Category: ახალი ამბები

  • თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა – მელია სუბსიდირებული პირბადეების ხარისხზე

    თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა – მელია სუბსიდირებული პირბადეების ხარისხზე

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოში წარმოებული პირბადეები იმდენად უხარისხოა, რომ თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს მის გაკეთებას.

    მისი თქმით, თმა რომ ჰქონდეს, ყალყზე დაუდგებოდა.

    “წარმოუდგენელია, არ დავიჯერე ამდენად უხარისხო პირბადეა. ჩვენივე ფულით სუბსიდირებული პირბადე, რომელიც ლარი და ორმოცდაათი თეთრი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლა ორმოცდაათ თეთრად რომ ყიდიან. აი, თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს ამ პირბადის გაკეთებას, ეს არის სამარცხვინო. სამ ადამიანთან გადავამოწმე სანამ ამას ვიტყოდი და არ მჯეროდა, თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

    სუბსიდირებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში გასაყიდად უკვე ჩაეშვა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები ფოტოებს დებენ და პირბადეების ხარისხს აკრიტიკებენ.

    ასე გამოიყურება საქართველოში წარმოებული პირბადე:

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 218-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში, დადასტურებულია COVID-19-ის 218 შემთხვევა, მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

    ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 4722 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408 .

  • ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო – ზურაბიშვილი

    ვერ მივალ ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო – ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრება, რადგან პრეზიდენტი ამ კუთხით, ,,სამაგალითო” უნდა იყოს და კანონი არ დაარღვიოს.

    ,,ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად ვილოცებთ, დარწმუნებული ვარ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ჩვენი, ასევე, ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

    მისივე თქმით, დღეს 9 აპრილის მემორიალთან არ მისულა, რადგანაც საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა.

  • WHO უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს – ტრამპი

    WHO უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და მთელ მსოფლიოს – ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია აშშ-სა და მთელ მსოფლიოს უსამართლოდ მოექცა.

    „ისინი ამბობენ, ბევრად მეტი ცხედრების ჩანთა იქნებაო. ტედროს ადანომ გებრიესუსს სწორი ანალიზი რომ გაეკეთებინა, ბევრად უკეთესად მოემსახურებოდა იმ ხალხს, ვისთვისაც უნდა ემსახურა. ყველაფერი მიკერძოებული იყო ჩინეთის მისამართით”, – განაცხადა ტრამპმა.

    მისი თქმით, აშშ-მ საზღვრების დაკეტვით ჯანმოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან WHO-ს პრეზიდენტს უნდოდა, რომ აშშ-ს საზღვრები არ ჩაეკეტა.

    „ყველაფერი ჩინეთისთვის გაკეთდა. ეს არ არის სწორი, ის უსამართლოდ მოგვექცა ჩვენ და გულახდილად გითხრათ, მსოფლიოს. არ მჯერა, რომ ის პოლიტიკაზე ლაპარაკობს. შეხედეთ რა ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან“, – აღნიშნა ტრამპმა.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 აპრილს WHO-ს ხელმძღვანელმა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის ტრამპს მოუწოდა, რომ კორონავირუსის პანდემიის პოლიტიზირება შეწყვიტონ. ,,თუ არ გინდათ ბევრი ჩანთა ცხედრით, მაშინ თავი შეიკავეთ მისი პოლიტიზირებისგან“,- თქვა გებრიესუსმა.

  • შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

    შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც მეთორმეტე სართულიდან მაკე ძაღლი გადმოაგდო. ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. მას შინაგანი სისხლდენა და მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. ძაღლს ყველა ლეკვი დაეღუპა.

    უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს მეზობელთან კამათი მოუვიდა და სწორედ ამის შემდეგ გადმოაგდო ძაღლი.

  • პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსი დაამარხა და ცოლთან ერთად ქორწინების იუბილეს აღნიშნავს

    პრინცმა ჩარლზმა კორონავირუსი დაამარხა და ცოლთან ერთად ქორწინების იუბილეს აღნიშნავს

    კამილა პარკერ ბოულზი შოტლანდიურ მამულში, ბირკჰოლში საკუთარ ქმართან დაბრუნდა. წყვილი დღეს ქორწინების 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

    კამილა პარკერ ბოულზს მამულის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც პრინც ჩარლზს კორონავირუსი დადუგინეს. ის ბირკჰოლის მამულში თვითიზოლაციაში იყო, კამილა კი ბალმორალში ორკვირიან კარანტინში.

    იზოლაციის ვადები ზუსტად სამეფო ოჯახისთვით მნიშვნელოვან დღეს ამოიწურა. 9 აპრილს წყვილს “ბროლის ქორწილი აქვს“. ამ დღის აღსანიშნავად მათ საყვარელ ძაღლებთან–ბლუბელთან და ბეტთან ერთად სახლის ზღურბლთან ფოტო გადაიღეს.

    ფოტოზე მონარქები ყოველდღიურ სამოსში არიან ჩაცმული. კამილა პარკერ ბოულზს ელეგანტური კაბის ნაცვლად ჯემპრი და ჯინსი აცვია, პრინცს კი კლასიკური პიჯაკის ნაცვლად თავისუფალი სამოსი.

    თაყვანისმცემლებს სამეფო ოჯახის თბილი, ოჯახური ფოტო ძალიან მოეწონათ. სოციალურ ქსელებში  მათ ქორწინების იუბილეს ულოცავენ და ბედნიერებას, ჯანმრთელობას და მარადიულ სიყვარულს უსურვებენ.

    71 წლის პრინცმა ჩარლზმა გამოჯანმრთელების შემდეგ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელიც უელსის პრინცის და მისი მეუღლის ოფიციალურ ვერდზე გამოქვეყნდა.

    მან კორონავირუსის პანდემიას უცნაური გამოცდილება უწოდა, მადლობა უთხრა ექიმებს, მაღაზიებისა და აფთიაქების თანამშრომლებს, რომლებიც სამუშაო ადგილებზე რჩებიან, რათა მოსახლეობა პირველადი მოხმარების პროდუქტების გარეშე არ დარჩეს.

    “კორონავირუსის დაავადება საბედნიეროდ შედარებით მსუბუქი სიმპტომებით გადავიტანე. ახლა დაავადების მეორე მხარეს ვარ. თუმცა კვლავ ვიცავ სოციალურ დისტანციას და საყოველთაო იზოლაციას. როგორც ყველამ ვნახეთ, კრონავირუსი უცნაური, შამეშინებელი და საგანგაშო გამოცდილებაა, როცა შეუძლებელია ახლობლების და მეგობრების გვერდით იყო, ცხოვრების ჩვეული წესი კი ირღვევა“ – თქვა პრინცმა და თანაგრძნობა გამოუცხადა ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა “რთული და არანორმალური“ გარემოებების გამო. მან ყველას მოუწოდა სიძლიერისკენ, ერთმანეთის მხარდაჭერისკენ და იმედი გამოთქვა, რომ ყველა უსიამოვნება ჩაივლის.

    შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონსაც დაუდგინდა. ის ორი დღის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

     

     

     

     

  • გარდაიცვალა 9 აპრილის ფოტოების ავტორი გოგი ცაგარელი

    გარდაიცვალა 9 აპრილის ფოტოების ავტორი გოგი ცაგარელი

    დღეს 9 აპრილს, ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.  9 აპრილის ტრაგედია მსოფლიომ გოგი ცაგარელის ფოტოებით ნახა.

    გიორგი ცაგარელის გადაღებულია უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე საზოგადოებრივ- პოლიტიკური პროცესების ამსახველი დოკუმენტური ფოტოები. მათ შორის 1989 წლის 9 აპრილი, სამოქალაქო ომი თბილისში, აფხაზეთისა და ყარაბაღის ომები და სხვა.

     

  • იტალიაში COVID-19-ით მინიმუმ 100 ექიმი გარდაიცვალა

    იტალიაში COVID-19-ით მინიმუმ 100 ექიმი გარდაიცვალა

    იტალიაში კორონავირუსთის მინიმუმ 100 ექიმი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის ექიმთა ასოციაციამ გაავრცელა. CNN-ს ცნობით, 80 ექიმი იტალიის ჩრდილოეთით მუშაობდა, სადაც ვირუსი ყველაზე მწვავედ არის გავრცელებული.

    ოთხშაბათის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსით 13 522 სამედიცინო სფეროს თანამშრომელი დაინფიცირდა.

    იტალიაში კორონავირუსით 17 669 ადამიანია გარდაცვლილი, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულია 140 ათასამდე ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 26 491 პაციენტი.

  • ფულის ერთეულის ამოგდება უნდათ, გააუთოეთ ფული და გაუთოებული მოიტანეთ – მამა გრიგოლი

    ფულის ერთეულის ამოგდება უნდათ, გააუთოეთ ფული და გაუთოებული მოიტანეთ – მამა გრიგოლი

    არქიმანდრიტი გიორგი ბასილაძე ამბობს, რომ კორონავირუსი ქრისტიანული სამყაროსთვის გამოცხადებული ბიოლოგიური ომია, რადგან მორწმუნეებს ტაძარში სიარულს ოფიციალურად ვერ აუკრძალავ, ამას აჯანყება მოყვება, ამიტომ ეს ეშმაკმა მოიფიქრა.

    მისი თქმით, მეორედ მოსვლა უკვე დაწყებულია.

    ,,ფულის ერთეულის ამოგდება უნდათ, ვირუსის გადამტანიაო, ამიტომ ფული ვისაც გაქვთ და უთო, გააუთოეთ. ოქრო თუ გაქვთ, გარეცხეთ მდუღარეში, გეიგეთ?! დააუთოეთ, დააუთეთ ფული და დაუთოებული მეიტანეთ”,- ეუბნება მრევლს არქიმანდრიტი ქადაგებისას.

    ცნობისთვის, ფულის დაუთოება ინფექციონისტების რეკომენდაციაა, რადგან ფული სავარაუდოდ კორონავირუსის ინფექციის გადამტანია.

  • საღამოს 22 საათზე შევაღოთ ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ – კეკელიძე

    საღამოს 22 საათზე შევაღოთ ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ – კეკელიძე

    საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ინიციატივით გამოდის, რომ დღეს, 9 აპრილს, 22 საათზე მოქალაქეებმა ფანჯრები გააღონ და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოასმენინონ, ასევე , გამოფინონ დროშა.

    ,,მეგობრებო და ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია – დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის. გვახსოვდეს 9 აპრილი”,- წერს გიორგი კეკელიძე.

    დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მსგავსი აქცია მოქალაქეებმაც დაგეგმეს. ,,სიმბოლურად 9 აპრილს საღამოს 10 საათზე, როდესაც კომენდანტის საათის პირობებიდან გამომდინარე ყველანი სახლებში ვართ, გამოვიდეთ აივნებზე, გადმოვდგეთ ფანჯრებიდან და ვიმღეროთ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი”,- წერია ღონისძიების აღწერაში.

    დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.