცინის მომსახურება. მეორე – ვიცავთ ჩვენს სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსიც ახლა დასაზოგია და რა თქმა უნდა, ჩვენს სტაციონარებს. შემოსული 400 ზარიდან დაახლოებით 5-6 პროცენტი ბრუნდება უკან 112-ზე, რომ გადავიდეს სასწრაფო მომსახურების დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ოჯახის და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც მათ ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი ხაზი COVID19-თან ბრძოლის. სწორედ ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID19, თუ სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას, ის სტაციონარები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით COVID19-თან საბრძოლველად არის გამოყოფილი, იყოს მიზნობრივად დატვირთული. მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • ყველაფერი შესაძლებელია –  გახარია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე

    ყველაფერი შესაძლებელია – გახარია საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე

    პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს.

    მისი თქმით, ყველაფერი შესაძლებელია და გახანგრძლივება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

    ,,ყველაფერი შესაძლებელია. ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე, მის დამძიმებაზე ან პირიქით. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი ამოცნაა ადამიანების ჯანმრთელობა,” – განაცხადა გახარაიამ.

    მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა ვითარებას აკვირდება და შესაძლოა, ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება არა ცალკეულ რეგიონებს, არამედ მთელ ქვეყანას შეეხოს.

    ,,ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გადაწვეტილება ქვეყნის მასშტაბით გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში იმიტომ, რომ ქობულეთში არის საკმაოდ სერიოზული კლასტერი, სერიოზული კლასტერია მარნეული და ბოლნისი, ახლა ლენტეხი გაჩნდა, ასევე რამდენიმე შემთხვევაა სამეგრელოში, ბათუმში. ვნახოთ, რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის“, – თქვა გახარიამ.

    საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს 1 თვით გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. გამოცხადებულია ასევე საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი. მოქალაქეებს 21 საათიდან დილის 6 საათამდე სახლიდან გამოსვლის უფლება არ აქვთ. ასევე, აკრძალულია 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

  • რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ეკლესიაში არ მივიდნენ და სახლიდან ილოცონ

    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ეკლესიაში არ მივიდნენ და სახლიდან ილოცონ

    რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, ეკლესიებში არ მივიდნენ და სახლიდან ილოცონ.

    რუსეთის საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დასაცავად მრევლმა დროებით უარი უნდა თქვას ეკლესიაში მისვლაზე, მათ შორის დიდ დღესასწაულებზე.

    “მოვუწოდებთ მორწმუნეებს, თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან, ეს მოწოდება ამ წუთისთვის ყველა შესაძლო არხით ვრცელდება. მოსახლეობა ჩვენს მოწოდებას გაგებით ხვდება და აცნობიერებს, რომ შექმნილი მდგომარეობა განსაკუთრებული გამოცდაა, ჩვენი ახლობლებისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის, გვიწევს უარი ვთქვათ ეკლესიაში მისვლაზე დიდ დღესასწაულებზეც კი”, – განაცხადა რუსეთის საპატრიარქოს პრესსპიკერმა ვლადიმერ ლეგოიდამ.

    ცოტახნის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთა პატრიარქმა კირილემაც, რომელმაც მოსახლეობას ტაძარში მისვლისგან თავის შეკავება და რეკომენდაციების დაცვა თხოვა.

    რუსეთში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 10 131 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 76 დაიღუპა, 698 გამოჯანმრთელდა.

  • ,,მე არა, ჩემი ქალაქი გადაიხდის” – მოძღვარი, რომლის ოჯახი შსს-მ 18 ათასი ლარით დააჯარიმა

    ,,მე არა, ჩემი ქალაქი გადაიხდის” – მოძღვარი, რომლის ოჯახი შსს-მ 18 ათასი ლარით დააჯარიმა

    კაცხის ეკლესიის წინამძღვრი მამა ამირან მოდებაძე ამბობს, რომ 18 ათას ლარიან ჯარიმას, რომელიც პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის მის ოჯახის წევრებს გამოუწერა, მისი ქალაქი გადაიხდის.

    მოძღვრის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებენ, რაზეც მამა ამირანი ამბობს, რომ თუ მისმა რძალმა ილაპარაკა, მას დასჯის.

    ,,32 წელია მოძღვარი ვარ ამ ქალაქში და ასეთი არაფერი ყოფილა. როგორ შეიძლება ახლა გამოვიდეს ჩემი რძალი და რამე ილაპარაკოს, თუ ილაპარაკა, მაგისთვის მე დავსჯი თვითონ”,- ამბობს მოძღვარი.

    ის სამართალდამცველებს ამართლებს და აღნიშნავს, რომ ერთმანეთზე უბრალოდ გაბრაზდნენ. ,,რატო ახლა, რატო გაბრაზდებიან, რომ გამაბრაზო, არ გავბრაზდები?!”,- პასუხობს ჟურნალისტს კაცხის ეკლესიის წინამძღვარი.

  • შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 115 პირი დააჯარიმა

    შსს-მ საგანგებო მდგომარეობის და კომენდანტის საათის დარღვევისთვის 24 საათში 115 პირი დააჯარიმა

    შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის 115 მოქალაქე დააჯარიმა.

    კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 73 პირი.

    საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო პოლიციამ 15 მოქალაქე დააჯარიმა.

    27 პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.

    საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

  • კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მლნ ,,ქართუმ” ჩარიცხა

    კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 მლნ ,,ქართუმ” ჩარიცხა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ StopCov-ფონდში 100 მლნ ლარი „ქართუ ფონდმა“ ჩარიცხა.

    ინფორმაცია დაადასტურა ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმაც. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში შეადგენს 100 მილიონ ლარს.

    „ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა“, – თქვა ჩხეტიანმა.

    ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ StopCoV ფონდში 8 აპრილს, საღამოს 100 მლნ ჩაირიცხა და 124 543 899 ლარი გახდა.

  • კორონავირუსის გამო ათონის მთაზე სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

    კორონავირუსის გამო ათონის მთაზე სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება

    კორონავირუსის გამო ათონის მთაზე სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. კომპლექსის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მნახველები და პილიგრიმები სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 20 აპრილამდე არ დაიშვებიან.

    ბერძნული მედიის ინფორმაციით, ყველა მსახურება, მათ შორის სააღდგომო წირვა მომლოცველების გარეშე ჩაივლის. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მხოლოდ კომპლექსის ტერიტორიაზე მცხოვრები ბერები დაესწრებიან.

    ათონის მთის ადმინისტრაცია მოუწოდებს კომპლექსში მცხოვრებ და დასაქმებულ ყველა პირს, ადმინისტრაციის მითითებები და ყველა სამთავრობო ბრძანება-დირექტივა ზედმიწევნით შეასრულონ. ათონის მთა მრევლისთვის 19 მარტიდან არის დაკეტილი, მას შემდეგ რაც 4 ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

  • ინფექციურში მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2-ის მდგომარობა მძიმეა – ეზუგბაია

    ინფექციურში მძიმე პნევმონიით 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2-ის მდგომარობა მძიმეა – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით, ინეფქციურში ამჟამად 33 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7-ს მძიმე პნევმონია აქვს, ხოლო აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

    მისი თქმით, მათთან დაავადება აგრესიულად არ პროგრესირებს.

    ,,მინდა გითხრათ, რომ მძიმე პნევმონიით გვყავს 7 პაციენტი, მათგან 2 არის უფრო მძიმე, რომლებთანაც მიუხედავად დაწყებული მკურნალობისა, დაავადება პროგრესირებს, მაგრამ ძალიან აგრესიულად არა და იმედი გვაქვს, რომ მათი მდგომარეობაც დასტაბილურდება და გამოჯანმრთელდებიან. დანარჩენი 5 პაციენტი ჯერჯერობით როგორც მძიმე პნევმონია და მძიმე დაავადების ფორმა, ასე ფასდება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

    ეზუგბაიას ცნობით, ინფექციური საავადმყოფოდან ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 37 პაციენტია გაწერილი.

    რაც შეეხება 6 ახალ დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაიას განმარტებით, არც ერთი მათგანი არაა შიდა გავრცელების შემთხვევა, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 214 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

  • ერთ დღეში COVID-19-ით დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – აშშ-ში 24 საათში 1922 ადამიანი დაიღუპა

    ერთ დღეში COVID-19-ით დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – აშშ-ში 24 საათში 1922 ადამიანი დაიღუპა

    ამერიკაში კორონავირუსით ერთ დღეში 1922 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ერთ დღეში ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

    მთლიანობაში ამერიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 432 000, ამ მხრივ ამერიკა ყველა ქვეყანაზე წინაა. გარდაცვლილთა რაოდენობა 14 817-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულია 23 906 ადამიანი.